მოსკოვის ყოფილი მერი საქართველოში ჩამოსვლას სექტემბერშიც გეგმავს, რადგან მეგობრის შვილიშვილის ქორწილშია დაპატიჟებული. ამის შესახებ ლუჟკოვმა "რია ნოვოსტის" განუცხადა.
"საერთოდაც, ჩემს საყვარელ საქართველოში სექტემბერში კიდევ ერთხელ ვაპირებ ჩასვლას. დაპატიჟებული ვარ ჩემი ახლობელი ქართველის შვილიშვილის ქორწილში. მინდა, რომ მეუღლესთან, ოჯახთან ერთად ვნახო ქართული ქორწილი. ეს საინტერესოა, ეს ყოველთვის მასშტაბური და ლამაზია. თუკი ეს არ გამოვა საქართველოს ხელისუფლების ქმედებების გამო, ვფიქრობ, რომ დავიცდით - დავუცდით სხვა დროებს, ისინი აუცილებლად იქნება და ასეთ ველურ გადაწყვეტილებებს, ვფიქრობ, ბოლოს და ბოლოს, საქართველოს ხელმძღვანელობა არ მიიღებს და არც უნდა მიღოს", - განუცხადა "რია ნოვოსტის" ლუჟკოვმა.
მოსკოვის ყოფილმა მერმა ასევე აღნიშნა, რომ ამჟამინდელი გადაწყვეტილება მისი "შავ სიაში" ჩასმის შესახებ "სცდება გონივრულს, ტრენდს, რომელიც დღეს არსებობს საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების განვითარებაში".
მე ნამდვილად არა ვარ ლუჟკოვის მაქებარი, მაგრამ ხალხმა (განსაკუთრებით ახალგაზრდებმა) ჩვენი "ეროვნული მოძრაობის" წევრებმა (იგულისხმება ორივე მხარე) თბილისი, რომ დაანგრიეს და მათ შორის თბილისის კლასიკური გიმნაზიაც, ანუ #1 სკოლა, მისი აღდგენა (მოსკოვის ხარჯებით) დაიწყო მოსკოვის მაშინდელმა მერმა პოპოვმა, რომელიც წალკელი ბერძენი იყო და შემდეგ გააგრძელა და დაამთავრა ლუჟკოვმა.