პოლიტიკა
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველო და პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია ამერიკული დაზვერვის დოკუმენტებში - რა მასალებს აქვეყნებს IDFI
საქართველო და პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია ამერიკული დაზვერვის დოკუმენტებში - რა მასალებს აქვეყნებს IDFI

"ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ინ­სტი­ტუ­ტი" (IDFI) ის­ტო­რი­ულ დო­კუ­მენ­ტებს ასა­ჯა­რო­ვებს, რომ­ლე­ბიც მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით ჯერ კი­დევ 2010 წელს გა­სა­ჯა­როვ­და IDFI-ის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით და მისი ამე­რი­კე­ლი პარტნი­ო­რის, ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის არ­ქი­ვის (The National Security Archive) მო­თხოვ­ნით.

ანა­ლი­ტი­კუ­რი მოხ­სე­ნე­ბე­ბი მომ­ზა­დე­ბუ­ლია ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის დაზ­ვერ­ვის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­გენ­ტოს მიერ და ეხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ველ პრე­ზი­დენტ ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას. დო­კუ­მენ­ტებ­ში გან­ხი­ლუ­ლია რო­გორც იმ­ჟა­მინ­დე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბა, ასე­ვე გამ­სა­ხურ­დი­ას ბი­ოგ­რა­ფია.

"IDFI პირ­ვე­ლად აქ­ვეყ­ნებს აღ­ნიშ­ნულ დო­კუ­მენ­ტებს და ფარ­თო მკი­თხველს, ისე­ვე რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლე­სი ის­ტო­რი­ის შეს­წავ­ლით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მკვლე­ვა­რებს, სთა­ვა­ზობს CIA-ის ანა­ლი­ტი­კურ მოხ­სე­ნე­ბებს რომ­ლე­ბიც მომ­ზად­და 1991 წლის ივ­ნი­სი-სექ­ტემ­ბე­რის პე­რი­ოდ­ში" - ნათ­ქვა­მია IDFI-ის სა­იტ­ზე გან­თავ­სე­ბულ მა­სა­ლებ­ში.

25 ივ­ნი­სი 1991

მა­ის­ში, პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში, პირ­და­პი­რი წე­სით არ­ჩევ­ნებ­ში, გამ­სა­ხურ­დია, ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი პო­ლი­ტი­კო­სი რეს­პუბ­ლი­კა­ში, არ­ჩე­ულ იქნა ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტად. დო­კუ­მენ­ტი აღ­წერს, რომ პრე­ზი­დენ­ტად არ­ჩე­ვის შემ­დეგ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გამ­სა­ხურ­დი­ამ გან­ცხა­და, რომ მის პრი­ო­რი­ტე­ტებს წარ­მო­ად­გენ­და სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დაც­ვა და აღი­ა­რე­ბის­თვის ბრძო­ლა, იმ ქვეყ­ნებ­თან [1] თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გა­ფარ­თო­ე­ბა, რომ­ლებ­მაც ხელი არ მო­ა­წე­რეს 9+1 შე­თან­ხმე­ბას და და­სავ­ლურ ქვეყ­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გაღ­რმა­ვე­ბა.

ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია, ქარ­თვე­ლე­ბის ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე რო­მა­ნის­ტის - კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას შვი­ლი, 1939 წელს და­ი­ბა­და. და­ამ­თავ­რა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი და მუ­შა­ობ­და ლი­ტე­რა­ტუ­რის ინ­სტი­ტუ­ტში. 1950-იანი წლე­ბი­დან ჩა­ერ­თო დი­სი­დენ­ტურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, ხოლო 17 წლი­სამ ანტი-საბ­ჭო­თა საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის პი­რო­ბი­თი 5 წლი­ა­ნი სას­ჯე­ლი მი­ი­ღო. მოხ­სე­ნე­ბის ავ­ტო­რის მტკი­ცე­ბით, ბევ­რი ქარ­თვე­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტი, გამ­სა­ხურ­დი­ას მე­რაბ კოს­ტა­ვას­თან ერ­თად გა­ნი­ხი­ლავს "ქარ­თუ­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლიზ­მის ნათ­ლი­მა­მად". დო­კუ­მენ­ტში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია 60 – 70 იან წლებ­ში ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის გამო და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლა არა­ერ­თხელ პო­ლი­ცი­ის მიერ, გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლა სამ­სა­ხუ­რი­დან და გა­რი­ცხუ­ლი იქნა სა­ქარ­თვე­ლოს მწე­რალ­თა კავ­ში­რი­დან. გამ­სა­ხურ­დია 1976 წელს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებ­და სა­ქარ­თვე­ლოს ჰელ­სინ­კის ჯგუ­ფის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში. მის­მა და­პა­ტიმ­რე­ბამ და შემ­დგომ­მა სა­ჯა­რო მო­ნა­ნი­ე­ბამ, სამი წლის შემ­დეგ, ბევრ ქარ­თველ ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტში მის მი­მართ ეჭვი გა­ა­ჩი­ნა, თუმ­ცა, გამ­სა­ხურ­დია აცხა­დებ­და, რომ ასე "ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბის გუ­ლის­თვის მო­იქ­ცა". 1989 წლის 9 აპ­რი­ლის შემ­დეგ ის 40 დღით და­ა­კა­ვეს.

CIA-ის მოხ­სე­ნე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ გამ­სა­ხურ­დი­ას და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლია და ჰყავს სამი შვი­ლი. გა­ნათ­ლე­ბით ფი­ლო­ლო­გი, გამ­სა­ხურ­დია ამე­რი­კუ­ლი პო­ე­ზი­ის სპე­ცი­ა­ლის­ტია და რო­ბერტ ფროსტს საყ­ვა­რელ პო­ე­ტად მო­იხ­სე­ნი­ებს. იგი ფლობს გერ­მა­ნულ, ფრან­გულ და უზა­დო ინ­გლი­სურს.

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას წე­რი­ლი ჯე­იმს ბე­ი­კერს, რო­მე­ლიც 26 წლის შემ­დეგ პირ­ვე­ლად გა­სა­ჯა­როვ­და

12 ივ­ლი­სი 1991

გამ­სა­ხურ­დია იმე­დოვ­ნებს, რომ მალე შეხ­ვდე­ბა გორ­ბა­ჩოვს სა­ქარ­თვე­ლოს სა­კი­თხის გან­სა­ხილ­ვე­ლად. მას ასე­ვე სურს ვა­შინგტონ­ში გამ­გზავ­რე­ბა რათა შეხ­ვდეს პრე­ზი­დენტ ბუშს, სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მხარ­და­ჭე­რის მო­სა­პო­ვებ­ლად. აპ­რილ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნომ შე­მო­ი­ღო პრე­ზი­დენ­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბა, გამ­სა­ხურ­დი­ას­ვე თხოვ­ნით, რო­მე­ლიც ამ­ტკი­ცებ­და რომ "ცენ­ტრი" (მოს­კო­ვი) მის მტრებ­თან ერ­თად მუ­შა­ობ­და მთავ­რო­ბის ძი­რის გა­მო­სა­თხრე­ლად. უზე­ნა­ეს­მა საბ­ჭომ ერ­თხმად აირ­ჩია ის პრე­ზი­დენ­ტად, ხოლო აკა­კი ასა­თი­ა­ნი უზე­ნა­ე­სი საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რედ. დო­კუ­მენ­ტის მი­ხედ­ვით, მა­შინ რო­დე­საც გამ­სა­ხურ­დი­ას მომ­ხრე­ებს მისი გაპ­რე­ზი­დენ­ტე­ბა უხა­რო­დათ, ოპო­ნენ­ტე­ბი აღ­ნიშ­ნავ­დნენ, რომ მისი გა­მარ­ჯვე­ბა ავ­ტო­რი­ტა­რიზ­მის დაბ­რუ­ნე­ბის საფრ­თხეს შე­ი­ცავ­და. ისი­ნი ასე­ვე ადა­ნა­შა­უ­ლებ­დნენ პრე­ზი­დენტს, სტა­ლი­ნის მსგავ­სი პი­როვ­ნე­ბის კულ­ტის გაღ­ვი­ვე­ბა­ში. მის­მა ოპო­ნენ­ტმა, რო­მე­ლიც ში­შობ­და, რომ გამ­სა­ხურ­დია სა­მო­ქა­ლა­ქო ომამ­დე მი­იყ­ვან­და მდგო­მა­რე­ო­ბას, პრე­ზი­დენ­ტი ჩი­ნუ­რი ლე­გენ­დის გმირს შე­ა­და­რა, რო­მე­ლიც დრა­კონს ამარ­ცხებს, მაგ­რამ თა­ვად ხდე­ბა დრა­კო­ნი.

ოპო­ნენ­ტე­ბის აზ­რით, გამ­სა­ხურ­დია ხელ­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ:

- არა­ტო­ლე­რან­ტუ­ლი გახ­და პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ეროვ­ნუ­ლი კონ­გრე­სის და ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რო­სო­ბე­ბის მი­მართ;

- მე­დია მთავ­რო­ბის კონ­ტროლს და­უქ­ვემ­დე­ბა­რა;

- პრე­ფექ­ტე­ბის და­ნიშ­ვნით ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბა კონ­ტრო­ლის ქვეშ მო­აქ­ცია;

- მცდე­ლო­ბა ჰქონ­და, თუმ­ცა კრი­ტი­კის შემ­დეგ უკან და­ი­ხია, მი­ე­ღო სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას და სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბას მარ­ტო მათ მი­ა­ნი­ჭებ­და, ვისი წი­ნაპ­რე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ში 1801 წლამ­დე ცხოვ­რობ­დნენ.

CIA-ის მოხ­სე­ნე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, პირ­ველ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, გამ­სა­ხურ­დი­ამ რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის ჟურ­ნა­ლისტს, რო­მე­ლიც უოლ სტრიტ ჯორ­ნალ­თან ერ­თად კრემ­ლის ინ­სტრუ­მენ­ტად გა­მო­ა­ცხა­და, პრო­ვო­კა­ტო­რი უწო­და და შეხ­ვედ­რა და­ა­ტო­ვე­ბი­ნა.

დო­კუ­მენ­ტი აღ­ნიშ­ნავს, რომ გამ­სა­ხურ­დი­ას შო­ვი­ნიზ­მით ყვე­ლა­ზე შეშ­ფო­თე­ბუ­ლი რეს­პუბ­ლი­კის არა­ქარ­თუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბაა. გამ­სა­ხურ­დი­ამ სამ­ხრეთ ოსეთს "ბოლ­შე­ვი­კუ­რი გა­მო­გო­ნე­ბა" უწო­და, ხოლო ხში­რად ოსებს და მათ ლი­დე­რებს "კრი­მი­ნა­ლე­ბად და მო­ღა­ლა­ტე­ე­ბად" მო­იხ­სე­ნი­ებ­და. გამ­სა­ხურ­დია აცხა­დებს, რომ მას მკაც­რი ზო­მე­ბის გა­ტა­რე­ბა უწევს, რად­გან ოსე­ბი საბ­ჭო­თა ხე­ლისფლე­ბის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი არი­ან. თუმ­ცა, ნე­გა­ტი­უ­რი სა­გა­რეო იმი­ჯის გა­მო­სას­წო­რებ­ლად გამ­სა­ხურ­დია ცდი­ლობს ოსე­თის მი­მართ პო­ზი­ცი­ე­ბი შე­არ­ბი­ლოს. 23 აპ­რილს მან გა­ნა­ცხა­და, რომ სამ­ხრეთ ოსე­თის კონ­ფლიქ­ტის მო­საგ­ვა­რებ­ლად შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო სა­ქარ­თვე­ლოს ოს მო­სახ­ლე­ო­ბა­ში ავ­ტო­ნო­მი­ის სა­კი­თხზე რე­ფე­რენ­დუ­მის ჩა­ტა­რე­ბა.

დო­კუ­მენ­ტის თა­ნახ­მად, გამ­სა­ხურ­დი­ას არა­ერ­თხელ გა­ნუ­ცხა­დე­ბია, რომ თუ "ცენ­ტრი" შე­ეც­დე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­კენ სწრაფ­ვის ძა­ლით ჩახ­შო­ბას, ისე­ვე რო­გორც ეს ლიტ­ვა­სა და ლატ­ვი­ა­ში მოხ­და, ის ხალ­ხს აჯან­ყე­ბის­კენ მო­უ­წო­დებ­და. გამ­სა­ხურ­დია მიჩ­ნევს რომ "ცენ­ტრსა" და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის სა­კი­თხე­ბი რო­გორც ორ თა­ნას­წორ ქვე­ყა­ნას შო­რის უნდა მოგ­ვარ­დეს და არა რო­გორც სა­კავ­ში­რო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და მო­კავ­ში­რე რეს­პუბ­ლი­კას შო­რის. გამ­სა­ხურ­დია კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ სა­ქარ­თვე­ლომ ახალ სა­მო­კავ­ში­რეო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას მო­ა­წე­როს ხელი. გამ­სა­ხურ­დია გორ­ბა­ჩოვს ლე­ნი­ნი­სა და სტა­ლი­ნის იმ­პე­რი­უ­ლი პო­ლი­ტი­კის გაგ­რძე­ლე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს და გარ­დაქ­მნას ("პე­რესტრო­ი­კას") აშშ-ს დამ­სა­ხუ­რე­ბად მი­იჩ­ნევს.

კავ­კა­სი­ის რეს­პუბ­ლი­კებს შო­რის მშვი­დო­ბის და­სამ­ყა­რებ­ლად, გამ­სა­ხურ­დი­ამ აზერ­ბა­ი­ჯან­სა და სომ­ხეთს შუ­ა­მავ­ლო­ბა შეს­თა­ვა­ზა მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის კონ­ფლიქ­ტის სა­კი­თხზე.

გამ­სა­ხურ­დი­ას ოპო­ნენ­ტე­ბი ში­შო­ბენ, რომ მისი ამე­რი­კა­ში ვი­ზი­ტი, აშშ-ის ხე­ლისფლე­ბის მიერ გამ­სა­ხურ­დი­ას მხარ­და­ჭე­რის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას და­ტო­ვებს.

გამ­სა­ხურ­დი­ას აზ­რით, ეკო­ნო­მი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცია გა­მოს­წორ­დე­ბო­და მა­შინ, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ეკო­ნო­მი­კუ­რი იზო­ლა­ცი­ი­დან გა­მო­ვა. გამ­სა­ხურ­დია მხარს უჭერს სა­ბაზ­რო ეკო­ნო­მი­კა­ზე სწრაფ გა­დას­ვლას და აღ­ნიშ­ნავს, რომ და­სავ­ლუ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მო­სა­ზი­დად სა­ჭი­როა სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კის რესტრუქ­ტუ­რი­ზა­ცია.

8 სექ­ტემ­ბე­რი 1991

დო­კუ­მენ­ტის თა­ნახ­მად, ოპო­ნენ­ტე­ბის მტკი­ცე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ, გამ­სა­ხურ­დი­ას მხა­რი არ და­უ­ჭე­რია პუტ­ჩის მცდე­ლო­ბის­თვის, თუმ­ცა მისი ხმა არც მათ შო­რის ის­მო­და, ვინც გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მცდე­ლო­ბა დაგ­მო. მოხ­სე­ნე­ბის მი­ხედ­ვით, მისი სი­ჩუ­მე, ალ­ბათ, გა­მოწ­ვე­უ­ლი იყო სურ­ვი­ლით, სა­გან­გე­ბო კო­მი­ტეტს არ გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა ძალა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ.

დო­კუ­მენ­ტში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ მი­უ­ხე­და­ვად და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის პერ­სპექ­ტი­ვი­სა, სა­ქარ­თვე­ლო­ში ში­და­პო­ლი­ტი­კუ­რი არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბა მა­ტუ­ლობს. ოსებ­თან და­პი­რის­პი­რე­ბამ სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი შე­უქ­მნა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ იმიჯს. გამ­სა­ხურ­დი­ას კონფრონ­ტა­ცი­ამ მოს­კოვ­თან გა­ამ­ძაფ­რა სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა: იზ­რდე­ბა უმუ­შევ­რო­ბა, შე­იმ­ჩნე­ვა საკ­ვე­ბი­სა და ელექ­ტო­რე­ნერ­გი­ის დე­ფი­ცი­ტი და მა­ტუ­ლობს სა­მომ­ხმა­რებ­ლო ფა­სე­ბი.

CIA-ის მოხ­სე­ნე­ბის მი­ხედ­ვით, გამ­სა­ხურ­დია გა­ე­ყა­რა პირ­ველ ცოლს მას შემ­დეგ, რაც ის მისი და მისი მა­მის მოკ­ვლის მიზ­ნით სუკ-თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. მისი მე­ო­რე მე­უღ­ლე პე­დი­ატ­რია. გამ­სა­ხურ­დია უარ­ყოფს ჭო­რებს, რომ მას მე­უღ­ლის მი­ნის­ტრად და­ნიშ­ვნა სურს. უკა­ნას­კნელ ინ­ტერ­ვი­უ­ში გამ­სა­ხურ­დია აფიქ­სი­რებ­და თა­ვის აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას რო­ნალდ რე­ი­გა­ნის­და­მი და შარლ დე­გოლს თა­ნა­მედ­რო­ვე პო­ლი­ტი­კო­სის იდე­ა­ლად მო­იხ­სე­ნი­ებ­და.

წყა­რო: "ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ინ­სტი­ტუ­ტი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

საქართველო და პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია ამერიკული დაზვერვის დოკუმენტებში - რა მასალებს აქვეყნებს IDFI

საქართველო და პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია ამერიკული დაზვერვის დოკუმენტებში - რა მასალებს აქვეყნებს IDFI

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" (IDFI) ისტორიულ დოკუმენტებს ასაჯაროვებს, რომლებიც მათი ინფორმაციით ჯერ კიდევ 2010 წელს გასაჯაროვდა IDFI-ის შუამდგომლობით და მისი ამერიკელი პარტნიორის, ეროვნული უსაფრთხოების არქივის (The National Security Archive) მოთხოვნით.

ანალიტიკური მოხსენებები მომზადებულია ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს მიერ და ეხება საქართველოს პირველ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას. დოკუმენტებში განხილულია როგორც იმჟამინდელი საქართველოს პოლიტიკური ვითარება, ასევე გამსახურდიას ბიოგრაფია.

"IDFI პირველად აქვეყნებს აღნიშნულ დოკუმენტებს და ფართო მკითხველს, ისევე როგორც საქართველოს უახლესი ისტორიის შესწავლით დაინტერესებულ მკვლევარებს, სთავაზობს CIA-ის ანალიტიკურ მოხსენებებს რომლებიც მომზადდა 1991 წლის ივნისი-სექტემბერის პერიოდში" - ნათქვამია IDFI-ის საიტზე განთავსებულ მასალებში.

25 ივნისი 1991

მაისში, პირველად საქართველოში, პირდაპირი წესით არჩევნებში, გამსახურდია, ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი რესპუბლიკაში, არჩეულ იქნა ქვეყნის პრეზიდენტად. დოკუმენტი აღწერს, რომ პრეზიდენტად არჩევის შემდეგ პრესკონფერენციაზე გამსახურდიამ განცხადა, რომ მის პრიორიტეტებს წარმოადგენდა საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვა და აღიარებისთვის ბრძოლა, იმ ქვეყნებთან [1] თანამშრომლობის გაფართოება, რომლებმაც ხელი არ მოაწერეს 9+1 შეთანხმებას და დასავლურ ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავება.

ზვიად გამსახურდია, ქართველების ყველაზე საყვარელი თანამედროვე რომანისტის - კონსტანტინე გამსახურდიას შვილი, 1939 წელს დაიბადა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მუშაობდა ლიტერატურის ინსტიტუტში. 1950-იანი წლებიდან ჩაერთო დისიდენტურ საქმიანობაში, ხოლო 17 წლისამ ანტი-საბჭოთა საქმიანობისთვის პირობითი 5 წლიანი სასჯელი მიიღო. მოხსენების ავტორის მტკიცებით, ბევრი ქართველი ნაციონალისტი, გამსახურდიას მერაბ კოსტავასთან ერთად განიხილავს "ქართული ნაციონალიზმის ნათლიმამად". დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ზვიად გამსახურდია 60 – 70 იან წლებში ნაციონალისტური საქმიანობის გამო დაპატიმრებულა არაერთხელ პოლიციის მიერ, გათავისუფლებულა სამსახურიდან და გარიცხული იქნა საქართველოს მწერალთა კავშირიდან. გამსახურდია 1976 წელს მონაწილეობას იღებდა საქართველოს ჰელსინკის ჯგუფის ჩამოყალიბებაში. მისმა დაპატიმრებამ და შემდგომმა საჯარო მონანიებამ, სამი წლის შემდეგ, ბევრ ქართველ ნაციონალისტში მის მიმართ ეჭვი გააჩინა, თუმცა, გამსახურდია აცხადებდა, რომ ასე "ეროვნული მოძრაობის გულისთვის მოიქცა". 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ ის 40 დღით დააკავეს.

CIA-ის მოხსენებაში აღნიშნულია, რომ გამსახურდიას დაოჯახებულია და ჰყავს სამი შვილი. განათლებით ფილოლოგი, გამსახურდია ამერიკული პოეზიის სპეციალისტია და რობერტ ფროსტს საყვარელ პოეტად მოიხსენიებს. იგი ფლობს გერმანულ, ფრანგულ და უზადო ინგლისურს.

ასევე წაიკითხეთ: ზვიად გამსახურდიას წერილი ჯეიმს ბეიკერს, რომელიც 26 წლის შემდეგ პირველად გასაჯაროვდა

12 ივლისი 1991

გამსახურდია იმედოვნებს, რომ მალე შეხვდება გორბაჩოვს საქართველოს საკითხის განსახილველად. მას ასევე სურს ვაშინგტონში გამგზავრება რათა შეხვდეს პრეზიდენტ ბუშს, საქართველოს დამოუკიდებლობის მხარდაჭერის მოსაპოვებლად. აპრილში საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ შემოიღო პრეზიდენტის თანამდებობა, გამსახურდიასვე თხოვნით, რომელიც ამტკიცებდა რომ "ცენტრი" (მოსკოვი) მის მტრებთან ერთად მუშაობდა მთავრობის ძირის გამოსათხრელად. უზენაესმა საბჭომ ერთხმად აირჩია ის პრეზიდენტად, ხოლო აკაკი ასათიანი უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ. დოკუმენტის მიხედვით, მაშინ როდესაც გამსახურდიას მომხრეებს მისი გაპრეზიდენტება უხაროდათ, ოპონენტები აღნიშნავდნენ, რომ მისი გამარჯვება ავტორიტარიზმის დაბრუნების საფრთხეს შეიცავდა. ისინი ასევე ადანაშაულებდნენ პრეზიდენტს, სტალინის მსგავსი პიროვნების კულტის გაღვივებაში. მისმა ოპონენტმა, რომელიც შიშობდა, რომ გამსახურდია სამოქალაქო ომამდე მიიყვანდა მდგომარეობას, პრეზიდენტი ჩინური ლეგენდის გმირს შეადარა, რომელიც დრაკონს ამარცხებს, მაგრამ თავად ხდება დრაკონი.

ოპონენტების აზრით, გამსახურდია ხელსუფლებაში მოსვლის შემდეგ:

- არატოლერანტული გახდა პოლიტიკური ოპონენტების, განსაკუთრებით კი ეროვნული კონგრესის და ეთნიკური უმციროსობების მიმართ;

- მედია მთავრობის კონტროლს დაუქვემდებარა;

- პრეფექტების დანიშვნით ადგილობრივი თვითმმართველობა კონტროლის ქვეშ მოაქცია;

- მცდელობა ჰქონდა, თუმცა კრიტიკის შემდეგ უკან დაიხია, მიეღო საქართველოს მოქალაქეობის კანონი, რომელიც მოქალაქეობას და საკუთრების უფლებას მარტო მათ მიანიჭებდა, ვისი წინაპრებიც საქართველოში 1801 წლამდე ცხოვრობდნენ.

CIA-ის მოხსენებაში აღნიშნულია, რომ არჩევნების შემდეგ, პირველ პრესკონფერენციაზე, გამსახურდიამ რადიო თავისუფლების ჟურნალისტს, რომელიც უოლ სტრიტ ჯორნალთან ერთად კრემლის ინსტრუმენტად გამოაცხადა, პროვოკატორი უწოდა და შეხვედრა დაატოვებინა.

დოკუმენტი აღნიშნავს, რომ გამსახურდიას შოვინიზმით ყველაზე შეშფოთებული რესპუბლიკის არაქართული მოსახლეობაა. გამსახურდიამ სამხრეთ ოსეთს "ბოლშევიკური გამოგონება" უწოდა, ხოლო ხშირად ოსებს და მათ ლიდერებს "კრიმინალებად და მოღალატეებად" მოიხსენიებდა. გამსახურდია აცხადებს, რომ მას მკაცრი ზომების გატარება უწევს, რადგან ოსები საბჭოთა ხელისფლების მხარდამჭერები არიან. თუმცა, ნეგატიური საგარეო იმიჯის გამოსასწორებლად გამსახურდია ცდილობს ოსეთის მიმართ პოზიციები შეარბილოს. 23 აპრილს მან განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოსაგვარებლად შესაძლებელი იყო საქართველოს ოს მოსახლეობაში ავტონომიის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება.

დოკუმენტის თანახმად, გამსახურდიას არაერთხელ განუცხადებია, რომ თუ "ცენტრი" შეეცდებოდა საქართველოს დამოუკიდებლობისკენ სწრაფვის ძალით ჩახშობას, ისევე როგორც ეს ლიტვასა და ლატვიაში მოხდა, ის ხალხს აჯანყებისკენ მოუწოდებდა. გამსახურდია მიჩნევს რომ "ცენტრსა" და საქართველოს შორის საკითხები როგორც ორ თანასწორ ქვეყანას შორის უნდა მოგვარდეს და არა როგორც საკავშირო ხელისუფლებასა და მოკავშირე რესპუბლიკას შორის. გამსახურდია კატეგორიულად უარყოფს შესაძლებლობას, რომ საქართველომ ახალ სამოკავშირეო ხელშეკრულებას მოაწეროს ხელი. გამსახურდია გორბაჩოვს ლენინისა და სტალინის იმპერიული პოლიტიკის გაგრძელებაში ადანაშაულებს და გარდაქმნას ("პერესტროიკას") აშშ-ს დამსახურებად მიიჩნევს.

კავკასიის რესპუბლიკებს შორის მშვიდობის დასამყარებლად, გამსახურდიამ აზერბაიჯანსა და სომხეთს შუამავლობა შესთავაზა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საკითხზე.

გამსახურდიას ოპონენტები შიშობენ, რომ მისი ამერიკაში ვიზიტი, აშშ-ის ხელისფლების მიერ გამსახურდიას მხარდაჭერის შთაბეჭდილებას დატოვებს.

გამსახურდიას აზრით, ეკონომიკური სიტუაცია გამოსწორდებოდა მაშინ, როდესაც საქართველო საბჭოთა კავშირის ეკონომიკური იზოლაციიდან გამოვა. გამსახურდია მხარს უჭერს საბაზრო ეკონომიკაზე სწრაფ გადასვლას და აღნიშნავს, რომ დასავლური ინვესტიციების მოსაზიდად საჭიროა საქართველოს ეკონომიკის რესტრუქტურიზაცია.

8 სექტემბერი 1991

დოკუმენტის თანახმად, ოპონენტების მტკიცების საწინააღმდეგოდ, გამსახურდიას მხარი არ დაუჭერია პუტჩის მცდელობისთვის, თუმცა მისი ხმა არც მათ შორის ისმოდა, ვინც გადატრიალების მცდელობა დაგმო. მოხსენების მიხედვით, მისი სიჩუმე, ალბათ, გამოწვეული იყო სურვილით, საგანგებო კომიტეტს არ გამოეყენებინა ძალა საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მიუხედავად დამოუკიდებლობის პერსპექტივისა, საქართველოში შიდაპოლიტიკური არასტაბილურობა მატულობს. ოსებთან დაპირისპირებამ სერიოზული პრობლემები შეუქმნა საქართველოს მთავრობის საზოგადოებრივ იმიჯს. გამსახურდიას კონფრონტაციამ მოსკოვთან გაამძაფრა საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა: იზრდება უმუშევრობა, შეიმჩნევა საკვებისა და ელექტორენერგიის დეფიციტი და მატულობს სამომხმარებლო ფასები.

CIA-ის მოხსენების მიხედვით, გამსახურდია გაეყარა პირველ ცოლს მას შემდეგ, რაც ის მისი და მისი მამის მოკვლის მიზნით სუკ-თან თანამშრომლობაში დაადანაშაულა. მისი მეორე მეუღლე პედიატრია. გამსახურდია უარყოფს ჭორებს, რომ მას მეუღლის მინისტრად დანიშვნა სურს. უკანასკნელ ინტერვიუში გამსახურდია აფიქსირებდა თავის აღფრთოვანებას რონალდ რეიგანისდამი და შარლ დეგოლს თანამედროვე პოლიტიკოსის იდეალად მოიხსენიებდა.

წყარო: "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი"

"ოცნების" ოფისთან აქცია დასრულდა - ნიკა გვარამიამ შეკრებილებს მოუწოდა, რომ პროტესტი ხვალ, ლექსო ლაშქარავას დაკრძალვის შემდეგ გააგრძელონ

"ყველა რეჟიმი, რომელიც თავისუფალ სიტყვას და ადამიანის უფლებებს უპირისპირდება, განწირულია ისტორიის სანაგვეზე გასასტურმებლად" - დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე

"ქართული ოცნების" ოფისთან დაპირისპირებისას 12 პირია დაკავებული - შსს