სამხედრო
Faceამბები

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პატიმრებს ციხის მორგში გარდაცვლილ პირებთან ერთად ამწყვდევდნენ... - დაკავებულია გლდანის ციხის 6 ყოფილი თანამშრომელი
პატიმრებს ციხის მორგში გარდაცვლილ პირებთან ერთად ამწყვდევდნენ... - დაკავებულია გლდანის ციხის 6 ყოფილი თანამშრომელი

პრო­კუ­რა­ტუ­რამ პა­ტიმ­რე­ბის და­მამ­ცი­რე­ბე­ლი და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის ფაქ­ტზე გლ­და­ნის მე-8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბის 6 ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი და­ა­კა­ვა.

სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა პა­ტი­მარ­თა მი­მართ და­მამ­ცი­რე­ბე­ლი და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის ბრალ­დე­ბით, სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის N8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი - მალ­ხაზ ღვი­ნი­აშ­ვი­ლი, ნუგ­ზარ მარ­ღია, ზაზა ხა­რა­იშ­ვი­ლი, ვახ­ტანგ გუ­გუ­ცი­ძე, და­ვით ჩიხ­ლა­ძე და და­ვით ნო­ზა­ძე და­ა­კა­ვეს, ხოლო ამა­ვე და­წე­სე­ბუ­ლე­ბის სა­მარ­თლებ­რი­ვი რე­ჟი­მის გან­ყო­ფი­ლე­ბის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი, ამ­ჟა­მად პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი ოლეგ ფა­ცა­ცია, სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში იქნა მი­ცე­მუ­ლი.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბა რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­კეთ­და.

პრო­კუ­რორ კოკა კა­ცი­ტა­ძის თქმით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2011-2012 წლებ­ში, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის N8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მუ­შა­ო­ბის პე­რი­ოდ­ში, პა­ტი­მარ­თა და­ში­ნე­ბი­სა და უსი­ტყვო მორ­ჩი­ლე­ბის მიზ­ნით, ოლეგ ფა­ცა­ცი­ას, ნუგ­ზარ მარ­ღი­ას, მალ­ხაზ ღვი­ნი­აშ­ვი­ლის, ზაზა ხა­რა­იშ­ვი­ლის, ვახ­ტანგ გუ­გუ­ცი­ძის, და­ვით ჩიხ­ლა­ძის და და­ვით ნო­ზა­ძის მხრი­დან ად­გი­ლი ჰქონ­და პა­ტი­მარ­თა დამ­ცი­რე­ბას და არა­ა­და­მი­ა­ნურ, ღირ­სე­ბი­სა და პა­ტი­ვის შემ­ლა­ხავ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ყე­ნე­ბას. დად­გინ­და, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი პა­ტიმ­რებს N8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში შე­სახ­ლე­ბი­სას, გა­ნურ­ჩევ­ლად უს­წორ­დე­ბოდ­ნენ ძა­ლა­დობ­რი­ვი მე­თო­დე­ბით, აყე­ნებ­დნენ მათ სი­ტყვი­ერ და ფი­ზი­კურ შე­უ­რა­ცხყო­ფას, ხოლო შემ­დგომ პე­რი­ოდ­შიც ამა­ვე პა­ტი­მარ­თა მი­მართ ფი­ზი­კურ ან­გა­რიშს­წო­რე­ბას ჰქონ­და სის­ტე­მა­ტი­უ­რი ხა­სი­ა­თი, რისი მი­ზა­ნიც იყო მათი უსი­ტყვო მორ­ჩი­ლე­ბა.

"ბრალ­დე­ბულ­თა ქმე­დე­ბე­ბის შე­დე­გად პა­ტიმ­რებს უკა­ნო­ნოდ შე­ზღუ­დუ­ლი ჰქონ­დათ გა­სე­ირ­ნე­ბის, სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რე­ბი­სა და მი­მო­წე­რის უფ­ლე­ბა. არ ჰქონ­დათ სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბით სარ­გებ­ლო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მათ ასე­ვე შე­ზღუ­დუ­ლი ჰქონ­დათ ძი­ლის­თვის და დას­ვე­ნე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი დრო. გარ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი­სა, პა­ტიმ­რებს აი­ძუ­ლებ­დნენ თან­ხმო­ბა გა­ნე­ცხა­დე­ბი­ნათ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან ფა­რულ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე. გა­მო­ძი­ე­ბით ასე­ვე დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­თა მხრი­დან ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ად­გი­ლი ჰქონ­და პა­ტიმ­რე­ბის საკ­ნი­დან თვით­ნე­ბუ­რად გაყ­ვა­ნას და და­წე­სე­ბუ­ლე­ბის კორ­პუს­ში მდე­ბა­რე აბა­ნო­ში გან­თავ­სე­ბას, სა­დაც ხელ­კე­ტე­ბი­სა და სხვა­დას­ხვა საგ­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით ხდე­ბო­და მათ­ზე ფი­ზი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბა. ამას­თან, პა­ტი­მარ­თა მო­რა­ლუ­რი ტან­ჯვის მიზ­ნით, ად­გი­ლი ჰქონ­და მათ მო­თავ­სე­ბას სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მორ­გში გარ­დაც­ვლილ პი­რებ­თან ერ­თად, სა­დაც პა­ტიმ­რებს ამ­წყვდევ­დნენ გარ­კვე­უ­ლი დრო­ის მან­ძილ­ზე.

მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში და­ი­კი­თხა 600-მდე მსჯავ­რდე­ბუ­ლი, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა დროს გან­თავ­სე­ბუ­ლი იყ­ვნენ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის N8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში და მათ­გან აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი. რო­გორც გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, პა­ტიმ­რე­ბის მი­მართ სას­ტი­კი და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბა N8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გახ­ლდათ და­ნერ­გი­ლი პრაქ­ტი­კა, რა­საც ჰქონ­და სის­ტე­მუ­რი ხა­სი­ა­თი და გა­მიზ­ნუ­ლი იყო პა­ტი­მარ­თა დამ­ცი­რე­ბის, და­ში­ნე­ბი­სა და უსი­ტყვო მორ­ჩი­ლე­ბის­კენ. გან­სა­ხილ­ვე­ლი საქ­მე არის კომ­პლექ­სუ­რი და მრა­ვა­ლე­პი­ზო­დი­ა­ნი. ზე­მოთ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი ფაქ­ტე­ბის გარ­და, საქ­მე­ზე და­კი­თხუ­ლი ათე­უ­ლო­ბით მოწ­მე ბრალ­დე­ბუ­ლებს ამ­ხელს სხვა, არა­ერთ ძა­ლა­დობ­რივ ეპი­ზოდ­ში. მა­გა­ლი­თად, სა­მარ­თლებ­რი­ვი რე­ჟი­მის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­როსს ოლეგ ფა­ცა­ცი­ას, და­კი­თხუ­ლი მოწ­მე­ე­ბი­დან ამ­ხელს 200-ზე მეტი პირი. ამა­ვე გან­ყო­ფი­ლე­ბის თა­ნამ­შრო­მელს მალ­ხაზ ღვი­ნი­აშ­ვილს, რო­მელ­საც პა­ტიმ­რე­ბი ზედ­მეტ­სა­ხე­ლად მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ -"ლისი" იგი­ვე "ფა­შის­ტის" სა­ხე­ლით, ძა­ლა­დო­ბა­ში და არა­ა­და­მი­ა­ნურ მო­პყრო­ბა­ში ამ­ხელს 100-ზე მეტი პირი. ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­კა­ვე­ბულ ზაზა მარ­ღი­ას, ვახ­ტანგ გუ­გუ­ცი­ძეს და და­ვით ჩიხ­ლა­ძეს ძა­ლა­დო­ბა­ში და არა­ა­და­მი­ა­ნურ მო­პყრო­ბა­ში ასე­ვე ამ­ხელს საქ­მე­ზე და­კი­თხუ­ლი ათე­უ­ლო­ბით პირი. გა­მომ­დი­ნა­რე აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან, გა­მო­ძი­ე­ბა ინ­ტენ­სი­უ­რად გრძელ­დე­ბა სხვა და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ეპი­ზო­დე­ბის დად­გე­ნის და და­ნა­შა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პი­რე­ბის გა­მოვ­ლე­ნი­სა და მხი­ლე­ბის მიზ­ნით.

საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 1443-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ა", "ბ", "დ", "ე", "ზ" ქვე­პუნ­ქტე­ბით (მო­ხე­ლის მიერ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, ორი ან მეტი პი­რის მი­მართ, ჯგუ­ფუ­რად, და­კა­ვე­ბუ­ლი ან სხვაგ­ვა­რად თა­ვი­სუფ­ლე­ბა­შე­ზღუ­დუ­ლი პი­რის მი­მართ დამ­ცი­რე­ბა, არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი, პა­ტი­ვი­სა და ღირ­სე­ბის შემ­ლა­ხავ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ყე­ნე­ბა, რაც ძლი­ერ ფი­ზი­კურ, ფსი­ქი­კურ ტკი­ვილს და მო­რა­ლურ ტან­ჯვას აყე­ნებს მათ.), რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად ოთხი­დან ექვს წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს", - აცხა­დე­ბენ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

პატიმრებს ციხის მორგში გარდაცვლილ პირებთან ერთად ამწყვდევდნენ... - დაკავებულია გლდანის ციხის 6 ყოფილი თანამშრომელი

პატიმრებს ციხის მორგში გარდაცვლილ პირებთან ერთად ამწყვდევდნენ... - დაკავებულია გლდანის ციხის 6 ყოფილი თანამშრომელი

პროკურატურამ პატიმრების დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე გლდანის მე-8 დაწესებულების 6 ყოფილი თანამშრომელი დააკავა.

საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულების ყოფილი თანამშრომლები - მალხაზ ღვინიაშვილი, ნუგზარ მარღია, ზაზა ხარაიშვილი, ვახტანგ გუგუციძე, დავით ჩიხლაძე და დავით ნოზაძე დააკავეს, ხოლო ამავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ყოფილი უფროსი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ოლეგ ფაცაცია, სისხლის სამართლის პასუხისგებაში იქნა მიცემული.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება რამდენიმე წუთის წინ მთავარ პროკურატურაში გაკეთდა.

პროკურორ კოკა კაციტაძის თქმით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2011-2012 წლებში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში მუშაობის პერიოდში, პატიმართა დაშინებისა და უსიტყვო მორჩილების მიზნით, ოლეგ ფაცაციას, ნუგზარ მარღიას, მალხაზ ღვინიაშვილის, ზაზა ხარაიშვილის, ვახტანგ გუგუციძის, დავით ჩიხლაძის და დავით ნოზაძის მხრიდან ადგილი ჰქონდა პატიმართა დამცირებას და არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას. დადგინდა, რომ აღნიშნული პირები პატიმრებს N8 დაწესებულებაში შესახლებისას, განურჩევლად უსწორდებოდნენ ძალადობრივი მეთოდებით, აყენებდნენ მათ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, ხოლო შემდგომ პერიოდშიც ამავე პატიმართა მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებას ჰქონდა სისტემატიური ხასიათი, რისი მიზანიც იყო მათი უსიტყვო მორჩილება.

"ბრალდებულთა ქმედებების შედეგად პატიმრებს უკანონოდ შეზღუდული ჰქონდათ გასეირნების, სატელეფონო საუბრებისა და მიმოწერის უფლება. არ ჰქონდათ სამედიცინო მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა, მათ ასევე შეზღუდული ჰქონდათ ძილისთვის და დასვენებისთვის განკუთვნილი დრო. გარდა აღნიშნულისა, პატიმრებს აიძულებდნენ თანხმობა განეცხადებინათ სასჯელაღსრულების ადმინისტრაციასთან ფარულ თანამშრომლობაზე. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულთა მხრიდან ხშირ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა პატიმრების საკნიდან თვითნებურად გაყვანას და დაწესებულების კორპუსში მდებარე აბანოში განთავსებას, სადაც ხელკეტებისა და სხვადასხვა საგნების გამოყენებით ხდებოდა მათზე ფიზიკური ანგარიშსწორება. ამასთან, პატიმართა მორალური ტანჯვის მიზნით, ადგილი ჰქონდა მათ მოთავსებას სასჯელაღსრულების დაწესებულების მორგში გარდაცვლილ პირებთან ერთად, სადაც პატიმრებს ამწყვდევდნენ გარკვეული დროის მანძილზე.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიკითხა 600-მდე მსჯავრდებული, რომლებიც სხვადასხვა დროს განთავსებული იყვნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში და მათგან აბსოლუტური უმრავლესობა წლების განმავლობაში იყო ძალადობის მსხვერპლი. როგორც გამოძიებით დადგინდა, პატიმრების მიმართ სასტიკი და არაადამიანური მოპყრობა N8 დაწესებულებაში გახლდათ დანერგილი პრაქტიკა, რასაც ჰქონდა სისტემური ხასიათი და გამიზნული იყო პატიმართა დამცირების, დაშინებისა და უსიტყვო მორჩილებისკენ. განსახილველი საქმე არის კომპლექსური და მრავალეპიზოდიანი. ზემოთ დასახელებული ფაქტების გარდა, საქმეზე დაკითხული ათეულობით მოწმე ბრალდებულებს ამხელს სხვა, არაერთ ძალადობრივ ეპიზოდში. მაგალითად, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსს ოლეგ ფაცაციას, დაკითხული მოწმეებიდან ამხელს 200-ზე მეტი პირი. ამავე განყოფილების თანამშრომელს მალხაზ ღვინიაშვილს, რომელსაც პატიმრები ზედმეტსახელად მოიხსენიებდნენ -„ლისი“ იგივე „ფაშისტის“ სახელით, ძალადობაში და არაადამიანურ მოპყრობაში ამხელს 100-ზე მეტი პირი. ბრალდებულის სახით დაკავებულ ზაზა მარღიას, ვახტანგ გუგუციძეს და დავით ჩიხლაძეს ძალადობაში და არაადამიანურ მოპყრობაში ასევე ამხელს საქმეზე დაკითხული ათეულობით პირი. გამომდინარე აღნიშნულიდან, გამოძიება ინტენსიურად გრძელდება სხვა დანაშაულებრივი ეპიზოდების დადგენის და დანაშაულთან დაკავშირებული პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით.

საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“, „ზ“ ქვეპუნქტებით (მოხელის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორი ან მეტი პირის მიმართ, ჯგუფურად, დაკავებული ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ დამცირება, არაადამიანური, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს და მორალურ ტანჯვას აყენებს მათ.), რაც სასჯელის სახედ და ზომად ოთხიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აცხადებენ პროკურატურაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ