პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ადამიანები, რომლებიც თბილისში მიწისქვეშა გადასასვლელში ქირით ცხოვრობენ
ადამიანები, რომლებიც თბილისში მიწისქვეშა გადასასვლელში ქირით ცხოვრობენ

ვაგ­ზლის მო­ედ­ნის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, წი­ნამ­ძღვრიშ­ვი­ლის ქუ­ჩის 133 ნო­მერ­ში მდე­ბა­რე მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლელ­ში ადა­მი­ა­ნე­ბი თით­ქმის 10 წე­ლია ცხოვ­რო­ბენ.

იხი­ლეთ ვი­დეო: "ნეს­ტი და ავად­მყო­ფო­ბა შეგ­ვიჯ­და..." - თბი­ლის­ში, მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლელს სა­ცხოვ­რებ­ლად 80 ლა­რად აქი­რა­ვე­ბენ

ქე­თი­ნო ხვის­ტა­ნი, რო­მელ­საც ამ მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლელ­ში მე­ო­რა­დი ტან­საც­მლის მა­ღა­ზია აქვს, რამ­დე­ნი­მე წლის წინ აქვე ცხოვ­რობ­და. რო­გორც ქე­თი­ნო ამ­ბობს ადა­მი­ა­ნებს, ე.წ სარ­დაფ­ში, გა­უ­საძ­ლის პი­რო­ბებ­ში ცხოვ­რო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი. მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლელ­ში არ არის წყა­ლი, კა­ნა­ლი­ზა­ცია, აქ მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი ერთი სა­ერ­თო სვე­ლი წერ­ტი­ლით სარ­გებ­ლო­ბენ, რო­მელ­საც სხვა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბიც იყე­ნე­ბენ.

რო­გორც წი­ნამ­ძღვრიშ­ვი­ლის 133 ნო­მერ­ში მდე­ბა­რე მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლელ­ში და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ ან­ტი­სა­ნი­ტა­რი­ას­თან ერ­თად აქ ნეს­ტი, მტვე­რი და გამ­წო­ვე­ბის­გან და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი ჰა­ე­რია, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე აი­სა­ხე­ბა.

მა­თი­ვე თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ტე­რი­ტო­რია კერ­ძო სა­კუთ­რე­ბა­შია და მას რამ­დე­ნი­მე მე­პატ­რო­ნე ჰყავს.

ფარ­თე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მა­ღა­ზი­ე­ბი­სათ­ვის იყო გა­მო­ყო­ფი­ლი, ახლა სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლე­ბად არის ქცე­უ­ლი და თვე­ში 70-80 ლა­რის ფარ­გლებ­ში ქი­რავ­დე­ბა.

თავ­შე­სა­ფარს, რო­მელ­საც ნაკ­ლე­ბად შე­იძ­ლე­ბა "ოთა­ხი" ეწო­დოს, ძი­რი­თა­დად რე­გი­ო­ნე­ბი­დან ჩა­მო­სუ­ლე­ბი ქი­რა­ო­ბენ, რომ­ლე­ბიც მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მუ­შა­ო­ბენ. რო­გორც ად­გილ­ზე და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, აქ ადრე ბავ­შვე­ბიც ცხოვ­რობ­დნენ. კედ­ლებ­ზე ბავ­შვე­ბის ნა­ხა­ტე­ბი დღემ­დეა დარ­ჩე­ნი­ლი...

"არი­ან ყვე­ლა ჩა­მო­სუ­ლე­ბი. ცხოვ­რო­ბენ კი­დე­ვაც, ვმუ­შა­ობთ კი­დე­ვაც. კერ­ძო სა­კუთ­რე­ბა არის, ვი­საც რო­გორც უნდა ისე არის გა­ქი­რა­ვე­ბუ­ლი. ნეს­ტია და ამის გამო ვინც ბევ­რი წე­ლია ვმუ­შა­ობთ აქ, დაგ­ვა­ა­ვად­მყო­ფა. მე არა­ვი­თა­რი იმე­დი არ მაქვს, არა­ნა­ი­რი იმე­დი არ მაქვს. აქ წყა­ლი რომ იყოს, სა­პირ­ფა­რე­შო რომ იყოს, რა­ღაც ცოტა მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი რომ იყოს, იქ­ნე­ბო­და ძა­ლი­ან კარ­გი, მაგ­რამ ამ წუ­თი­სათ­ვის გა­უ­საძ­ლი­სი მდგო­მა­რე­ო­ბაა" - ამ­ბობს ქე­თი­ნო ხვის­ტა­ნი.

ერთ-ერთი ქალი, რო­მე­ლიც ამა­ვე მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლელ­ში ცხოვ­რობს, ქა­ლა­ქის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას თხოვს, უსახ­ლკა­რო­ებს, რომ­ლებ­საც ასეთ გა­უ­საძ­ლის პი­რო­ბებ­ში უხ­დე­ბათ ცხოვ­რე­ბა, და­ეხ­მა­როს და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თი გა­მო­უ­ყოს.

თა­თია ახვლე­დი­ა­ნი; ფოტო: გი­ორ­გი ჟა­მე­რაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

იხი­ლეთ ვი­დეო: "ნეს­ტი და ავად­მყო­ფო­ბა შეგ­ვიჯ­და..." - თბი­ლის­ში, მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლელს სა­ცხოვ­რებ­ლად 80 ლა­რად აქი­რა­ვე­ბენ

ადამიანები, რომლებიც თბილისში მიწისქვეშა გადასასვლელში ქირით ცხოვრობენ

ადამიანები, რომლებიც თბილისში მიწისქვეშა გადასასვლელში ქირით ცხოვრობენ

ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, წინამძღვრიშვილის ქუჩის 133 ნომერში მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელში ადამიანები თითქმის 10 წელია ცხოვრობენ.

იხილეთ ვიდეო: "ნესტი და ავადმყოფობა შეგვიჯდა..." - თბილისში, მიწისქვეშა გადასასვლელს საცხოვრებლად 80 ლარად აქირავებენ

ქეთინო ხვისტანი, რომელსაც ამ მიწისქვეშა გადასასვლელში მეორადი ტანსაცმლის მაღაზია აქვს, რამდენიმე წლის წინ აქვე ცხოვრობდა. როგორც ქეთინო ამბობს ადამიანებს, ე.წ სარდაფში, გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ ადამიანები. მიწისქვეშა გადასასვლელში არ არის წყალი, კანალიზაცია, აქ მცხოვრები ადამიანები ერთი საერთო სველი წერტილით სარგებლობენ, რომელსაც სხვა მოქალაქეებიც იყენებენ.

როგორც წინამძღვრიშვილის 133 ნომერში მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელში დასაქმებულები ამბობენ ანტისანიტარიასთან ერთად აქ ნესტი, მტვერი და გამწოვებისგან დაბინძურებული ჰაერია, რომელიც ადამიანების ჯანმრთელობაზე აისახება.

მათივე თქმით, აღნიშნული ტერიტორია კერძო საკუთრებაშია და მას რამდენიმე მეპატრონე ჰყავს.

ფართები, რომლებიც ამ ტერიტორიაზე მაღაზიებისათვის იყო გამოყოფილი, ახლა საცხოვრებელ სახლებად არის ქცეული და თვეში 70-80 ლარის ფარგლებში ქირავდება.

თავშესაფარს, რომელსაც ნაკლებად შეიძლება "ოთახი" ეწოდოს, ძირითადად რეგიონებიდან ჩამოსულები ქირაობენ, რომლებიც მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობენ. როგორც ადგილზე დასაქმებულები ამბობენ, აქ ადრე ბავშვებიც ცხოვრობდნენ. კედლებზე ბავშვების ნახატები დღემდეა დარჩენილი...

"არიან ყველა ჩამოსულები. ცხოვრობენ კიდევაც, ვმუშაობთ კიდევაც. კერძო საკუთრება არის, ვისაც როგორც უნდა ისე არის გაქირავებული. ნესტია და ამის გამო ვინც ბევრი წელია ვმუშაობთ აქ, დაგვაავადმყოფა. მე არავითარი იმედი არ მაქვს, არანაირი იმედი არ მაქვს. აქ წყალი რომ იყოს, საპირფარეშო რომ იყოს, რაღაც ცოტა მოწესრიგებული რომ იყოს, იქნებოდა ძალიან კარგი, მაგრამ ამ წუთისათვის გაუსაძლისი მდგომარეობაა" - ამბობს ქეთინო ხვისტანი.

ერთ-ერთი ქალი, რომელიც ამავე მიწისქვეშა გადასასვლელში ცხოვრობს, ქალაქის ხელისუფლებას თხოვს, უსახლკაროებს, რომლებსაც ასეთ გაუსაძლის პირობებში უხდებათ ცხოვრება, დაეხმაროს და საცხოვრებელი ფართი გამოუყოს.

თათია ახვლედიანი; ფოტო: გიორგი ჟამერაშვილი

AMBEBI.GE

იხილეთ ვიდეო: "ნესტი და ავადმყოფობა შეგვიჯდა..." - თბილისში, მიწისქვეშა გადასასვლელს საცხოვრებლად 80 ლარად აქირავებენ

"გამოგვყარეს ქუჩაში, ჩალის ფასად ჩაიგდეს სახლი..." - საქართველოში, ბოლო 10 თვეში ათასზე მეტ ადამიანს გაუყიდეს უძრავი ქონება

17 დეკემბრიდან ტემპერატურა მოიმატებს - ერთი კვირის ამინდის პროგნოზი

18 დეკემბერს საახალწლო HR Night გაიმართება