სამშენებლო კომპანია "მონოლით ჯგუფი" უნიკალურ შეთავაზებას აანონსებს - თუ ბინის შეძენას აპირებთ და ჯერ არ გადაგიწყვეტიათ რომელ სამშენებლო კომპანიას მიმართოთ, მაშინ "მონოლით ჯგუფის" შეთავაზება თქვენთვისაა: 210$ ის თანხაა, რომლის გადახდაც ყოველთვიურად მოგიწევთ ბანკში ბინის შესაძენად. კომპლექსი ძველ თბილისში, ტურისტულად ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ადგილზე და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, ბ.კალანდაძის N3-ში შენდება. ამჟამად უკვე 9 სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის გადახურვა მიმდინარეობს, ხოლო პროექტი მიმდინარე წლის დეკემბერში სრულდება. თქვენ კი უნიკალური შესაძლებლობა გეძლევათ, ისარგებლოთ სამშენებლო კომპანიის იმ შემოთავაზებით, რომლებიც ნამდვილად დაგაინტერესებთ: 15 ივნისამდე ბინის შეძენის შემთხვევაში მონოლით ჯგუფი საჩუქრად გადმოგცემთ 3000 ლარიან ავეჯის სასაჩუქრე ვაუჩერს. აქციაში ჩართვისთვის აუცილებელია ბინის ღირებულების 30%-იანი თანამონაწილეობა, ხოლო დარჩენილ თანხაზე მაქსიმუმ 15 წლიანი განვადების პირობით სარგებლობა, რაც ყოველთვიურად ბანკში მინიმუმ 210 დოლარის გადახდას გულისხმობს.
"მონოლით ჯგუფმა", ასევე გაითვალისწინა, თბილისში საკუთარი საცხოვრებელი ფართის შეძენით დაინტერესებული, საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ემიგრანტების ინტერესები, რაც განაპირობა მათი მხრიდან ხშირმა მომართვიანობამ და შეტყობინებებმა.
საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ნებისმიერი ჩვენი თანამოქალაქე, მონოლით ჯგუფისგან აქციის ფარგლებში ასევე მიიღებს 3000 ლარიანი ავეჯის ვაუჩერს საჩუქრად, ან სურვილის შესაბამისად ორმხრივი მგზავრობის ავიაბილეთს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან: "ემიგრანტს, რომელიც ცხოვრობს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყნაში და გადაწყვეტს ჩვენთან ბინის შეძენას, ჩვენ ავუნაზღაურებთ მგზავრობის ხარჯებს ორივე მიმართულებით, ან მისი სურვილის შემთხვევაში გადავცემთ 3000 ლარიან ავეჯის სასაჩუქრე ვაუჩერს", - აცხადებენ კომპანია "მონოლით ჯგუფში".
"Monolith Residence Ortachala" 9 სართულიანი პრემიუმ კლასის კომპლექსია. ერთი სართული მიწისქვეშა ავტოსაგომს, ერთი სართული საოფისე ფართებს, 8 სართული კი საცხოვრებელ ბინებს უკავია. ბინების თითქმის 40% უკვე გაყიდულია. ასე რომ, კორპუსში დასახლების მსურველებს დიდი დრო აღარ რჩებათ, არჩევანი თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ, საინტერესო საჩუქრებით სავსე ბინაზე შეაჩერონ.
კომპლექსის მდებარეობა და რეკრეაციული ზონა: კომპლექსი ორთაჭალაში, ბეჟან კალანდაძის ქუჩაზე მდებარეობს, საიდანაც ულამაზესი ხედი იშლება ძველ თბილისზე, ხოლო ეკოლოგიურად ერთ-ერთ ყველაზე სუფთა გარემოშია განთავსებული. "გარდა იმისა, რომ კორპუსს აქვს მიწისქვეშა ავტოსადგომი, მას ექნება იზოლირებული სარეკრეაციო ზონა ბავშვებისთვის, სადაც განთავსდება სასრიალოები, საქანელა, ქვიშა. ამასთანავე კომპლექსი შენდება ძვირფასი საშენი მასალებით, თითოეული ბინა იქნება ენერგოეფექტური, რაც მობინადრეს კომუნალური ხარჯების 40%-ით დაზოგვის შესაძლებლობას მისცემს, შენობის გარე და შიდა ფასადი მოპირკეთდება ტრავერტინით, კერამოგრანიტით, შენობის კიბეები კი ბაზალტით. კორპუსში დამონტაჟდება უმაღლესი კატეგორიის Fuji-ს ლიფტი, თითოეულ ბინაში კი ჩაისმება გერმანული ალუმინის კარ-ფანჯარა." - აცხადებენ კომპანიაში.
"მონოლით ჯგუფი" არის პროფესიონალთა გუნდი, რომელთა თანამონაწილეობით და ხელმძღვანელობით აშენებულია და აღდგენილია ეკლესია, სასტუმრო კომპლექსი, მუზეუმი, ბანკები, საცხოვრებელი სახლები, მრავალფუნქციური კომპლექსები, ლაბორატორიები და მრავალი სხვა.
კომპანიის პორთფელში უკვე სამი დასრულებული და ორი მიმდინარე პროექტია, რომელიც საქართველოს ბანკთან მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება, რაც დამატებით გარანტიებსა და "მონოლით ჯგუფის" ძლიერ ფინანსურ პლატფორმას გულისხმობს.
"ჩვენი ბინები გამოირჩევა ხარისხით და ამის თქმის საშუალებას დასრულებული პროექტები იძლევა", - აცხადებენ "მონოლით ჯგუფში".
დასრულებული კორპუსების შეფასება კი მსურველს უკვე შეუძლია: ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონში მდებარე 21დ კორპუსი, "ნუცუბიძის ტყუპები" და ქავთარაძის N19-ში მდებარე კორპუსები საუკეთესო მაგალითია მათთვის, ვისაც "მონოლით ჯგუფის" მიერ აშენებულ ბინაში ცხოვრება სურს.
გაყიდვების ოფისის ტელ: 595997700
R