საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტრამპმა კომი რუსეთთან სავარაუდო კავშირების შესახებ FBI-ის გამოძიების შიშით მოიშორა?
ტრამპმა კომი რუსეთთან სავარაუდო კავშირების შესახებ FBI-ის გამოძიების შიშით მოიშორა?

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა დო­ნალდ ტრამპმა გა­მო­ძი­ე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი ბი­უ­როს დი­რექ­ტო­რი ჯე­იმს კომი და­ი­თხო­ვა. პრე­ზი­დენ­ტმა აღ­ნიშ­ნა, რომ კომი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას ეფექ­ტუ­რად ვე­ღარ მარ­თავს.

"მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ვი­პო­ვოთ ახა­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი, რო­მე­ლიც გა­მო­ძი­ე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი ბი­უ­როს მი­მართ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნდო­ბას აღად­გენს," - ნათ­ქვა­მია წე­რილ­ში, რო­მე­ლიც პრე­ზი­დენ­ტმა ჯე­იმს კო­მის გა­უგ­ზავ­ნა. აღ­ნიშ­ნუ­ლი წე­რი­ლი თეთრმა სახ­ლმა გა­ავ­რცე­ლა.

თეთ­რი სახ­ლის პრეს-სპი­კერ­მა შონ სპა­ი­სერ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ პრე­ზი­დენტს გა­მო­ძი­ე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი ბი­უ­როს დი­რექ­ტო­რის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რორ­მა ჯეფ სე­შენ­მა და მის­მა მო­ად­გი­ლემ როდ რო­ზენსტინ­მა ურ­ჩი­ეს. სპა­ი­სე­რის გან­ცხა­დე­ბით, ბი­უ­როს ახა­ლი დი­რექ­ტო­რის ძებ­ნა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­ი­წყე­ბა.

ჯე­იმს კო­მის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შე­დის ძა­ლა­ში. გან­ცხა­დე­ბა­ში, ასე­ვე, ხაზ­გას­მუ­ლია, რომ დო­ნალდ ტრამპმა კო­მის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ რე­კო­მენ­და­ცია აშშ-ის გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რი­სა და მისი პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლის­გან მი­ი­ღო.

"ძა­ლი­ან ვა­ფა­სებ, რომ სამ­ჯერ შე­მა­ტყო­ბი­ნეთ, რომ ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ძი­ე­ბა არ მიმ­დი­ნა­რე­ობს, თუმ­ცა, ვე­თან­ხმე­ბი იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს, - თქვენ არ შე­გიძ­ლი­ათ ეფექ­ტუ­რად უხელ­მძღვა­ნე­ლოთ გა­მო­ძი­ე­ბის ფე­დე­რა­ლურ ბი­უ­როს. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ახა­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ძებ­ნა, რო­მე­ლიც აღად­გენს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნდო­ბას FBI-სად­მი, რაც სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნოს­თვის", - აღ­ნიშ­ნუ­ლია ტრამ­პის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ჯე­იმს კომი აშშ-ის გა­მო­ძი­ე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი ბი­უ­როს დი­რექ­ტო­რად 2013 წელს, ბა­რაკ ობა­მას ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის დროს, 10 წლის ვა­დით და­ი­ნიშ­ნა. კომი აშშ-ის ის­ტო­რი­ა­ში FBI-ის მე­ო­რე დი­რექ­ტო­რია, რო­მე­ლიც თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან ვა­და­ზე ადრე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

Politico-სა და New York Times-ის ცნო­ბით, კო­მის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ, მის­თვის ტრამპს არც და­უ­რე­კავს, რო­გორც ამას ეტი­კე­ტი ით­ვა­ლის­წი­ნებს. ცნო­ბა ტე­ლე­ვი­ზი­ით გა­ი­გო. იმ დროს, რო­დე­საც ის ლოს-ან­ჯე­ლეს­ში FBI-ის აგენ­ტებს სი­ტყვით მი­მარ­თავ­და. გა­მო­ცე­მე­ბის ცნო­ბით, კო­მის ამ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე გა­ე­ღი­მა, რად­გან თავ­და­პირ­ვე­ლად ხუმ­რო­ბა ეგო­ნა და აღ­ნიშ­ნა, რომ კარ­გად იხუმ­რეს...

საქ­მე ის არის, რომ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში დო­ნალდ ტრამპმა ჯე­იმს კომი ჰი­ლა­რი კლინ­ტო­ნის ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტის საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცე­სის ეფექ­ტუ­რად წარ­მარ­თვის­თვის არა­ერ­თხელ შე­ა­ქო. ამი­ტო­მაც, ეს და­სავ­ლურ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ბევ­რის­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო.

არ­სე­ბობს კი­დევ ერთი ვერ­სია, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, აშშ-ის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის წევ­რე­ბი კო­მის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას, FBI-ის მიერ დო­ნალდ ტრამ­პი­სა და რუ­სე­თის სა­ვა­რა­უ­დო კავ­ში­რე­ბის შე­სა­ხებ გა­მო­ძი­ე­ბას უკავ­ში­რე­ბენ.

ოპო­ზი­ცია არა­სა­ი­მე­დოდ მი­იჩ­ნევს კო­მის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის ოფი­ცი­ა­ლურ ვერ­სი­ას. სე­ნა­ტის უმ­ცი­რე­სო­ბის ლი­დე­რი ჩაკ შუ­მე­რი აცხა­დებს, რომ მან ტრამ­პთან სა­უ­ბარ­ში ამ ფაქტს შეც­დო­მა უწო­და. მისი თქმით, თუ კო­მის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა ნამ­დვი­ლად "კლინ­ტო­ნის მე­ი­ლე­ბის საქ­მეს" უკავ­შირ­დე­ბა, მა­შინ მას ტრამ­პის ინა­უ­გუ­რა­ცი­ის მე­ო­რე დღეს­ვე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლებ­დნენ. Politico-ს თქმით, კომი, პა­რა­ლე­ლუ­რად აწარ­მო­ებ­და გა­მო­ძი­ე­ბას რუ­სე­თი­სა და ტრამ­პის ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე. გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სე­ნა­ტის დაზ­ვერ­ვის კო­მი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლის, რი­ჩარდ ბე­რის თქმით, კომი მზად იყო რუ­სე­თი­სა და ტრამ­პის საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბის­თვის, მა­ღა­ლი დო­ნის პი­რე­ბის­გა­ნაც მი­ე­ღო ინ­ფორ­მა­ცია, სწო­რედ ამან გა­მო­იწ­ვია ტრამ­პის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა.

"ტრამპმა არა­ერ­თხელ გა­ნა­ცხა­და, რომ კო­მის უწყე­ბი­დან მე­დი­ა­ში სხვა­დას­ხვა დროს სხვა­დას­ხვა მნიშ­ვნე­ლო­ბის ინ­ფორ­მა­ცია ჟო­ნავ­და. მა­გა­ლი­თის­თვის, საკ­მა­რი­სია ჩემი ყო­ფი­ლი მრჩევ­ლის, მა­იკლ ფლი­ნის საქ­მე, რო­მე­ლიც ამ საქ­მის გამო გა­დად­გა" - წერს Politico და მი­აჩ­ნია, რომ ტრამპმა მის მო­სა­შო­რებ­ლად ასე­თი გა­მო­სა­ვა­ლი იპო­ვა.

ჰი­ლა­რი კლინ­ტო­ნი აშშ-ს საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში და­მარ­ცხე­ბას გა­მო­ძი­ე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი ბი­უ­როს ხელ­მძღვა­ნელს, ჯე­იმს კო­მის უკავ­ში­რებ­და და ამ­ბობ­და, რომ კო­მის წე­რილ­მა მისი რე­ი­ტინ­გი მკვეთ­რად და­აგ­დო...

კლინ­ტო­ნის იმე­ი­ლე­ბის საქ­მე 2015 წლის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში და­ი­წყო. გა­მო­ძი­ე­ბის ცნო­ბით, კლინ­ტო­ნი სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნო­ბის პე­რი­ოდ­ში (2009-13), სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მი­მო­წე­რი­სას და­ცუ­ლი იმე­ი­ლის სერ­ვე­რის ნაც­ვლად, კერ­ძო სერ­ვერს იყე­ნებ­და. კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით კი აშშ-ში თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი ვალ­დე­ბუ­ლე­ბი არი­ან, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მი­მო­წე­რა, და­ცუ­ლი ელექტრო­ნუ­ლი სერ­ვე­რი­დან აწარ­მო­ონ და არა - პი­რა­დი­დან. თუმ­ცა, გა­მო­ძი­ე­ბა 2016 წლის ივ­ლის­ში, ბრა­ლის წარ­დგე­ნის გა­რე­შე შე­წყდა. საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ორი დღით ადრე, 6 ნო­ემ­ბერს კო­მიმ გა­ნა­ცხა­და, რომ კლინ­ტო­ნის ელექტრო­ნულ წე­რი­ლებ­ში კრი­მი­ნა­ლის ნიშ­ნე­ბი არც ახლა გა­მო­იკ­ვე­თა.

რო­გორც თეთ­რი სახ­ლის გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ისი­ნი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­ი­წყე­ბენ FBI-ის დი­რექ­ტო­რის კან­დი­და­ტუ­რის შერ­ჩე­ვას.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

Ზური53
0

დასაზუსტებელია თუ 2013 წელს 10 წლის ვადით დაინიშნა, ანუ 2023 წელს გასვლია ვადა და მაშინ რატომ გამოდის რომ ვადამდე არის განთავისუფლებული?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

ტრამპმა კომი რუსეთთან სავარაუდო კავშირების შესახებ FBI-ის გამოძიების შიშით მოიშორა?

ტრამპმა კომი რუსეთთან სავარაუდო კავშირების შესახებ FBI-ის გამოძიების შიშით მოიშორა?

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი ჯეიმს კომი დაითხოვა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კომი ორგანიზაციას ეფექტურად ვეღარ მართავს.

"მნიშვნელოვანია, ვიპოვოთ ახალი ხელმძღვანელი, რომელიც გამოძიების ფედერალური ბიუროს მიმართ საზოგადოების ნდობას აღადგენს," - ნათქვამია წერილში, რომელიც პრეზიდენტმა ჯეიმს კომის გაუგზავნა. აღნიშნული წერილი თეთრმა სახლმა გაავრცელა.

თეთრი სახლის პრეს-სპიკერმა შონ სპაისერმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტს გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის გათავისუფლება გენერალურმა პროკურორმა ჯეფ სეშენმა და მისმა მოადგილემ როდ როზენსტინმა ურჩიეს. სპაისერის განცხადებით, ბიუროს ახალი დირექტორის ძებნა დაუყოვნებლივ დაიწყება.

ჯეიმს კომის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ შედის ძალაში. განცხადებაში, ასევე, ხაზგასმულია, რომ დონალდ ტრამპმა კომის გათავისუფლების შესახებ რეკომენდაცია აშშ-ის გენერალური პროკურორისა და მისი პირველი მოადგილისგან მიიღო.

"ძალიან ვაფასებ, რომ სამჯერ შემატყობინეთ, რომ ჩემს წინააღმდეგ გამოძიება არ მიმდინარეობს, თუმცა, ვეთანხმები იუსტიციის სამინისტროს, - თქვენ არ შეგიძლიათ ეფექტურად უხელმძღვანელოთ გამოძიების ფედერალურ ბიუროს. აუცილებელია, ახალი ხელმძღვანელის მოძებნა, რომელიც აღადგენს საზოგადოების ნდობას FBI-სადმი, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სამართალდამცველი ორგანოსთვის", - აღნიშნულია ტრამპის განცხადებაში.

ჯეიმს კომი აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორად 2013 წელს, ბარაკ ობამას ადმინისტრაციის დროს, 10 წლის ვადით დაინიშნა. კომი აშშ-ის ისტორიაში FBI-ის მეორე დირექტორია, რომელიც თანამდებობიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს.

Politico-სა და New York Times-ის ცნობით, კომის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, მისთვის ტრამპს არც დაურეკავს, როგორც ამას ეტიკეტი ითვალისწინებს. ცნობა ტელევიზიით გაიგო. იმ დროს, როდესაც ის ლოს-ანჯელესში FBI-ის აგენტებს სიტყვით მიმართავდა. გამოცემების ცნობით, კომის ამ ინფორმაციაზე გაეღიმა, რადგან თავდაპირველად ხუმრობა ეგონა და აღნიშნა, რომ კარგად იხუმრეს...

საქმე ის არის, რომ წინასაარჩევნო პერიოდში დონალდ ტრამპმა ჯეიმს კომი ჰილარი კლინტონის ელექტრონული ფოსტის საქმის გამოძიების პროცესის ეფექტურად წარმართვისთვის არაერთხელ შეაქო. ამიტომაც, ეს დასავლურ საზოგადოებაში ბევრისთვის მოულოდნელი იყო.

არსებობს კიდევ ერთი ვერსია, რომლის თანახმადაც, აშშ-ის დემოკრატიული პარტიის წევრები კომის გათავისუფლებას, FBI-ის მიერ დონალდ ტრამპისა და რუსეთის სავარაუდო კავშირების შესახებ გამოძიებას უკავშირებენ.

ოპოზიცია არასაიმედოდ მიიჩნევს კომის გათავისუფლების ოფიციალურ ვერსიას. სენატის უმცირესობის ლიდერი ჩაკ შუმერი აცხადებს, რომ მან ტრამპთან საუბარში ამ ფაქტს შეცდომა უწოდა. მისი თქმით, თუ კომის გათავისუფლება ნამდვილად "კლინტონის მეილების საქმეს" უკავშირდება, მაშინ მას ტრამპის ინაუგურაციის მეორე დღესვე გაათავისუფლებდნენ. Politico-ს თქმით, კომი, პარალელურად აწარმოებდა გამოძიებას რუსეთისა და ტრამპის ურთიერთობაზე. გამოცემის ინფორმაციით, სენატის დაზვერვის კომიტეტის ხელმძღვანელის, რიჩარდ ბერის თქმით, კომი მზად იყო რუსეთისა და ტრამპის საქმის გამოძიებისთვის, მაღალი დონის პირებისგანაც მიეღო ინფორმაცია, სწორედ ამან გამოიწვია ტრამპის უკმაყოფილება.

"ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ კომის უწყებიდან მედიაში სხვადასხვა დროს სხვადასხვა მნიშვნელობის ინფორმაცია ჟონავდა. მაგალითისთვის, საკმარისია ჩემი ყოფილი მრჩევლის, მაიკლ ფლინის საქმე, რომელიც ამ საქმის გამო გადადგა" - წერს Politico და მიაჩნია, რომ ტრამპმა მის მოსაშორებლად ასეთი გამოსავალი იპოვა.

ჰილარი კლინტონი აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებას გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელს, ჯეიმს კომის უკავშირებდა და ამბობდა, რომ კომის წერილმა მისი რეიტინგი მკვეთრად დააგდო...

კლინტონის იმეილების საქმე 2015 წლის მეორე ნახევარში დაიწყო. გამოძიების ცნობით, კლინტონი სახელმწიფო მდივნობის პერიოდში (2009-13), სამსახურებრივი მიმოწერისას დაცული იმეილის სერვერის ნაცვლად, კერძო სერვერს იყენებდა. კანონის მიხედვით კი აშშ-ში თანამდებობის პირები ვალდებულები არიან, სამსახურებრივი მიმოწერა, დაცული ელექტრონული სერვერიდან აწარმოონ და არა - პირადიდან. თუმცა, გამოძიება 2016 წლის ივლისში, ბრალის წარდგენის გარეშე შეწყდა. საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი დღით ადრე, 6 ნოემბერს კომიმ განაცხადა, რომ კლინტონის ელექტრონულ წერილებში კრიმინალის ნიშნები არც ახლა გამოიკვეთა.

როგორც თეთრი სახლის განცხადებაშია აღნიშნული, ისინი დაუყოვნებლივ დაიწყებენ FBI-ის დირექტორის კანდიდატურის შერჩევას.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE