საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თინა ხიდაშელი - ახალი კონსტიტუციის მოდელი იძლევა შესაძლებლობას, რომ ცუდი სახელმწიფო მმართველის ვითარებაში ახალი "მხედრიონი" წარმოიქმნას
თინა ხიდაშელი - ახალი კონსტიტუციის მოდელი იძლევა შესაძლებლობას, რომ ცუდი სახელმწიფო მმართველის ვითარებაში ახალი "მხედრიონი" წარმოიქმნას

სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის თინა ხი­და­შე­ლის გან­ცხა­დე­ბით, კონ­სტი­ტუ­ცი­ის მო­დე­ლი იძ­ლე­ვა შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ ცუდი სა­ხელ­მწი­ფო მმარ­თვე­ლის ვი­თა­რე­ბა­ში ახა­ლი "მხედ­რი­ო­ნი" წარ­მო­იქ­მნას.

რო­გორც თინა ხი­და­შელ­მა პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლე­ში, სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ზე გა­მარ­თულ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, კონ­სტი­ტუ­ცი­ის მო­დელ­ში არის ჩა­ნა­წე­რი სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბი­სა და სხვა შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის შე­სა­ხებ, თუმ­ცა, მი­სი­ვე თქმით, არ არის გან­მარ­ტე­ბუ­ლი, თუ რა იგუ­ლის­ხმე­ბა სხვა შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში. ხი­და­შე­ლი ვა­რა­უ­დობს, რომ ეს ბუნ­დო­ვა­ნე­ბა ქვეყ­ნის­თვის სა­სურ­ვე­ლი არ არის.

"არ შე­იძ­ლე­ბა კონ­სტი­ტუ­ცია რო­მე­ლი­მე ადა­მი­ან­ზე მორ­გე­ბით ან მის წი­ნა­აღ­მდეგ იწე­რე­ბო­დეს. ჩვენ ვერ ვიქ­ნე­ბით იმის იმე­დად, რომ კე­თი­ლი ნე­ბის ადა­მი­ა­ნე­ბი მო­დი­ან ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში და სულ კარ­გი და კე­თი­ლი სურ­ვი­ლე­ბი აქვთ. არ შე­იძ­ლე­ბა კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში იყოს დე­ბუ­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც ერ­თმა­ნეთს გა­მო­რი­ცხავს, ან ფარ­თო ინ­ტერპრე­ტა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა. რო­დე­საც კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში წერ, რომ შენ ხარ სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბი და სხვა შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი, ამის შემ­დეგ გან­მარ­ტავ, რომ სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბი რა არის და რა ვი­თა­რე­ბა­ში გა­და­ად­გილ­დე­ბა და არც ერთ სი­ტყვას არ ამ­ბობ, თუ რას ნიშ­ნავს სხვა ძა­ლე­ბი, აჩენ შანსს ცუდი მმარ­თვე­ლის პი­რო­ბებ­ში ახა­ლი "მხედ­რი­ო­ნის" გა­ჩე­ნის", - გა­ნა­ცხა­და თინა ხი­და­შელ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

თინა ხიდაშელი - ახალი კონსტიტუციის მოდელი იძლევა შესაძლებლობას, რომ ცუდი სახელმწიფო მმართველის ვითარებაში ახალი "მხედრიონი" წარმოიქმნას

თინა ხიდაშელი - ახალი კონსტიტუციის მოდელი იძლევა შესაძლებლობას, რომ ცუდი სახელმწიფო მმართველის ვითარებაში ახალი "მხედრიონი" წარმოიქმნას

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, კონსტიტუციის მოდელი იძლევა შესაძლებლობას, რომ ცუდი სახელმწიფო მმართველის ვითარებაში ახალი "მხედრიონი" წარმოიქმნას.

როგორც თინა ხიდაშელმა პრეზიდენტის სასახლეში, საკონსტიტუციო ცვლილებებისა და უსაფრთხოების საკითხებზე გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, კონსტიტუციის მოდელში არის ჩანაწერი სამხედრო ძალებისა და სხვა შეიარაღებული ძალების შესახებ, თუმცა, მისივე თქმით, არ არის განმარტებული, თუ რა იგულისხმება სხვა შეიარაღებულ ძალებში. ხიდაშელი ვარაუდობს, რომ ეს ბუნდოვანება ქვეყნისთვის სასურველი არ არის.

"არ შეიძლება კონსტიტუცია რომელიმე ადამიანზე მორგებით ან მის წინააღმდეგ იწერებოდეს. ჩვენ ვერ ვიქნებით იმის იმედად, რომ კეთილი ნების ადამიანები მოდიან ხელისუფლებაში და სულ კარგი და კეთილი სურვილები აქვთ. არ შეიძლება კონსტიტუციაში იყოს დებულებები, რომელიც ერთმანეთს გამორიცხავს, ან ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. როდესაც კონსტიტუციაში წერ, რომ შენ ხარ სამხედრო ძალები და სხვა შეიარაღებული ძალები, ამის შემდეგ განმარტავ, რომ სამხედრო ძალები რა არის და რა ვითარებაში გადაადგილდება და არც ერთ სიტყვას არ ამბობ, თუ რას ნიშნავს სხვა ძალები, აჩენ შანსს ცუდი მმართველის პირობებში ახალი "მხედრიონის" გაჩენის", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."