FBI-ის ყოფილმა დირექტორმა მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მისი გათავისუფლების შესახებ, თავდაპირველად ბოროტ ხუმრობად მიიჩნია

FBI-ის ყოფილმა დირექტორმა მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მისი გათავისუფლების შესახებ, თავდაპირველად ბოროტ ხუმრობად მიიჩნია

გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილმა დირექტორმა ჯეიმს კომიმ ამერიკული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მისი გათავისუფლების შესახებ თავდაპირველად ბოროტ ხუმრობად მიიჩნია. აღნიშნულის შესახებ The New York Times იუწყება.

გამოცემის თანახმად, ჯეიმს კომი ლოს-ანჯელესში გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლებს ხვდებოდა, როდესაც ამერიკულმა მედიამ მისი გადაყენების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. როგორც The New York Times წერს, ჯეიმს კომიმ გაიღიმა და ამ ინფორმაციას "ბოროტი ხუმრობა" უწოდა.

ზუსტად ამ დროს კულისებიდან გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის თანაშემწეებმა მას მიანიშნეს, რომ სიტყვით გამოსვლა შეეწყვიტა. ჯეიმს კომიმ სიტყვით გამოსვლა დაასრულა, კაბინეტში შესულს კი შეატყობინეს, რომ პრეზიდენტმა ის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი ჯეიმს კომი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

აშშ-ის პრეზიდენტმა გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორს შეატყობინა, რომ მან აშშ-ის იუსტიციის მინისტრისგან და მისი პირველი მოადგილისგან ერთნაირი რეკომენდაცია მიიღო - ჯეიმს კომი თანამდებობიდან გასათავისუფლებელია.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"