მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კიდევ ერთი რამ, რაც ემანუელ მაკრონზე არ იცოდით...
კიდევ ერთი რამ, რაც ემანუელ მაკრონზე არ იცოდით...

ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნი საფ­რან­გე­თის ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა პრე­ზი­დენ­ტია - ის 39 წლი­საა. ევ­რო­პა თან­და­თან იხიბ­ლე­ბა ქა­რიზ­მა­ტუ­ლი, სიმ­პა­თი­უ­რი, ახალ­გაზ­რდა ლი­დე­რით, რო­მელ­საც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო წარ­სუ­ლი აქვს.

მაკ­რო­ნი ჩრდი­ლო­ეთ საფ­რან­გეთ­ში ქა­ლაქ ამი­ენ­ში, ექი­მე­ბის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. სკო­ლის წლე­ბი მო­მა­ვალ­მა პრე­ზი­დენ­ტმა იე­ზუ­ი­ტურ კერ­ძო სკო­ლა­ში გა­ა­ტა­რა. პო­ლი­ტი­კა მაკ­რო­ნის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი არას­დროს ყო­ფი­ლა - ის მწერ­ლო­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­და, წერ­და ლექ­სებ­სა და რო­მა­ნებს ეს­პა­ნელ კონ­კის­ტა­დო­რებ­ზე. სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის მერე მაკ­რონ­მა სწავ­ლა ფი­ლო­სო­ფი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე გა­აგ­რძე­ლა, პო­ლი­ტი­კუ­რი კვლე­ვე­ბის ინ­სტი­ტუ­ტში კი პო­ლი­ტო­ლო­გი­ა­ში მა­გის­ტრის ხა­რის­ხი აიღო.

კი­დევ ერთი რამ, რაც ახ­ლა­დარ­ჩე­ულ პრე­ზი­დენტზე არ იცო­დით, ფრან­გულ რა­დი­ო­გა­და­ცე­მა­ში გახ­და ცნო­ბი­ლი... ირ­კვე­ვა, რომ ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნი მოყ­ვა­რუ­ლი პი­ა­ნის­ტი ყო­ფი­ლა. რა­დიო "ევ­რო­პა 1"-ში გა­ვი­და გა­და­ცე­მა სა­ხელ­წო­დე­ბით "ის რაც არ იცო­დით ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნის შე­სა­ხებ", სა­დაც გარ­და პი­ა­ნის­ტო­ბი­სა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ პრე­ზი­დენ­ტი კა­რა­ო­კეს დიდი მოყ­ვა­რუ­ლი­ცაა. რა­დიო გა­და­ცე­მა­ში ამ­ბო­ბენ, რომ მაკ­რო­ნი პი­ა­ნი­ნო­ზე დაკ­ვრას ათი წლის მან­ძილ­ზე სწავ­ლობ­და მუ­სი­კა­ლურ კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში, სა­დაც მე­სა­მე ად­გი­ლო­სა­ნი ჯილ­დოც კი მო­ი­პო­ვა.

ერთი თვის წინ მი­ცე­მულ ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ახალ­გაზ­რდა ლი­დერ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით და­უბ­რუნ­დე­ბო­და დაკ­ვრას, დრო რომ ჰქონ­დეს, ამას­თან და­ა­მა­ტა, რომ მისი საყ­ვა­რე­ლი კომ­პო­ზი­ტო­რე­ბი რო­ბერტ შუ­მა­ნი და ლის­ტი არი­ან.

მაკ­რო­ნის ბი­ოგ­რა­ფის, ანნე ფულ­დას ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრე­ზი­დენ­ტის მე­უღ­ლემ ბრი­ჯიტ­მა ასე გა­იხ­სე­ნა პე­რი­ო­დი, როცა მას სკო­ლა­ში ას­წავ­ლი­და: "მე­გო­ნა, თით­ქოს მო­ცარტთან ვმუ­შა­ობ­დი..."

მომ­ზა­დე­ბუ­ლია npr.org-ს მი­ხედ­ვით

წა­ი­კი­თხეთ: რო­გორ გა­ი­გეს მაკ­რო­ნის მშობ­ლებ­მა, რომ მათი 16 წლის ვაჟი 40 წლის მას­წავ­ლე­ბელს ხვდე­ბო­და - რას ამ­ხელს პრე­ზი­დენ­ტის ბი­ოგ­რა­ფი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

კიდევ ერთი რამ, რაც ემანუელ მაკრონზე არ იცოდით...

კიდევ ერთი რამ, რაც ემანუელ მაკრონზე არ იცოდით...

ემანუელ მაკრონი საფრანგეთის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტია - ის 39 წლისაა. ევროპა თანდათან იხიბლება ქარიზმატული, სიმპათიური, ახალგაზრდა ლიდერით, რომელსაც ძალიან საინტერესო წარსული აქვს.

მაკრონი ჩრდილოეთ საფრანგეთში ქალაქ ამიენში, ექიმების ოჯახში დაიბადა. სკოლის წლები მომავალმა პრეზიდენტმა იეზუიტურ კერძო სკოლაში გაატარა. პოლიტიკა მაკრონის მთავარი მიზანი არასდროს ყოფილა - ის მწერლობაზე ოცნებობდა, წერდა ლექსებსა და რომანებს ესპანელ კონკისტადორებზე. სკოლის დამთავრების მერე მაკრონმა სწავლა ფილოსოფიის ფაკულტეტზე გააგრძელა, პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტში კი პოლიტოლოგიაში მაგისტრის ხარისხი აიღო.

კიდევ ერთი რამ, რაც ახლადარჩეულ პრეზიდენტზე არ იცოდით, ფრანგულ რადიოგადაცემაში გახდა ცნობილი... ირკვევა, რომ ემანუელ მაკრონი მოყვარული პიანისტი ყოფილა. რადიო "ევროპა 1"-ში გავიდა გადაცემა სახელწოდებით "ის რაც არ იცოდით ემანუელ მაკრონის შესახებ", სადაც გარდა პიანისტობისა, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტი კარაოკეს დიდი მოყვარულიცაა. რადიო გადაცემაში ამბობენ, რომ მაკრონი პიანინოზე დაკვრას ათი წლის მანძილზე სწავლობდა მუსიკალურ კონსერვატორიაში, სადაც მესამე ადგილოსანი ჯილდოც კი მოიპოვა.

ერთი თვის წინ მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში ახალგაზრდა ლიდერმა განაცხადა, რომ დიდი სიამოვნებით დაუბრუნდებოდა დაკვრას, დრო რომ ჰქონდეს, ამასთან დაამატა, რომ მისი საყვარელი კომპოზიტორები რობერტ შუმანი და ლისტი არიან.

მაკრონის ბიოგრაფის, ანნე ფულდას ინფორმაციით, პრეზიდენტის მეუღლემ ბრიჯიტმა ასე გაიხსენა პერიოდი, როცა მას სკოლაში ასწავლიდა: "მეგონა, თითქოს მოცარტთან ვმუშაობდი..."

მომზადებულია npr.org-ს მიხედვით

წაიკითხეთ: როგორ გაიგეს მაკრონის მშობლებმა, რომ მათი 16 წლის ვაჟი 40 წლის მასწავლებელს ხვდებოდა - რას ამხელს პრეზიდენტის ბიოგრაფი

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"