პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ომბუდსმენი პარლამენტსა და მთავრობას მოუწოდებს, მიიღოს უსაფრთხოების წესების დაცვასთან დაკავშირებით სრულყოფილი რეგულაციები
ომბუდსმენი პარლამენტსა და მთავრობას მოუწოდებს, მიიღოს უსაფრთხოების წესების დაცვასთან დაკავშირებით სრულყოფილი რეგულაციები

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი მი­იჩ­ნევს, რომ სა­მუ­შაო ად­გილ­ზე და­ღუპ­ვი­სა და და­ზი­ა­ნე­ბის თი­თო­ე­ულ შემ­თხვე­ვა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ყვე­ლა იმ პირს ეკის­რე­ბა, ვინც წლე­ბია შრო­მის ინ­სპექ­ცი­ის შექ­მნას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა, - ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის უჩა ნა­ნუ­აშ­ვი­ლის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი პარ­ლა­მენტს და მთავ­რო­ბას წლე­ბია მო­უ­წო­დებს, მი­ი­ღოს უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის დაც­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით სრულ­ყო­ფი­ლი რე­გუ­ლა­ცია და შექ­მნას მათი შეს­რუ­ლე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გის ეფექ­ტუ­რი მე­ქა­ნიზ­მი.

"2017 წლის 9 მა­ისს გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, "საქ­ნახ­ში­რი ჯი-აი-ჯი ჯგუ­ფის" ტყი­ბუ­ლის მინ­დე­ლის სა­ხე­ლო­ბის მა­ღა­რო­ში 400 მეტ­რის სი­მაღ­ლი­დან ლიფ­ტი ჩა­ვარ­და, რის შე­დე­გა­დაც ლიფ­ტში მყო­ფი 4 მა­ღა­რო­ე­ლი გარ­და­იც­ვა­ლა.

სა­მუ­შაო ად­გილ­ზე და­სა­ხიჩ­რე­ბულ­თა და და­ღუ­პულ­თა რი­ცხვი ყო­ვე­წ­ლი­უ­რად მა­ტუ­ლობს. 2016 წელს გარ­და­იც­ვა­ლა 58 და და­შავ­და 84 ადა­მი­ა­ნი. მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბას ხელს უწყობს ქვე­ყა­ნა­ში შრო­მის ინ­სპექ­ცი­ის ეფექ­ტუ­რი მე­ქა­ნიზ­მის არარ­სე­ბო­ბა. მინ­დე­ლის მა­ღა­რო­ში მომ­ხდა­რი ფაქ­ტი და ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი სა­გან­გა­შო სტა­ტის­ტი­კა კი­დევ ერთხელ უს­ვამს ხაზს სა­მუ­შაო ად­გი­ლებ­ზე შრო­მის უსაფრ­თხო­ე­ბის პრობ­ლე­მე­ბის სიმწვა­ვეს, რო­მელ­ზე­დაც სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი ბოლო 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში აქ­ტი­უ­რად მი­უ­თი­თებს. სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი პარ­ლა­მენტს და მთავ­რო­ბას წლე­ბია მო­უ­წო­დებს მი­ი­ღოს უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის დაც­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით სრულ­ყო­ფი­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი და შექ­მნას მათი შეს­რუ­ლე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გის ეფექ­ტუ­რი მე­ქა­ნიზ­მი.

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი მი­იჩ­ნევს, რომ სა­მუ­შაო ად­გილ­ზე და­ღუპ­ვი­სა და და­ზი­ა­ნე­ბის თი­თო­ე­ულ შემ­თხვე­ვა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბა ყვე­ლა იმ პირს, ვინც წლე­ბია ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა შრო­მის ინ­სპექ­ცი­ის შექ­მნას.

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს მა­ღა­რო­ელ­თა გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო, უსამ­ძიმ­რებს გარ­დაც­ვლი­ლე­ბის ოჯა­ხის წევ­რებს და კი­დევ ერთხელ მო­უ­წო­დებს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას და სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენტს გა­დად­გას კონ­კრე­ტუ­ლი ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯე­ბი შრო­მის უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით. შექ­მნას შე­სა­ბა­მი­სი ნორ­მა­ტი­უ­ლი ბაზა და შრო­მის უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის სა­ჭი­რო რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე ზე­დამ­ხედ­ვე­ლი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფო ორ­გა­ნო, რო­მე­ლიც აღ­ჭურ­ვი­ლი იქ­ნე­ბა შე­სას­რუ­ლებ­ლად სა­ვალ­დე­ბუ­ლო მი­თი­თე­ბე­ბის გა­ცე­მი­სა და შე­სა­ბა­მი­სი სან­ქცი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბით. შრო­მის უსაფრ­თხო­ე­ბის მკაც­რი სტან­დარ­ტე­ბის გა­რე­შე შექ­მნი­ლი დღეს მოქ­მე­დი სამ­სა­ხუ­რი, რო­მელ­საც არ გა­აჩ­ნია იძუ­ლე­ბი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის არა­ვი­თა­რი მე­ქა­ნიზ­მი, არის თვა­ლის ასახ­ვე­ვად შექ­მნი­ლი ფსევ­დო სის­ტე­მა და არ ქმნის შრო­მის უსაფრ­თხო­ე­ბის და­სა­ცა­ვად სა­ჭი­რო რე­ა­ლურ გა­რან­ტი­ებს", - ნათ­ქვა­მია სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში

ომბუდსმენი პარლამენტსა და მთავრობას მოუწოდებს, მიიღოს უსაფრთხოების წესების დაცვასთან დაკავშირებით სრულყოფილი რეგულაციები

ომბუდსმენი პარლამენტსა და მთავრობას მოუწოდებს, მიიღოს უსაფრთხოების წესების დაცვასთან დაკავშირებით სრულყოფილი რეგულაციები

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სამუშაო ადგილზე დაღუპვისა და დაზიანების თითოეულ შემთხვევაზე პასუხისმგებლობა ყველა იმ პირს ეკისრება, ვინც წლებია შრომის ინსპექციის შექმნას ეწინააღმდეგება, - ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სახალხო დამცველი პარლამენტს და მთავრობას წლებია მოუწოდებს, მიიღოს უსაფრთხოების წესების დაცვასთან დაკავშირებით სრულყოფილი რეგულაცია და შექმნას მათი შესრულების მონიტორინგის ეფექტური მექანიზმი.

„2017 წლის 9 მაისს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის“ ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში 400 მეტრის სიმაღლიდან ლიფტი ჩავარდა, რის შედეგადაც ლიფტში მყოფი 4 მაღაროელი გარდაიცვალა.

სამუშაო ადგილზე დასახიჩრებულთა და დაღუპულთა რიცხვი ყოვეწლიურად მატულობს. 2016 წელს გარდაიცვალა 58 და დაშავდა 84 ადამიანი. მდგომარეობის გაუარესებას ხელს უწყობს ქვეყანაში შრომის ინსპექციის ეფექტური მექანიზმის არარსებობა. მინდელის მაღაროში მომხდარი ფაქტი და ქვეყანაში არსებული საგანგაშო სტატისტიკა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების პრობლემების სიმწვავეს, რომელზედაც საქართველოს სახალხო დამცველი ბოლო 4 წლის განმავლობაში აქტიურად მიუთითებს. სახალხო დამცველი პარლამენტს და მთავრობას წლებია მოუწოდებს მიიღოს უსაფრთხოების წესების დაცვასთან დაკავშირებით სრულყოფილი რეგულაციები და შექმნას მათი შესრულების მონიტორინგის ეფექტური მექანიზმი.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სამუშაო ადგილზე დაღუპვისა და დაზიანების თითოეულ შემთხვევაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ყველა იმ პირს, ვინც წლებია ეწინააღმდეგება შრომის ინსპექციის შექმნას.

სახალხო დამცველი მწუხარებას გამოთქვამს მაღაროელთა გარდაცვალების გამო, უსამძიმრებს გარდაცვლილების ოჯახის წევრებს და კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და საქართველოს პარლამენტს გადადგას კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. შექმნას შესაბამისი ნორმატიული ბაზა და შრომის უსაფრთხოებისთვის საჭირო რეგულაციების შესრულებაზე ზედამხედველი დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანო, რომელიც აღჭურვილი იქნება შესასრულებლად სავალდებულო მითითებების გაცემისა და შესაბამისი სანქციების გამოყენების უფლებამოსილებით. შრომის უსაფრთხოების მკაცრი სტანდარტების გარეშე შექმნილი დღეს მოქმედი სამსახური, რომელსაც არ გააჩნია იძულებითი ღონისძიების არავითარი მექანიზმი, არის თვალის ასახვევად შექმნილი ფსევდო სისტემა და არ ქმნის შრომის უსაფრთხოების დასაცავად საჭირო რეალურ გარანტიებს“, - ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი