პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ განხორციელდა ევაკუაცია მეტრო "წერეთლიდან" - მეტროპოლიტენის და სატრანსპორტო კომპანიის განმარტება
 რატომ განხორციელდა ევაკუაცია მეტრო "წერეთლიდან" - მეტროპოლიტენის და სატრანსპორტო კომპანიის განმარტება

მეტ­რო­სად­გურ "წე­რეთ­ლი­დან" დი­ლით მგზავ­რე­ბის ევა­კუ­ა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლის მი­ზე­ზი მეტ­რო­სად­გურ­ში ძლი­ე­რი დაკ­ვამ­ლი­ა­ნე­ბა გახ­და. ად­გილ­ზე 5 სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო ბრი­გა­და მუ­შა­ობ­და და გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დით, მეტ­რომ მუ­შა­ო­ბა შე­ა­ჩე­რა.

რო­გორც თბი­ლი­სის მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხურ­ში გან­მარ­ტეს, "10:00 სა­ა­თის­თვის მეტ­რო­სად­გურ "წე­რეთ­ლის" ეს­კა­ლა­ტო­რე­ბის კა­ბე­ლებ­ში მცი­რე დაკ­ვამ­ლი­ა­ნე­ბა შე­იმ­ჩნე­ო­და, ამი­ტომ მგზავ­რე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით, მათი მი­ღე­ბა შევ­წყვი­ტეთ".

იმა­ზე, თუ რამ გა­მო­იწ­ვია დაკ­ვამ­ლი­ა­ნე­ბა, მეტ­რო­პო­ლი­ტენ­ში გან­მარ­ტე­ბებს ჯერ­ჯე­რო­ბით არ აკე­თე­ბენ და აცხა­დე­ბენ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სა­კი­თხის დე­ტა­ლუ­რად გარ­კვე­ვის შემ­დეგ გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

"მეტ­რო­ში ჩა­სუ­ლი მგზავ­რე­ბის ამოყ­ვა­ნის სა­ჭი­რო­ე­ბა არ ყო­ფი­ლა და მათ შე­ფერ­ხე­ბის გა­რე­შე გა­აგ­რძე­ლეს მგზავ­რო­ბა. და­ნარ­ჩე­ნი სად­გუ­რე­ბი ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში მუ­შა­ო­ბენ. მა­ტა­რებ­ლის მოძ­რა­ო­ბის მხრივ ხარ­ვე­ზი არ ყო­ფი­ლა. მა­ტა­რებ­ლე­ბი "წე­რეთ­ლის" მეტ­რო­სად­გურ­ზე გა­ჩე­რე­ბის გა­რე­შე მოძ­რა­ო­ბენ", - გა­ნა­ცხა­დეს მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხურ­ში.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ამ.

"თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნია გაც­ნო­ბებთ, რომ მეტ­რო­სად­გურ "წე­რე­თელ­ზე" 10:00 სა­ათ­ზე ეს­კა­ლა­ტო­რე­ბის ქვე­მოთ გან­თავ­სე­ბულ კა­ბე­ლებ­ზე შე­იმ­ჩნე­ო­და მცი­რე­დი დაკ­ვამ­ლი­ა­ნე­ბა. უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით, მეტ­რო­სად­გურ­მა "წე­რე­თელ­მა" დრო­ე­ბით შე­წყვი­ტა მგზავ­რე­ბის მი­ღე­ბა. და­ნარ­ჩე­ნი მეტ­როს სად­გუ­რე­ბი ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში აგ­რძე­ლე­ბენ მუ­შა­ო­ბას.

"წე­რეთ­ლის" სად­გურ­ზე უკვე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ის შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი, რომ­ლებ­მაც ოპე­რა­ტი­უ­ლად მო­ა­ხერ­ხეს დაკ­ვამ­ლი­ა­ნე­ბის შე­ჩე­რე­ბა. ამ ეტაპ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბის დად­გე­ნა", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

რატომ განხორციელდა ევაკუაცია მეტრო "წერეთლიდან" - მეტროპოლიტენის და სატრანსპორტო კომპანიის განმარტება

 რატომ განხორციელდა ევაკუაცია მეტრო "წერეთლიდან" - მეტროპოლიტენის და სატრანსპორტო კომპანიის განმარტება

მეტროსადგურ "წერეთლიდან" დილით მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა. აღნიშნულის მიზეზი მეტროსადგურში ძლიერი დაკვამლიანება გახდა. ადგილზე 5 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა და გარკვეული პერიოდით, მეტრომ მუშაობა შეაჩერა.

როგორც თბილისის მეტროპოლიტენის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტეს, "10:00 საათისთვის მეტროსადგურ "წერეთლის" ესკალატორების კაბელებში მცირე დაკვამლიანება შეიმჩნეოდა, ამიტომ მგზავრების უსაფრთხოების მიზნით, მათი მიღება შევწყვიტეთ".

იმაზე, თუ რამ გამოიწვია დაკვამლიანება, მეტროპოლიტენში განმარტებებს ჯერჯერობით არ აკეთებენ და აცხადებენ, რომ აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით, საკითხის დეტალურად გარკვევის შემდეგ გახდება ცნობილი.

"მეტროში ჩასული მგზავრების ამოყვანის საჭიროება არ ყოფილა და მათ შეფერხების გარეშე გააგრძელეს მგზავრობა. დანარჩენი სადგურები ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ. მატარებლის მოძრაობის მხრივ ხარვეზი არ ყოფილა. მატარებლები "წერეთლის" მეტროსადგურზე გაჩერების გარეშე მოძრაობენ", - განაცხადეს მეტროპოლიტენის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ.

"თბილისის სატრანსპორტო კომპანია გაცნობებთ, რომ მეტროსადგურ "წერეთელზე" 10:00 საათზე ესკალატორების ქვემოთ განთავსებულ კაბელებზე შეიმჩნეოდა მცირედი დაკვამლიანება. უსაფრთხოების მიზნით, მეტროსადგურმა "წერეთელმა" დროებით შეწყვიტა მგზავრების მიღება. დანარჩენი მეტროს სადგურები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.

"წერეთლის" სადგურზე უკვე მობილიზებულია სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურები, რომლებმაც ოპერატიულად მოახერხეს დაკვამლიანების შეჩერება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამომწვევი მიზეზების დადგენა", - ნათქვამია განცხადებაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი