10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთხელ დახარა თავი და მაშინ მოკლეს..." - ჭაბუა ამირეჯიბის უფროსი ვაჟის ისტორია, რომელიც აფხაზეთის ომში სნაიპერმა ქალმა მოკლა
"ერთხელ დახარა თავი და მაშინ მოკლეს..." - ჭაბუა ამირეჯიბის უფროსი ვაჟის ისტორია, რომელიც აფხაზეთის ომში სნაიპერმა ქალმა მოკლა

ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბის უფ­რო­სი ვა­ჟის, ირაკ­ლი ამი­რე­ჯი­ბის შე­სა­ხებ, ახალ­მა თა­ო­ბამ ნაკ­ლე­ბად იცის. ირაკ­ლი ცნო­ბი­ლი მწერ­ლის ექ­ვსი­დან ერთ-ერთი შვი­ლი და უფ­რო­სი ვაჟი იყო. გა­მორ­ჩე­უ­ლი სი­ლა­მა­ზის ბიჭი, მთელ თბი­ლისს უყ­ვარ­და... აფხა­ზე­თის ომმა იმ­სხვერ­პლა, სრუ­ლი­ად ახალ­გაზ­რდა 29 წლის ასაკ­ში. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ლიტ­ველ­მა სნა­ი­პერ­მა ქალ­მა მოკ­ლა. "ძა­ლი­ან მოს­წო­ნე­ბია და და­ნა­ნე­ბია, ასეთ სი­ლა­მა­ზეს რო­გორ უნდა ვეს­რო­ლოო, თუმ­ცა მერე გვი­თხრა: ამა­ში ხომ ფულს მიხ­დიდ­ნე­ნო… და უს­ვრია" - იხ­სე­ნებს ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში აფხა­ზი სნა­ი­პე­რი ქალი ეკა ახა­ლა­ია ირაკ­ლი ამი­რე­ჯი­ბის სიკ­ვდი­ლის ამ­ბავს.

იხი­ლეთ ვი­დეო

აფხა­ზე­თის ომის გმი­რის შე­სა­ხებ, AMBEBI.GE-ს მისი და ანი მე­ნაბ­დე ესა­უბ­რე­ბა:

- ირაკ­ლი ოჯახს 29 წლის ასაკ­ში გა­მო­აკ­ლდა. მა­შინ 17 წლის ვხდე­ბო­დი და ეს უდი­დე­სი სტრე­სი იყო ჩემ­თვის. ირაკ­ლი თა­ვი­დან­ვე მებ­რძო­ლი ადა­მი­ა­ნი იყო, რა­შიც ჩვე­ნი დე­დის მხა­რეს, ჩვენს ბა­ბუ­ას გე­ნე­რალ ადი­უ­ტანტ ნი­კო­ლოზ მხე­ი­ძეს ჰგავ­და. ლიტ­ვა­ში მი­ი­ღო სამ­ხედ­რო გა­ნათ­ლე­ბა, სა­ზღვარ­გა­რეთ მუ­შა­ობ­და. აფხა­ზე­თის ომის დროს თბი­ლის­ში დაბ­რუნ­და. ტე­ლე­ვი­ზი­ით ნახა რა ხდე­ბო­და აფხა­ზეთ­ში, მა­შინ გა­მო­ა­ცხა­დეს რომ ომში და­ი­ღუ­პა მისი მე­გო­ბა­რი ლე­ვან აბა­ში­ძეც, ეს რომ გა­ი­გო, იმ დღეს­ვე წა­ვი­და ომში საბ­რძოლ­ვე­ლად. გას­ვლის წინ დე­დას უკი­თხავს, არ გე­ში­ნი­აო, რა­ზეც თურ­მე უპა­სუ­ხა: "ომის ყვე­ლას ეში­ნია, მაგ­რამ ვაჟ­კა­ცო­ბა ის არის, შიშს რომ აჯო­ბე­ბო". ირაკ­ლი ომში აფხა­ზებ­თან საბ­რძოლ­ვე­ლად არ წა­სუ­ლა, ყვე­ლამ ვი­ცით, ეს რა ომიც იყო...

- რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გქონ­დათ?

- ჩვენ შო­რის დიდი ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბა იყო, ამი­ტომ ეს იგ­რძნო­ბო­და ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­შიც. ერთხელ დაბ­რუნ­და აფხა­ზე­თი­დან და მე­ტეხ­ში წა­მიყ­ვა­ნა თა­ვის მე­გობ­რებ­თან, სა­დაც ვი­ცეკ­ვეთ, სხვა­ნა­ი­რი ირაკ­ლი იყო, ვე­რა­ვინ წარ­მო­იდ­გენ­და თუ მისი და ვი­ყა­ვი, ამი­ტომ მე­ო­რე დღეს მთე­ლი ქა­ლა­ქი ლა­პა­რა­კობ­და ირაკ­ლის შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ჰყავ­სო. იმ პე­რი­ოდ­ში გა­თხო­ვე­ბას ვა­პი­რებ­დი და როცა მე­ო­რედ ბრუნ­დე­ბო­და აფხა­ზეთ­ში, მი­თხრა, იცო­დე რამე თუ მო­მი­ვა ქორ­წი­ლი არ გა­და­დოო.

- რა იცით მისი სიკ­ვდი­ლის შე­სა­ხებ?

- აფხა­ზეთ­ში სა­დაზ­ვერ­ვო ჯგუფ­ში იყო, მტრის ზურ­გში იდგა. სა­დე­სან­ტო-სა­დი­ვერ­სიო ბა­ტა­ლი­ო­ნის მე­თა­უ­რის მიხო მორ­ჩი­ლა­ძის მო­ად­გი­ლე გახ­ლდათ, ინ­ფორ­მა­ცია მოჰ­ქონ­და იქე­დან. ტა­მიშ­თან უცხო­ე­ლე­ბის მან­ქა­ნა აა­ფეთ­ქეს, ირაკ­ლიმ მან­ქა­ნი­დან და­შა­ვე­ბუ­ლი ქალი გად­მო­იყ­ვა­ნა და სწო­რედ მა­შინ ეს­რო­ლა სნა­ი­პერ­მა ქალ­მა. ყვე­ლა ამ­ბობს, ერთხელ და­ხა­რა თავი და მა­შინ მოკ­ლე­სო. ეს მოხ­და ტა­მიშ­თან, 17 ნო­ემ­ბერს. ირაკ­ლის ბრძო­ლის ვე­ლი­დან გა­მოყ­ვა­ნის ოპე­რა­ცი­ას უამ­რა­ვი ბიჭი შე­ე­წი­რა. როცა გად­მო­ას­ვე­ნეს, აფხა­ზებ­მა თეთ­რი დრო­შით მი­ა­გეს პა­ტი­ვი, ისე უყ­ვარ­დათ ის... სხვა­თა შო­რის იმ ად­გილ­ზე, სა­დაც ირაკ­ლი და­ე­ცა, შრო­შა­ნე­ბი ამო­ვი­და, ეს ტე­ლე­ვი­ზი­ი­თაც აჩ­ვე­ნეს. დედა ამ­ბობ­და, რომ შრო­შა­ნე­ბის ად­გილ­ზე ირაკ­ლის სი­ლუ­ე­ტი და­ი­ნა­ხა. სიმ­ბო­ლუ­რი დამ­თხვე­ვაა - შრო­შა­ნე­ბი სა­მე­ფო ყვა­ვი­ლე­ბია და ირაკ­ლის და­ბა­დე­ბის დღემ­დე, ერთი კვი­რით ადრე შე­მო­დის...

- მა­მას­თან, ჭა­ბუა ამი­რე­ჯიბ­თან რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და?

- დე­დას­თა­ნაც, მა­მას­თა­ნაც და ყვე­ლას­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და. მა­მის, ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბის მხრი­დან აფხა­ზუ­რი სის­ხლი ჰქონ­და, ჭა­ბუა შერ­ვა­ში­ძე­ე­ბი-და­დი­ა­ნე­ბის შტოს შთა­მო­მა­ვა­ლი იყო. ჩვე­ნი დედა, მა­რი­ნა მხე­ი­ძე ნი­კო­ლოზ მხე­ი­ძის შვი­ლიშ­ვი­ლი გახ­ლდათ, რო­მე­ლიც რუ­სე­თის კარ­ზე მეფე ნი­კო­ლო­ზის ადი­უ­ტან­ტი იყო. ირაკ­ლის ქარ­თულ-აფხა­ზუ­რი მებ­რძო­ლი სის­ხლი ჰქონ­და, ღირ­სე­უ­ლი ბიჭი იყო, ვაჟ­კა­ცი. ჭა­ბუ­ას და­ბა­დე­ბის დღემ­დე ერთი დღით ადრე მოკ­ლეს ომში. მა­მა­მისს მე­ო­რე დღეს ტე­ლე­ფონ­ზე და­უ­რე­კეს, შვი­ლის სიკ­ვდი­ლით "მი­უ­ლო­ცეს" და­ბა­დე­ბის დღე... ქარ­თვე­ლე­ბი მიჩ­ვე­უ­ლე­ბი ვართ, რომ ვი­ღა­ცა ვი­ღა­ცის მხარ­დამ­ჭე­რია, მაგ­რამ ასე­თი სი­ბო­რო­ტე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ჩემ­თვის. ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბი ირაკ­ლის სიკ­ვდილ­მა გა­ა­ნად­გუ­რა...

- ცნო­ბი­ლია, რომ ბევ­რი ქალი ცდი­ლობ­და მისი გუ­ლის მო­გე­ბას... შეყ­ვა­რე­ბუ­ლი იყო ვინ­მე­ზე?

- ირაკ­ლის ჰყავ­და ოჯა­ხი, რო­მე­ლიც მალე და­ენგრა, ერთ წე­ლი­წად­ში კი ომში წა­ვი­და და მოკ­ლეს. სამ­წუ­ხა­როდ, შთა­მო­მავ­ლო­ბა არ დარ­ჩა. ოჯა­ხი მის­თვის ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი იყო, შვილ­ზე ოც­ნე­ბობ­და... პი­როვ­ნუ­ლად შემ­დგა­რი ადა­მი­ა­ნი იყო, მაგ­რამ პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში არ გა­უ­მარ­თლა და ამის გამო, თით­ქოს თავს აღარ ზო­გავ­და, თით­ქოს არა­ფე­რი ჰქონ­და და­სა­კარ­გი. რო­დე­საც ბი­ჭე­ბი მისი ბრძო­ლის ეპი­ზოდს იხ­სე­ნე­ბენ, ამ­ბო­ბენ რომ სიფრ­თხი­ლეს არ იჩენ­და. აფხა­ზე­თი­დან არა­სამ­თავ­რო­ბო ჯგუ­ფი იყო ჩა­მო­სუ­ლი და მის­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ქალ­ბა­ტონ­მა დე­დას შე­მო­უთ­ვა­ლა, თქვენს შვილ­ზე აფხა­ზე­ბი იმ­დენ კარ­გს ამ­ბო­ბენ, სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ ჩემ­ზე ამის მე­ა­თედს თუ იტყვი­ან, ჩემ­ზე ბედ­ნი­ე­რი არა­ვინ იქ­ნე­ბაო.

სამ­წუ­ხა­როდ, ომმა ირაკ­ლის­ნა­ი­რი ვაჟ­კა­ცი ბი­ჭე­ბი ახალ­გაზ­რდო­ბა­ში­ვე შე­ი­წი­რა და ამის დამ­სა­ხუ­რე­ბით მო­ვე­დით ჩვენ აქამ­დე. ირაკ­ლის შთა­მო­მავ­ლო­ბა არ დარ­ჩა, მაგ­რამ მისი სა­ხე­ლი დიდ­ხანს დარ­ჩე­ბა...

***

სა­დე­სან­ტო-სა­დი­ვერ­სიო ბა­ტა­ლი­ო­ნის ყო­ფი­ლი მე­თა­უ­რი მიხო მორ­ჩი­ლა­ძე იხ­სე­ნებ­და: "ირაკ­ლი ლა­მა­ზად იბ­რძო­და, გახ­სნი­ლად იბ­რძო­და… თა­ნა­მებ­რძო­ლებ­ზე ზრუ­ნავ­და მუ­დამ. ეს ერთი შე­ხედ­ვით ელე­მენ­ტა­რუ­ლი ამ­ბა­ვია, ეს ასეც უნდა იყოს ყო­ველ­თვის, მაგ­რამ ირაკ­ლის სულ­ში ყვე­ლა ეს თვი­სე­ბა ერ­თგვა­რი წეს­რი­გით იყო თავ­მოყ­რი­ლი. ირაკ­ლი ის­ტო­რი­უ­ლი სა­რა­ინ­დო წიგ­ნე­ბი­დან ფო­ტოგ­რა­ფი­უ­ლი სი­ზუს­ტით გად­მო­სუ­ლი ის მა­მა­ცი მებ­რძო­ლი იყო, რო­მელ­მაც მთე­ლი ფრონ­ტის ხაზ­ზე გა­საკ­ვირ­ვე­ლი სა­ხე­ლი და­ი­დო სულ მოკ­ლე ხან­ში. ირაკ­ლი გან­საც­დელ­ში ჩა­ვარ­დნი­ლი უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლეს შე­ე­წი­რა, - ფრან­გი ჟურ­ნა­ლის­ტი უკვე უსაფრ­თხო ად­გი­ლას ჰყავ­და გაყ­ვა­ნი­ლი... ის, რაც ირაკ­ლიმ გა­ა­კე­თა - გმი­რო­ბაა… მოკ­ვდა ლა­მა­ზი და სუფ­თა სიკ­ვდი­ლით…"

hm
0

ერტი რუსი სნაიპერი ქალი ამბობდა ისეტი ლამაზი ბიჭი მოვკალიო გული მეტკინა ისეტი სილამაზის იყოო! ალბატ ეს თუ იყო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"ერთხელ დახარა თავი და მაშინ მოკლეს..." - ჭაბუა ამირეჯიბის უფროსი ვაჟის ისტორია, რომელიც აფხაზეთის ომში სნაიპერმა ქალმა მოკლა

"ერთხელ დახარა თავი და მაშინ მოკლეს..." - ჭაბუა ამირეჯიბის უფროსი ვაჟის ისტორია, რომელიც აფხაზეთის ომში სნაიპერმა ქალმა მოკლა

ჭაბუა ამირეჯიბის უფროსი ვაჟის, ირაკლი ამირეჯიბის შესახებ, ახალმა თაობამ ნაკლებად იცის. ირაკლი ცნობილი მწერლის ექვსიდან ერთ-ერთი შვილი და უფროსი ვაჟი იყო. გამორჩეული სილამაზის ბიჭი, მთელ თბილისს უყვარდა... აფხაზეთის ომმა იმსხვერპლა, სრულიად ახალგაზრდა 29 წლის ასაკში. როგორც ამბობენ, ლიტველმა სნაიპერმა ქალმა მოკლა. "ძალიან მოსწონებია და დანანებია, ასეთ სილამაზეს როგორ უნდა ვესროლოო, თუმცა მერე გვითხრა: ამაში ხომ ფულს მიხდიდნენო… და უსვრია" - იხსენებს ერთ-ერთ ინტერვიუში აფხაზი სნაიპერი ქალი ეკა ახალაია ირაკლი ამირეჯიბის სიკვდილის ამბავს.

იხილეთ ვიდეო

აფხაზეთის ომის გმირის შესახებ, AMBEBI.GE-ს მისი და ანი მენაბდე ესაუბრება:

- ირაკლი ოჯახს 29 წლის ასაკში გამოაკლდა. მაშინ 17 წლის ვხდებოდი და ეს უდიდესი სტრესი იყო ჩემთვის. ირაკლი თავიდანვე მებრძოლი ადამიანი იყო, რაშიც ჩვენი დედის მხარეს, ჩვენს ბაბუას გენერალ ადიუტანტ ნიკოლოზ მხეიძეს ჰგავდა. ლიტვაში მიიღო სამხედრო განათლება, საზღვარგარეთ მუშაობდა. აფხაზეთის ომის დროს თბილისში დაბრუნდა. ტელევიზიით ნახა რა ხდებოდა აფხაზეთში, მაშინ გამოაცხადეს რომ ომში დაიღუპა მისი მეგობარი ლევან აბაშიძეც, ეს რომ გაიგო, იმ დღესვე წავიდა ომში საბრძოლველად. გასვლის წინ დედას უკითხავს, არ გეშინიაო, რაზეც თურმე უპასუხა: "ომის ყველას ეშინია, მაგრამ ვაჟკაცობა ის არის, შიშს რომ აჯობებო". ირაკლი ომში აფხაზებთან საბრძოლველად არ წასულა, ყველამ ვიცით, ეს რა ომიც იყო...

- როგორი ურთიერთობა გქონდათ?

- ჩვენ შორის დიდი ასაკობრივი სხვაობა იყო, ამიტომ ეს იგრძნობოდა ჩვენს ურთიერთობაშიც. ერთხელ დაბრუნდა აფხაზეთიდან და მეტეხში წამიყვანა თავის მეგობრებთან, სადაც ვიცეკვეთ, სხვანაირი ირაკლი იყო, ვერავინ წარმოიდგენდა თუ მისი და ვიყავი, ამიტომ მეორე დღეს მთელი ქალაქი ლაპარაკობდა ირაკლის შეყვარებული ჰყავსო. იმ პერიოდში გათხოვებას ვაპირებდი და როცა მეორედ ბრუნდებოდა აფხაზეთში, მითხრა, იცოდე რამე თუ მომივა ქორწილი არ გადადოო.

- რა იცით მისი სიკვდილის შესახებ?

- აფხაზეთში სადაზვერვო ჯგუფში იყო, მტრის ზურგში იდგა. სადესანტო-სადივერსიო ბატალიონის მეთაურის მიხო მორჩილაძის მოადგილე გახლდათ, ინფორმაცია მოჰქონდა იქედან. ტამიშთან უცხოელების მანქანა ააფეთქეს, ირაკლიმ მანქანიდან დაშავებული ქალი გადმოიყვანა და სწორედ მაშინ ესროლა სნაიპერმა ქალმა. ყველა ამბობს, ერთხელ დახარა თავი და მაშინ მოკლესო. ეს მოხდა ტამიშთან, 17 ნოემბერს. ირაკლის ბრძოლის ველიდან გამოყვანის ოპერაციას უამრავი ბიჭი შეეწირა. როცა გადმოასვენეს, აფხაზებმა თეთრი დროშით მიაგეს პატივი, ისე უყვარდათ ის... სხვათა შორის იმ ადგილზე, სადაც ირაკლი დაეცა, შროშანები ამოვიდა, ეს ტელევიზიითაც აჩვენეს. დედა ამბობდა, რომ შროშანების ადგილზე ირაკლის სილუეტი დაინახა. სიმბოლური დამთხვევაა - შროშანები სამეფო ყვავილებია და ირაკლის დაბადების დღემდე, ერთი კვირით ადრე შემოდის...

- მამასთან, ჭაბუა ამირეჯიბთან როგორი ურთიერთობა ჰქონდა?

- დედასთანაც, მამასთანაც და ყველასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. მამის, ჭაბუა ამირეჯიბის მხრიდან აფხაზური სისხლი ჰქონდა, ჭაბუა შერვაშიძეები-დადიანების შტოს შთამომავალი იყო. ჩვენი დედა, მარინა მხეიძე ნიკოლოზ მხეიძის შვილიშვილი გახლდათ, რომელიც რუსეთის კარზე მეფე ნიკოლოზის ადიუტანტი იყო. ირაკლის ქართულ-აფხაზური მებრძოლი სისხლი ჰქონდა, ღირსეული ბიჭი იყო, ვაჟკაცი. ჭაბუას დაბადების დღემდე ერთი დღით ადრე მოკლეს ომში. მამამისს მეორე დღეს ტელეფონზე დაურეკეს, შვილის სიკვდილით "მიულოცეს" დაბადების დღე... ქართველები მიჩვეულები ვართ, რომ ვიღაცა ვიღაცის მხარდამჭერია, მაგრამ ასეთი სიბოროტე წარმოუდგენელია ჩემთვის. ჭაბუა ამირეჯიბი ირაკლის სიკვდილმა გაანადგურა...

- ცნობილია, რომ ბევრი ქალი ცდილობდა მისი გულის მოგებას... შეყვარებული იყო ვინმეზე?

- ირაკლის ჰყავდა ოჯახი, რომელიც მალე დაენგრა, ერთ წელიწადში კი ომში წავიდა და მოკლეს. სამწუხაროდ, შთამომავლობა არ დარჩა. ოჯახი მისთვის ყველაზე მთავარი იყო, შვილზე ოცნებობდა... პიროვნულად შემდგარი ადამიანი იყო, მაგრამ პირად ცხოვრებაში არ გაუმართლა და ამის გამო, თითქოს თავს აღარ ზოგავდა, თითქოს არაფერი ჰქონდა დასაკარგი. როდესაც ბიჭები მისი ბრძოლის ეპიზოდს იხსენებენ, ამბობენ რომ სიფრთხილეს არ იჩენდა. აფხაზეთიდან არასამთავრობო ჯგუფი იყო ჩამოსული და მისმა წარმომადგენელმა ქალბატონმა დედას შემოუთვალა, თქვენს შვილზე აფხაზები იმდენ კარგს ამბობენ, სიკვდილის შემდეგ ჩემზე ამის მეათედს თუ იტყვიან, ჩემზე ბედნიერი არავინ იქნებაო.

სამწუხაროდ, ომმა ირაკლისნაირი ვაჟკაცი ბიჭები ახალგაზრდობაშივე შეიწირა და ამის დამსახურებით მოვედით ჩვენ აქამდე. ირაკლის შთამომავლობა არ დარჩა, მაგრამ მისი სახელი დიდხანს დარჩება...

***

სადესანტო-სადივერსიო ბატალიონის ყოფილი მეთაური მიხო მორჩილაძე იხსენებდა: "ირაკლი ლამაზად იბრძოდა, გახსნილად იბრძოდა… თანამებრძოლებზე ზრუნავდა მუდამ. ეს ერთი შეხედვით ელემენტარული ამბავია, ეს ასეც უნდა იყოს ყოველთვის, მაგრამ ირაკლის სულში ყველა ეს თვისება ერთგვარი წესრიგით იყო თავმოყრილი. ირაკლი ისტორიული სარაინდო წიგნებიდან ფოტოგრაფიული სიზუსტით გადმოსული ის მამაცი მებრძოლი იყო, რომელმაც მთელი ფრონტის ხაზზე გასაკვირველი სახელი დაიდო სულ მოკლე ხანში. ირაკლი განსაცდელში ჩავარდნილი უცნობი ადამიანების სიცოცხლეს შეეწირა, - ფრანგი ჟურნალისტი უკვე უსაფრთხო ადგილას ჰყავდა გაყვანილი... ის, რაც ირაკლიმ გააკეთა - გმირობაა… მოკვდა ლამაზი და სუფთა სიკვდილით…"