ფული, ძალაუფლება და სახელი ყველა ადამიანისთვის სხვადასხვა რამეს ნიშნავს.
ქეთი ხუციშვილისთვის ფული თავისუფლებასა და დამოუკიდებლობასთან ასოცირდება. მას შეუძლია თანხის ეკონომიურად ხარჯვა და ამიტომაც, ფულის სესხება და კრედიტების აღება არასდროს უწევს.
- როგორ ფიქრობ, ფულის გარეშეც შეიძლება, ადამიანი ბედნიერი იყოს?
- ფულის გარეშე კომფორტი და უზრუნველი ცხოვრება ვერ გექნება, თორემ ბედნიერება ისეთი ირაციონალური რამ არის, რომ შეიძლება, სრულიად წარმოუდგენელ მომენტებში გეწვიოს. ბედნიერების აღქმა ძალიან სუბიექტურია.
- ტკბილეული გიყვარს? შოკოლადს ხშირად ყიდულობ?
- არა, ტკბილეული საერთოდ არ მიყვარს. მხოლოდ შვილისთვის ვყიდულობ ხოლმე.
- შოკოლადი ბედნიერების ჰორმონს გამოყოფსო...
- დიახ, თან - შავი შოკოლადიო...
- შენ რა გიყვარს? ხინკალი, მწვადი, ხაჭაპური...
- მწვადი არ მიყვარს. ხინკალს სამ თვეში ერთხელ მივირთმევ და ხაჭაპურსაც იშვიათად გეახლებით. პიურე მიყვარს ძალიან და ხშირად ვამზადებ.
- როგორ დაასრულებდი ფრაზას: "ბევრი ფული ადამიანს..."
- "...აძლევს არჩევანის თავისუფლებას და აყალიბებს დამოუკიდებელ ადამიანად". ყველა ადამიანი იბრძვის თავისუფლებისთვის, ამის დაკარგვა კი საკუთარი თავის დაკარგვას ნიშნავს.
- რა ასაკიდან გახდი მატერიალურად დამოუკიდებელი?
- მატერიალური სტაბილურობა არასდროს მქონია: ხან როგორ არის და ხან - როგორ...
- "წარმატება" და "გამართლება" შეიძლება, ერთმანეთის სინონიმად ჩავთვალოთ?
- გამართლებით იწყება ყველაფერი, მერე მოდის წარმატებაც. რაც უნდა ნიჭიერი იყო, იღბალი თუ არ დაგეხმარა, შენი ნიჭიერება შეუმჩნეველი დარჩება. იღბალი და ნიჭი ერთად - ეს უკვე წარმატებაა. ბევრი ნიჭიერი ადამიანი დგას ჩრდილში მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ მოახდინა საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება, არ გაუმართლა. იღბალი და გამართლება ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის.
- გახსოვს პირველი სამსახური და პირველი ხელფასი?
- ჩემი პირველი "ხელფასი" 15 ლარი იყო (იცინის) და მახსოვს, იმ ფულით მაგნიტოფონის კასეტები ვიყიდე - ამ ფაქტით გამოწვეული სასიამოვნო შეგრძნება არ მავიწყდება. მიხაროდა, ბედნიერი ვიყავი. საკუთარი შრომით მოპოვებულს, განსაკუთრებული გემო აქვს.
- როგორ ფიქრობ, წარმატების მისაღწევად დაწყებულ ბრძოლაში, უფულობა რა როლს ასრულებს?
- გააჩნია, რას მივიჩნევთ წარმატებად... თუ ბიზნესზე ვლაპარაკობთ, ფული თავისთავად, აუცილებელია, სხვანაირად შენი ბიზნესი ვერ განვითარდება, წინ ვერ წავა. თუ შემოქმედებით ნიჭზე ვსაუბრობთ, მაშინ წარმატების მისაღწევად აუცილებელია, საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდე, თორემ ფული გაქვს თუ არა, ამას მნიშვნელობა არ აქვს... განაგრძეთ კითხვა