საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დღის ფოტო: საფერფლედ ქცეული ქოთანი განახლებულ აღმაშენებელზე
დღის ფოტო: საფერფლედ ქცეული ქოთანი განახლებულ აღმაშენებელზე

ფე­რა­დი შე­ნო­ბე­ბი, ყვა­ვი­ლე­ბი­ა­ნი აივ­ნე­ბი, გა­ნა­თე­ბუ­ლი ქუჩა - გა­ნახ­ლე­ბულ აღ­მა­შე­ნე­ბელ­ზე სა­ღა­მოს გა­სე­ირ­ნე­ბა ერთი სი­ა­მოვ­ნე­ბაა, თუმ­ცა, გზად შე­იძ­ლე­ბა არც ისე სა­სი­ა­მოვ­ნო სა­ნა­ხა­ო­ბა­საც წა­ა­წყდეთ. მა­გა­ლი­თად, სა­ფერ­ფლედ ქცე­ულ ქო­თანს, რო­მელ­შიც წიწ­ვო­ვა­ნი მცე­ნა­რეა დარ­გუ­ლი!

ეს ფო­ტო­ე­ბი გა­ნახ­ლე­ბულ აღ­მა­შე­ნე­ბელ­ზე ფო­ტოგ­რაფ­მა ნო­დარ ცხვი­რაშ­ვილ­მა გა­და­ი­ღო. ფო­ტო­ებ­ზე კარ­გად ჩანს, ზო­გი­ერ­თი მო­ქა­ლა­ქის არა­მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი სახე - რო­გორ ექ­ცე­ვა გა­რე­მოს, ქა­ლაქს, მა­შინ როცა სხვა­თა შო­რის, ეს ქცე­ვა უკვე დას­ჯა­დია.

შე­გახ­სე­ნებთ, 17 აპ­რი­ლი­დან თბი­ლის­ში "თბილ­სერ­ვის ჯგუ­ფის" ქვე­ი­თი ინ­სპექ­ტო­რე­ბი გა­მოჩ­ნდნენ, რომ­ლე­ბიც ნარ­ჩე­ნე­ბის დაყ­რის­თვის აჯა­რი­მე­ბენ მო­ქა­ლა­ქე­ებს. ორ კი­ლოგ­რა­მამ­დე სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნარ­ჩე­ნის დაყ­რის­თვის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი 80 ლა­რით, ორ კი­ლოგ­რამ­ზე ზე­ვით კი 150 ლა­რით ჯა­რიმ­დე­ბი­ან.

ორ კი­ლოგ­რა­მამ­დე სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნარ­ჩე­ნის კა­ტე­გო­რი­ა­ში შე­დის სი­გა­რე­ტის ნამ­წვიც. ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლის ფე­კა­ლი­ე­ბით ქა­ლა­ქის და­ბინ­ძუ­რე­ბის­თვის პატ­რო­ნი 50 ლა­რით და­ჯა­რიმ­დე­ბა. ერთ კუ­ბამ­დე სამ­შე­ნებ­ლო ნარ­ჩე­ნით და­ბინ­ძუ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ფი­ზი­კუ­რი პი­რის­თვის 200 ლა­რი­ა­ნი, იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის­თვის კი 500 ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მა არის გან­სა­ზღვრუ­ლი.

ერთ კუბ­ზე ზე­ვით სამ­შე­ნებ­ლო ნარ­ჩე­ნით ქა­ლა­ქის და­ბინ­ძუ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ფი­ზი­კუ­რი პირი 500 ლა­რით, იუ­რი­დი­უ­ლი პირი კი 1500 ლა­რით და­ჯა­რიმ­დე­ბა. დარ­ღვე­ვის გან­მე­ო­რე­ბი­სას ჯა­რი­მე­ბი ორ­მაგ­დე­ბა.

ფოტო: ნო­დარ ცხვი­რაშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

დღის ფოტო: საფერფლედ ქცეული ქოთანი განახლებულ აღმაშენებელზე

დღის ფოტო: საფერფლედ ქცეული ქოთანი განახლებულ აღმაშენებელზე

ფერადი შენობები, ყვავილებიანი აივნები, განათებული ქუჩა - განახლებულ აღმაშენებელზე საღამოს გასეირნება ერთი სიამოვნებაა, თუმცა, გზად შეიძლება არც ისე სასიამოვნო სანახაობასაც წააწყდეთ. მაგალითად, საფერფლედ ქცეულ ქოთანს, რომელშიც წიწვოვანი მცენარეა დარგული!

ეს ფოტოები განახლებულ აღმაშენებელზე ფოტოგრაფმა ნოდარ ცხვირაშვილმა გადაიღო. ფოტოებზე კარგად ჩანს, ზოგიერთი მოქალაქის არამოქალაქეობრივი სახე - როგორ ექცევა გარემოს, ქალაქს, მაშინ როცა სხვათა შორის, ეს ქცევა უკვე დასჯადია.

შეგახსენებთ, 17 აპრილიდან თბილისში "თბილსერვის ჯგუფის" ქვეითი ინსპექტორები გამოჩნდნენ, რომლებიც ნარჩენების დაყრისთვის აჯარიმებენ მოქალაქეებს. ორ კილოგრამამდე საყოფაცხოვრებო ნარჩენის დაყრისთვის მოქალაქეები 80 ლარით, ორ კილოგრამზე ზევით კი 150 ლარით ჯარიმდებიან.

ორ კილოგრამამდე საყოფაცხოვრებო ნარჩენის კატეგორიაში შედის სიგარეტის ნამწვიც. შინაური ცხოველის ფეკალიებით ქალაქის დაბინძურებისთვის პატრონი 50 ლარით დაჯარიმდება. ერთ კუბამდე სამშენებლო ნარჩენით დაბინძურების შემთხვევაში, ფიზიკური პირისთვის 200 ლარიანი, იურიდიული პირისთვის კი 500 ლარიანი ჯარიმა არის განსაზღვრული.

ერთ კუბზე ზევით სამშენებლო ნარჩენით ქალაქის დაბინძურების შემთხვევაში, ფიზიკური პირი 500 ლარით, იურიდიული პირი კი 1500 ლარით დაჯარიმდება. დარღვევის განმეორებისას ჯარიმები ორმაგდება.

ფოტო: ნოდარ ცხვირაშვილი

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს