საქართველოში დარჩენის სურვილი აღარ მქონდა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პატრიარქის დაცვის ყოფილმა უფროსმა, სოსო ოხანაშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, გერმანიაში "სამსახურის გამო წავიდა", თუმცა იქვე აღნიშნა, რომ დასაქმების შეთავაზება საქართველოშიც მიიღო.
"საერთოდ, ჩემ მიერ საქართველოს დატოვების მიზეზი, რა თქმა უნდა, ის უნიჭოდ დადგმული შოუა, რომელმაც შეძრა ქართული საზოგადოება.
საქართველოში უბრალოდ სურვილი აღარ მქონდა დარჩენის. დასაქმების შემოთავაზებები მქონდა, მაგრამ დარჩენის სურვილი - არა", - აღნიშნა ოხანაშვილმა.
რაც შეეხება შეკითხვას, რამდენად ვარაუდობდა, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე შესაძლოა მისი დაკავებაც მომხდარიყო, ოხანაშვილის თქმით, ამის შიში ნამდვილად არ ჰქონია და საქართველოს დატოვების შესახებ გადაწყვეტილება აღნიშნულს არ უკავშირდება.
"არა, ამიტომ არ წამოვსულვარ. მაგის შიში მართლა არ მაქვს. მე ოთხი შვილი მყავს და ოჯახს შენახვა სჭირდება", - აღნიშნა პატრიარქის დაცვის ყოფილმა უფროსმა.
სოსო ოხანაშვილმა საქართველო რამდენიმე კვირის წინ დატოვა და გერმანიაში გაემგზავრა.
იხილეთ ვიდეო