ონლაინ კაზინოებისთვის რეგულაციების ამოქმედება იგეგმება.
შემოსავლების სამსახურის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება მოთამაშეთა სავალდებულო რეგისტრაცია იქნება.
2018 წლის 1 იანვრიდან ონლაინ კაზინოების მფლობელები ვალდებული იქნებიან, ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშობაში მონაწილეობა მხოლოდ შემოსავლების სამსახურის მიერ რეგისტრირებულ მოთამაშეს მიაღებინონ. მოთამაშეთა პერსონალური ინტერნეტ-ანგარიშები (დეპოზიტები) ძალაში იქნება 2017 წლის 31 დეკემბრიდან.