პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უცნობი ჯარისკაცის ისტორია, რომელიც ვაკის პარკში განისვენებს: "22 წლის ბიჭია, მის სახელ-გვარს რა დამავიწყებს, შვილო..."
უცნობი ჯარისკაცის ისტორია, რომელიც ვაკის პარკში განისვენებს: "22 წლის ბიჭია, მის სახელ-გვარს რა დამავიწყებს, შვილო..."

მე­ო­რე მსოფ­ლიო ომმა 400 ათა­სამ­დე ქარ­თვე­ლი ვაჟ­კა­ცი იმ­სხვერ­პლა, მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნის ახალ­გაზ­რდო­ბა, ბავ­შვო­ბა და ბედ­ნი­ე­რე­ბის წლე­ბი შე­ი­წი­რა. ეს ომი იმ­ხე­ლა ადა­მი­ა­ნურ ტრა­გე­დი­ას იტევს, შე­უძ­ლე­ბე­ლია ამ თა­რიღს გულ­გრი­ლად ჩა­უ­ა­რო...

სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის მსხვერ­პლთა მო­სა­გო­ნებ­ლად უც­ნო­ბი ჯა­რის­კა­ცის საფ­ლა­ვი შე­მოგ­ვრჩა. მისი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი ყვე­ლამ იცის და მის სი­ახ­ლო­ვეს ყო­ველ­დღი­უ­რად უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ტრი­ა­ლებს. თუმ­ცა, ცო­ტამ თუ იცის, სა­ი­დან მოხ­ვდა მისი ნეშ­ტი ვა­კის პარკში, რა­ტომ ის ერთი, და არა სხვა გა­ნის­ვე­ნებს ამ ად­გი­ლას, მარ­თლა ქარ­თვე­ლია თუ არა და ვინ ჩა­მო­ას­ვე­ნა იგი სა­ქარ­თვე­ლო­ში?

ამის შე­სა­ხებ წლე­ბის წინ აწ გარ­დაც­ვლილ­მა პოლ­კოვ­ნიკ­მა, მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის ვე­ტე­რან­მა ივა­ნე ჩო­ხელ­მა გა­ზეთ "კვი­რის პა­ნო­რა­მას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში ისა­უბ­რა. გთა­ვა­ზობთ სტა­ტი­ის შე­მოკ­ლე­ბულ ვერ­სი­ას.

ივა­ნე ჩო­ხე­ლი:

"დიდი სა­მა­მუ­ლო ომის დას­რუ­ლე­ბის ოც­და­ა­თი წლის­თავ­ზე, 1975 წელს საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ გა­და­წყვი­ტა, რომ თხუთ­მე­ტი­ვე მოძ­მე რეს­პუბ­ლი­კა­ში უც­ნო­ბი ჯა­რის­კა­ცის მე­მო­რი­ა­ლუ­რი საფ­ლა­ვე­ბი შექ­მნი­ლი­ყო. ამ ბრძა­ნე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში თბი­ლი­სის მა­შინ­დე­ლი საბ­ჭოს თავ­ჯდო­მა­რეს შოთა ბუხ­რაშ­ვილს და­ე­ვა­ლა.

თავ­და­პირ­ვე­ლად ამ საქ­მეს ბევ­რმა სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რემ მოჰ­კი­და ხელი. თუმ­ცა, სა­ბო­ლო­ოდ დარ­ჩა მხო­ლოდ ხუთი ადა­მი­ა­ნი, ვინც და­თან­ხმდა ამ მი­სი­ის შე­სა­რუ­ლე­ბას. ესე­ნი იყ­ვნენ: გე­ნე­რა­ლი ჯან­ჯღა­ვა, გე­ნე­რა­ლი ყუ­რაშ­ვი­ლი, გე­ნე­რა­ლი თა­ვარ­თქი­ლა­ძე, პოლ­კოვ­ნი­კი ჩო­ხე­ლი და პოლ­კოვ­ნი­კი ქან­თა­რია.

"ეს ურ­თუ­ლე­სი მი­სია იყო. უნდა გვე­პო­ვა 30 წლის წინ და­ღუ­პუ­ლი ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცის ცხე­და­რი და სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოგ­ვეს­ვე­ნე­ბი­ნა. და­ღუ­პუ­ლი ჯა­რის­კა­ცის ნეშ­ტის მო­ძი­ე­ბა ძნე­ლი არ იყო, მაგ­რამ და­ვა­ლე­ბის მი­ხედ­ვით, აუ­ცი­ლებ­ლად ქარ­თვე­ლი უნდა ყო­ფი­ლი­ყო. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რის მი­ხედ­ვით უნდა დაგ­ვედ­გი­ნა ცხედ­რის ეროვ­ნე­ბა. ეს არც არა­ვის

აინ­ტე­რე­სებ­და, ბრძა­ნე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო და 9 მა­ისს თბი­ლის­ში მე­ო­რე მსოფ­ლიო ომში და­ღუ­პუ­ლი ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცის ცხე­და­რი უნდა ჩა­მოგ­ვეს­ვე­ნე­ბი­ნა...

და­ვა­ლე­ბის მი­ღე­ბი­სას ქა­ლა­ქის საბ­ჭო­ში ფიცი დავ­დეთ, რომ ჩვე­ნი მი­სი­ის დე­ტა­ლე­ბი და მით უმე­ტეს, აღ­მო­ჩე­ნი­ლი ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცის ვი­ნა­ო­ბა არა­სო­დეს გამ­ჟღავ­ნდე­ბო­და. ვი­ნა­ი­დან ყვე­ლა­ზე მეტი ქარ­თვე­ლი ქერჩში და­ი­ღუ­პა, მი­სი­ის შე­სას­რუ­ლებ­ლად ქერჩში ჩა­ვე­დით.

ჩას­ვლის­თა­ნა­ვე ად­გი­ლობ­რი­ვი სამ­ხედ­რო­ე­ბის დახ­მა­რე­ბით შე­ვუ­დე­ქით საქ­მეს. გა­დავ­თხა­რეთ უამ­რა­ვი სა­მარ­ხი. ვე­ძებ­დით და ვე­ძებ­დით. რისი იმე­დი გვქონ­და, არ ვიცი... უამ­რა­ვი ნეშ­ტი კი ვი­პო­ვეთ. ქა­ლე­ბის და მა­მა­კა­ცე­ბის ცხედ­რებს ად­ვი­ლად ვარ­ჩევ­დით ერ­თმა­ნე­თის­გან, მაგ­რამ რო­გორ უნდა დაგ­ვედ­გი­ნა ჩვენ მიერ ნა­პოვ­ნი ძვლე­ბი, ნამ­დვი­ლად ქარ­თველს ეკუთ­ვნო­და თუ არა... მა­შინ წარ­მო­უდ­გენ­ლად გვეჩ­ვე­ნე­ბო­და, მაგ­რამ საქ­მე სხვა­ნა­ი­რად შე­მოტ­რი­ალ­და... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

ავტორი:

უცნობი ჯარისკაცის ისტორია, რომელიც ვაკის პარკში განისვენებს: "22 წლის ბიჭია, მის სახელ-გვარს რა დამავიწყებს, შვილო..."

უცნობი ჯარისკაცის ისტორია, რომელიც ვაკის პარკში განისვენებს: "22 წლის ბიჭია, მის სახელ-გვარს რა დამავიწყებს, შვილო..."

მეორე მსოფლიო ომმა 400 ათასამდე ქართველი ვაჟკაცი იმსხვერპლა, მილიონობით ადამიანის ახალგაზრდობა, ბავშვობა და ბედნიერების წლები შეიწირა. ეს ომი იმხელა ადამიანურ ტრაგედიას იტევს, შეუძლებელია ამ თარიღს გულგრილად ჩაუარო...

საქართველოში მეორე მსოფლიო ომის მსხვერპლთა მოსაგონებლად უცნობი ჯარისკაცის საფლავი შემოგვრჩა. მისი ადგილსამყოფელი ყველამ იცის და მის სიახლოვეს ყოველდღიურად უამრავი ადამიანი ტრიალებს. თუმცა, ცოტამ თუ იცის, საიდან მოხვდა მისი ნეშტი ვაკის პარკში, რატომ ის ერთი, და არა სხვა განისვენებს ამ ადგილას, მართლა ქართველია თუ არა და ვინ ჩამოასვენა იგი საქართველოში?

ამის შესახებ წლების წინ აწ გარდაცვლილმა პოლკოვნიკმა, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანმა ივანე ჩოხელმა გაზეთ "კვირის პანორამასთან" ინტერვიუში ისაუბრა. გთავაზობთ სტატიის შემოკლებულ ვერსიას.

ივანე ჩოხელი:

"დიდი სამამულო ომის დასრულების ოცდაათი წლისთავზე, 1975 წელს საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ თხუთმეტივე მოძმე რესპუბლიკაში უცნობი ჯარისკაცის მემორიალური საფლავები შექმნილიყო. ამ ბრძანების განხორციელება საქართველოში თბილისის მაშინდელი საბჭოს თავჯდომარეს შოთა ბუხრაშვილს დაევალა.

თავდაპირველად ამ საქმეს ბევრმა სამხედრო მოსამსახურემ მოჰკიდა ხელი. თუმცა, საბოლოოდ დარჩა მხოლოდ ხუთი ადამიანი, ვინც დათანხმდა ამ მისიის შესარულებას. ესენი იყვნენ: გენერალი ჯანჯღავა, გენერალი ყურაშვილი, გენერალი თავართქილაძე, პოლკოვნიკი ჩოხელი და პოლკოვნიკი ქანთარია.

"ეს ურთულესი მისია იყო. უნდა გვეპოვა 30 წლის წინ დაღუპული ქართველი ჯარისკაცის ცხედარი და საქართველოში ჩამოგვესვენებინა. დაღუპული ჯარისკაცის ნეშტის მოძიება ძნელი არ იყო, მაგრამ დავალების მიხედვით, აუცილებლად ქართველი უნდა ყოფილიყო. წარმოიდგინეთ, რის მიხედვით უნდა დაგვედგინა ცხედრის ეროვნება. ეს არც არავის

აინტერესებდა, ბრძანება აუცილებლად უნდა შესრულებულიყო და 9 მაისს თბილისში მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ქართველი ჯარისკაცის ცხედარი უნდა ჩამოგვესვენებინა...

დავალების მიღებისას ქალაქის საბჭოში ფიცი დავდეთ, რომ ჩვენი მისიის დეტალები და მით უმეტეს, აღმოჩენილი ქართველი ჯარისკაცის ვინაობა არასოდეს გამჟღავნდებოდა. ვინაიდან ყველაზე მეტი ქართველი ქერჩში დაიღუპა, მისიის შესასრულებლად ქერჩში ჩავედით.

ჩასვლისთანავე ადგილობრივი სამხედროების დახმარებით შევუდექით საქმეს. გადავთხარეთ უამრავი სამარხი. ვეძებდით და ვეძებდით. რისი იმედი გვქონდა, არ ვიცი... უამრავი ნეშტი კი ვიპოვეთ. ქალების და მამაკაცების ცხედრებს ადვილად ვარჩევდით ერთმანეთისგან, მაგრამ როგორ უნდა დაგვედგინა ჩვენ მიერ ნაპოვნი ძვლები, ნამდვილად ქართველს ეკუთვნოდა თუ არა... მაშინ წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა, მაგრამ საქმე სხვანაირად შემოტრიალდა... განაგრძეთ კითხვა