Faceამბები
პოლიტიკა
საზოგადოება

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყველაზე სახიფათო გზები საქართველოში - "თბილისის ეს ქუჩა სასიკვდილო ხეივანივითაა"
ყველაზე სახიფათო გზები საქართველოში - "თბილისის ეს ქუჩა სასიკვდილო ხეივანივითაა"

ავა­რი­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით, სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­კავ­ში­რის სა­შუ­ა­ლო მაჩ­ვე­ნე­ბელს ორ­ჯერ აღე­მა­ტე­ბა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2011 წლი­დან დღემ­დე, ავა­რი­ე­ბის რი­ცხვი სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ველ­წლი­უ­რად იმა­ტებს და შე­სა­ბა­მი­სად, იზ­რდე­ბა ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბის შე­დე­გად და­შა­ვე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბაც. მარ­ტო 2016 წელს, ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის გამო 9951 და­შავ­და (581 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა). ერთ-ერთი შემ­ზა­რა­ვი ავა­რია ორი­ო­დე კვი­რის წინ, ქუ­თა­ი­სის შე­მოვ­ლით გზა­ზე მოხ­და და მან 5 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რა. ჩვენ და­ვინ­ტე­რეს­დით, ხომ არ არის ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ხი­ფა­თო გზე­ბი, სა­დაც ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბი ყვე­ლა­ზე ხში­რად ხდე­ბა.

და­ვით მეს­ხიშ­ვი­ლი, ტრან­სპორ­ტი­სა და გზე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე:

- ამ სა­კი­თხზე მხო­ლოდ ვა­რა­უ­დით შეგ­ვიძ­ლია ლა­პა­რა­კი, რად­გან ჩვენ­თან სა­ხი­ფა­თო გზე­ბის დე­ფი­ნი­ცია არ არ­სე­ბობს. ეს არ ნიშ­ნავს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ასე­თი გზე­ბი ანუ "შავი წერ­ტი­ლე­ბი" არ არის. რო­დე­საც ერ­თსა და იმა­ვე ად­გი­ლას ავა­რი­ე­ბი ხდე­ბა, იქ უნდა გა­დი­ოდ­ნენ სხვა­დას­ხვა სა­ხის ექ­სპერ­ტე­ბი და ად­გენ­დნენ, რას უნდა და­ვაბ­რა­ლოთ ეს? სამ­წუ­ხა­როდ, ასე­თი ტი­პის კვლე­ვე­ბი ჩვენ­თან არ მიმ­დი­ნა­რე­ობს. უცხო­ეთ­ში ე.წ. შავი წერ­ტი­ლის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მძღოლს ატყო­ბი­ნე­ბენ, რომ ის სა­შიშ ზო­ნა­ში შე­დის, სა­დაც ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბი ხში­რად ხდე­ბა და ადა­მი­ა­ნე­ბი იღუ­პე­ბი­ან. ასეთ­მა გაფრ­თხი­ლე­ბამ ძა­ლი­ან ბევრ ად­გი­ლას გა­მო­ი­ღო ნა­ყო­ფი, რად­გან ემო­ცი­უ­რი ფაქ­ტო­რი დიდ როლს ას­რუ­ლებს. მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, მა­ინც ვფიქ­რობ, რომ ჩვე­ნი მძღო­ლე­ბის მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა მა­ღა­ლი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ო­ბაა. ყვე­ლა­ზე ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი სწო­რედ გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი სიჩ­ქა­რის გამო ხდე­ბა, გა­უ­მარ­თა­ვი გზე­ბი და ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, ამ შემ­თხვე­ვა­ში, მხო­ლოდ და­მა­ტე­ბი­თი ფაქ­ტო­რე­ბია. რო­დე­საც მძღო­ლი 70-80 კმ/სთ სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ობს, ის უფრო ად­ვი­ლად აკონ­ტრო­ლებს სი­ტუ­ა­ცი­ას, მაგ­რამ ჩვე­ნი მძღო­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა დად­გე­ნილ ნორ­მებ­სა და ლი­მიტს არ იცავს. თა­ნაც, ჩვენს გზებ­ზე არც ერთი მო­ნაკ­ვე­თი არ არის ისე გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი, რომ იქ დიდი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ო­ბა შე­იძ­ლე­ბო­დეს. ამი­ტომ, ასეთ მო­ნაკ­ვე­თებ­ზე უნდა იყოს რა­და­რე­ბი, ჩამ­წე­რი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი, კა­მე­რე­ბი და ა.შ... მძღოლ­მა უნდა იცო­დეს, რომ მას აკონ­ტრო­ლე­ბენ.

ბევ­რი ქარ­თვე­ლი ყვე­ლა სა­შუ­ა­ლე­ბას იყე­ნებს, ოღონდ წე­სე­ბი და­არ­ღვი­ოს, ამი­ტომ, ყვე­ლა სა­რის­კო მო­ნაკ­ვეთ­ზე უნდა იყოს რა­და­რი და სპე­ცი­ა­ლუ­რი კონ­ტრო­ლი. სა­ხი­ფა­თო ად­გი­ლე­ბი კი სა­ქარ­თვე­ლო­ში მარ­თლაც არის. მა­გა­ლი­თად: ბა­თუმ­ში ასე­თი სა­ში­ში ად­გი­ლია ტბელ აბუ­სე­რი­ძის ქუჩა. დღე არ გავა, რომ იქ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა არ მოხ­დეს. ე.ი. იქ რა­ღაც ხდე­ბა. ჩვენ მი­ვუ­თი­თეთ ბა­თუ­მის მე­რი­ას, რომ ყუ­რა­დღე­ბა მი­ექ­ცია ამ ქუ­ჩის­თვის და იქ მარ­თლაც გა­უშ­ვეს სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, მაგ­რამ სხვა არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბი­ათ. არა­და, ასეთ სა­ხი­ფა­თო მო­ნაკ­ვე­თებ­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მო­წეს­რი­გე­ბა, სიჩ­ქა­რის კონ­ტრო­ლი და ბევ­რი სხვა რამ. არა­ნაკ­ლებ სა­ხი­ფა­თო ად­გი­ლია ბე­ლი­აშ­ვი­ლის ქუჩა თბი­ლის­ში - შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ეს ერ­თგვა­რი სა­სიკ­ვდი­ლო ხე­ი­ვა­ნი­ვი­თაა. ყვე­ლა მძღო­ლი იქ თავს უფ­ლე­ბას აძ­ლევს, მა­ღა­ლი სიჩ­ქა­რით გა­და­ად­გილ­დეს. რა­ტომ? - იმი­ტომ, რომ სიჩ­ქა­რის მკაც­რი კონ­ტრო­ლი არ ხდე­ბა. შე­ზღუდ­ვე­ბის მთე­ლი კომ­პლექ­ტი უნდა არ­სე­ბობ­დეს, რომ მძღოლს საგ­ზაო წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის სურ­ვი­ლი ნაკ­ლე­ბად გა­უჩ­ნდეს.

ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბი ხში­რია ქუ­თა­ი­სის შე­მოვ­ლით გზა­ზეც. სა­ინ­ტე­რე­სოა, რა­ტომ ვერ მო­ხერ­ხდა იქ კა­მე­რე­ბი­სა და რა­და­რე­ბის და­ყე­ნე­ბა ავა­რი­ე­ბის რის­კის შე­სამ­ცი­რებ­ლად? ასე­ვე, სა­რის­კო ად­გი­ლია თბი­ლის­ში, კოს­ტა­ვას ქუ­ჩა­ზე, ზო­ო­პარ­კის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია, სა­დაც ბევ­რი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა ხდე­ბა. უმ­ძი­მე­სი სი­ტუ­ა­ცი­აა დე­და­ქა­ლა­ქის იმ ქუ­ჩებ­ზე, სა­დაც შუქ­ნიშ­ნე­ბი მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლია. ასე რომ, სა­ხი­ფა­თო გზე­ბის ჩა­მოთ­ვლა შორს წაგ­ვიყ­ვანს. ჩვენ უკვე ვსწავ­ლობთ ასეთ მო­ნაკ­ვე­თებს და უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში დაწ­ვრი­ლე­ბით შე­დე­გებ­საც გა­მო­ვაქ­ვეყ­ნებთ.

ავა­რი­ე­ბი და ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბი ყვე­ლა მო­ნაკ­ვეთ­ზე ხდე­ბა, ასე­თი "შავი წერ­ტი­ლე­ბი" ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­შია. არის თუ არა ეს შემ­თხვე­ვე­ბი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის ბრა­ლი, ეს ექ­სპერ­ტებ­მა უნდა შე­ის­წავ­ლონ და და­ად­გი­ნონ, მაგ­რამ ერთი რამ უნდა გვახ­სოვ­დეს: რო­დე­საც 160-180 კი­ლო­მეტ­რის სიჩ­ქა­რით მი­დი­ხარ, ყვე­ლა­ზე გა­მარ­თულ, თა­ნა­მედ­რო­ვე გზა­ზეც კი შე­იძ­ლე­ბა, ავა­რია მო­გიხ­დეს... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ყველაზე სახიფათო გზები საქართველოში - "თბილისის ეს ქუჩა სასიკვდილო ხეივანივითაა"

ყველაზე სახიფათო გზები საქართველოში - "თბილისის ეს ქუჩა სასიკვდილო ხეივანივითაა"

ავარიების რაოდენობით, საქართველო ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს ორჯერ აღემატება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2011 წლიდან დღემდე, ავარიების რიცხვი საქართველოში ყოველწლიურად იმატებს და შესაბამისად, იზრდება ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაშავებულთა რაოდენობაც. მარტო 2016 წელს, ავტოსაგზაო შემთხვევის გამო 9951 დაშავდა (581 ადამიანი გარდაიცვალა). ერთ-ერთი შემზარავი ავარია ორიოდე კვირის წინ, ქუთაისის შემოვლით გზაზე მოხდა და მან 5 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ჩვენ დავინტერესდით, ხომ არ არის ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებით სახიფათო გზები, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევები ყველაზე ხშირად ხდება.

დავით მესხიშვილი, ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე:

- ამ საკითხზე მხოლოდ ვა­რაუდით შეგვიძლია ლაპარაკი, რად­გან ჩვენთან სახიფათო გზების დეფინიცია არ არსებობს. ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოში ასეთი გზები ანუ "შავი წერტილები" არ არის. როდესაც ერთსა და იმავე ადგილას ავარიები ხდება, იქ უნდა გადიოდნენ სხვადასხვა სახის ექსპერტები და ადგენდნენ, რას უნდა დავაბრალოთ ეს? სამწუხაროდ, ასეთი ტიპის კვლევები ჩვენთან არ მიმდინარეობს. უცხოეთში ე.წ. შავი წერტილის არსებობის შემთხვევაში, მძღოლს ატყობინებენ, რომ ის საშიშ ზონაში შედის, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევები ხშირად ხდება და ადამიანები იღუპებიან. ასეთმა გაფრთხილებამ ძალიან ბევრ ადგილას გამოიღო ნაყოფი, რადგან ემოციური ფაქტორი დიდ როლს ასრულებს. მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ვფიქრობ, რომ ჩვენი მძღოლების მთავარი პრობლემა მაღალი სიჩქარით მოძრაობაა. ყველაზე ტრაგიკული შემთხვევები სწორედ გადაჭარბებული სიჩქარის გამო ხდება, გაუმართავი გზები და ინფრასტრუქტურა, ამ შემთხვევაში, მხოლოდ დამატებითი ფაქტორებია. როდესაც მძღოლი 70-80 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს, ის უფრო ადვილად აკონტროლებს სიტუაციას, მაგრამ ჩვენი მძღოლების უმრავლესობა დადგენილ ნორმებსა და ლიმიტს არ იცავს. თანაც, ჩვენს გზებზე არც ერთი მონაკვეთი არ არის ისე განვითარებული, რომ იქ დიდი სიჩქარით მოძრაობა შეიძლებოდეს. ამიტომ, ასეთ მონაკვეთებზე უნდა იყოს რადარები, ჩამწერი მოწყობილობები, კამერები და ა.შ... მძღოლმა უნდა იცოდეს, რომ მას აკონტროლებენ.

ბევრი ქართველი ყველა საშუალებას იყენებს, ოღონდ წესები დაარღვიოს, ამიტომ, ყველა სარისკო მონაკვეთზე უნდა იყოს რადარი და სპეციალური კონტროლი. სახიფათო ადგილები კი საქართველოში მართლაც არის. მაგალითად: ბათუმში ასეთი საშიში ადგილია ტბელ აბუსერიძის ქუჩა. დღე არ გავა, რომ იქ ავტოსაგზაო შემთხვევა არ მოხდეს. ე.ი. იქ რაღაც ხდება. ჩვენ მივუთითეთ ბათუმის მერიას, რომ ყურადღება მიექცია ამ ქუჩისთვის და იქ მართლაც გაუშვეს სპეციალისტები, მაგრამ სხვა არაფერი გაუკეთებიათ. არადა, ასეთ სახიფათო მონაკვეთებში აუცილებელია ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, სიჩქარის კონტროლი და ბევრი სხვა რამ. არანაკლებ სახიფათო ადგილია ბელიაშვილის ქუჩა თბილისში - შეიძლება ითქვას, რომ ეს ერთგვარი სასიკვდილო ხეივანივითაა. ყველა მძღოლი იქ თავს უფლებას აძლევს, მაღალი სიჩქარით გადაადგილდეს. რატომ? - იმიტომ, რომ სიჩქარის მკაცრი კონტროლი არ ხდება. შეზღუდვების მთელი კომპლექტი უნდა არსებობდეს, რომ მძღოლს საგზაო წესების დარღვევის სურვილი ნაკლებად გაუჩნდეს.

ავტოსაგზაო შემთხვევები ხშირია ქუთაისის შემოვლით გზაზეც. საინტერესოა, რატომ ვერ მოხერხდა იქ კამერებისა და რადარების დაყენება ავარიების რისკის შესამცირებლად? ასევე, სარისკო ადგილია თბილისში, კოსტავას ქუჩაზე, ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორია, სადაც ბევრი ავტოსაგზაო შემთხვევა ხდება. უმძიმესი სიტუაციაა დედაქალაქის იმ ქუჩებზე, სადაც შუქნიშნები მოუწესრიგებელია. ასე რომ, სახიფათო გზების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ჩვენ უკვე ვსწავლობთ ასეთ მონაკვეთებს და უახლოეს პერიოდში დაწვრილებით შედეგებსაც გამოვაქვეყნებთ.

ავარიები და ავტოსაგზაო შემთხვევები ყველა მონაკვეთზე ხდება, ასეთი "შავი წერტილები" ყველა ქვეყანაშია. არის თუ არა ეს შემთხვევები ინფრასტრუქტურის ბრალი, ეს ექსპერტებმა უნდა შეისწავლონ და დაადგინონ, მაგრამ ერთი რამ უნდა გვახსოვდეს: როდესაც 160-180 კილომეტრის სიჩქარით მიდიხარ, ყველაზე გამართულ, თანამედროვე გზაზეც კი შეიძლება, ავარია მოგიხდეს... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი