პოლიტიკა
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამხედრო სწავლება, რომელმაც 43 000 საბჭოთა ჯარისკაცი შეიწირა - როგორ გამოსცადა ატომური ბომბი სსრკ-მა საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ
სამხედრო სწავლება, რომელმაც 43 000 საბჭოთა ჯარისკაცი შეიწირა - როგორ გამოსცადა ატომური ბომბი სსრკ-მა საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ

კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ა­ში ია­რაღს ყო­ველ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი ეკა­ვა. მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ას, რომ გა­დავ­ხე­დოთ, არც ერთ სფე­რო­სა თუ დარ­გში არ და­ხარ­ჯუ­ლა იმ­დე­ნი ფული, რამ­დე­ნიც ადა­მი­ა­ნის მოკ­ვლის ახა­ლი მე­თო­დე­ბის მო­ძი­ე­ბა­ზე.

გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 40-იან წლებ­ში ომე­ბის წარ­მო­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი გან­ვი­თა­რე­ბის ახალ ეტაპ­ზე გა­და­ვი­და. ატო­მუ­რი ია­რა­ღის გა­მო­გო­ნე­ბამ ყვე­ლა­ფე­რი ძირ­ფეს­ვი­ა­ნად შეც­ვა­ლა. ღი­ლა­კის ერთი და­ჭე­რით დე­და­მი­წის ზე­და­პი­რი­დან ქა­ლა­ქი­სა და იქ მცხოვ­რე­ბი ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის გაქ­რო­ბა გახ­და შე­საძ­ლე­ბე­ლი.

მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის შემ­დეგ, აშშ-სა და სსრკ-ს შო­რის და­წყე­ბულ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღი მთა­ვარ როლს ას­რუ­ლებ­და. მხა­რე­ე­ბი ზრდიდ­ნენ ბირ­თვულ არ­სე­ნალს და ერ­თმა­ნე­თის და­ში­ნე­ბის­თვის ატო­მუ­რი ბომ­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით ახალ-ახალ ექ­სპე­რი­მენ­ტებს ატა­რებ­დნენ.

63 წლის წინ, ერთ-ერთი ასე­თი ექ­სპე­რი­მენ­ტი­სას, სსრკ-მა ატო­მუ­რი ბომ­ბი სა­კუ­თარ მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე გა­მოს­ცა­და. 1954 წლის 14 სექ­ტემ­ბერს, რუ­სე­თის ცენ­ტრა­ლურ ნა­წილ­ში, ტოც­კის პო­ლი­გონ­ზე საბ­ჭო­თა არ­მი­ამ ატო­მუ­რი ბომ­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით მა­სი­უ­რი სამ­ხედ­რო სწავ­ლე­ბა ჩა­ა­ტა­რა. წვრთნებ­ში 45 000 სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

წვრთნე­ბის მი­ზა­ნი ატო­მუ­რი ბომ­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით მო­წი­ნა­აღ­მდე­გის თავ­დაც­ვის ზღუ­დის გარ­ღვე­ვა­ში მდგო­მა­რე­ობ­და. ად­გი­ლიც სა­გან­გე­ბოდ შე­ირ­ჩა. ტოც­კის პო­ლი­გო­ნის მი­და­მო­ე­ბი რე­ლი­ე­ფით და­სავ­ლეთ ევ­რო­პას ძალ­ზე წა­ა­გავ­და. ად­გილს, სა­დაც იმ­დრო­ინ­დე­ლი მო­საზ­რე­ბე­ბით მე­სა­მე მსოფ­ლიო ომი უნდა გა­მარ­თუ­ლი­ყო.

სწავ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლად მარ­შა­ლი ჟუ­კო­ვი და­ნიშ­ნეს. წმინ­და სამ­ხედ­რო ფუნ­ქცი­ის გარ­და, წვრთნებს მეც­ნი­ე­რუ­ლი დატ­ვირ­თვაც ჰქონ­და. უნდა შეს­წავ­ლი­ლი­ყო რა­დი­ა­ცი­ი­სა და ატო­მუ­რი აფეთ­ქე­ბის სხვა თან­მხლე­ბი ფაქ­ტო­რე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბა სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კა­ზე, შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბებ­სა და პი­რად შე­მად­გენ­ლო­ბა­ზე.

1954 წლის 14 სექ­ტემ­ბერს ბომბდამ­შენ­მა პო­ლი­გონ­ზე 40 კი­ლო­ტო­ნა სიმ­ძლავ­რის ატო­მუ­რი ბომ­ბი ჩა­მო­აგ­დო, რო­მე­ლიც მი­წი­დან 350 მ-ის სი­მაღ­ლე­ზე აფეთ­ქდა.

და­ახ­ლო­ე­ბით 7-8 წუთ­ში წარ­მოქ­მნილ­მა ატო­მურ­მა სო­კომ 15 კმ-ის სი­მაღ­ლეს მი­აღ­წია. სწავ­ლე­ბის სცე­ნა­რით, ატო­მუ­რი აფეთ­ქე­ბის მი­და­მო­ე­ბი ჯერ არ­ტი­ლე­რი­ამ, შემ­დეგ კი ავი­ა­ცი­ამ და­ბომ­ბა. ამის შემ­დეგ, ატო­მუ­რი ბომ­ბით გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი მო­წი­ნა­აღ­მდე­გის პი­რო­ბი­თი პო­ზი­ცი­ე­ბის და­კა­ვე­ბის­თვის და მა­სი­უ­რი შე­ტე­ვის და­წყე­ბის­თვის, აფეთ­ქე­ბის მი­და­მო­ებ­ში ტან­კე­ბი, ჯავ­შან­ტექ­ნი­კა და ქვე­ი­თი ჯა­რის­კა­ცე­ბი გა­ე­შურ­ნენ.

ნაკ­ლებ­სა­ვა­რა­უ­დოა, რომ სწავ­ლე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე 45 ათა­სი ჯა­რის­კა­ცის ჯან­მრთე­ლო­ბა მა­შინ ვინ­მეს აღელ­ვებ­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ აფეთ­ქე­ბის ად­გი­ლას რა­დი­ა­ცი­ის სი­დი­დე და­საშ­ვებ ნორ­მას რამ­დე­ნი­მე ათე­ულ­ჯერ აღე­მა­ტე­ბო­და, სწავ­ლე­ბა გეგ­მის სრუ­ლი დაც­ვით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

პი­რა­დი შე­მად­გენ­ლო­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა რა­დი­ა­ცი­ის სა­სიკ­ვდი­ლო დოზა სწავ­ლე­ბის და­წყე­ბის პირ­ვე­ლი­ვე სა­ა­თებ­ში მი­ი­ღო. სსრკ-სთვის ჩვე­უ­ლი წე­სე­ბის თა­ნახ­მად, სწავ­ლე­ბა მა­შინ­ვე გა­ა­სა­ი­დუმ­ლო­ეს და მის ყვე­ლა მო­ნა­წი­ლეს სამ­ხედ­რო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის შე­ნახ­ვის 25 წლი­ა­ნი პი­რო­ბა ხელ­წე­რი­ლით ჩა­მო­არ­თვეს.

რუ­სუ­ლი პრე­სა ტოც­კის ატო­მურ სწავ­ლე­ბებ­ზე მხო­ლოდ 1993 წელს ალა­პა­რაკ­და. რე­ა­ლუ­რად არა­ვინ იცის, რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა სხი­ვუ­რი და­ა­ვა­დე­ბის­გან. სწავ­ლე­ბის­გან ად­გი­ლობ­რი­ვი მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბაც და­ზა­რალ­და. შემ­დგო­მი 50 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ტოც­კის პი­ლო­გო­ნის მი­და­მო­ებ­ში 3-ჯერ შემ­ცირ­და შო­ბა­დო­ბა, თით­ქმის 4-ჯერ გა­ი­ზარ­და ახალ­შო­ბი­ლებ­ში თან­და­ყო­ლი­ლი ანო­მა­ლი­ე­ბის რი­ცხვი. გა­ი­ზარ­და სიმ­სივ­ნე­ე­ბი­სა და გე­ნუ­რი მუ­ტა­ცი­ე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

სამხედრო სწავლება, რომელმაც 43 000 საბჭოთა ჯარისკაცი შეიწირა - როგორ გამოსცადა ატომური ბომბი სსრკ-მა საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ

სამხედრო სწავლება, რომელმაც 43 000 საბჭოთა ჯარისკაცი შეიწირა - როგორ გამოსცადა ატომური ბომბი სსრკ-მა საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ

კაცობრიობის ისტორიაში იარაღს ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეკავა. მსოფლიო ისტორიას, რომ გადავხედოთ, არც ერთ სფეროსა თუ დარგში არ დახარჯულა იმდენი ფული, რამდენიც ადამიანის მოკვლის ახალი მეთოდების მოძიებაზე.

გასული საუკუნის 40-იან წლებში ომების წარმოების საშუალებები განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. ატომური იარაღის გამოგონებამ ყველაფერი ძირფესვიანად შეცვალა. ღილაკის ერთი დაჭერით დედამიწის ზედაპირიდან ქალაქისა და იქ მცხოვრები ყველა ადამიანის გაქრობა გახდა შესაძლებელი.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, აშშ-სა და სსრკ-ს შორის დაწყებულ დაპირისპირებაში ბირთვული იარაღი მთავარ როლს ასრულებდა. მხარეები ზრდიდნენ ბირთვულ არსენალს და ერთმანეთის დაშინებისთვის ატომური ბომბების გამოყენებით ახალ-ახალ ექსპერიმენტებს ატარებდნენ.

63 წლის წინ, ერთ-ერთი ასეთი ექსპერიმენტისას, სსრკ-მა ატომური ბომბი საკუთარ მოქალაქეებზე გამოსცადა. 1954 წლის 14 სექტემბერს, რუსეთის ცენტრალურ ნაწილში, ტოცკის პოლიგონზე საბჭოთა არმიამ ატომური ბომბის გამოყენებით მასიური სამხედრო სწავლება ჩაატარა. წვრთნებში 45 000 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა.

წვრთნების მიზანი ატომური ბომბის გამოყენებით მოწინააღმდეგის თავდაცვის ზღუდის გარღვევაში მდგომარეობდა. ადგილიც საგანგებოდ შეირჩა. ტოცკის პოლიგონის მიდამოები რელიეფით დასავლეთ ევროპას ძალზე წააგავდა. ადგილს, სადაც იმდროინდელი მოსაზრებებით მესამე მსოფლიო ომი უნდა გამართულიყო.

სწავლების ხელმძღვანელად მარშალი ჟუკოვი დანიშნეს. წმინდა სამხედრო ფუნქციის გარდა, წვრთნებს მეცნიერული დატვირთვაც ჰქონდა. უნდა შესწავლილიყო რადიაციისა და ატომური აფეთქების სხვა თანმხლები ფაქტორების ზემოქმედება სამხედრო ტექნიკაზე, შენობა-ნაგებობებსა და პირად შემადგენლობაზე.

1954 წლის 14 სექტემბერს ბომბდამშენმა პოლიგონზე 40 კილოტონა სიმძლავრის ატომური ბომბი ჩამოაგდო, რომელიც მიწიდან 350 მ-ის სიმაღლეზე აფეთქდა.

დაახლოებით 7-8 წუთში წარმოქმნილმა ატომურმა სოკომ 15 კმ-ის სიმაღლეს მიაღწია. სწავლების სცენარით, ატომური აფეთქების მიდამოები ჯერ არტილერიამ, შემდეგ კი ავიაციამ დაბომბა. ამის შემდეგ, ატომური ბომბით განადგურებული მოწინააღმდეგის პირობითი პოზიციების დაკავებისთვის და მასიური შეტევის დაწყებისთვის, აფეთქების მიდამოებში ტანკები, ჯავშანტექნიკა და ქვეითი ჯარისკაცები გაეშურნენ.

ნაკლებსავარაუდოა, რომ სწავლებაში მონაწილე 45 ათასი ჯარისკაცის ჯანმრთელობა მაშინ ვინმეს აღელვებდა. მიუხედავად იმისა, რომ აფეთქების ადგილას რადიაციის სიდიდე დასაშვებ ნორმას რამდენიმე ათეულჯერ აღემატებოდა, სწავლება გეგმის სრული დაცვით მიმდინარეობდა.

პირადი შემადგენლობის დიდმა ნაწილმა რადიაციის სასიკვდილო დოზა სწავლების დაწყების პირველივე საათებში მიიღო. სსრკ-სთვის ჩვეული წესების თანახმად, სწავლება მაშინვე გაასაიდუმლოეს და მის ყველა მონაწილეს სამხედრო საიდუმლოების შენახვის 25 წლიანი პირობა ხელწერილით ჩამოართვეს.

რუსული პრესა ტოცკის ატომურ სწავლებებზე მხოლოდ 1993 წელს ალაპარაკდა. რეალურად არავინ იცის, რამდენი ადამიანი დაიღუპა სხივური დაავადებისგან. სწავლებისგან ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობაც დაზარალდა. შემდგომი 50 წლის განმავლობაში, ტოცკის პილოგონის მიდამოებში 3-ჯერ შემცირდა შობადობა, თითქმის 4-ჯერ გაიზარდა ახალშობილებში თანდაყოლილი ანომალიების რიცხვი. გაიზარდა სიმსივნეებისა და გენური მუტაციების შემთხვევები.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

AMBEBI.GE

დიზაინერი კენზო კორონავირუსით გარდაიცვალა

"აზერბაიჯანის არმიამ ჯებრაილი და რაიონის რამდენიმე სოფელი ოკუპაციისგან გაათავისუფლა", - ილჰამ ალიევი

წყალდიდობა, დანგრეული ხიდები და სახლები - საფრანგეთსა და იტალიაში შტორმს მსხვერპლი მოჰყვა