Faceამბები
კონფლიქტები
პოლიტიკა

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
საზოგადოება
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იური ლუჟკოვის სკანდალური განცხადება: "საქართველო (აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის) ჩამოშორების შემდეგ, უკეთ იგრძნობს თავს..."
იური ლუჟკოვის სკანდალური განცხადება: "საქართველო (აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის) ჩამოშორების შემდეგ, უკეთ იგრძნობს თავს..."

მოს­კო­ვის ყო­ფი­ლი მერი იური ლუჟ­კო­ვი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში რამ­დე­ნი­მე დღეა იმ­ყო­ფე­ბა, მისი ვი­ზი­ტის შე­სა­ხებ პირ­ველ კო­მენ­ტარს "მო­ამ­ბეს­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში აკე­თებს.

80 წლის ლუჟ­კო­ვი, რო­მე­ლიც 2006 და 2009 წელს ოკუ­პი­რე­ბულ სო­ხუმ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და დარ­ღვე­უ­ლი აქვს "ოკუ­პა­ცი­ის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნი", "მო­ამ­ბის" ჟურ­ნა­ლის­ტმა ბორ­ჯომ­ში ჩა­წე­რა, სა­დაც ის პარ­კის და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად იყო. რო­გორც ლუჟ­კოვ­მა გა­ნა­ცხა­და, ოთხი დღეა რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­და ტუ­რის­ტულ ჯგუფ­თან ერ­თად და უკვე მო­ას­წრო ვარ­ძი­ის, მცხე­თის, ქან­დის მო­ნას­ტრის მო­ნა­ხუ­ლე­ბა.

იხი­ლეთ ვი­დეო

მოს­კო­ვის ყო­ფილ­მა მერ­მა ისიც გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლი­სას პრობ­ლე­მე­ბი არ შექ­მნია და მე­სა­ზღვრე­ე­ბის მის­თვის შე­კი­თხვე­ბი არ და­უს­ვამთ - "ან რა შე­კი­თხვე­ბი უნდა და­ეს­ვათ? ტუ­რის­ტუ­ლი ჯგუ­ფი ჩა­მო­ვე­დით... ოკუ­პა­ცი­ის კა­ნო­ნის შე­სა­ხებ ვიცი, მაგ­რამ რაც წარ­სულ­ში იყო, წარ­სულ­ში უნდა დარ­ჩეს".

რაც შე­ე­ხე­ბა მის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­სა და სამ­ხრეთ ოსეთ­თან და­კავ­ში­რე­ბით, აი რა კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა იური ლუჟ­კოვ­მა:

"ვფიქ­რობ, სა­ქარ­თვე­ლო, ამ რე­გი­ო­ნე­ბის ჩა­მო­შო­რე­ბის შემ­დეგ, მო­მა­ვალ­ში უკეთ იგ­რძნობს თავს... მე მა­ინც ვფიქ­რობ, რომ აფხა­ზე­თი სხვა ქვე­ყა­ნაა, ეს სულ სხვა ხალ­ხია. ასეა ოსე­თიც. ბუ­ნებ­რი­ვია, არ­სე­ბობს გარ­კვე­უ­ლი ნოს­ტალ­გია და ბრა­ზი, მაგ­რამ ვფიქ­რობ, სა­ქარ­თვე­ლო, ამ რე­გი­ო­ნე­ბის ჩა­მო­შო­რე­ბის შემ­დეგ, მო­მა­ვალ­ში უკეთ იგ­რძნობს თავს", - გა­ნა­ცხა­და იური ლუჟ­კოვ­მა "მო­ამ­ბეს­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში.

მოს­კო­ვის ყო­ფი­ლი მერი იური ლუჟ­კო­ვი სა­ქარ­თვე­ლოს მე­უღ­ლეს­თან ერ­თად სტუმ­რობს. რო­გორც ცნო­ბი­ლია, 80 წლის ლუჟ­კოვ­მა, მის­მა მე­უღ­ლემ და მათ­მა თან­მხლებ­მა პი­რებ­მა, სო­ფელ ქან­და­ში 13 ასუ­რე­ლი მა­მის მო­ნას­ტე­რი მო­ი­ნა­ხუ­ლეს. ამ ვი­ზი­ტის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე მო­ნას­ტრის წი­ნამ­ძღვარ­მა, არ­ქი­მან­დრიტ­მა სე­რა­ფი­მე­მაც გა­ავ­რცე­ლა.

წა­ი­კი­თხეთ: რას წერს მამა სე­რა­ფი­მე ქან­დის მო­ნას­ტერ­ში იური ლუჟ­კო­ვის ვი­ზიტ­ზე

შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე შალ­ვა ხუ­ციშ­ვილ­მა მოს­კო­ვის ყო­ფი­ლი მე­რის სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზიტ­ზე კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და, რომ "მე­სა­ზღვრეს არ ჰქონ­და რა­ი­მე ნი­შა­ნი იმი­სა, რომ "ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვა და­ედ­გი­ნა".

"და­ნარ­ჩე­ნი არის და­მა­ტე­ბი­თი გარ­კვე­ვის სა­გა­ნი. შე­მო­ვი­და ლე­გა­ლუ­რი სა­ბუ­თით, რო­მელ­შიც რა­ი­მე მო­ნა­ცე­მი იმის შე­სა­ხებ, რომ მას ჰქონ­და ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონ­მდებ­ლო­ბა დარ­ღვე­უ­ლი, არ იყო და შე­სა­ბა­მი­სად, მე­სა­ზღვრეს არ ჰქონ­და ფორ­მა­ლუ­რი სა­ფუძ­ვე­ლი, რომ სხვა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ე­ღო", - გა­ნა­ცხა­და შალ­ვა ხუ­ციშ­ვილ­მა.

ფოტო: "მო­ამ­ბე"

sponsored by ContentRoom

იური ლუჟკოვის სკანდალური განცხადება: "საქართველო (აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის) ჩამოშორების შემდეგ, უკეთ იგრძნობს თავს..."

იური ლუჟკოვის სკანდალური განცხადება: "საქართველო (აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის) ჩამოშორების შემდეგ, უკეთ იგრძნობს თავს..."

მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი, რომელიც საქართველოში რამდენიმე დღეა იმყოფება, მისი ვიზიტის შესახებ პირველ კომენტარს "მოამბესთან" ინტერვიუში აკეთებს.

80 წლის ლუჟკოვი, რომელიც 2006 და 2009 წელს ოკუპირებულ სოხუმში იმყოფებოდა და დარღვეული აქვს "ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონი", "მოამბის" ჟურნალისტმა ბორჯომში ჩაწერა, სადაც ის პარკის დასათვალიერებლად იყო. როგორც ლუჟკოვმა განაცხადა, ოთხი დღეა რაც საქართველოში ჩამოვიდა ტურისტულ ჯგუფთან ერთად და უკვე მოასწრო ვარძიის, მცხეთის, ქანდის მონასტრის მონახულება.

იხილეთ ვიდეო

მოსკოვის ყოფილმა მერმა ისიც განაცხადა, რომ საქართველოში შემოსვლისას პრობლემები არ შექმნია და მესაზღვრეების მისთვის შეკითხვები არ დაუსვამთ - "ან რა შეკითხვები უნდა დაესვათ? ტურისტული ჯგუფი ჩამოვედით... ოკუპაციის კანონის შესახებ ვიცი, მაგრამ რაც წარსულში იყო, წარსულში უნდა დარჩეს".

რაც შეეხება მის დამოკიდებულებას ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით, აი რა კომენტარი გააკეთა იური ლუჟკოვმა:

"ვფიქრობ, საქართველო, ამ რეგიონების ჩამოშორების შემდეგ, მომავალში უკეთ იგრძნობს თავს... მე მაინც ვფიქრობ, რომ აფხაზეთი სხვა ქვეყანაა, ეს სულ სხვა ხალხია. ასეა ოსეთიც. ბუნებრივია, არსებობს გარკვეული ნოსტალგია და ბრაზი, მაგრამ ვფიქრობ, საქართველო, ამ რეგიონების ჩამოშორების შემდეგ, მომავალში უკეთ იგრძნობს თავს", - განაცხადა იური ლუჟკოვმა "მოამბესთან" ინტერვიუში.

მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი საქართველოს მეუღლესთან ერთად სტუმრობს. როგორც ცნობილია, 80 წლის ლუჟკოვმა, მისმა მეუღლემ და მათმა თანმხლებმა პირებმა, სოფელ ქანდაში 13 ასურელი მამის მონასტერი მოინახულეს. ამ ვიზიტის ამსახველი ფოტოები "ფეისბუქის" პირად გვერდზე მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა სერაფიმემაც გაავრცელა.

წაიკითხეთ: რას წერს მამა სერაფიმე ქანდის მონასტერში იური ლუჟკოვის ვიზიტზე

შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა მოსკოვის ყოფილი მერის საქართველოში ვიზიტზე კომენტირებისას განაცხადა, რომ "მესაზღვრეს არ ჰქონდა რაიმე ნიშანი იმისა, რომ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" საქართველოს კანონის დარღვევა დაედგინა".

"დანარჩენი არის დამატებითი გარკვევის საგანი. შემოვიდა ლეგალური საბუთით, რომელშიც რაიმე მონაცემი იმის შესახებ, რომ მას ჰქონდა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონმდებლობა დარღვეული, არ იყო და შესაბამისად, მესაზღვრეს არ ჰქონდა ფორმალური საფუძველი, რომ სხვა გადაწყვეტილება მიეღო", - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

ფოტო: "მოამბე"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."