პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნავთლუღი გარევაჭრობის აკრძალვამდე და აკრძალვის შემდეგ - ფოტოები ბაზრის ტერიტორიიდან
ნავთლუღი გარევაჭრობის აკრძალვამდე და აკრძალვის შემდეგ - ფოტოები ბაზრის ტერიტორიიდან

თბი­ლი­სის მე­რი­ის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ე.წ.ნავ­თლუ­ღის ბაზ­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ი­დან გა­რე­ვაჭ­რო­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი უნე­ბარ­თვო კონ­სტრუქ­ცი­ე­ბი გა­ი­ტა­ნეს. "თბილ­სერ­ვის ჯგუ­ფის" თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ და­სუფ­თავ­და მე­ვე­ლის ქუჩა და მეტ­რო­სად­გურ "სამ­გო­რის" მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია.

თბი­ლი­სის მე­რი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მე­რი­ის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა მო­ვაჭ­რე­ე­ბი რამ­დენ­ჯერ­მე გა­აფრ­თხი­ლეს, შე­ე­წყვი­ტათ უნე­ბარ­თვო სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბა.

იხი­ლეთ ვი­დეო ბაზ­რის ტე­რი­ტო­რი­ი­დან

"უნე­ბარ­თვო გა­რე­ვაჭ­რო­ბის აღ­საკ­ვე­თად ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გრძელ­დე­ბა. ამ­ჯე­რად გა­რე­ვაჭ­რო­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი უნე­ბარ­თვო კონ­სტრუქ­ცი­ე­ბის­გან ნავ­თლუ­ღის ბაზ­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია გა­თა­ვი­სუფ­ლდა. უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში კე­თილ­მო­წყო­ბის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რი აქ გზი­სა და ტრო­ტუ­ა­რის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ებს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს", - გა­ნა­ცხა­და თბი­ლი­სის მე­რის მო­ად­გი­ლემ გიგა ნი­კო­ლე­იშ­ვილ­მა.

თბი­ლი­სის მე­რი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბაზ­რო­ბე­ბის ასო­ცი­ა­ცია, ექ­ვსი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ღა­ვა­თი­ა­ნი პი­რო­ბე­ბით, გა­რე­მო­ვაჭ­რე­ებს სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მიზ­ნით, ად­გი­ლებს და­უთ­მობს, ბაზ­რო­ბე­ბის დი­რექ­ცია კი მე­წარ­მე­ებს სა­კუ­თა­რი პრო­დუქ­ცი­ის კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ან პი­რო­ბებ­ში რე­ა­ლი­ზა­ცი­ის­თვის ყვე­ლა პი­რო­ბას შე­უქ­მნის. გა­რე­მო­ვაჭ­რე­ებს სა­კუ­თა­რი პრო­დუქ­ცი­ის რე­ა­ლი­ზა­ცია რკი­ნიგ­ზის სად­გურ­სა და მის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, "დი­ნა­მოს" მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, მეტ­რო­სად­გურ "დი­დუ­ბის" მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ძვე­ლი დე­ზერ­ტი­რე­ბის ბაზ­რის ად­გი­ლას აშე­ნე­ბუ­ლი ახა­ლი ბაზ­რის ტე­რი­ტო­რი­ა­სა და ის­ნი­სა და სამ­გო­რის ბაზ­რო­ბებ­ზე შე­უძ­ლი­ათ.

გთა­ვა­ზობთ ფო­ტო­ებს ნავ­თლუ­ღის ბაზ­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ი­დან, რო­მე­ლიც "თბილ­სერ­ვის ჯგუფ­მა" გა­ავ­რცე­ლა. ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და ბაზ­რის ტე­რი­ტო­რია გა­რე­ვაჭ­რო­ბის კონ­სტრუქ­ცი­ე­ბის აღე­ბამ­დე და აღე­ბის შემ­დეგ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ნავთლუღი გარევაჭრობის აკრძალვამდე და აკრძალვის შემდეგ - ფოტოები ბაზრის ტერიტორიიდან

ნავთლუღი გარევაჭრობის აკრძალვამდე და აკრძალვის შემდეგ - ფოტოები ბაზრის ტერიტორიიდან

თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა ე.წ.ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიიდან გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციები გაიტანეს. "თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლების მიერ დასუფთავდა მეველის ქუჩა და მეტროსადგურ "სამგორის" მიმდებარე ტერიტორია.

თბილისის მერიის ინფორმაციით, მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა მოვაჭრეები რამდენჯერმე გააფრთხილეს, შეეწყვიტათ უნებართვო სამეწარმეო საქმიანობა.

იხილეთ ვიდეო ბაზრის ტერიტორიიდან

"უნებართვო გარევაჭრობის აღსაკვეთად ღონისძიებები გრძელდება. ამჯერად გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციებისგან ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორია გათავისუფლდა. უახლოეს პერიოდში კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური აქ გზისა და ტროტუარის სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს", - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ გიგა ნიკოლეიშვილმა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ბაზრობების ასოციაცია, ექვსი თვის განმავლობაში შეღავათიანი პირობებით, გარემოვაჭრეებს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მიზნით, ადგილებს დაუთმობს, ბაზრობების დირექცია კი მეწარმეებს საკუთარი პროდუქციის კონკურენტუნარიან პირობებში რეალიზაციისთვის ყველა პირობას შეუქმნის. გარემოვაჭრეებს საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია რკინიგზის სადგურსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, "დინამოს" მიმდებარე ტერიტორიაზე, მეტროსადგურ "დიდუბის" მიმდებარე ტერიტორიაზე, ძველი დეზერტირების ბაზრის ადგილას აშენებული ახალი ბაზრის ტერიტორიასა და ისნისა და სამგორის ბაზრობებზე შეუძლიათ.

გთავაზობთ ფოტოებს ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიიდან, რომელიც "თბილსერვის ჯგუფმა" გაავრცელა. ასე გამოიყურებოდა ბაზრის ტერიტორია გარევაჭრობის კონსტრუქციების აღებამდე და აღების შემდეგ.

ამბროლაურში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

გოგონას, რომელსაც ყოფილმა შეყვარებულმა ბენზინი გადაასხა, საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

სკანდალური განქორწინებები - ცნობილი ქართველი წყვილები, რომელთა დაშორებამ საზოგადოება აალაპარაკა