სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას წერს მამა სერაფიმე ქანდის მონასტერში იური ლუჟკოვის ვიზიტზე
რას წერს მამა სერაფიმე ქანდის მონასტერში იური ლუჟკოვის ვიზიტზე

არ­ქი­მან­დრი­ტი სე­რა­ფი­მე მოს­კო­ვის ყო­ფი­ლი მე­რის, იური ლუჟ­კო­ვის სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზიტს და ქან­და­ში წირ­ვა­ზე დას­წრე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა.

რო­გორც არ­ქი­მან­დრი­ტი სე­რა­ფი­მე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე წერს, ეკ­ლე­სი­ის კარი ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის­თვის ღიაა, პო­ლი­ტი­კო­სი იქ­ნე­ბა თუ გლე­ხი.

"ხალხნო, მა­ინ­ტე­რე­სებს, ჩვენ­თან ლუჟ­კო­ვის წირ­ვა­ზე დას­წრე­ბა­ზე ამ­ხე­ლა აჟი­ო­ტა­ჟი რომ ატყდა, თურ­მე ის ყო­ფი­ლა ოკუ­პან­ტი. პირ­ველ რიგ­ში, მე გე­კი­თხე­ბით თქვენ, ამ კაცს მე მი­ვე­ცი ვიზა? მე მი­ვა­ნი­ჭე მას სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა თბი­ლი­სის და ბა­თუ­მის? თუ შე­მო­უშ­ვეს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში და ადა­მი­ა­ნი მო­ვი­და წირ­ვა­ზე და­სას­წრე­ბად, მეთ­ქვა წადი აქე­დან-თქო? ეკ­ლე­სი­ის კარი ღიაა ყვე­ლას­თვის პო­ლი­ტი­კო­სი იქ­ნე­ბა თუ გლე­ხი. რაც მთა­ვა­რია, ეკ­ლე­სი­ა­ში და მის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არა­ვის მივ­ცემ უფ­ლე­ბას, რომ პო­ლი­ტი­კა­ზე ილა­პა­რა­კოს, მაგ­რამ გაგ­დე­ბით არც არა­ვის გა­ვაგ­დებ. ჩემს აზრს ყო­ველ­თვის ხმა­მაღ­ლა ვი­ტყვი, გინდ მტე­რი მო­ვი­დეს და გინდ მე­გო­ბა­რი. ეს არის ჩემი კერ­ძო აზრი, ამი­ტომ, თუ რო­მე­ლი­მე თქვენ­თა­გა­ნი და­ვაბ­რკო­ლე, შენ­დო­ბას გთხოვთ", - წერს არ­ქი­მან­დრი­ტი სე­რა­ფი­მე.

მოს­კო­ვის ყო­ფი­ლი მერი იური ლუჟ­კო­ვი სა­ქარ­თვე­ლოს მე­უღ­ლეს­თან ერ­თად სტუმ­რობს. რო­გორც ცნო­ბი­ლია, 80 წლის ლუჟ­კოვ­მა, მის­მა მე­უღ­ლემ და მათ­მა თან­მხლებ­მა პი­რებ­მა, სო­ფელ ქან­და­ში 13 ასუ­რე­ლი მა­მის მო­ნას­ტე­რი მო­ი­ნა­ხუ­ლეს. ამ ვი­ზი­ტის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე მო­ნას­ტრის წი­ნამ­ძღვარ­მა, არ­ქი­მან­დრიტ­მა სე­რა­ფი­მე­მაც გა­ავ­რცე­ლა.

იური ლუჟ­კო­ვი 2006 და 2009 წელს არის ოკუ­პი­რე­ბულ სო­ხუმ­ში ნამ­ყო­ფი და მას დარ­ღვე­უ­ლი აქვს "ოკუ­პა­ცი­ის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნი".

იხი­ლეთ ვი­დეო: მოს­კო­ვის ყო­ფი­ლი მერი იური ლუჟ­კო­ვი ქან­და­ში მამა სე­რა­ფი­მეს გა­ლო­ბას და­ეს­წრო

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

რას წერს მამა სერაფიმე ქანდის მონასტერში იური ლუჟკოვის ვიზიტზე

რას წერს მამა სერაფიმე ქანდის მონასტერში იური ლუჟკოვის ვიზიტზე

არქიმანდრიტი სერაფიმე მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის საქართველოში ვიზიტს და ქანდაში წირვაზე დასწრებას ეხმაურება.

როგორც არქიმანდრიტი სერაფიმე "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს, ეკლესიის კარი ყველა ადამიანისთვის ღიაა, პოლიტიკოსი იქნება თუ გლეხი.

"ხალხნო, მაინტერესებს, ჩვენთან ლუჟკოვის წირვაზე დასწრებაზე ამხელა აჟიოტაჟი რომ ატყდა, თურმე ის ყოფილა ოკუპანტი. პირველ რიგში, მე გეკითხებით თქვენ, ამ კაცს მე მივეცი ვიზა? მე მივანიჭე მას საპატიო მოქალაქეობა თბილისის და ბათუმის? თუ შემოუშვეს ჩვენს ქვეყანაში და ადამიანი მოვიდა წირვაზე დასასწრებად, მეთქვა წადი აქედან-თქო? ეკლესიის კარი ღიაა ყველასთვის პოლიტიკოსი იქნება თუ გლეხი. რაც მთავარია, ეკლესიაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არავის მივცემ უფლებას, რომ პოლიტიკაზე ილაპარაკოს, მაგრამ გაგდებით არც არავის გავაგდებ. ჩემს აზრს ყოველთვის ხმამაღლა ვიტყვი, გინდ მტერი მოვიდეს და გინდ მეგობარი. ეს არის ჩემი კერძო აზრი, ამიტომ, თუ რომელიმე თქვენთაგანი დავაბრკოლე, შენდობას გთხოვთ", - წერს არქიმანდრიტი სერაფიმე.

მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი საქართველოს მეუღლესთან ერთად სტუმრობს. როგორც ცნობილია, 80 წლის ლუჟკოვმა, მისმა მეუღლემ და მათმა თანმხლებმა პირებმა, სოფელ ქანდაში 13 ასურელი მამის მონასტერი მოინახულეს. ამ ვიზიტის ამსახველი ფოტოები "ფეისბუქის" პირად გვერდზე მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა სერაფიმემაც გაავრცელა.

იური ლუჟკოვი 2006 და 2009 წელს არის ოკუპირებულ სოხუმში ნამყოფი და მას დარღვეული აქვს "ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონი".

იხილეთ ვიდეო: მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი ქანდაში მამა სერაფიმეს გალობას დაესწრო

"ყვირილი გავიგონე და არ ჩანდა ბავშვი, მივვარდი ჭას, ახდილი ქონდა თავი და იქვე გავქვავდი..." - რას წერს დედა, რომელსაც 8 წლის შვილი საკანალიზაციო ჭაში ჩაუვარდა

"საჯარო ცხოვრებაში უახლოესი პერიოდის განმავლობაში ვერ ვიქნები... გავიკეთე ოპერაცია" - რას წერს ნინო ლომჯარია

"აქ ყველას ყველა უყვარს... არც პოლიტიკაა და არც ეკონომიკა" - რას წერს ბელა ალანია, რომელიც მეუღლესთან ერთად კოვიდს კლინიკაში ებრძოდა