პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ სეზონზე ჯერ არავის გავულანძღივარ..." - ამართლებს თუ არა ნინო მუმლაძე "ნათიას" საქციელს
"ამ სეზონზე ჯერ არავის გავულანძღივარ..." - ამართლებს თუ არა ნინო მუმლაძე "ნათიას" საქციელს

"ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში", ბოლო სე­რი­ებ­ში აქ­ტი­უ­რად ჩანს ქალი, რო­მელ­საც სე­რი­ა­ლის მთა­ვა­რი გმი­რის­გან - დათო გო­ცი­რი­ძის­გან შვი­ლი ჰყავს. ნა­თია მძი­მედ და­ა­ვა­დე­ბუ­ლია, ასე რომ, ვე­ღარც მუ­შა­ობს, ყვე­ლამ ზურ­გი აქ­ცია, და­მო­უ­კი­დებ­ლად შვილ­საც ვე­ღარ უვ­ლის, არა­და, მის გო­გო­ნას დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა და მას­ზე მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მზრუნ­ვე­ლო­ბა, რო­გორც ბავ­შვის მა­მამ, და­თომ აიღო თა­ვის თავ­ზე.

და­თოს ცხოვ­რე­ბა­ში ძვე­ლი საყ­ვარ­ლის ხე­ლახ­ლა გა­მო­ჩე­ნამ სე­რი­ა­ლის ერ­თგულ მა­ყუ­რებ­ლებ­ში გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა და უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია - სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შიც გაჩ­ნდა კო­მენ­ტა­რე­ბი - "ეს ნა­თია მო­ა­შო­რეთ!"; "ვინც და­თოს ამარ­თლებთ, ღირ­სი ხართ ათი ნა­თი­ას­ნა­ი­რი გეჯ­დეთ სახ­ლში"; "ასე არ უნდა იქ­ცე­ო­დეს..."; "თავი და­ა­ნე­ბოს მრა­ვალ­შვი­ლი­ან მა­მას" და ა.შ...

AMBEBI.GE ნა­თი­ას რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბელს, მსა­ხი­ობ ნინო მუმ­ლა­ძეს ესა­უბ­რა:

"თუ მა­ყუ­რე­ბელ­ში მარ­თლა გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა და მით­ქმა-მოთ­ქმა გა­მო­იწ­ვია, ე.ი. მი­ზანს მი­ვაღ­წი­ეთ - სე­რი­ა­ლის მი­ზა­ნიც ხომ სწო­რედ ეს არის, გა­მო­იწ­ვი­ოს ინ­ტე­რე­სი, გახ­დეს გან­ხილ­ვის სა­გა­ნი... ხოლო თუ შენი გა­მო­ჩე­ნა, თა­მა­ში სე­რი­ალ­ში უკ­ვა­ლოდ ჩა­ივ­ლის, მსა­ხი­ობ­მა მა­შინ უნდა იდარ­დო", - გვე­უბ­ნე­ბა ნინო.

- მა­ყუ­რე­ბე­ლი ხში­რად გმი­რებ­თან მსა­ხი­ობ­საც აი­გი­ვებს. რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­შიც თქვე­ნი პერ­სო­ნა­ჟის გამო ხომ არ გა­მო­უთქამს ვინ­მეს თქვენ­თვის საყ­ვე­დუ­რი? ...თუმ­ცა სა­საყ­ვე­დუ­რო რა გაქვთ, ისე და­მა­ჯე­რებ­ლად თა­მა­შობთ, მა­ყუ­რებ­ლის რე­აქ­ცი­ე­ბიც ამა­ზე მე­ტყვე­ლებს.

- მად­ლო­ბა კომ­პლი­მენ­ტის­თვის და გე­თან­ხმე­ბით იმა­ში, რომ ხან­და­ხან ადა­მი­ა­ნე­ბი მსა­ხი­ობს პერ­სო­ნა­ჟი­დან გა­მომ­დი­ნა­რე აღიქ­ვა­მენ, ჰგო­ნი­ათ, რომ ცხოვ­რე­ბა­შიც ასე­თე­ბი ვართ... ეს ჩვენ­თვის კომ­პლი­მენ­ტია და იმა­ზე მი­უ­თი­თებს, რომ ვი­ღა­ცის­თვის ეკ­რან­ზე და­მა­ჯე­რე­ბე­ლი ვჩან­ვარ. რაც შე­ე­ხე­ბა პრე­ტენ­ზი­ებს, ამ სე­ზონ­ზე პი­რა­დად ჯერ არა­ვის გა­ვუ­ლან­ძღი­ვარ... თუმ­ცა სე­რი­ალ­ში თა­ვი­დან რომ გა­მოვ­ჩნდი, მა­შინ უფრო "მერ­ჩოდ­ნენ".

- ასეთ ქა­ლებს რო­გორ აფა­სებთ, კონ­კრე­ტუ­ლად კი სა­კუ­თა­რი გმი­რის საქ­ცი­ელს? საყ­ვე­დუ­რობთ ნა­თი­ას იმ ნა­ბიჯს, რომ და­თოს მი­მართ ისევ გრძნო­ბა გა­მო­ავ­ლი­ნა და მას­თან სი­ახ­ლო­ვეს ისევ ცდი­ლობს?

- ვი­ცით, რა არის კარ­გი და რა - ცუდი, რა არის და­საშ­ვე­ბი და რა - არა, თუმ­ცა ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის, თუ არ­ჩე­ვა­ნის გამო არა­ვის ვუ­საყ­ვე­დუ­რო, რად­გან პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა ადა­მი­ა­ნის პი­რა­დი საქ­მეა... გვერ­დი­დან ყო­ველ­თვის ყვე­ლა­ფე­რი სხვა­ნა­ი­რად ჩანს. არა­სო­დეს არა­ვინ იცის, რა უტ­რი­ა­ლებს მე­ო­რე ადა­მი­ანს გულ­ში, თუ გო­ნე­ბა­ში. ამი­ტომ თუ არ მე­კი­თხე­ბი­ან, მსგავს საქ­მე­ში რჩე­ვის მი­ცე­მა­საც კი ვა­რი­დებ თავს. სა­ერ­თოდ, ვფიქ­რობ, ადა­მი­ა­ნე­ბი რაც ნაკ­ლე­ბად ჩავ­ყოფთ ცხვირს სხვის ცხოვ­რე­ბა­ში, მით ბედ­ნი­ე­რე­ბი ვიქ­ნე­ბით ყვე­ლა­ნი...

- შე­იძ­ლე­ბა ნა­თი­ას გა­მარ­თლე­ბა?

- თუ ნა­თი­ას ქცე­ვას გა­მარ­თლე­ბა აქვს, ეს მხო­ლოდ მისი გრძნო­ბე­ბია, რო­მე­ლიც რე­ა­ლუ­რად აქვს და­თოს მი­მართ. მით უმე­ტეს, იმ რე­ა­ლო­ბა­ში, რო­მელ­შიც ამ­ჟა­მად ის არის: ყვე­ლამ ზურ­გი შე­აქ­ცია, ვერც მუ­შა­ობს, რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლიც აღარ არის, დეპ­რე­სი­ა­შია, დე­დის გარ­და აღა­რა­ვინ ზრუ­ნავს მას­ზე, რო­მე­ლიც თან, სულ აკ­რი­ტი­კებს... სწო­რედ ამ დროს გა­მოჩ­ნდა დათო, კაცი, რო­მე­ლიც მარ­თლა უყ­ვარ­და, მის­გან შვი­ლი ჰყავს, რო­მელ­მაც მზრუნ­ვე­ლო­ბა და ყუ­რა­დღე­ბა არ მო­აკ­ლო, დეპ­რე­სი­ი­დან გა­მო­იყ­ვა­ნა... ბუ­ნებ­რი­ვია, რომ ასეთ დროს ნა­თი­ას ისევ და­უბ­რუნ­და გრძნო­ბა და ისევ მო­უნ­და საყ­ვა­რე­ლი მა­მა­კა­ცის გვერ­დით ყოფ­ნა. დათო ამ ეტაპ­ზე მის ცხოვ­რე­ბა­ში ერ­თა­დერ­თი ნა­თე­ლი სხი­ვია...

- ამ სე­რი­ალს ზო­გა­დად რა ად­გი­ლი უკა­ვია თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მას­ში ხან­გრძლი­ვი პა­უ­ზე­ბით ჩნდე­ბით?

- ის ჩემ­თვის ერთ-ერთი სამ­სა­ხუ­რია, რო­მელ­შიც ყო­ველ­თვის დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით მივ­დი­ვარ. სწო­რედ ის შემ­თხვე­ვაა, როცა სა­მუ­შაო დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს...

- თქვე­ნი უშუ­ა­ლო პარტნი­ო­რი ლე­ვან ყო­ჩი­აშ­ვი­ლია... რო­გო­რია მას­თან მუ­შა­ო­ბა? და აქვე სე­სი­ლია წუ­ლუ­კი­ძე­ზეც (სე­რი­ალ­ში ნა­თი­ას შვი­ლი) ვი­სა­უბ­როთ, რო­მე­ლიც თე­ატრმ­ცოდ­ნე ნიკა წუ­ლუ­კი­ძის გო­გო­ნაა...

- თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ჩემს სამ­სა­ხი­ო­ბო გა­მოც­დი­ლე­ბა­ში ლე­ვან ყო­ჩი­აშ­ვი­ლი არის ყვე­ლა­ზე კომ­ფორ­ტუ­ლი პარტნი­ო­რი. პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია, ყვე­ლა­ფერს ძა­ლი­ან დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ეკი­დე­ბა და ყო­ველ­თვის ცდი­ლობს, პარტნი­ორ­საც მაქ­სი­მა­ლუ­რი კომ­ფორ­ტი შე­უქ­მნას, რაც ნამ­დვი­ლად დიდი იშ­ვი­ა­თო­ბაა. მოკ­ლედ, ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა პარტნი­ორ­ში, "ყო­ჩის­თან" მუ­შა­ო­ბა, ყო­ველ­თვის დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბაა. იგი­ვე შე­მიძ­ლია ვთქვა პა­ტა­რა უსაყ­ვარ­ლეს სე­სი­ლი­ა­ზე. სა­ნამ სე­სი­ლი­ას მი­ვაგ­ნებ­დით, ჩემი შვი­ლის როლი ბევ­რმა ბავ­შვმა მო­ირ­გო. აქაც სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვამ­ბობ, რომ ასე­თი უპ­რობ­ლე­მო ბავ­შვი გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე მე­ო­რე არ არ­სე­ბობს. ძა­ლინ ჭკვი­ა­ნი გო­გოა, ყვე­ლა და­ვა­ლე­ბას ზუს­ტად ას­რუ­ლებს და ხან­და­ხან, როცა "აბ­რატ­კას" ვი­ღებთ, ქმე­დე­ბებს ზუს­ტად იმე­ო­რებს - მოკ­ლედ, ისე კარ­გად მუ­შა­ობს ეს 2 წლის ციც­ქნა, ბევრ ზრდას­რულ მსა­ხი­ობს რომ შე­შურ­დე­ბა...

- გა­რეგ­ნუ­ლად შეც­ვლი­ლი ხართ. წო­ნა­ში საგ­რძნობ­ლად და­ი­კე­ლით. ეს რისი შე­დე­გია: ჯან­სა­ღი კვე­ბის, კონ­კრე­ტუ­ლი დი­ე­ტის, თუ ვარ­ჯი­შის?

- დიახ, წო­ნა­ში და­ვი­კე­ლი და კი­დევ ვა­პი­რებ. ამა­ში ძა­ლი­ან კარ­გი ექი­მი, ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი ნინო ჯი­ქუ­რა­უ­ლი მეხ­მა­რე­ბა, რო­მე­ლიც ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტში მუ­შა­ობს. თუ ადა­მი­ა­ნი მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლია და რე­ა­ლუ­რად უნდა დაკ­ლე­ბა, ამა­ოდ არა­ფე­რი ჩა­ივ­ლის. ზო­გა­დად კი მხო­ლოდ იმის თქმა შე­მიძ­ლია, რომ პო­პუ­ლა­რუ­ლი დი­ე­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, ვნებს ჯან­მრთე­ლო­ბას, უმ­ჯო­ბე­სია პრო­ფე­სი­ო­ნალს მი­მარ­თოთ და თქვენს ორ­გა­ნიზ­მზე მორ­გე­ბუ­ლი კვე­ბის რე­ჟი­მი და­იც­ვათ. წო­ნას­თან ბრძო­ლის მრა­ვალ­წლი­ან­მა გა­მოც­დი­ლე­ბამ და­მარ­წმუ­ნა, რომ ეს ერ­თა­დერ­თი სწო­რი გზაა.

- შე­მოქ­მე­დე­ბი­თად რა სი­ახ­ლე­ე­ბია თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში?

- ამ ეტაპ­ზე მხო­ლოდ ნო­დარ დუმ­ბა­ძის სა­ხე­ლო­ბის მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რში ვარ. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ჩემი "მო­ზარ­დი" და გული მწყდე­ბა, რომ სა­ღა­მოს, ანუ ზრდას­რუ­ლებ­ზე გათ­ვლილ სპექ­ტაკ­ლებ­ზე მა­ყუ­რე­ბე­ლი ნაკ­ლე­ბად და­დის. მინ­და და­გარ­წმუ­ნოთ, რომ ჩვენს თე­ატ­რში მარ­თლა ძა­ლი­ან კარ­გი სა­ღა­მოს სპექ­ტაკ­ლე­ბია, რომ­ლის ხილ­ვა­საც მთე­ლი გუ­ლით გირ­ჩევთ. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი დასი და მე­გობ­რუ­ლი გა­რე­მო ძა­ლი­ან მა­ბედ­ნი­ე­რებს, რაც ასე­ვე იშ­ვი­ა­თო­ბაა თე­ატ­რა­ლურ და­სებ­ში და ეს ყვე­ლა­ფე­რი, რა თქმა უნდა, ჩვე­ნი სამ­ხატ­რო ხელ­მძღვა­ნე­ლის ბა­ტო­ნი დი­მიტ­რი ხვთი­სი­აშ­ვი­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. ამ ეტაპ­ზე გას­ტრო­ლის­თვის ვემ­ზა­დე­ბით, ძა­ლი­ან კარ­გი რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი ზღა­პა­რი - "სა­მე­ფო ძრო­ხა" მი­ემ­გზავ­რე­ბა ბა­ქო­ში (რე­ჟი­სო­რი გუ­რამ ბრე­გა­ძე). ეს ჩემი ერთ-ერთი უსაყ­ვარ­ლე­სი სპექ­ტაკ­ლია, სა­დაც დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით, ფრე­ი­ლი­ნას როლს ვას­რუ­ლებ. ზა­ფხულ­შიც ვე­ლო­დე­ბით გას­ტრო­ლებს.

კი­დევ დიდი გუ­ლის ფან­ცქა­ლით ვე­ლო­დე­ბი დი­მიტ­რი ცინ­ცა­ძის ფილ­მის - "43"-ის პრე­მი­ე­რას, სა­დაც პა­ტა­რა როლი შე­ვას­რუ­ლე. პირ­ვე­ლად ვი­მუ­შა­ვე ამ არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ რე­ჟი­სორ­თან და მო­ხიბ­ლუ­ლი ვარ მისი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მით, მიდ­გო­მით გა­და­სა­ღე­ბი პრო­ცე­სის მი­მართ. ვფიქ­რობ, ქარ­თველ მა­ყუ­რე­ბელს ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ფილ­მი ელის. ჩემი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ცხოვ­რე­ბა ამ ეტაპ­ზე სულ ეს არის. დიდი სურ­ვი­ლი მაქვს, წამ­ყვა­ნის ამ­პლუ­ას ისევ და­ვუბ­რუნ­დე, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ ხერ­ხდე­ბა... იმე­დია, გა­მი­მარ­თლებს და ახა­ლი სე­ზო­ნი­დან კვლავ მო­გე­სალ­მე­ბით ტე­ლე­ეკ­რე­ნი­დან.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"ამ სეზონზე ჯერ არავის გავულანძღივარ..." - ამართლებს თუ არა ნინო მუმლაძე "ნათიას" საქციელს

"ამ სეზონზე ჯერ არავის გავულანძღივარ..." - ამართლებს თუ არა ნინო მუმლაძე "ნათიას" საქციელს

"ჩემი ცოლის დაქალებში", ბოლო სერიებში აქტიურად ჩანს ქალი, რომელსაც სერიალის მთავარი გმირისგან - დათო გოცირიძისგან შვილი ჰყავს. ნათია მძიმედ დაავადებულია, ასე რომ, ვეღარც მუშაობს, ყველამ ზურგი აქცია, დამოუკიდებლად შვილსაც ვეღარ უვლის, არადა, მის გოგონას დახმარება სჭირდება და მასზე მატერიალური მზრუნველობა, როგორც ბავშვის მამამ, დათომ აიღო თავის თავზე.

დათოს ცხოვრებაში ძველი საყვარლის ხელახლა გამოჩენამ სერიალის ერთგულ მაყურებლებში გაღიზიანება და უკმაყოფილება გამოიწვია - სოციალურ ქსელშიც გაჩნდა კომენტარები - "ეს ნათია მოაშორეთ!"; "ვინც დათოს ამართლებთ, ღირსი ხართ ათი ნათიასნაირი გეჯდეთ სახლში"; "ასე არ უნდა იქცეოდეს..."; "თავი დაანებოს მრავალშვილიან მამას" და ა.შ...

AMBEBI.GE ნათიას როლის შემსრულებელს, მსახიობ ნინო მუმლაძეს ესაუბრა:

"თუ მაყურებელში მართლა გაღიზიანება და მითქმა-მოთქმა გამოიწვია, ე.ი. მიზანს მივაღწიეთ - სერიალის მიზანიც ხომ სწორედ ეს არის, გამოიწვიოს ინტერესი, გახდეს განხილვის საგანი... ხოლო თუ შენი გამოჩენა, თამაში სერიალში უკვალოდ ჩაივლის, მსახიობმა მაშინ უნდა იდარდო", - გვეუბნება ნინო.

- მაყურებელი ხშირად გმირებთან მსახიობსაც აიგივებს. რეალურ ცხოვრებაშიც თქვენი პერსონაჟის გამო ხომ არ გამოუთქამს ვინმეს თქვენთვის საყვედური? ...თუმცა სასაყვედურო რა გაქვთ, ისე დამაჯერებლად თამაშობთ, მაყურებლის რეაქციებიც ამაზე მეტყველებს.

- მადლობა კომპლიმენტისთვის და გეთანხმებით იმაში, რომ ხანდახან ადამიანები მსახიობს პერსონაჟიდან გამომდინარე აღიქვამენ, ჰგონიათ, რომ ცხოვრებაშიც ასეთები ვართ... ეს ჩვენთვის კომპლიმენტია და იმაზე მიუთითებს, რომ ვიღაცისთვის ეკრანზე დამაჯერებელი ვჩანვარ. რაც შეეხება პრეტენზიებს, ამ სეზონზე პირადად ჯერ არავის გავულანძღივარ... თუმცა სერიალში თავიდან რომ გამოვჩნდი, მაშინ უფრო "მერჩოდნენ".

- ასეთ ქალებს როგორ აფასებთ, კონკრეტულად კი საკუთარი გმირის საქციელს? საყვედურობთ ნათიას იმ ნაბიჯს, რომ დათოს მიმართ ისევ გრძნობა გამოავლინა და მასთან სიახლოვეს ისევ ცდილობს?

- ვიცით, რა არის კარგი და რა - ცუდი, რა არის დასაშვები და რა - არა, თუმცა ყოველთვის ვცდილობ, პირადი ცხოვრების, თუ არჩევანის გამო არავის ვუსაყვედურო, რადგან პირადი ცხოვრება ადამიანის პირადი საქმეა... გვერდიდან ყოველთვის ყველაფერი სხვანაირად ჩანს. არასოდეს არავინ იცის, რა უტრიალებს მეორე ადამიანს გულში, თუ გონებაში. ამიტომ თუ არ მეკითხებიან, მსგავს საქმეში რჩევის მიცემასაც კი ვარიდებ თავს. საერთოდ, ვფიქრობ, ადამიანები რაც ნაკლებად ჩავყოფთ ცხვირს სხვის ცხოვრებაში, მით ბედნიერები ვიქნებით ყველანი...

- შეიძლება ნათიას გამართლება?

- თუ ნათიას ქცევას გამართლება აქვს, ეს მხოლოდ მისი გრძნობებია, რომელიც რეალურად აქვს დათოს მიმართ. მით უმეტეს, იმ რეალობაში, რომელშიც ამჟამად ის არის: ყველამ ზურგი შეაქცია, ვერც მუშაობს, რეალიზებულიც აღარ არის, დეპრესიაშია, დედის გარდა აღარავინ ზრუნავს მასზე, რომელიც თან, სულ აკრიტიკებს... სწორედ ამ დროს გამოჩნდა დათო, კაცი, რომელიც მართლა უყვარდა, მისგან შვილი ჰყავს, რომელმაც მზრუნველობა და ყურადღება არ მოაკლო, დეპრესიიდან გამოიყვანა... ბუნებრივია, რომ ასეთ დროს ნათიას ისევ დაუბრუნდა გრძნობა და ისევ მოუნდა საყვარელი მამაკაცის გვერდით ყოფნა. დათო ამ ეტაპზე მის ცხოვრებაში ერთადერთი ნათელი სხივია...

- ამ სერიალს ზოგადად რა ადგილი უკავია თქვენს ცხოვრებაში, მიუხედავად იმისა, რომ მასში ხანგრძლივი პაუზებით ჩნდებით?

- ის ჩემთვის ერთ-ერთი სამსახურია, რომელშიც ყოველთვის დიდი სიამოვნებით მივდივარ. სწორედ ის შემთხვევაა, როცა სამუშაო დიდ სიამოვნებას მანიჭებს...

- თქვენი უშუალო პარტნიორი ლევან ყოჩიაშვილია... როგორია მასთან მუშაობა? და აქვე სესილია წულუკიძეზეც (სერიალში ნათიას შვილი) ვისაუბროთ, რომელიც თეატრმცოდნე ნიკა წულუკიძის გოგონაა...

- თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს სამსახიობო გამოცდილებაში ლევან ყოჩიაშვილი არის ყველაზე კომფორტული პარტნიორი. პროფესიონალია, ყველაფერს ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება და ყოველთვის ცდილობს, პარტნიორსაც მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას, რაც ნამდვილად დიდი იშვიათობაა. მოკლედ, ძალიან გამიმართლა პარტნიორში, "ყოჩისთან" მუშაობა, ყოველთვის დიდი სიამოვნებაა. იგივე შემიძლია ვთქვა პატარა უსაყვარლეს სესილიაზე. სანამ სესილიას მივაგნებდით, ჩემი შვილის როლი ბევრმა ბავშვმა მოირგო. აქაც სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ასეთი უპრობლემო ბავშვი გადასაღებ მოედანზე მეორე არ არსებობს. ძალინ ჭკვიანი გოგოა, ყველა დავალებას ზუსტად ასრულებს და ხანდახან, როცა "აბრატკას" ვიღებთ, ქმედებებს ზუსტად იმეორებს - მოკლედ, ისე კარგად მუშაობს ეს 2 წლის ციცქნა, ბევრ ზრდასრულ მსახიობს რომ შეშურდება...

- გარეგნულად შეცვლილი ხართ. წონაში საგრძნობლად დაიკელით. ეს რისი შედეგია: ჯანსაღი კვების, კონკრეტული დიეტის, თუ ვარჯიშის?

- დიახ, წონაში დავიკელი და კიდევ ვაპირებ. ამაში ძალიან კარგი ექიმი, ენდოკრინოლოგი ნინო ჯიქურაული მეხმარება, რომელიც ენდოკრინოლოგიის ინსტიტუტში მუშაობს. თუ ადამიანი მოტივირებულია და რეალურად უნდა დაკლება, ამაოდ არაფერი ჩაივლის. ზოგადად კი მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ პოპულარული დიეტების გამოყენება, უმეტეს შემთხვევაში, ვნებს ჯანმრთელობას, უმჯობესია პროფესიონალს მიმართოთ და თქვენს ორგანიზმზე მორგებული კვების რეჟიმი დაიცვათ. წონასთან ბრძოლის მრავალწლიანმა გამოცდილებამ დამარწმუნა, რომ ეს ერთადერთი სწორი გზაა.

- შემოქმედებითად რა სიახლეებია თქვენს ცხოვრებაში?

- ამ ეტაპზე მხოლოდ ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში ვარ. ძალიან მიყვარს ჩემი "მოზარდი" და გული მწყდება, რომ საღამოს, ანუ ზრდასრულებზე გათვლილ სპექტაკლებზე მაყურებელი ნაკლებად დადის. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენს თეატრში მართლა ძალიან კარგი საღამოს სპექტაკლებია, რომლის ხილვასაც მთელი გულით გირჩევთ. არაჩვეულებრივი დასი და მეგობრული გარემო ძალიან მაბედნიერებს, რაც ასევე იშვიათობაა თეატრალურ დასებში და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ჩვენი სამხატრო ხელმძღვანელის ბატონი დიმიტრი ხვთისიაშვილის დამსახურებაა. ამ ეტაპზე გასტროლისთვის ვემზადებით, ძალიან კარგი რუსულენოვანი ზღაპარი - "სამეფო ძროხა" მიემგზავრება ბაქოში (რეჟისორი გურამ ბრეგაძე). ეს ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი სპექტაკლია, სადაც დიდი სიამოვნებით, ფრეილინას როლს ვასრულებ. ზაფხულშიც ველოდებით გასტროლებს.

კიდევ დიდი გულის ფანცქალით ველოდები დიმიტრი ცინცაძის ფილმის - "43"-ის პრემიერას, სადაც პატარა როლი შევასრულე. პირველად ვიმუშავე ამ არაჩვეულებრივ რეჟისორთან და მოხიბლული ვარ მისი პროფესიონალიზმით, მიდგომით გადასაღები პროცესის მიმართ. ვფიქრობ, ქართველ მაყურებელს ძალიან საინტერესო ფილმი ელის. ჩემი შემოქმედებითი ცხოვრება ამ ეტაპზე სულ ეს არის. დიდი სურვილი მაქვს, წამყვანის ამპლუას ისევ დავუბრუნდე, თუმცა ჯერჯერობით ვერ ხერხდება... იმედია, გამიმართლებს და ახალი სეზონიდან კვლავ მოგესალმებით ტელეეკრენიდან.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება