სამართალი
პოლიტიკა

20

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრომოსკოვური პოლიტიკის მარცხი საფრანგეთში
პრომოსკოვური პოლიტიკის მარცხი საფრანგეთში

7 მა­ი­სის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტურ­ში ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­მა გა­ი­მარ­ჯვა. პო­ლი­ტი­კუ­რი მოძ­რა­ო­ბა "წინ"-ის ლი­დერ­მა ამომ­რჩე­ველ­თა ხმე­ბის 65,9% მი­ი­ღო. მის­მა მთა­ვარ­მა მო­წი­ნა­აღ­მდე­გე, "ეროვ­ნუ­ლი ფრონ­ტის" ლი­დერ­მა მა­რინ ლე პენ­მა კი ამომ­რჩე­ველ­თა ხმე­ბის 34,1% მი­ი­ღო.

მაკ­რო­ნი ცენ­ტრის­ტი ლი­ბე­რა­ლია და ის საფ­რან­გე­თის ევ­რო­კავ­შირ­ში დარ­ჩე­ნის მომ­ხრეა. მა­რინ ლე პენი კი, პი­რი­ქით, - მისი პროგ­რა­მა ან­ტი­სა­ე­მიგ­რა­ციო პო­ლი­ტი­კა­ზე იყო აწყო­ბი­ლი და მას საფ­რან­გე­თის ევ­რო­კავ­ში­რი­დან დის­ტან­ცი­რე­ბა, სა­ერ­თო­დაც, ქვე­ყა­ნა­ში ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბა­ზე რე­ფე­რენ­დუ­მის ჩა­ტა­რე­ბა სურ­და...

საქ­მე ის არის, რომ მე­ო­რე ტუ­რამ­დე, ემა­ნუ­ელ მაკ­რონს მხარ­და­ჭე­რა მოქ­მედ­მა პრე­ზი­დენ­ტმა ფრან­სუა ოლან­დმა და ამე­რი­კის უკვე ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა ბა­რაქ ობა­მამ გა­მო­უ­ცხა­დეს... ასე­ვე გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ მაკ­რო­ნის სა­არ­ჩევ­ნო შტაბ­ზე ჰა­კე­რუ­ლი თავ­დას­ხმა გან­ხორ­ცი­ელ­და და ეჭვი, რო­გორც წესი, რუ­სეთ­ზე მი­ი­ტა­ნეს.

მოს­კო­ვი ყო­ველ­თვის უარ­ყოფ­და ასეთ ბრალ­დე­ბებს, ისე­ვე რო­გორც უარ­ყოფ­და იმ ბრალ­დე­ბა­საც, რომ საფ­რან­გე­თის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ზე გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნას ცდი­ლობ­და. არა­და, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, რომ საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტო­ბის ოთხი წამ­ყვა­ნი კან­დი­და­ტი­დან, სამი პრო­მოს­კო­ვურ პო­ლი­ტი­კას ემ­ხრო­ბო­და...

"ულტრა­მე­მარ­ჯვე­ნე კან­დი­და­ტი მა­რინ ლე პენი, სკან­და­ლე­ბით ცნო­ბი­ლი მე­მარ­ჯვე­ნე კან­დი­და­ტი, კონ­სერ­ვა­ტო­რი რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ფრან­სუა ფი­ი­ო­ნი, მე­მარ­ცხე­ნე კო­მუ­ნის­ტი კან­დი­და­ტი, ჟან-ლუკ მე­ლან­შო­ნი - სა­მი­ვე მათ­გა­ნი აღ­ტა­ცე­ბუ­ლია პუ­ტი­ნით, ანუ ლი­დე­რით, რო­მე­ლიც არც ჩვენს ფა­სე­უ­ლო­ბებს იზი­ა­რებს და არც პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გა­მო­უმ­ჟღავ­ნე­ბია დიდ სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფლიქ­ტებ­ში. მე­ტიც, მა­რინ ლე პენი სა­ჭი­როდ მი­იჩ­ნევს მოს­კო­ვის­თვის 2014 წელს ყი­რი­მის ანექ­სი­ის გამო და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბის გა­უქ­მე­ბას...", - გა­ნა­ცხა­და 10 აპ­რილს ქა­ლაქ ლი­ონ­ში წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო შეხ­ვედ­რი­სას ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­მა, საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტო­ბის და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა კან­დი­დატ­მა.

"რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის" მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო პრე­სის მი­მო­ხილ­ვის მი­ხედ­ვით, - 48 წლის მა­რინ ლე პენი, რო­მე­ლიც საფ­რან­გე­თის ულტრა­მე­მარ­ჯვე­ნე პარ­ტია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ფრონ­ტის" და­მა­არ­სებ­ლის, ჟან-მარი ლე პე­ნის ქა­ლიშ­ვი­ლია, კრემ­ლის ყვე­ლა­ზე სა­სურ­ველ კან­დი­და­ტად იყო მიჩ­ნე­უ­ლი.

ულტრა­მე­მარ­ჯვე­ნე პო­ლი­ტი­კო­სის გეგ­მე­ბი, - ევ­რო­კავ­ში­რი­სა და ნა­ტოს და­სუს­ტე­ბა, აშ­კა­რად ემ­თხვე­ო­და კრემ­ლის ამო­ცა­ნებს, თუმ­ცა ამა­ვე ამო­ცა­ნებს ისა­ხავ­და მიზ­ნად ჟან-ლუკ მე­ლან­შო­ნიც. რაც შე­ე­ხე­ბა კონ­სერ­ვა­ტორ ფრან­სუა ფი­ი­ონს, საფ­რან­გე­თის ყო­ფილ პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, მის სა­ხელს არა­ერ­თი სკან­და­ლი უკავ­შირ­დე­ბა, ის მე­გობ­რობს პუ­ტინ­თან და იზი­ა­რებს მის მო­საზ­რე­ბას, რომ ნა­ტოს გა­ფარ­თო­ე­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია!

ასე რომ, თა­ვი­დან­ვე ცნო­ბი­ლი იყო, რომ საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტო­ბის ერ­თა­დერ­თი კან­დი­და­ტი, ვი­საც გა­მარ­ჯვე­ბის რე­ა­ლუ­რი შან­სი ჰქონ­და, რად­გან პრო­და­სავ­ლურ მტკი­ცე პო­ზი­ცი­ა­ზე იდგა, 39 წლის მე­მარ­ცხე­ნე-ცენ­ტრის­ტი პო­ლი­ტი­კო­სი, ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნი იყო... რუ­სუ­ლი მე­დია ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლობ­და მაკ­რო­ნის პო­ზი­ცი­ის და­სუს­ტე­ბას. გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტი­უ­რობ­დნენ "ORT" და "სპუტ­ნი­კი", რო­მელ­თა ინ­ფორ­მა­ცი­ი­თაც, მაკ­რო­ნი აშშ-ის მმარ­თვე­ლი წრე­ე­ბის მა­რი­ო­ნე­ტი იყო.

ფრან­გუ­ლი მე­მარ­ცხე­ნე ყა­ი­დის გა­ზეთ "მონ­დის" დაკ­ვე­თით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­კი­თხვის შე­დე­გე­ბით, პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტე­ბი­დან ყვე­ლა­ზე მეტი მხარ­დამ­ჭე­რი ემა­ნუ­ელ მაკ­რონს ჰყავ­და, მას მოჰ­ყვე­ბო­და, ლე­პე­ნი, ფრან­სუა ფი­ი­ო­ნი და ბო­ლოს, მე­ლან­შო­ნი.

"მონ­დი" მკი­თხვე­ლებს შე­ახ­სე­ნებს, რომ საფ­რან­გეთ­ში ნამ­დვი­ლი ძა­ლა­უფ­ლე­ბა პარ­ლა­მენ­ტის ხელ­შია. საფ­რან­გე­თის მე­მარ­ცხე­ნე და სო­ცი­ა­ლის­ტურ­მა ელექ­ტო­რატ­მა ჯერ უნდა აირ­ჩი­ოს მაკ­რო­ნი და შემ­დეგ პარ­ლა­მენ­ტის არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბი­სათ­ვის იბ­რძო­ლოს. "უმ­რავ­ლე­სო­ბით არ­ჩე­უ­ლი მაკ­რო­ნი რეს­პუბ­ლი­კის პრე­ზი­დენ­ტი გახ­დე­ბა, მაგ­რამ საფ­რან­გეთს ვერ უხელ­მძღვა­ნე­ლებს. ეს იქ­ნე­ბა იმ მთავ­რო­ბის როლი, რო­მე­ლიც ნა­ცი­ო­ნა­ლურ ასამ­ბლე­ა­ში უმ­რავ­ლე­სო­ბას მო­ი­პო­ვებს. შე­დე­გად, ძა­ლა­უფ­ლე­ბის კონ­ცენ­ტრა­ცია სწო­რედ ნა­ცი­ო­ნა­ლურ ასამ­ბლე­ა­ში მოხ­დე­ბა, სა­დაც ყვე­ლა პარ­ტია იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. წარ­სულს ჩა­ბარ­დე­ბა მე­ხუ­თე რეს­პუბ­ლი­კის საპ­რე­ზი­დენ­ტო ინ­ტერპრე­ტა­ცი­ე­ბი, რა­საც საფ­რან­გე­თის მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა უპი­რის­პირ­დე­ბა," - წერს საფ­რან­გე­თის წამ­ყვა­ნი გა­ზე­თი "მონ­დი".

გერ­მა­ნუ­ლი ლი­ბე­რალ-კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი "ტა­გესშპი­გე­ლის" მო­საზ­რე­ბით, - მაკ­რო­ნის გა­მარ­ჯვე­ბით ის მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა, რომ­ლის წი­ნა­შეც ევ­რო­პა და მთე­ლი და­სავ­ლე­თი დგას, ვერ მოგ­ვარ­დე­ბა. რად­გან "ეს არის და­პი­რის­პი­რე­ბა გა­ნათ­ლე­ბულ, მა­ღალ­შე­მო­სავ­ლი­ან და გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის მომ­ხრე კლას­სა და იმიგ­რა­ცი­ის მი­მართ მტრუ­ლად გან­წყო­ბილ, კერ­ძო სა­კუთ­რე­ბის ტრა­დი­ცი­უ­ლი ფორ­მე­ბი­სა და ნა­ცი­ო­ნა­ლიზ­მის­კენ დაბ­რუ­ნე­ბის მსურ­ველ ელექ­ტო­რატს შო­რის". მათი თქმით, მაკ­რო­ნის გა­მარ­ჯვე­ბას და­მარ­ცხე­ბუ­ლი მხა­რე ისე აღიქ­ვამს, რო­გორც კი­დევ ერთ შე­უ­რა­ცხყო­ფას ქედ­მა­ღა­ლი ელი­ტი­სა­გან, რა­საც უკვე სო­ცი­ა­ლუ­რი გან­ხეთ­ქი­ლე­ბის გაღ­რმა­ვე­ბა მოჰ­ყვე­ბა და ამ პრობ­ლე­მას კი, ვერც მაკ­რო­ნი და ვერც მერ­კე­ლი მო­აგ­ვა­რებს", - წერს გერ­მა­ნუ­ლი ლი­ბე­რალ-კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი გა­მო­ცე­მა "ტა­გესშპი­გე­ლი".

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

Emmanuel Macron, 39, becomes France's youngest president

პრომოსკოვური პოლიტიკის მარცხი საფრანგეთში

პრომოსკოვური პოლიტიკის მარცხი საფრანგეთში

7 მაისის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ემანუელ მაკრონმა გაიმარჯვა. პოლიტიკური მოძრაობა "წინ"-ის ლიდერმა ამომრჩეველთა ხმების 65,9% მიიღო. მისმა მთავარმა მოწინააღმდეგე, "ეროვნული ფრონტის" ლიდერმა მარინ ლე პენმა კი ამომრჩეველთა ხმების 34,1% მიიღო.

მაკრონი ცენტრისტი ლიბერალია და ის საფრანგეთის ევროკავშირში დარჩენის მომხრეა. მარინ ლე პენი კი, პირიქით, - მისი პროგრამა ანტისაემიგრაციო პოლიტიკაზე იყო აწყობილი და მას საფრანგეთის ევროკავშირიდან დისტანცირება, საერთოდაც, ქვეყანაში ევროკავშირის წევრობის მიზანშეწონილობაზე რეფერენდუმის ჩატარება სურდა...

საქმე ის არის, რომ მეორე ტურამდე, ემანუელ მაკრონს მხარდაჭერა მოქმედმა პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა და ამერიკის უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ გამოუცხადეს... ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაკრონის საარჩევნო შტაბზე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა და ეჭვი, როგორც წესი, რუსეთზე მიიტანეს.

მოსკოვი ყოველთვის უარყოფდა ასეთ ბრალდებებს, ისევე როგორც უარყოფდა იმ ბრალდებასაც, რომ საფრანგეთის წინასაარჩევნო კამპანიაზე გავლენის მოხდენას ცდილობდა. არადა, საერთაშორისო საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტობის ოთხი წამყვანი კანდიდატიდან, სამი პრომოსკოვურ პოლიტიკას ემხრობოდა...

"ულტრამემარჯვენე კანდიდატი მარინ ლე პენი, სკანდალებით ცნობილი მემარჯვენე კანდიდატი, კონსერვატორი რესპუბლიკელების წარმომადგენელი ფრანსუა ფიიონი, მემარცხენე კომუნისტი კანდიდატი, ჟან-ლუკ მელანშონი - სამივე მათგანი აღტაცებულია პუტინით, ანუ ლიდერით, რომელიც არც ჩვენს ფასეულობებს იზიარებს და არც პასუხისმგებლობა გამოუმჟღავნებია დიდ საერთაშორისო კონფლიქტებში. მეტიც, მარინ ლე პენი საჭიროდ მიიჩნევს მოსკოვისთვის 2014 წელს ყირიმის ანექსიის გამო დაწესებული სანქციების გაუქმებას...", - განაცხადა 10 აპრილს ქალაქ ლიონში წინასაარჩევნო შეხვედრისას ემანუელ მაკრონმა, საფრანგეთის პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა.

"რადიო თავისუფლების" მიერ მომზადებული საერთაშორისო პრესის მიმოხილვის მიხედვით, - 48 წლის მარინ ლე პენი, რომელიც საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტია "ნაციონალური ფრონტის" დამაარსებლის, ჟან-მარი ლე პენის ქალიშვილია, კრემლის ყველაზე სასურველ კანდიდატად იყო მიჩნეული.

ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსის გეგმები, - ევროკავშირისა და ნატოს დასუსტება, აშკარად ემთხვეოდა კრემლის ამოცანებს, თუმცა ამავე ამოცანებს ისახავდა მიზნად ჟან-ლუკ მელანშონიც. რაც შეეხება კონსერვატორ ფრანსუა ფიიონს, საფრანგეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, მის სახელს არაერთი სკანდალი უკავშირდება, ის მეგობრობს პუტინთან და იზიარებს მის მოსაზრებას, რომ ნატოს გაფართოება დაუშვებელია!

ასე რომ, თავიდანვე ცნობილი იყო, რომ საფრანგეთის პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი, ვისაც გამარჯვების რეალური შანსი ჰქონდა, რადგან პროდასავლურ მტკიცე პოზიციაზე იდგა, 39 წლის მემარცხენე-ცენტრისტი პოლიტიკოსი, ემანუელ მაკრონი იყო... რუსული მედია ყველანაირად ცდილობდა მაკრონის პოზიციის დასუსტებას. განსაკუთრებით აქტიურობდნენ "ORT" და "სპუტნიკი", რომელთა ინფორმაციითაც, მაკრონი აშშ-ის მმართველი წრეების მარიონეტი იყო.

ფრანგული მემარცხენე ყაიდის გაზეთ "მონდის" დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, პრეზიდენტობის კანდიდატებიდან ყველაზე მეტი მხარდამჭერი ემანუელ მაკრონს ჰყავდა, მას მოჰყვებოდა, ლეპენი, ფრანსუა ფიიონი და ბოლოს, მელანშონი.

"მონდი" მკითხველებს შეახსენებს, რომ საფრანგეთში ნამდვილი ძალაუფლება პარლამენტის ხელშია. საფრანგეთის მემარცხენე და სოციალისტურმა ელექტორატმა ჯერ უნდა აირჩიოს მაკრონი და შემდეგ პარლამენტის არჩევნებში გამარჯვებისათვის იბრძოლოს. "უმრავლესობით არჩეული მაკრონი რესპუბლიკის პრეზიდენტი გახდება, მაგრამ საფრანგეთს ვერ უხელმძღვანელებს. ეს იქნება იმ მთავრობის როლი, რომელიც ნაციონალურ ასამბლეაში უმრავლესობას მოიპოვებს. შედეგად, ძალაუფლების კონცენტრაცია სწორედ ნაციონალურ ასამბლეაში მოხდება, სადაც ყველა პარტია იქნება წარმოდგენილი. წარსულს ჩაბარდება მეხუთე რესპუბლიკის საპრეზიდენტო ინტერპრეტაციები, რასაც საფრანგეთის მოსახლეობის უმრავლესობა უპირისპირდება," - წერს საფრანგეთის წამყვანი გაზეთი "მონდი".

გერმანული ლიბერალ-კონსერვატიული "ტაგესშპიგელის" მოსაზრებით, - მაკრონის გამარჯვებით ის მთავარი პრობლემა, რომლის წინაშეც ევროპა და მთელი დასავლეთი დგას, ვერ მოგვარდება. რადგან "ეს არის დაპირისპირება განათლებულ, მაღალშემოსავლიან და გლობალიზაციის მომხრე კლასსა და იმიგრაციის მიმართ მტრულად განწყობილ, კერძო საკუთრების ტრადიციული ფორმებისა და ნაციონალიზმისკენ დაბრუნების მსურველ ელექტორატს შორის". მათი თქმით, მაკრონის გამარჯვებას დამარცხებული მხარე ისე აღიქვამს, როგორც კიდევ ერთ შეურაცხყოფას ქედმაღალი ელიტისაგან, რასაც უკვე სოციალური განხეთქილების გაღრმავება მოჰყვება და ამ პრობლემას კი, ვერც მაკრონი და ვერც მერკელი მოაგვარებს", - წერს გერმანული ლიბერალ-კონსერვატიული გამოცემა "ტაგესშპიგელი".

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

Emmanuel Macron, 39, becomes France's youngest president

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"