საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა საფრანგეთის არჩეულ პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს გამარჯვება მიულოცა.
"დღეს საღამოს დავურეკე ემანუელ მაკრონს და მთელი გულით მივულოცე საფრანგეთის პრეზიდენტად არჩევა", - ნათქვამია საფრანგეთის პრეზიდენტის კომუნიკეში.
"მისი გამარჯვება ცხადყოფს, რომ ჩვენი მოქალაქეების უმეტესობას სურდა გაერთიანება რესპუბლიკის ღირებულებების ირგვლივ, რათა დაემტკიცებინათ თავიანთი ერთგულება ევროკავშირისადმი", - აღნიშნულია კომუნიკეში.
"მე მას წარმატება ვუსურვე ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეისოდ, ვინაიდან მიზანი გაერთიანება და საფრანგეთის იმ გზის მშენებლობაა, რომლითაც პროგრესისკენ და სოციალური სამართლიანობისკენ წავალთ", - დასძინა ფრანსუა ოლანდმა.