გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მკვლელობა მოხდა. როგორც AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, გარდაცვლილია მამაკაცი. ჩხუბის მონაწილე დაკავებულია. საქმე "სისხლის სამართლის კოდექსის" 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) აღიძრა.
დაკავებული, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. შსს-ს ინფორმაციით, გამოყენებული არ არის იარაღი.