სამართალი
პოლიტიკა

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ ჰქვია მტკვარს მტკვარი? - საინტერესო ფაქტები ამიერკავკასიის უდიდეს მდინარეზე
რატომ ჰქვია მტკვარს მტკვარი? - საინტერესო ფაქტები ამიერკავკასიის უდიდეს მდინარეზე

ნამ­დვი­ლად არ ვიცი, რო­გო­რი იქ­ნე­ბო­და, ჩვე­ნი საყ­ვა­რე­ლი თბი­ლი­სი, აქ მდი­ნა­რე მტკვა­რი რომ არ ჩა­მო­ე­დი­ნე­ბო­დეს და ქა­ლაქს შუ­ა­ზე არ ჰყოფ­დეს... უპირ­ვე­ლე­სად ამ­დე­ნი ხი­დის აგე­ბა ალ­ბათ სა­ჭი­რო არ გახ­დე­ბო­და, ერთი დიდი ავ­ტო­ბა­ნიც ქა­ლაქს გან­ტვირ­თავ­და და და­ამ­შვე­ნებ­და, მაგ­რამ ლა­მის ყვე­ლა დიდი ქა­ლა­ქი ხომ მდი­ნა­რე­ზეა გა­შე­ნე­ბუ­ლი და არც აქ დარ­ღვე­უ­ლა ეს წესი...

სხვა მხრივ კი, რო­გორც ქა­ლაქ­ში ძვე­ლად ამ­ბობ­დნენ, მტკვა­რი თბი­ლი­სე­ლო­ბის ხა­რის­ხის გან­მსა­ზღვრე­ლიც კი იყო. დიახ, იმის გამო, რომ თბი­ლი­სი მარ­ცხე­ნა და მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­რო­ე­ბად არის და­ყო­ფი­ლი, მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე ცხოვ­რე­ბა (არ ვიცი რა­ტომ, მაგ­რამ) იმ­თა­ვით­ვე პრეს­ტი­ჟუ­ლად მი­იჩ­ნე­ო­და, მარ­ცხე­ნა შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბად პრეს­ტი­ჟუ­ლი იყო. ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სამ­წუ­ხა­როდ თუ სა­ბედ­ნი­ე­როდ, დღემ­დე ცო­ცხა­ლია, რომ ვი­თომ "მე­მარ­ჯვე­ნე­ე­ბი უფრო კარ­გი ტი­პე­ბი" არი­ან...

უფ­რო­სი თა­ო­ბის­გან ისიც მსმე­ნია, - მარ­ცხე­ნა-მარ­ჯვე­ნა ნა­პირ­ზე მცხოვ­რე­ბი ქა­ლა­ქე­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს გაღ­მე­ლებს ეძახ­დნენ. მა­გა­ლი­თად, თუ "პლე­ხა­ნო­ვე­ლი" ვე­რა­ზე გა­დი­ო­და, ამას "გაღ­მა გას­ვლა" ერ­ქვა და პი­რი­ქით... მოკ­ლედ, მტკვა­რი ყვე­ლა გა­გე­ბით, ქა­ლა­ქის­თვის და არა მარ­ტო მის­თვის, სე­რი­ო­ზუ­ლი "გამ­ყო­ფი" აღ­მოჩ­ნდა.

ლი­რი­კუ­ლი პრო­ლო­გი იქით იყოს და რე­ა­ლუ­რად მდი­ნა­რე მტკვა­რი სა­ქარ­თვე­ლოს (ამი­ერ­კავ­კა­სი­ის) უდი­დე­სი მდი­ნა­რეა. (azer. Kür; Turq. Kura), სა­თა­ვეს თურ­ქეთ­ში, 2742 მ-ზე, ყი­ზილ-გი­ა­დუ­კის მთის აღ­მო­სავ­ლეთ კალ­თა­ზე იღებს. სა­ბო­ლო­ოდ კი, კას­პი­ის ზღვას აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ერ­თვის. მისი სიგ­რძე 1364 კმ (185 კმ თურ­ქეთ­ში, 390 კმ სა­ქარ­თვე­ლო­ში, 789 კმ აზერ­ბა­ი­ჯან­ში), აუ­ზის ფარ­თო­ბი 188 ათ. კმ2. მტკვრის აუზი მო­ი­ცავს: სომ­ხე­თის ტე­რი­ტო­რი­ას, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის დიდ ნა­წილს, ასე­ვე თურ­ქე­თი­სა და ირა­ნის ტე­რი­ტო­რი­ის ნა­წილს. მისი ან­ტი­კუ­რი სა­ხელ­წო­დე­ბაა Cyrus, თურ­ქე­ბი და აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი Kür-ს უწო­დე­ბენ.

"აღა­შე­ნა კვი­როს­მან მახ­ლო­ბელ მდი­ნა­რი­სა მტკვრი­სა ქა­ლა­ქი ჩი­ნე­ბუ­ლი და უწო­და სა­ხე­ლი­თა თვი­სი­თა კი­რა­პო­ლი. ესე ქა­ლა­ქი მდგო­მა­რე იყო კი­დე­სა ზედა მდი­ნა­რი­სა მტკვრი­სა­სა, არა დია შორს მის ად­გი­ლი­სა­გან, რო­მელ­სა აწ უწო­დე­ბენ ქო­ი­ნა-შა­მა­ხი­ა­სა.

იტყვი­ან ვი­ეთ­ნი­მე, რეცა მდი­ნა­რე­სა მტკვარ­სა უწო­და მან სა­ხე­ლი­ლი­თა თვი­სი­თა კირო მდი­ნა­რე, რომ­ლი­სა გამო აწ სპარ­სნი, თურ­ქნი და ევ­რო­პი­ელ­ნი, ვი­თარ­ცა რუს­ნი­ცა უმე­ტეს­ნი უწო­დე­ბენ მას ქუ­რად, მაგ­რამ ყო­ველ­ნი ერნი ზე­მო­ი­სა­ცა და ქვე­მო­ი­სა­ცა ივე­რი­ელ­ნი, ესე იგი სრუ­ლი­ად ქარ­თლო­სი­ან­თა­ნი, უწო­დე­ბენ მდი­ნა­რე­სა უძ­ვე­ლე­სი­სა სა­ხე­ლი­თა თვი­სი­თა მტკვრად, ვი­ნა­იდ­გან უწი­ნა­რეს კი­რო­სი­სა­ცა ეწო­და მტკვა­რი მრა­ვალ­თა­სა უკუ­ნით­გან პირ­ველ," - წერს თე­ი­მუ­რაზ ბა­ტო­ნიშ­ვი­ლი ("და­წყე­ბით­გან ივე­რი­ი­სა, ესე იგი გე­ორ­გი­ი­სა, რო­მელ არს სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოჲსა", გვ. 107)...

თუ რა­ტომ ჰქვია მტკარს "მტკვა­რი", ან "კურა", რამ­დე­ნი­მე მო­საზ­რე­ბა არ­სე­ბობს: პირ­ვე­ლი - სპარ­სეთს და მის იმ­პე­რა­ტორ კი­რუს დიდს (ძვ.წ 559-530წწ.) უკავ­შირ­დე­ბა. "კი­რუ­სი" მტკვრის ან­ტი­კურ სა­ხელ­წო­დე­ბა­დაა მიჩ­ნე­უ­ლია, შემ­დე­გი მო­საზ­რე­ბით: "კურა" ძვე­ლი ალ­ბა­ნუ­რი­დან მო­დის და წყალ­სა­ცავს ნიშ­ნავ­და, ხოლო ბოლო ამ­ბის თა­ნახ­მად, სი­ტყვა მტკვა­რი, "მტკნა­რის­გა­ნაა" წარ­მოქ­მნი­ლი.

* * *

მტკვა­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში ვარ­ძი­ის მახ­ლობ­ლად შე­მო­დის და ჯა­ვა­ხე­თი­სა და ერუ­შე­თის ვულ­კა­ნურ მთი­ა­ნე­თებს შო­რის მო­ე­დი­ნე­ბა (თმოგ­ვის ცი­ხეს­თან კა­ნი­ო­ნი 400-500 მ სიღ­რმი­საა)... ას­პინ­ძას­თან სო­ფელ მი­ნა­ძემ­დე ხე­ო­ბის ზო­გი­ერ­თი მო­ნაკ­ვე­თი ვიწ­როა. მი­ნა­ძი­დან მტკვა­რი ახალ­ცი­ხის ქვა­ბულ­ზე გა­დის. ხე­ო­ბა შEმდეგ ისევ ვიწ­როვ­დე­ბა, მდი­ნა­რე სო­ფელ წნი­სი­დან ტა­შის­კა­რამ­დე მეს­ხე­თი­სა და თრი­ა­ლე­თის ქე­დებს შო­რის გა­დის და ბორ­ჯო­მის ხე­ო­ბას ქმნის.

ტა­შის­კა­რი­დან ძეგ­ვამ­დე მტკვრის ხე­ო­ბა გა­ნი­ე­რი და ჭა­ლი­ა­ნია, ზო­მი­ე­რად დაკ­ლაკ­ნი­ლი და და­ტოტვი­ლია, კუნ­ძუ­ლებს წარ­მოქ­მნის. სო­ფელ ძეგ­ვთან მტკვა­რი მცხე­თის ვიწ­რობ­ში შე­დის და ხე­ო­ბა ცი­ცა­ბკალ­თე­ბი­ა­ნია, თბი­ლი­სის ქვა­ბულ­ში კი გა­ნი­ე­რი და ტე­რა­სე­ბი­ა­ნი... თბი­ლის­ში, მე­ტე­ხის ხიდ­თან კა­ლა­პო­ტი შე­ვიწ­რო­ე­ბუ­ლია, უფრო ქვე­მოთ კი იტო­ტე­ბა და გა­ნი­ერ კუნ­ძუ­ლებს ქმნის...

მტკვრის მარ­ჯვე­ნა შე­ნა­კა­დე­ბი: ფა­რა­ვა­ნი, ბორ­ჯო­მუ­ლა, გუ­ჯა­რე­თის­წყა­ლი, ძამა, ტანა, თე­ძა­მი, ალ­გე­თი, ქცია-ხრა­მი, აღსთა­ფა, თო­უ­ზჩაი, შამ­ქორ­ჩაი, გან­ჯა­ჩაი, ტერ­ტე­რი, ხა­ჩინ­ჩაი, არაქ­სი;

მტკვრის მარ­ცხე­ნა შე­ნა­კა­დე­ბი: ფო­ცხო­ვი შე­ნა­კად ქვაბ­ლი­ა­ნით, ლი­ახ­ვი, ქსა­ნი, არაგ­ვი, იორი და ალა­ზა­ნი მინ­გე­ჩა­უ­რის წყალ­სა­ცა­ვის მეშ­ვე­ო­ბით, თუ­რი­ან­ჩაი, გოქჩაი.

მტკვარს წლი­უ­რად კას­პი­ის ზღვა­ში 18,1 კმ3 წყა­ლი შე­აქვს. მტკვრი­სა და მისი შე­ნა­კა­დე­ბის წყა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებ­ში 315 ათ. ჰა-ზე მეტ ფარ­თობს რწყავს, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე თით­ქმის 1 მლნ. ჰა-ს. მტკვა­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ჰიდ­რო­ე­ნერ­გე­ტი­კუ­ლი რე­სურ­სია. მას­ზე აგე­ბუ­ლია ჩი­თა­ხე­ვ­ჰე­სი, ზა­ჰე­სი, ორ­თა­ჭალ­ჰე­სი, მინ­გენ­ჩა­ურ­ჰე­სი. ჰე­სე­ბი აგე­ბუ­ლია მის არა­ერთ შე­ნა­კად­ზეც. მტკვა­რი მდი­და­რია თევ­ზით. მტკვრის ნა­პი­რებ­ზეა გა­შე­ნე­ბუ­ლი: ბორ­ჯო­მი, გორი, მცხე­თა, თბი­ლი­სი, რუს­თა­ვი, მინ­გე­ჩა­უ­რი, ევ­ლა­ხი, სა­ბი­რა­ბა­დი, ალი-ბა­ი­რამ­ლი, სა­ლი­ა­ნი და სხვა ქა­ლა­ქე­ბი.

* * *

თუ პრობ­ლე­მებ­საც შე­ვე­ხე­ბით, მტკვარს და­კარ­გუ­ლი აქვს სო­ცი­ა­ლუ­რი და კულ­ტუ­რუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბა, ანუ ის, რაც ადრე ჰქონ­და. სა­კა­ნა­ლი­ზა­ციო სის­ტე­მე­ბის გა­მარ­თვა და მტკვრის და­ბინ­ძუ­რე­ბის მტკივ­ნე­უ­ლი თემა ახა­ლი არ არის, მაგ­რამ, რო­გორც ჩანს, არას­დროს ეშ­ვე­ლა.

"ქა­ლა­ქის საბ­ჭოს ჭკუ­ა­ში და­უჯ­და წი­ნა­და­დე­ბა ბ-ნ კა­ლო­უბ­ნე­ლი­სა, რომ მარ­თლა აუ­ცი­ლე­ბელს სა­ჭი­რო­ე­ბას შე­ად­გენს ქა­ლა­ქის სი­სუფ­თა­ვეო. ამ აზ­რის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად საბ­ჭომ აირ­ჩია სა­ნი­ტა­რუ­ლი კო­მი­სია, რო­მელ­მაც აიღო, და­ი­ღო საქ­მე და გა­დას­წყვი­ტა, რომ ტფი­ლი­სის გა­სუფ­თა­ვე­ბა ყოვ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლია, თუ ყვე­ლა­ზე უწი­ნა­რეს არ გა­იყ­ვა­ნენ არ­ხებს მთელს ქა­ლაქ­ში და არ მო­ა­წყო­ბენ სა­თა­ნა­დო კა­ნა­ლი­ზა­ცი­ა­საო", - "ივე­რია",#122, თი­ბა­თვე 14, ოთხშა­ბა­თი, 1889წ.

"კა­ნა­ლი­ზა­ცი­ის მხრივ ჩვე­ნი დე­და­ქა­ლა­ქი მე­ტად ჩა­მორ­ჩე­ნი­ლია. არ კმა­რა ქა­ლა­ქის სა­კა­ნა­ლი­ზა­ციო ქსე­ლი, ვერ ვაკ­მა­ყო­ფი­ლებთ მო­თხოვ­ნი­ლე­ბას ნი­აღ­ვარ­საშ­ვე­ვე­ბით, რაც ხში­რად იწ­ვევს ქა­ლა­ქის მთე­ლი რიგი ქუ­ჩე­ბის მო­სილ­ვას და, რაც მთა­ვა­რია, ქა­ლა­ქის მთელ თხი­ად სი­ბინ­ძუ­რეს ვუშ­ვებთ მტკვარ­ში, რი­თაც იწამ­ლე­ბა ეს მდი­ნა­რე. მე­სა­მე ხუ­თწლედ­ში ქა­ლა­ქის სა­კა­ნა­ლი­ზა­ციო ქსე­ლის გა­ფარ­თო­ე­ბა ნა­ვა­რა­უ­დე­ვია 61 კი­ლო­მეტ­რით, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ნი­აღ­ვარ­საშ­ვე­ბე­ბის მო­წყო­ბაც, მაგ­რამ არა­ფე­რია ნა­ვა­რა­უ­დე­ვი ქა­ლა­ქი­დან თხი­ა­დი სი­ბინ­ძუ­რის ქა­ლაქს გა­რეთ გა­სა­ტა­ნად. აქე­დან გა­მო­დის, რომ მე­სა­მე ხუ­თწლედ­ში­აც სა­კა­ნა­ლი­ზა­ციო მი­ლე­ბი კვლავ მტკვარს შე­უ­რე­ვენ სი­ბინ­ძუ­რეს და კვლავ გაგ­რძელ­დე­ბა მდი­ნა­რის წყლის გას­ვრა", - "კო­მუ­ნის­ტი", #34 (5434) შა­ბა­თი, 11 თე­ბერ­ვა­ლი, 1939 წ.

კა­ნა­ლი­ზა­ცი­ის სა­კი­თხის აქამ­დე მო­უგ­ვა­რებ­ლო­ბის გარ­და, მტკვა­რი სხვამ­ხრი­ვა­დაც და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლია, რად­გა­ნაც უმ­თავ­რე­სად, ნაგ­ვის ბუ­დეა, რაც ეკო­ლო­გი­უ­რად საფრ­თხე­საც ქმნის... იქ­ნებ ოდეს­მე მა­ინც შეძ­ლოს ამ პრობ­ლე­მას­თან ბრძო­ლა...

ფო­ტო­ე­ბი: komp1ic8ed.aminus3.com, Oleg Gritskevich,სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა(ელეფ­თერ ლა­ფა­ჩი, ბა­ა­დურ ქობ­ლი­ა­ნი­ძე)

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მადო
1

საბერძნეთის დედაქალაქ ათენში ყოფილა მდინარე, მაგრამ როგორ მოახერხეს არ ვიცი ზუსტად, ეს მდინარე ახლა დაფარულია გზით. მდინარე მიედინება მიწის თუ ასფალტის ქვეშ. და ზედ გადის გზა. არც ხმა გამოდის იმ მდინარის და არც მისი არსებობის ნიშანიც არაა არსად. საცოდაობაა მდინარე მტკვარში რომ ჩავიდეს ტუალეტის, აბანოს, სამზარეულოს ჩანარეცხი წყლები. მდინარე სამუდამოდ დაბინძურება. ათენის მაგალითით სხვა ქალაქებშიც აქვთ გაკეთებული საბერძნეთში. მდინარეზე გზაა გაყვანილი. ე.ი. ჯერ მდინარე გადახურეს დიდი სქელი გამძლე ჩამოსხმული ფილებით და მერე ზედ დააგეს გზა. მე ასე მომიყვა ჩემი ქალბატონი, ასე გავიგე, ხოლო ვინც დაინტერესებული იქნება ის დაეკითხება ათენის ვგზუს კეთების სპეციალისტებს. გისურვებთ ყოველივე კარგს.

კახა გოგიშვილი
3

მტკვარი "სა­თა­ვეს თურ­ქეთ­ში, 2742 მ-ზე, ყი­ზილ-გი­ა­დუ­კის მთის აღ­მო­სავ­ლეთ კალ­თა­ზე იღებს"... და არც ერთი სიტყვა იმის შესახებ, რომ მტკვრის სათავეც ისტორიული საქართველოა, კერძოდ კი პროვინცია კოლა :(

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

რატომ ჰქვია მტკვარს მტკვარი? - საინტერესო ფაქტები ამიერკავკასიის უდიდეს მდინარეზე

რატომ ჰქვია მტკვარს მტკვარი? - საინტერესო ფაქტები ამიერკავკასიის უდიდეს მდინარეზე

ნამდვილად არ ვიცი, როგორი იქნებოდა, ჩვენი საყვარელი თბილისი, აქ მდინარე მტკვარი რომ არ ჩამოედინებოდეს და ქალაქს შუაზე არ ჰყოფდეს... უპირველესად ამდენი ხიდის აგება ალბათ საჭირო არ გახდებოდა, ერთი დიდი ავტობანიც ქალაქს განტვირთავდა და დაამშვენებდა, მაგრამ ლამის ყველა დიდი ქალაქი ხომ მდინარეზეა გაშენებული და არც აქ დარღვეულა ეს წესი...

სხვა მხრივ კი, როგორც ქალაქში ძველად ამბობდნენ, მტკვარი თბილისელობის ხარისხის განმსაზღვრელიც კი იყო. დიახ, იმის გამო, რომ თბილისი მარცხენა და მარჯვენა სანაპიროებად არის დაყოფილი, მარჯვენა სანაპიროზე ცხოვრება (არ ვიცი რატომ, მაგრამ) იმთავითვე პრესტიჟულად მიიჩნეოდა, მარცხენა შედარებით ნაკლებად პრესტიჟული იყო. ეს დამოკიდებულება სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, დღემდე ცოცხალია, რომ ვითომ "მემარჯვენეები უფრო კარგი ტიპები" არიან...

უფროსი თაობისგან ისიც მსმენია, - მარცხენა-მარჯვენა ნაპირზე მცხოვრები ქალაქელები ერთმანეთს გაღმელებს ეძახდნენ. მაგალითად, თუ "პლეხანოველი" ვერაზე გადიოდა, ამას "გაღმა გასვლა" ერქვა და პირიქით... მოკლედ, მტკვარი ყველა გაგებით, ქალაქისთვის და არა მარტო მისთვის, სერიოზული "გამყოფი" აღმოჩნდა.

ლირიკული პროლოგი იქით იყოს და რეალურად მდინარე მტკვარი საქართველოს (ამიერკავკასიის) უდიდესი მდინარეა. (azer. Kür; Turq. Kura), სათავეს თურქეთში, 2742 მ-ზე, ყიზილ-გიადუკის მთის აღმოსავლეთ კალთაზე იღებს. საბოლოოდ კი, კასპიის ზღვას აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ერთვის. მისი სიგრძე 1364 კმ (185 კმ თურქეთში, 390 კმ საქართველოში, 789 კმ აზერბაიჯანში), აუზის ფართობი 188 ათ. კმ2. მტკვრის აუზი მოიცავს: სომხეთის ტერიტორიას, აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიის დიდ ნაწილს, ასევე თურქეთისა და ირანის ტერიტორიის ნაწილს. მისი ანტიკური სახელწოდებაა Cyrus, თურქები და აზერბაიჯანელები Kür-ს უწოდებენ.

"აღაშენა კვიროსმან მახლობელ მდინარისა მტკვრისა ქალაქი ჩინებული და უწოდა სახელითა თვისითა კირაპოლი. ესე ქალაქი მდგომარე იყო კიდესა ზედა მდინარისა მტკვრისასა, არა დია შორს მის ადგილისაგან, რომელსა აწ უწოდებენ ქოინა-შამახიასა.

იტყვიან ვიეთნიმე, რეცა მდინარესა მტკვარსა უწოდა მან სახელილითა თვისითა კირო მდინარე, რომლისა გამო აწ სპარსნი, თურქნი და ევროპიელნი, ვითარცა რუსნიცა უმეტესნი უწოდებენ მას ქურად, მაგრამ ყოველნი ერნი ზემოისაცა და ქვემოისაცა ივერიელნი, ესე იგი სრულიად ქართლოსიანთანი, უწოდებენ მდინარესა უძველესისა სახელითა თვისითა მტკვრად, ვინაიდგან უწინარეს კიროსისაცა ეწოდა მტკვარი მრავალთასა უკუნითგან პირველ," - წერს თეიმურაზ ბატონიშვილი ("დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გეორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოჲსა", გვ. 107)...

თუ რატომ ჰქვია მტკარს "მტკვარი", ან "კურა", რამდენიმე მოსაზრება არსებობს: პირველი - სპარსეთს და მის იმპერატორ კირუს დიდს (ძვ.წ 559-530წწ.) უკავშირდება. "კირუსი" მტკვრის ანტიკურ სახელწოდებადაა მიჩნეულია, შემდეგი მოსაზრებით: "კურა" ძველი ალბანურიდან მოდის და წყალსაცავს ნიშნავდა, ხოლო ბოლო ამბის თანახმად, სიტყვა მტკვარი, "მტკნარისგანაა" წარმოქმნილი.

* * *

მტკვარი საქართველოში ვარძიის მახლობლად შემოდის და ჯავახეთისა და ერუშეთის ვულკანურ მთიანეთებს შორის მოედინება (თმოგვის ციხესთან კანიონი 400-500 მ სიღრმისაა)... ასპინძასთან სოფელ მინაძემდე ხეობის ზოგიერთი მონაკვეთი ვიწროა. მინაძიდან მტკვარი ახალციხის ქვაბულზე გადის. ხეობა შEმდეგ ისევ ვიწროვდება, მდინარე სოფელ წნისიდან ტაშისკარამდე მესხეთისა და თრიალეთის ქედებს შორის გადის და ბორჯომის ხეობას ქმნის.

ტაშისკარიდან ძეგვამდე მტკვრის ხეობა განიერი და ჭალიანია, ზომიერად დაკლაკნილი და დატოტვილია, კუნძულებს წარმოქმნის. სოფელ ძეგვთან მტკვარი მცხეთის ვიწრობში შედის და ხეობა ციცაბკალთებიანია, თბილისის ქვაბულში კი განიერი და ტერასებიანი... თბილისში, მეტეხის ხიდთან კალაპოტი შევიწროებულია, უფრო ქვემოთ კი იტოტება და განიერ კუნძულებს ქმნის...

მტკვრის მარჯვენა შენაკადები: ფარავანი, ბორჯომულა, გუჯარეთისწყალი, ძამა, ტანა, თეძამი, ალგეთი, ქცია-ხრამი, აღსთაფა, თოუზჩაი, შამქორჩაი, განჯაჩაი, ტერტერი, ხაჩინჩაი, არაქსი;

მტკვრის მარცხენა შენაკადები: ფოცხოვი შენაკად ქვაბლიანით, ლიახვი, ქსანი, არაგვი, იორი და ალაზანი მინგეჩაურის წყალსაცავის მეშვეობით, თურიანჩაი, გოქჩაი.

მტკვარს წლიურად კასპიის ზღვაში 18,1 კმ3 წყალი შეაქვს. მტკვრისა და მისი შენაკადების წყალი საქართველოს ფარგლებში 315 ათ. ჰა-ზე მეტ ფართობს რწყავს, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე თითქმის 1 მლნ. ჰა-ს. მტკვარი მნიშვნელოვანი ჰიდროენერგეტიკული რესურსია. მასზე აგებულია ჩითახევჰესი, ზაჰესი, ორთაჭალჰესი, მინგენჩაურჰესი. ჰესები აგებულია მის არაერთ შენაკადზეც. მტკვარი მდიდარია თევზით. მტკვრის ნაპირებზეა გაშენებული: ბორჯომი, გორი, მცხეთა, თბილისი, რუსთავი, მინგეჩაური, ევლახი, საბირაბადი, ალი-ბაირამლი, სალიანი და სხვა ქალაქები.

* * *

თუ პრობლემებსაც შევეხებით, მტკვარს დაკარგული აქვს სოციალური და კულტურული ღირებულება, ანუ ის, რაც ადრე ჰქონდა. საკანალიზაციო სისტემების გამართვა და მტკვრის დაბინძურების მტკივნეული თემა ახალი არ არის, მაგრამ, როგორც ჩანს, არასდროს ეშველა.

"ქალაქის საბჭოს ჭკუაში დაუჯდა წინადადება ბ-ნ კალოუბნელისა, რომ მართლა აუცილებელს საჭიროებას შეადგენს ქალაქის სისუფთავეო. ამ აზრის განსახორციელებლად საბჭომ აირჩია სანიტარული კომისია, რომელმაც აიღო, დაიღო საქმე და გადასწყვიტა, რომ ტფილისის გასუფთავება ყოვლად შეუძლებელია, თუ ყველაზე უწინარეს არ გაიყვანენ არხებს მთელს ქალაქში და არ მოაწყობენ სათანადო კანალიზაციასაო", - "ივერია",#122, თიბათვე 14, ოთხშაბათი, 1889წ.

"კანალიზაციის მხრივ ჩვენი დედაქალაქი მეტად ჩამორჩენილია. არ კმარა ქალაქის საკანალიზაციო ქსელი, ვერ ვაკმაყოფილებთ მოთხოვნილებას ნიაღვარსაშვევებით, რაც ხშირად იწვევს ქალაქის მთელი რიგი ქუჩების მოსილვას და, რაც მთავარია, ქალაქის მთელ თხიად სიბინძურეს ვუშვებთ მტკვარში, რითაც იწამლება ეს მდინარე. მესამე ხუთწლედში ქალაქის საკანალიზაციო ქსელის გაფართოება ნავარაუდევია 61 კილომეტრით, გათვალისწინებულია ნიაღვარსაშვებების მოწყობაც, მაგრამ არაფერია ნავარაუდევი ქალაქიდან თხიადი სიბინძურის ქალაქს გარეთ გასატანად. აქედან გამოდის, რომ მესამე ხუთწლედშიაც საკანალიზაციო მილები კვლავ მტკვარს შეურევენ სიბინძურეს და კვლავ გაგრძელდება მდინარის წყლის გასვრა", - "კომუნისტი", #34 (5434) შაბათი, 11 თებერვალი, 1939 წ.

კანალიზაციის საკითხის აქამდე მოუგვარებლობის გარდა, მტკვარი სხვამხრივადაც დაბინძურებულია, რადგანაც უმთავრესად, ნაგვის ბუდეა, რაც ეკოლოგიურად საფრთხესაც ქმნის... იქნებ ოდესმე მაინც შეძლოს ამ პრობლემასთან ბრძოლა...

ფოტოები: komp1ic8ed.aminus3.com, Oleg Gritskevich, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა (ელეფთერ ლაფაჩი, ბაადურ ქობლიანიძე)