პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა შეცვალა მთაში მთის კანონმა - რამდენი და რაში იხარჯება მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებთათვის
რა შეცვალა მთაში მთის კანონმა - რამდენი და რაში იხარჯება მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებთათვის

სა­ქარ­თვე­ლოს მთი­ა­ნი სოფ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ასე სა­ა­მა­ყოა ქვეყ­ნის­თვის, რო­გორც ის­ტო­რი­უ­ლი, ისე ტუ­რის­ტუ­ლი თვალ­საზ­რი­სით, სამ­წუ­ხა­როდ, იც­ლე­ბა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა პრობ­ლე­მა­ზე თვალს არ ხუ­ჭავს და ცდი­ლობს სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტით სო­ფე­ლი გა­აძ­ლი­ე­როს. თუმ­ცა, ეფექ­ტუ­რო­ბა სა­ჭი­რო ნიშ­ნულს ვერ აღ­წევს. მთის მო­სახ­ლე­ო­ბის უკე­თე­სად დახ­მა­რე­ბის­თვის მათ­თვის მა­ღალ მთა­ში მუდ­მი­ვად მცხოვ­რე­ბი პი­რის აქ­ტი­უ­რი სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბა ხდე­ბა და ისი­ნი სპე­ცი­ა­ლურ დახ­მა­რე­ბას იღე­ბენ.

მა­ღალმთი­ა­ნი სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბა AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნავს, რომ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ბოლო პე­რი­ო­დი მეტ-ნაკ­ლე­ბად გა­უმ­ჯო­ბეს­და, თუმ­ცა წა­მო­სუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის უკან დაბ­რუ­ნე­ბის პრო­ცე­სი ვერ და­იძ­რა.

ნო­დარ ჩქა­რე­უ­ლი 32 წლის, სტე­ფან­წმინ­დის რა­ი­ო­ნი სო­ფე­ლი ფხელ­შე:

"მთის კა­ნო­ნის მი­ზა­ნი ხალ­ხის სო­ფელ­ში დაბ­რუ­ნე­ბა და სოფ­ლის გაძ­ლი­ე­რე­ბაა. წინსვლა ნამ­დვი­ლად იგ­რძნო­ბა. საქ­მე კეთ­დე­ბა, მი­წე­ბის უფა­სო და­მუ­შა­ვე­ბის პრო­ექ­ტიც და­დე­ბი­თი შე­დე­გის მომ­ტა­ნი აღ­მოჩ­ნდა. სხვა სა­ხის დახ­მა­რე­ბა­საც იღე­ბენ მა­ღალმთი­ა­ნი რე­გი­ო­ნის მა­ცხოვ­რებ­ლის სტა­ტუ­სის მქო­ნე პი­რე­ბი. წინსვლა სხვა მხრი­ვაც გვაქვს. მა­გა­ლი­თად, ას­ფალ­ტი დაგ­ვი­გეს. ნაგ­ვის ურ­ნე­ბია და­მაგ­რე­ბუ­ლი და ელე­მენ­ტა­რუ­ლად, ხალ­ხი ნა­გავს ქუ­ჩა­ში აღარ ყრის.

რე­ა­ლუ­რად მთა­ში ბევ­რი რამ და­დე­ბი­თად შე­იც­ვა­ლა. თუმ­ცა, წა­სუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის და­საბ­რუ­ნებ­ლად ეს საკ­მა­რი­სი არაა. მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა უც­ვლე­ლი რჩე­ბა. სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი არაა მთა­ში. თბი­ლის­ში გა­და­სახ­ლე­ბუ­ლე­ბი, იქ სამ­სა­ხურს ვერ მი­ა­ტო­ვე­ბენ და ვერ და­უბ­რუნ­დე­ბი­ან სო­ფელს, ვიდ­რე არ ეცო­დი­ნე­ბათ, რომ აქ და­საქ­მე­ბის პერ­სპექ­ტი­ვა ექ­ნე­ბათ. მა­გა­ლი­თად, მთე­ლი ჩემი ოჯა­ხი წა­სუ­ლია. მე არ მი­ვა­ტო­ვე მთა. ახლა უნდა ჩემს ძმას დაბ­რუ­ნე­ბა, მაგ­რამ ოჯა­ხი ყავს და უჭირს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა. რად­გან იცის მთა­ში დაბ­რუ­ნე­ბულს სამ­სა­ხუ­რის შოვ­ნა ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­დე­ბა. სურ­ვი­ლი კი დიდი აქვს..."

არ­ტემ წა­მა­ლა­ი­ძე, 32 წლის, ყაზ­ბე­გი:

"არ გა­მი­გია შემ­თხვე­ვა, როცა მა­ღალმთა­ში მუდ­მი­ვად მცხოვ­რე­ბი პი­რის სტა­ტუ­სის მი­ღე­ბის გამო ვინ­მე დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო მთა­ში. თუმ­ცა, მო­სახ­ლე­ო­ბის ზო­გა­დი მდგო­მა­რე­ო­ბა ნამ­დვი­ლად გა­უმ­ჯო­ბეს­და. 2017 წლი­დან ოჯა­ხებს 100 კი­ლო­ვა­ტამ­დე ელექტრო­ე­ნერ­გი­ის და­ნა­ხარჯს სა­ხელ­მწი­ფო უნა­ზღა­უ­რებს. არ­სე­ბუ­ლი დახ­მა­რე­ბე­ბით ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა ნამ­დვი­ლად წა­ხა­ლის­და. სა­წარ­მო­ე­ბი იხ­სნე­ბა. სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი ჩნდე­ბა. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი კმა­ყო­ფი­ლე­ბი არი­ან. მაგ­რამ შე­დე­გი იმ­დე­ნად რე­ზო­ნან­სუ­ლი არაა, რომ წა­სულ­მა მო­სახ­ლე­ო­ბამ დაბ­რუ­ნე­ბა და­ი­წყოს."

მა­ღალმთი­ან და­სახ­ლე­ბა­ში მუდ­მი­ვად მცხოვ­რებ პირ­თა რე­ესტრის შე­სა­ბა­მი­სად, 2017 წლის აპ­რი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბით მა­ღალ მთა­ში მუდ­მი­ვად მცხოვ­რე­ბი პი­რის აქ­ტი­უ­რი სტა­ტუ­სი აქვს 232 455 ადა­მი­ანს. მათ შო­რის პირ­ვე­ლა­დი რე­გის­ტრა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე სტა­ტუ­სი მი­ნი­ჭე­ბუ­ლი აქვს 172 714 პირს, ხოლო 59 741 პირს სტა­ტუ­სი მი­ნი­ჭე­ბუ­ლი აქვს პი­რა­დი გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე. ამ­ჟა­მად, რე­ესტრის მი­ხედ­ვით სტა­ტუ­სი შე­ჩე­რე­ბუ­ლი, შე­წყვე­ტი­ლი ან გა­ბა­თი­ლე­ბუ­ლი აქვს 8 196 პირს.

სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის მიერ 2015 წელს მი­ღე­ბუ­ლი კა­ნო­ნის "მა­ღალმთი­ა­ნი რე­გი­ო­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ" ამოქ­მე­დე­ბის შემ­დეგ და­ი­წყო. კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც მა­ღალმთი­ა­ნი რე­გი­ო­ნე­ბის დახ­მა­რე­ბას ისა­ხავ­და მიზ­ნად, პირ­ვე­ლად 1999 წელს მი­ი­ღეს.

"ახა­ლი კა­ნო­ნი გა­ცი­ლე­ბით ქმე­დი­თია, ვიდ­რე 1999 წელს მი­ღე­ბუ­ლი. ამ კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი შე­ღა­ვა­თე­ბის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი ამოქ­მედ­და 2016 წლის 1-ელი სექ­ტემ­ბრის შემ­დეგ, კა­ნო­ნის სა­ფუძ­ველ­ზე ამ­ჟა­მად მუ­შავ­დე­ბა მა­ღალმთი­ა­ნი და­სახ­ლე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სტრა­ტე­გია და სა­მოქ­მე­დო გეგ­მა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კა­ნო­ნის ეფექ­ტუ­რო­ბა­სა და მის გავ­ლე­ნა­ზე შე­ფა­სე­ბის გა­კე­თე­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით ნა­ად­რე­ვია," - გან­მარ­ტავს მა­ღალმთი­ა­ნი რე­გი­ო­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი გი­ორ­გი ბა­სოშ­ვი­ლი.

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: რე­გი­ო­ნე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში, რომ­ლე­ბიც 25 წელ­ში შე­საძ­ლოა გა­უ­კაც­რი­ელ­დეს

სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის აღ­წე­რა 2014 წლის შემ­დეგ არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა. აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნო­ნის ამოქ­მე­დე­ბა კი 2016 წელს მოხ­და. შე­სა­ბა­მი­სად, გა­უკრვე­ვე­ლია, მა­ღალმთი­ა­ნი რე­გი­ო­ნე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის შე­ღა­ვა­თე­ბი­სა და დახ­მა­რე­ბე­ბის და­წე­სე­ბის შემ­დეგ, რე­ა­ლუ­რად, რო­გორ შე­იც­ვა­ლა მთის მო­სახ­ლე­ო­ბა.

  • კა­ნო­ნის ამოქ­მე­დე­ბის შემ­დეგ 2016 წლის 1-ელი იან­ვრი­დან და­ი­წყო ყო­ველ­თვი­უ­რი ფუ­ლა­დი დახ­მა­რე­ბის გა­ცე­მა ოჯახ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი და მე­ო­რე ბავ­შვი­სათ­ვის 100 ლა­რის ოდე­ნო­ბით ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ხოლო მე­სა­მე ბავ­შვი­სა და შემ­დგო­მი ბავ­შვე­ბი­სათ­ვის - 200 ლა­რის ოდე­ნო­ბით, ასე­ვე, ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. დახ­მა­რე­ბის მი­სა­ღე­ბად აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა, რომ ერთ-ერთი მშო­ბე­ლი იყოს მა­ღალმთი­ან და­სახ­ლე­ბა­ში მუდ­მი­ვად მცხოვ­რე­ბი პირი. აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­ღა­ვა­თის გა­სა­წე­ვად 2016 წელს სულ 1.828.800 ლარი გა­ი­ხარ­ჯა.
  • 2016 წლის სექ­ტემ­ბრი­დან და­ი­წყო სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის სა­ხით პენ­სი­ის 20%-იანი და­ნა­მა­ტის გა­ცე­მა სა­პენ­სიო ასაკს მიღ­წე­უ­ლი მა­ღალმთი­ან და­სახ­ლე­ბა­ში მუდ­მი­ვად მცხოვ­რე­ბი პი­რე­ბი­სათ­ვის, რომ­ლე­ბიც იღე­ბენ სა­ხელ­მწი­ფო პენ­სი­ას. შე­ღა­ვა­თის გა­სა­წე­ვად 2016 წელს სულ 8.542.722 ლარი გა­ი­ხარ­ჯა.
  • 2016 წლის სექ­ტემ­ბრი­დან და­ი­წყო სო­ცი­ა­ლუ­რი პა­კე­ტის მიმ­ღებ მა­ღალმთი­ან და­სახ­ლე­ბა­ში მუდ­მი­ვად მცხოვ­რებ პი­რე­ბი­სათ­ვის ყო­ველ­თვი­უ­რი და­ნა­მა­ტის გა­ცე­მა მათ­თვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­კე­ტის 20%-ის ოდე­ნო­ბით. ამ მიზ­ნით 2016 წელს სულ 1.065.844 ლარი გა­ი­ხარ­ჯა.
  • სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრის ბრძა­ნე­ბით მას­წავ­ლებ­ლის შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბა­ში გა­ნი­სა­ზღვრა მა­ღალმთი­ან და­სახ­ლე­ბა­ში მდე­ბა­რე სა­ჯა­რო სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლის და­ნა­მა­ტი 2016 წლის 1 სექ­ტემ­ბრი­დან: აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­ღა­ვა­თის გა­სა­წე­ვად 2016 წელს სულ 4.171.689 ლარი გა­ი­ხარ­ჯა.
ამა­ვე პე­რი­ოდ­ში და­ი­წყო მა­ღალმთი­ან და­სახ­ლე­ბა­ში მდე­ბა­რე, სა­ხელ­მწი­ფოს წი­ლობ­რი­ვი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით და­ფუძ­ნე­ბულ და მის მარ­თვა­ში არ­სე­ბულ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში და­საქ­მე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი­სათ­ვის (რომ­ლის შრო­მა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან ანა­ზღა­ურ­დე­ბა), სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბით გან­სა­ზღვრუ­ლი წე­სით ყო­ველ­თვი­უ­რი და­ნა­მა­ტე­ბის გა­ცე­მა: ექი­მე­ბი­სათ­ვის - სა­ხელ­მწი­ფო პენ­სი­ის ორ­მა­გი ოდე­ნო­ბით, ხოლო ექთ­ნი­სათ­ვის - სა­ხელ­მწი­ფო პენ­სი­ის ოდე­ნო­ბით. აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­ღა­ვა­თის გა­სა­წე­ვად 2016 წელს სულ 1.003.313 ლარი გა­ი­ხარ­ჯა.

ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი შე­ღა­ვა­თე­ბის გა­სა­წე­ვად 2016 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ი­ხარ­ჯა სულ 16 612 369 ლარი.

ნანა მღებ­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

რა შეცვალა მთაში მთის კანონმა - რამდენი და რაში იხარჯება მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებთათვის

რა შეცვალა მთაში მთის კანონმა - რამდენი და რაში იხარჯება მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებთათვის

საქართველოს მთიანი სოფლები, რომლებიც ასე საამაყოა ქვეყნისთვის, როგორც ისტორიული, ისე ტურისტული თვალსაზრისით, სამწუხაროდ, იცლება. ხელისუფლება პრობლემაზე თვალს არ ხუჭავს და ცდილობს სხვადასხვა პროექტით სოფელი გააძლიეროს. თუმცა, ეფექტურობა საჭირო ნიშნულს ვერ აღწევს. მთის მოსახლეობის უკეთესად დახმარებისთვის მათთვის მაღალ მთაში მუდმივად მცხოვრები პირის აქტიური სტატუსის მინიჭება ხდება და ისინი სპეციალურ დახმარებას იღებენ.

მაღალმთიანი სოფლის მოსახლეობა AMBEBI.GE-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ ადგილობრივების მდგომარეობა ბოლო პერიოდი მეტ-ნაკლებად გაუმჯობესდა, თუმცა წამოსული მოსახლეობის უკან დაბრუნების პროცესი ვერ დაიძრა.

ნოდარ ჩქარეული 32 წლის, სტეფანწმინდის რაიონი სოფელი ფხელშე:

"მთის კანონის მიზანი ხალხის სოფელში დაბრუნება და სოფლის გაძლიერებაა. წინსვლა ნამდვილად იგრძნობა. საქმე კეთდება, მიწების უფასო დამუშავების პროექტიც დადებითი შედეგის მომტანი აღმოჩნდა. სხვა სახის დახმარებასაც იღებენ მაღალმთიანი რეგიონის მაცხოვრებლის სტატუსის მქონე პირები. წინსვლა სხვა მხრივაც გვაქვს. მაგალითად, ასფალტი დაგვიგეს. ნაგვის ურნებია დამაგრებული და ელემენტარულად, ხალხი ნაგავს ქუჩაში აღარ ყრის.

რეალურად მთაში ბევრი რამ დადებითად შეიცვალა. თუმცა, წასული მოსახლეობის დასაბრუნებლად ეს საკმარისი არაა. მთავარი პრობლემა უცვლელი რჩება. სამუშაო ადგილები არაა მთაში. თბილისში გადასახლებულები, იქ სამსახურს ვერ მიატოვებენ და ვერ დაუბრუნდებიან სოფელს, ვიდრე არ ეცოდინებათ, რომ აქ დასაქმების პერსპექტივა ექნებათ. მაგალითად, მთელი ჩემი ოჯახი წასულია. მე არ მივატოვე მთა. ახლა უნდა ჩემს ძმას დაბრუნება, მაგრამ ოჯახი ყავს და უჭირს გადაწყვეტილების მიღება. რადგან იცის მთაში დაბრუნებულს სამსახურის შოვნა ძალიან გაუჭირდება. სურვილი კი დიდი აქვს..."

არტემ წამალაიძე, 32 წლის, ყაზბეგი:

"არ გამიგია შემთხვევა, როცა მაღალმთაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მიღების გამო ვინმე დაბრუნებულიყო მთაში. თუმცა, მოსახლეობის ზოგადი მდგომარეობა ნამდვილად გაუმჯობესდა. 2017 წლიდან ოჯახებს 100 კილოვატამდე ელექტროენერგიის დანახარჯს სახელმწიფო უნაზღაურებს. არსებული დახმარებებით ადგილობრივი მოსახლეობა ნამდვილად წახალისდა. საწარმოები იხსნება. სამუშაო ადგილები ჩნდება. ადგილობრივები კმაყოფილები არიან. მაგრამ შედეგი იმდენად რეზონანსული არაა, რომ წასულმა მოსახლეობამ დაბრუნება დაიწყოს."

მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირთა რეესტრის შესაბამისად, 2017 წლის აპრილის მდგომარეობით მაღალ მთაში მუდმივად მცხოვრები პირის აქტიური სტატუსი აქვს 232 455 ადამიანს. მათ შორის პირველადი რეგისტრაციის საფუძველზე სტატუსი მინიჭებული აქვს 172 714 პირს, ხოლო 59 741 პირს სტატუსი მინიჭებული აქვს პირადი განცხადების საფუძველზე. ამჟამად, რეესტრის მიხედვით სტატუსი შეჩერებული, შეწყვეტილი ან გაბათილებული აქვს 8 196 პირს.

სტატუსის მინიჭება საქართველოს პარლამენტის მიერ 2015 წელს მიღებული კანონის "მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ" ამოქმედების შემდეგ დაიწყო. კანონი, რომელიც მაღალმთიანი რეგიონების დახმარებას ისახავდა მიზნად, პირველად 1999 წელს მიიღეს.

"ახალი კანონი გაცილებით ქმედითია, ვიდრე 1999 წელს მიღებული. ამ კანონის მიხედვით გათვალისწინებული შეღავათების ძირითადი ნაწილი ამოქმედდა 2016 წლის 1-ელი სექტემბრის შემდეგ, კანონის საფუძველზე ამჟამად მუშავდება მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. აქედან გამომდინარე, კანონის ეფექტურობასა და მის გავლენაზე შეფასების გაკეთება ჯერჯერობით ნაადრევია," - განმარტავს მაღალმთიანი რეგიონების განვითარების სამმართველოს უფროსი გიორგი ბასოშვილი.

ასევე წაიკითხეთ: რეგიონები საქართველოში, რომლებიც 25 წელში შესაძლოა გაუკაცრიელდეს

საქართველოს მოსახლეობის აღწერა 2014 წლის შემდეგ არ ჩატარებულა. აღნიშნული კანონის ამოქმედება კი 2016 წელს მოხდა. შესაბამისად, გაუკრვეველია, მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობისთვის შეღავათებისა და დახმარებების დაწესების შემდეგ, რეალურად, როგორ შეიცვალა მთის მოსახლეობა.

  • კანონის ამოქმედების შემდეგ 2016 წლის 1-ელი იანვრიდან დაიწყო ყოველთვიური ფულადი დახმარების გაცემა ოჯახში დაბადებული პირველი და მეორე ბავშვისათვის 100 ლარის ოდენობით ერთი წლის განმავლობაში, ხოლო მესამე ბავშვისა და შემდგომი ბავშვებისათვის - 200 ლარის ოდენობით, ასევე, ერთი წლის განმავლობაში. დახმარების მისაღებად აუცილებელი პირობაა, რომ ერთ-ერთი მშობელი იყოს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირი. აღნიშნული შეღავათის გასაწევად 2016 წელს სულ 1.828.800 ლარი გაიხარჯა.
  • 2016 წლის სექტემბრიდან დაიწყო სოციალური დახმარების სახით პენსიის 20%-იანი დანამატის გაცემა საპენსიო ასაკს მიღწეული მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირებისათვის, რომლებიც იღებენ სახელმწიფო პენსიას. შეღავათის გასაწევად 2016 წელს სულ 8.542.722 ლარი გაიხარჯა.
  • 2016 წლის სექტემბრიდან დაიწყო სოციალური პაკეტის მიმღებ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირებისათვის ყოველთვიური დანამატის გაცემა მათთვის გათვალისწინებული სოციალური პაკეტის 20%-ის ოდენობით. ამ მიზნით 2016 წელს სულ 1.065.844 ლარი გაიხარჯა.
  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით მასწავლებლის შრომის ანაზღაურებაში განისაზღვრა მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლის მასწავლებლის დანამატი 2016 წლის 1 სექტემბრიდან: აღნიშნული შეღავათის გასაწევად 2016 წელს სულ 4.171.689 ლარი გაიხარჯა.
ამავე პერიოდში დაიწყო მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ და მის მართვაში არსებულ სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალისათვის (რომლის შრომა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ანაზღაურდება), საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესით ყოველთვიური დანამატების გაცემა: ექიმებისათვის - სახელმწიფო პენსიის ორმაგი ოდენობით, ხოლო ექთნისათვის - სახელმწიფო პენსიის ოდენობით. აღნიშნული შეღავათის გასაწევად 2016 წელს სულ 1.003.313 ლარი გაიხარჯა.

ზემოთ ჩამოთვლილი კანონით გათვალისწინებული შეღავათების გასაწევად 2016 წლის განმავლობაში გაიხარჯა სულ 16 612 369 ლარი.

ნანა მღებრიშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი