პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვარაუდობს, რომ შეცვლილი საარჩევნო სისტემით მომდევნო მოწვევის პარლამენტში 3-5 პარტია იქნება წარმოდგენილი. მისი თქმით, ეს იქნება ოპტიმალური შედეგი.
"ამის წინასწარ პროგნოზირება რთულია. არსებობს 5%-იანი ბარიერი, რომელიც ძალაში რჩება. ვვარაუდობ, ამ მოწვევის პარლამენტში 3-4-5 პარტია იქნება წარმოდგენილი. ეს იქნება ოპტიმალური შედეგი", - განაცხადა კობახიძემ ჩოხატაურში, კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვებზე, სადაც ერთ-ერთი მოქალაქე დაინტერესდა, თუ რამდენი პარტია შევა პარლამენტში შეცვლილი საარჩევნო სისტემით.