პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზურაბ ჭიაბერაშვილი: "საარჩევნო სისტემა, რომელსაც "ქართული ოცნება" გვთავაზობს, არის მუსოლინის სისტემა"
ზურაბ ჭიაბერაშვილი: "საარჩევნო სისტემა, რომელსაც "ქართული ოცნება" გვთავაზობს, არის მუსოლინის სისტემა"

"სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მა, რო­მელ­საც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" გვთა­ვა­ზობს, არის მუ­სო­ლი­ნის სის­ტე­მა, - ამის შე­სა­ხებ სა­ყო­ველ­თაო გან­ხილ­ვა­ზე "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" წევ­რმა ზუ­რაბ ჭი­ა­ბე­რაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ეს ცვლი­ლე­ბე­ბი არ უშ­ლის ხელს, რომ ერთ ხელ­ში მოხ­დეს ძა­ლა­უფ­ლე­ბის კონ­ცენ­ტრა­ცია. მან პლე­ბის­ცი­ტის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზეც ისა­უბ­რა.

"რე­ფენ­დუ­მი ვერ ტარ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ამი­ტომ წა­მო­ვა­ყე­ნეთ იდეა, პლე­ბის­ცი­ტით გა­ირ­კვეს, რო­მელ მი­მარ­თუ­ლე­ბას უჭერს ხალ­ხი მხარს. რამ­დე­ნი­მე დღე­ში იქ­ნე­ბა ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის წი­ნას­წა­რი დას­კვნა, თუმ­ცა კარ­გი იქ­ნე­ბო­და დას­კვნა ყი­ფი­ლი­ყო და შემ­დეგ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო გან­ხილ­ვე­ბი. პარ­ტი­ე­ბი არ­სე­ბულ კონ­სტი­ტუ­ცი­ას იწუ­ნებ­დნენ, რად­გან არ­სე­ბუ­ლი კონ­სტი­ტუ­ცია იწ­ვევს ძა­ლა­უფ­ლე­ბის ზედ­მეტ კონ­ცენ­ტრა­ცი­ას. თუ ვცვლით, ეს უნდა გა­მო­ი­რი­ცხოს. სა­მარ­თლი­ა­ნი სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მა იქ­ნე­ბა ისე­თი, რომ რა პრო­ცენ­ტიც მის­ცა ხალ­ხმა ხმა პარ­ტი­ას, იმ პრო­ცენ­ტის ად­გი­ლე­ბი ჰქონ­დეს პარ­ლა­მენ­ტში. "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" სწყინს, მაგ­რამ ასე­თი სის­ტე­მა მუ­სო­ლი­ნიმ შეს­თა­ვა­ზა იტა­ლი­ას. ამ ცვლი­ლე­ლე­ბით, პარ­ტი­ამ შე­საძ­ლოა მი­ი­ღოს 30 პრო­ცენ­ტი და მი­ი­ღოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბა. რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს მა­ჟო­რი­ტა­რე­ბით მოხ­დე­ბა, რო­გორც ახ­ლაა ეს, თუ ამ ცვლი­ლე­ბე­ბით?! ჩვენ სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მის ამ ნა­წილს მუ­სო­ლი­ნის სის­ტე­მა და­ვარ­ქვით. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ას ამ ნა­წილ­ში ექ­ნე­ბა კრი­ტი­კუ­ლი შე­ნიშ­ვნე­ბი", - გა­ნა­ცხა­და ჭი­ა­ბე­რაშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა პრე­ზი­დენ­ტის ნა­წილს, ჭი­ა­ბე­რაშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ ის ხალ­ხმა უნდა აირ­ჩი­ოს და არა პო­ლი­ტი­კო­სებ­მა, რო­გორც ამ ცვლი­ლე­ბე­ბით არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

ზურაბ ჭიაბერაშვილი: "საარჩევნო სისტემა, რომელსაც "ქართული ოცნება" გვთავაზობს, არის მუსოლინის სისტემა"

ზურაბ ჭიაბერაშვილი: "საარჩევნო სისტემა, რომელსაც "ქართული ოცნება" გვთავაზობს, არის მუსოლინის სისტემა"

"საარჩევნო სისტემა, რომელსაც "ქართული ოცნება" გვთავაზობს, არის მუსოლინის სისტემა, - ამის შესახებ საყოველთაო განხილვაზე "ევროპული საქართველოს" წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს ცვლილებები არ უშლის ხელს, რომ ერთ ხელში მოხდეს ძალაუფლების კონცენტრაცია. მან პლებისციტის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

"რეფენდუმი ვერ ტარდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ამიტომ წამოვაყენეთ იდეა, პლებისციტით გაირკვეს, რომელ მიმართულებას უჭერს ხალხი მხარს. რამდენიმე დღეში იქნება ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა, თუმცა კარგი იქნებოდა დასკვნა ყიფილიყო და შემდეგ ჩატარებულიყო განხილვები. პარტიები არსებულ კონსტიტუციას იწუნებდნენ, რადგან არსებული კონსტიტუცია იწვევს ძალაუფლების ზედმეტ კონცენტრაციას. თუ ვცვლით, ეს უნდა გამოირიცხოს. სამართლიანი საარჩევნო სისტემა იქნება ისეთი, რომ რა პროცენტიც მისცა ხალხმა ხმა პარტიას, იმ პროცენტის ადგილები ჰქონდეს პარლამენტში. "ქართულ ოცნებას" სწყინს, მაგრამ ასეთი სისტემა მუსოლინიმ შესთავაზა იტალიას. ამ ცვლილელებით, პარტიამ შესაძლოა მიიღოს 30 პროცენტი და მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა. რა მნიშვნელობა აქვს მაჟორიტარებით მოხდება, როგორც ახლაა ეს, თუ ამ ცვლილებებით?! ჩვენ საარჩევნო სისტემის ამ ნაწილს მუსოლინის სისტემა დავარქვით. დარწმუნებული ვარ ვენეციის კომისიას ამ ნაწილში ექნება კრიტიკული შენიშვნები", - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

რაც შეეხება პრეზიდენტის ნაწილს, ჭიაბერაშვილი მიიჩნევს, რომ ის ხალხმა უნდა აირჩიოს და არა პოლიტიკოსებმა, როგორც ამ ცვლილებებით არის წარმოდგენილი.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები