პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ევაკუაცია პარიზში ლუვრის მუზეუმთან - რა იპოვა პოლიციამ "საეჭვო" ჩანთაში
ევაკუაცია პარიზში ლუვრის მუზეუმთან - რა იპოვა პოლიციამ "საეჭვო" ჩანთაში

პა­რი­ზის პო­ლი­ცი­ამ ლუვ­რის მუ­ზე­უმ­თან მდე­ბა­რე მო­ედ­ნი­დან ხალ­ხის ევა­კუ­ა­ცია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, ამის შე­სა­ხებ სა­ა­გენ­ტო Associated Press იუ­წყე­ბა.

ევა­კუ­ა­ცი­ის მი­ზე­ზად ასა­ფეთ­ქე­ბელ მო­წყო­ბი­ლო­ბა­ზე მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­აა. მა­ლე­ვე გა­ირ­კვა, რომ ევა­კუ­ა­ცია სა­ეჭ­ვო ჩან­თის პოვ­ნას უკავ­შირ­დე­ბა, რო­მელ­შიც ვი­დე­ო­კა­მე­რის აკუ­მუ­ლა­ტო­რე­ბი აღ­მოჩ­ნდა. ამის შე­სა­ხებ პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტის, ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნის შტაბ­ში გა­ნა­ცხა­დეს. დღეს სა­ღა­მოს სწო­რედ ამ ად­გილ­ზე ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნის მხარ­დამ­ჭე­რე­ბის მი­ტინ­გი უნდა გა­ი­მარ­თოს.

"დღეს, 13:00 სა­ათ­ზე ჩან­თას, რო­მელ­შიც ვი­დე­ო­კა­მე­რის სამი აკუ­მუ­ლა­ტო­რი იყო, ძაღ­ლმა მი­აქ­ცია ყუ­რა­დღე­ბა, რო­მე­ლიც ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის პოვ­ნა­შია გაწ­ვრთნი­ლი. უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, 300-მდე ჟურ­ნა­ლისტს, ვინც იმ დრო­ის­თვის ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და, ტე­რი­ტო­რია და­ა­ტო­ვე­ბი­ნეს და უსაფრ­თხო ზო­ნა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს", - გა­ნა­ცხა­დეს მაკ­რო­ნის სა­არ­ჩევ­ნო შტაბ­ში.

იხი­ლეთ ვი­დეო

ევაკუაცია პარიზში ლუვრის მუზეუმთან - რა იპოვა პოლიციამ "საეჭვო" ჩანთაში

ევაკუაცია პარიზში ლუვრის მუზეუმთან - რა იპოვა პოლიციამ "საეჭვო" ჩანთაში

პარიზის პოლიციამ ლუვრის მუზეუმთან მდებარე მოედნიდან ხალხის ევაკუაცია განახორციელა, ამის შესახებ სააგენტო Associated Press იუწყება.

ევაკუაციის მიზეზად ასაფეთქებელ მოწყობილობაზე მიღებული ინფორმაციაა. მალევე გაირკვა, რომ ევაკუაცია საეჭვო ჩანთის პოვნას უკავშირდება, რომელშიც ვიდეოკამერის აკუმულატორები აღმოჩნდა. ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატის, ემანუელ მაკრონის შტაბში განაცხადეს. დღეს საღამოს სწორედ ამ ადგილზე ემანუელ მაკრონის მხარდამჭერების მიტინგი უნდა გაიმართოს.

"დღეს, 13:00 საათზე ჩანთას, რომელშიც ვიდეოკამერის სამი აკუმულატორი იყო, ძაღლმა მიაქცია ყურადღება, რომელიც ასაფეთქებელი მოწყობილობების პოვნაშია გაწვრთნილი. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, 300-მდე ჟურნალისტს, ვინც იმ დროისთვის ადგილზე იმყოფებოდა, ტერიტორია დაატოვებინეს და უსაფრთხო ზონაში გადაიყვანეს", - განაცხადეს მაკრონის საარჩევნო შტაბში.

იხილეთ ვიდეო

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"