რიყის პარკში "ევროპის დღეებთან" დაკავშირებული ღონისძიებები მიმდინარეობს. ღონისძიებები 12:00 საათზე დაიწყო, 15:00 საათზე კი მას ფორმალურად გახსნიან ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე.
ღონისძიების ფარგლებში, მთელი დღის განმავლობაში გაიმართება საინფორმაციო და გასართობი ღონისძიებები. საღამოს 19:00 საათზე დაგეგმილია გალა კონცერტი.
ღონისძიების ორგანიზატორია ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებთან და სხვა პარტნიორებთან ერთად. "ევროპის დღის" განსაკუთრებულად აღნიშვნა სქართველოში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებას უკავშირდება.