კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტური საფრანგეთში - კანდიდატებმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთეს
საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტური საფრანგეთში - კანდიდატებმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთეს

საფ­რან­გეთ­ში საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტური იმარ­თე­ბა. მე­ო­რე ტურ­ში ერ­თმა­ნეთს პო­ლი­ტი­კუ­რი მოძ­რა­ო­ბა "წინ"-ის ლი­დე­რი ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნი და "ეროვ­ნუ­ლი ფრონ­ტის" ლი­დე­რი მა­რინ ლე პენი უპი­რის­პირ­დე­ბი­ან. ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით 08:00 სა­ა­თი­დან (თბი­ლი­სის დრო­ით 10:00 სა­ა­თი­დან) საფ­რან­გე­თის 66 546 უბან­ზე ფრან­გე­ბი მო­მა­ვალ ლი­დერს აირ­ჩე­ვენ.

ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით 12:00 სა­ა­თის­თვის ამომ­რჩე­ველ­თა აქ­ტი­ვო­ბამ 28,23% შე­ად­გი­ნა. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას საფ­რან­გე­თის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

შე­და­რე­ბის­თვის, 2012 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე 12.00 სა­ა­თის­თვის ამომ­რჩე­ველ­თა აქ­ტი­ვო­ბა 30,66% იყო. სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნე­ბი ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით 19:00 სა­ათ­ზე და­ი­ხუ­რე­ბა, ხოლო რიგ დიდ ქა­ლა­ქებ­ში - 20:00 სა­ათ­ზე.

სა­კუ­თა­რი არ­ჩე­ვა­ნი უკვე გა­ა­კე­თეს პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტებ­მა. ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­მა სა­კუ­თა­რი არ­ჩე­ვა­ნი მე­უღ­ლეს­თან ერ­თად გა­ა­კე­თა. მაკ­რო­ნი ქა­ლაქ ტუ­კე­ში მდე­ბა­რე სა­არ­ჩევ­ნო უბანს ეწ­ვია.

იგი პირ­ვე­ლად მო­ნა­წი­ლე­ობს საფ­რან­გე­თის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში. 2014-2016 წლებ­ში ფრან­სუა ოლან­დის მთავ­რო­ბა­ში ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრი გახ­ლდათ. შემ­დგომ­ში და­ტო­ვა მმარ­თვე­ლი პარ­ტია და 2016 წლის 6 აპ­რილს სა­კუ­თა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი მოძ­რა­ო­ბა შექ­მნა.

23 აპ­რილს გა­მარ­თუ­ლი საფ­რან­გე­თის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის პირ­ველ ტურ­ში ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­მა ამომ­რჩე­ველ­თა ხმე­ბის 24,01%-ით პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და­ი­კა­ვა.

რაც შე­ე­ხე­ბა მა­რინ ლე პენს, მან სა­კუ­თა­რი არ­ჩე­ვა­ნი ქა­ლაქ ენენ-ბო­მონ­ში მდე­ბა­რე სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე გა­ა­კე­თა. 23 აპ­რილს გა­მარ­თუ­ლი პირ­ვე­ლი ტუ­რის ფარ­გლებ­ში მა­რინ ლე პენი - 21,30%-ით მე­ო­რე ად­გილ­ზე გა­ვი­და.

საფ­რან­გე­თის რი­გით მე-11 საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის პირ­ვე­ლი ტური 23 აპ­რილს გა­ი­მარ­თა. თავ­და­პირ­ვე­ლად საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში 11 და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი კან­დი­და­ტი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. საფ­რან­გე­თის სა­კონ­სტი­ტუ­ციო საბ­ჭოს მიერ დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბით, ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­მა ამომ­რჩე­ველ­თა ხმე­ბის 24,01%-ით პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და­ი­კა­ვა, ხოლო მა­რინ ლე პენი - 21,30%-ით მე­ო­რე ად­გილ­ზე გა­ვი­და.

კვლე­ვი­თი ორ­გა­ნი­ზა­ცია Odoxa-ს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­კი­თხვის თა­ნახ­მად, საფ­რან­გე­თის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტურ­ში ამომ­რჩე­ველ­თა აქ­ტი­ვო­ბა შე­საძ­ლოა ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი იყოს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტური საფრანგეთში - კანდიდატებმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთეს

საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტური საფრანგეთში - კანდიდატებმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთეს

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. მეორე ტურში ერთმანეთს პოლიტიკური მოძრაობა "წინ"-ის ლიდერი ემანუელ მაკრონი და "ეროვნული ფრონტის" ლიდერი მარინ ლე პენი უპირისპირდებიან. ადგილობრივი დროით 08:00 საათიდან (თბილისის დროით 10:00 საათიდან) საფრანგეთის 66 546 უბანზე ფრანგები მომავალ ლიდერს აირჩევენ.

ადგილობრივი დროით 12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 28,23% შეადგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შედარებისთვის, 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე 12.00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 30,66% იყო. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 19:00 საათზე დაიხურება, ხოლო რიგ დიდ ქალაქებში - 20:00 საათზე.

საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთეს პრეზიდენტობის კანდიდატებმა. ემანუელ მაკრონმა საკუთარი არჩევანი მეუღლესთან ერთად გააკეთა. მაკრონი ქალაქ ტუკეში მდებარე საარჩევნო უბანს ეწვია.

იგი პირველად მონაწილეობს საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში. 2014-2016 წლებში ფრანსუა ოლანდის მთავრობაში ეკონომიკის მინისტრი გახლდათ. შემდგომში დატოვა მმართველი პარტია და 2016 წლის 6 აპრილს საკუთარი პოლიტიკური მოძრაობა შექმნა.

23 აპრილს გამართული საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ემანუელ მაკრონმა ამომრჩეველთა ხმების 24,01%-ით პირველი ადგილი დაიკავა.

რაც შეეხება მარინ ლე პენს, მან საკუთარი არჩევანი ქალაქ ენენ-ბომონში მდებარე საარჩევნო უბანზე გააკეთა. 23 აპრილს გამართული პირველი ტურის ფარგლებში მარინ ლე პენი - 21,30%-ით მეორე ადგილზე გავიდა.

საფრანგეთის რიგით მე-11 საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 23 აპრილს გაიმართა. თავდაპირველად საპრეზიდენტო არჩევნებში 11 დარეგისტრირებული კანდიდატი მონაწილეობდა. საფრანგეთის საკონსტიტუციო საბჭოს მიერ დამტკიცებული შედეგებით, ემანუელ მაკრონმა ამომრჩეველთა ხმების 24,01%-ით პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო მარინ ლე პენი - 21,30%-ით მეორე ადგილზე გავიდა.

კვლევითი ორგანიზაცია Odoxa-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობა შესაძლოა ყველაზე დაბალი იყოს.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"