Faceამბები
კონფლიქტები
პოლიტიკა

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
საზოგადოება
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვერასოდეს ვხვდებოდი, ასე მარტივად როგორ ახერხებდნენ ოჯახის დანგრევას" - რას ჰყვება მომღერალი, რომლის ქმარიც პატრიარქს იცავს
"ვერასოდეს ვხვდებოდი, ასე მარტივად როგორ ახერხებდნენ ოჯახის დანგრევას" -  რას ჰყვება მომღერალი, რომლის ქმარიც პატრიარქს იცავს

სა­ლო­მე დო­ლი­ძე სა­ზო­გა­დო­ე­ბამ პრო­ექ­ტი­დან - "ვო­ი­სი" გა­იც­ნო. ის პატ­რი­არ­ქის დაც­ვის წევ­რს, მა­მუ­კა არა­ბულს გაჰ­ყვა ცო­ლად და წყვი­ლი უკვე პა­ტა­რა­საც ელო­დე­ბა. პრო­ექ­ტი­დან დი­ა­სახ­ლი­სო­ბამ­დე რა გზა გა­ი­ა­რა სა­ლო­მემ და რა აჩუ­ქა მათ ჯვრის­წე­რის დღეს პატ­რი­არ­ქმა? - გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებს ინ­ტერ­ვი­უ­დან, რო­მე­ლიც ჟურ­ნალ­მა "გზამ" ჩა­წე­რა.

- ვინ არის შენი რჩე­უ­ლი? სად და რო­გორ გა­ი­ცა­ნი მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე?

- მე და მა­მუ­კამ ერ­თმა­ნე­თი სა­ერ­თო მე­გობ­რის დახ­მა­რე­ბით გა­ვი­ცა­ნით. მას თურ­მე, დიდი ხნით ადრე მოვ­წონ­დი და არ იცო­და, რო­გორ მო­სუ­ლი­ყო ჩე­მამ­დე... პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა ძა­ლი­ან ბა­ნა­ლუ­რი იყო, კი­ნო­ში წა­ვე­დით, მერე კა­ფე­ში დავ­სხე­დით. მოკ­ლედ, და­ვახ­ლოვ­დით, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დენ­ჯერ­მე ვკი­თხუ­ლობ­დით ერ­თმა­ნეთს და ბო­ლოს მივ­ხვდით, იმა­ზე მეტი ხდე­ბო­და ჩვენ შო­რის, ვიდ­რე უბ­რა­ლოდ მო­წო­ნე­ბაა. ასე გან­ვი­თარ­და ჩვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი, რო­მე­ლიც ოჯა­ხის შექ­მნით დაგ­ვირ­გვინ­და.

...

- მე­უღ­ლე პატ­რი­არ­ქის პი­რა­დი დაც­ვის წევ­რია, არა?

- დიახ, ჩემი მე­უღ­ლე - მა­მუ­კა არა­ბუ­ლი პატ­რი­არ­ქის პი­რად დაც­ვა­შია. ტუ­რიზ­მის ფა­კულ­ტე­ტი აქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი და სპორ­ტსაც აქ­ტი­უ­რად მის­დევს. ძა­ლი­ან ბევ­რს ვარ­ჯი­შობს, ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესი აქვს და ერთი სული მაქვს, მეც რო­დის შე­ვუ­ერ­თდე­ბი. ძა­ლი­ან მინ­და, მას­თან ერ­თად, აქ­ტი­უ­რად ვი­ვარ­ჯი­შო.

- ალ­ბათ, ქორ­წი­ლის დღეს პატ­რი­არ­ქმა დაგ­ლო­ცათ, არა?

- რა თქმა უნდა, ქორ­წი­ლის დღეს ვი­ყა­ვით პატ­რი­არ­ქთან. მან დაგ­ვლო­ცა, ხატი გვა­ჩუ­ქა. ერ­თად ვის­ხე­დით ცოტა ხანი და ვი­სა­უბ­რეთ. სა­ოც­რად ემო­ცი­უ­რი დღე იყო ჩემ­თვის, რად­გან პირ­ვე­ლად შევ­ხვდი უწ­მინ­დესს და თან, მან ჩემ­თვის ასე მნიშ­ვნე­ლო­ვან დღეს დაგ­ვლო­ცა. მა­შინ გან­ცდი­ლი არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა.

- რთუ­ლი იყო ოჯა­ხის შექ­მნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა?

- ვე­რა­სო­დეს ვხვდე­ბო­დი, ასე მარ­ტი­ვად რო­გორ ახერ­ხებ­დნენ ოჯა­ხის დან­გრე­ვას და ვხუმ­რობ­დი ხოლ­მე, გა­თხო­ვე­ბის ფო­ბია მაქვს-მეთ­ქი. ვფიქ­რობ, ეს არის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მელ­საც ადა­მი­ა­ნი იღებს მთე­ლი სი­ცო­ცხლის მან­ძილ­ზე. ამი­ტომ ჩემ­თვის რთუ­ლი იყო და თით­ქოს, გა­მი­ჭირ­და კი­დეც გა­თხო­ვე­ბა­ზე ფიქ­რი. თან, ასა­კით რაც უფრო დიდი ხარ, მით მეტ რა­მე­ზე ფიქ­რობ, გი­ჭირს, ფრთხი­ლობ და ბუ­ნებ­რი­ვია, ამ ნა­ბი­ჯის გა­დად­გმის გე­ში­ნია კი­დეც... თუმ­ცა, დრო რაც უფრო გა­დის, უფრო მე­ტად ვრწმუნ­დე­ბი ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბი­სა და არ­ჩე­ვა­ნის სის­წო­რე­ში.(ინ­ტერ­ვიუ სრუ­ლად იხი­ლეთ ჟურ­ნალ "გზის" 4 მა­ი­სის ნო­მერ­ში)

"ვერასოდეს ვხვდებოდი, ასე მარტივად როგორ ახერხებდნენ ოჯახის დანგრევას" - რას ჰყვება მომღერალი, რომლის ქმარიც პატრიარქს იცავს

"ვერასოდეს ვხვდებოდი, ასე მარტივად როგორ ახერხებდნენ ოჯახის დანგრევას" -  რას ჰყვება მომღერალი, რომლის ქმარიც პატრიარქს იცავს

სალომე დოლიძე საზოგადოებამ პროექტიდან - "ვოისი" გაიცნო. ის პატრიარქის დაცვის წევრს, მამუკა არაბულს გაჰყვა ცოლად და წყვილი უკვე პატარასაც ელოდება. პროექტიდან დიასახლისობამდე რა გზა გაიარა სალომემ და რა აჩუქა მათ ჯვრისწერის დღეს პატრიარქმა? - გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალმა "გზამ" ჩაწერა.

- ვინ არის შენი რჩეული? სად და როგორ გაიცანი მომავალი მეუღლე?

- მე და მამუკამ ერთმანეთი საერთო მეგობრის დახმარებით გავიცანით. მას თურმე, დიდი ხნით ადრე მოვწონდი და არ იცოდა, როგორ მოსულიყო ჩემამდე... პირველი შეხვედრა ძალიან ბანალური იყო, კინოში წავედით, მერე კაფეში დავსხედით. მოკლედ, დავახლოვდით, დღის განმავლობაში რამდენჯერმე ვკითხულობდით ერთმანეთს და ბოლოს მივხვდით, იმაზე მეტი ხდებოდა ჩვენ შორის, ვიდრე უბრალოდ მოწონებაა. ასე განვითარდა ჩვენი სიყვარული, რომელიც ოჯახის შექმნით დაგვირგვინდა.

...

- მეუღლე პატრიარქის პირადი დაცვის წევრია, არა?

- დიახ, ჩემი მეუღლე - მამუკა არაბული პატრიარქის პირად დაცვაშია. ტურიზმის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული და სპორტსაც აქტიურად მისდევს. ძალიან ბევრს ვარჯიშობს, ჯანსაღი ცხოვრების წესი აქვს და ერთი სული მაქვს, მეც როდის შევუერთდები. ძალიან მინდა, მასთან ერთად, აქტიურად ვივარჯიშო.

- ალბათ, ქორწილის დღეს პატრიარქმა დაგლოცათ, არა?

- რა თქმა უნდა, ქორწილის დღეს ვიყავით პატრიარქთან. მან დაგვლოცა, ხატი გვაჩუქა. ერთად ვისხედით ცოტა ხანი და ვისაუბრეთ. საოცრად ემოციური დღე იყო ჩემთვის, რადგან პირველად შევხვდი უწმინდესს და თან, მან ჩემთვის ასე მნიშვნელოვან დღეს დაგვლოცა. მაშინ განცდილი არასდროს დამავიწყდება.

- რთული იყო ოჯახის შექმნის გადაწყვეტილების მიღება?

- ვერასოდეს ვხვდებოდი, ასე მარტივად როგორ ახერხებდნენ ოჯახის დანგრევას და ვხუმრობდი ხოლმე, გათხოვების ფობია მაქვს-მეთქი. ვფიქრობ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელსაც ადამიანი იღებს მთელი სიცოცხლის მანძილზე. ამიტომ ჩემთვის რთული იყო და თითქოს, გამიჭირდა კიდეც გათხოვებაზე ფიქრი. თან, ასაკით რაც უფრო დიდი ხარ, მით მეტ რამეზე ფიქრობ, გიჭირს, ფრთხილობ და ბუნებრივია, ამ ნაბიჯის გადადგმის გეშინია კიდეც... თუმცა, დრო რაც უფრო გადის, უფრო მეტად ვრწმუნდები ჩემი გადაწყვეტილებისა და არჩევანის სისწორეში. (ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ "გზის" 4 მაისის ნომერში)

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი