პოლიტიკა
საზოგადოება

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იმ კაცმა მეც ორჯერ მცემა: მაშინ დედა 9 თვის ფეხმძიმე იყო..." - რას ჰყვება გოგონა, რომელსაც დედა მოუკლეს
"იმ კაცმა მეც ორჯერ მცემა: მაშინ დედა 9 თვის ფეხმძიმე იყო..." - რას ჰყვება გოგონა, რომელსაც დედა მოუკლეს

39 წლის მი­რან­და (თა­თია) ვა­ჩე­იშ­ვი­ლი 41 წლის გი­ორ­გი ჯა­ნაშ­ვილ­მა ელექტრო­სა­დე­ნის კა­ბე­ლით გა­გუ­და და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. მათ სა­ერ­თო შვი­ლი ჰყავთ, წლი­სა და 2 თვის გო­გო­ნა. პო­ლი­ცი­ამ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით ჯა­ნაშ­ვი­ლი მა­ლე­ვე და­ა­კა­ვა. ბრალ­დე­ბუ­ლი და­ნა­შა­ულს აღი­ა­რებს და მო­ტი­ვად ეჭ­ვი­ა­ნო­ბას ასა­ხე­ლებს.

მი­რან­დას პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე წლე­ბის წინ ბე­რად აღიკ­ვე­ცა, ამი­ტომ მარ­ტო უწევ­და შვი­ლე­ბის გაზ­რდა. მამა და­ვი­თი მარ­ტყო­ფის ღვთა­ე­ბის მა­მა­თა მო­ნას­ტერ­ში ცოტა ხნის წინ აღეს­რუ­ლა. 2013 წელს ინ­ტერ­ნე­ტით გა­იც­ნო მი­რან­დამ გი­ორ­გი ჯა­ნაშ­ვი­ლი და მას და­უ­კავ­ში­რა ცხოვ­რე­ბა. თუმ­ცა, მალე კონ­ფლიქ­ტე­ბი და­ი­წყო და ახ­ლობ­ლე­ბის თქმით, სულ შიშ­ში უწევ­და ყოფ­ნა. არა­ერ­თხელ სცე­მა მას ქმარ­მა, არა­ერ­თხელ მი­მარ­თა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს, მაგ­რამ უშე­დე­გოდ.

მი­რან­და ვა­ჩე­იშ­ვი­ლის ბი­ნა­ში მი­სულს, მისი შვი­ლე­ბი და ბავ­შვე­ბის ნათ­ლია დამ­ხვდნენ. წლი­სა და 2 თვის პა­ტა­რა ყვე­ლას უღი­მო­და. მას დედა აღარ ემახ­სოვ­რე­ბა. გა­იზ­რდე­ბა და გა­ი­გებს, რომ ის მა­მამ მო­უკ­ლა. მი­რან­დას უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი 18 წლი­საა, სრულ­წლო­ვან ნი­ნოს მო­უ­წევს და-ძმა­ზე ზრუნ­ვა. 16 წლის ნატო და მისი ძმა სკო­ლა­ში და­დი­ან.

ნატო, მოკ­ლუ­ლის ქა­ლიშ­ვი­ლი:

- დედა იმ დი­ლით 12 სა­ათ­ზე გა­ვი­და სახ­ლი­დან, ახ­ლო­ბელ ქალ­ბა­ტო­ნებს უნდა შეხ­ვედ­რო­და. 2 სა­ათ­ში უკვე გა­თი­შუ­ლი იყო მისი ტე­ლე­ფო­ნი. სახ­ლში ადრე უნდა მო­სუ­ლი­ყო, რად­გან მე­ო­რე დღეს მა­მა­ჩე­მის ორ­მო­ცი იყო და მარ­ტყოფ­ში უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვით (ძა­ლი­ან პა­ტა­რა გახ­ლდით, მამა ბე­რად რომ აღიკ­ვე­ცა), მაგ­რამ ვერც იმ სა­ღა­მოს და ვერც დი­ლით ვერ და­ვუ­კავ­შირ­დით. მარ­ტო წა­ვე­დით მო­ნას­ტერ­ში. მერე ბა­ბუ­ამ დაგ­ვი­რე­კა, გი­ორ­გის თა­თია მო­უკ­ლავ­სო. იმ დღეს თუ უნდა შეხ­ვედ­რო­და მას, არ ვი­ცო­დით... 2 დღით ადრე, ბავ­შვის სა­ნა­ხა­ვად მო­ვი­და გი­ორ­გი. დე­დამ მას ბავ­შვი გა­უყ­ვა­ნა. მხო­ლოდ პა­ტა­რის გამო ხვდე­ბო­და, სხვა ურ­თი­ერ­თო­ბა მას­თან აღარ ჰქონ­და. გი­ორ­გი სარ­გებ­ლობ­და ამით, ბავ­შვით მა­ნი­პუ­ლი­რებ­და.

- რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა იყო მათ შო­რის?

- როცა გაგ­ვაც­ნო, კარ­გი ადა­მი­ა­ნის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა და­ტო­ვა. 6-7 თვე კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ, მერე ხან შორ­დე­ბოდ­ნენ, ხა­ნაც - რიგ­დე­ბოდ­ნენ. არა მარ­ტო დედა, არა­მედ ჩვენც საფრ­თხის ქვეშ ვი­ყა­ვით. მე ორ­ჯერ მცე­მა: მა­შინ დედა 9 თვის ფეხ­მძი­მე იყო. ნა­ჩხუბ­რე­ბი იყ­ვნენ და უნ­დო­და, დედა თა­ვის სახ­ლში წა­ეყ­ვა­ნა, ქუ­ჩა­ში სცე­მა. აივ­ნი­დან ვუ­ყუ­რებ­დით, რო­გორ მოს­დევ­და ეზო­ში. მე და ჩემ­მა დამ ჩა­ვირ­ბი­ნეთ, ეს ცხა­დია, არ ესი­ა­მოვ­ნა და ზურ­გში ხელი ისე ძლი­ე­რად ჩა­მარ­ტყა, ვე­ღარ ამო­ვი­სუნ­თქე, ძლივს მო­მა­სუ­ლი­ე­რეს... ერთი პე­რი­ო­დი აქვე ახ­ლოს, ცალ­კე ჰქონ­დათ ბინა ნა­ქი­რა­ვე­ბი და დე­დას და­ბა­დე­ბის დღე­ზე სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვი ატე­ხა იქ. იეჭ­ვი­ა­ნა და მა­ში­ნაც სას­ტი­კად სცე­მა. პატ­რულს ყვე­ლა კონ­ფლიქ­ტის დროს ვი­ძა­ხებ­დით, მაგ­რამ ცოტა ხან­ში იგი­ვე მე­ორ­დე­ბო­და. დედა ცდი­ლობ­და, რო­გორ­მე მო­ე­ცი­ლე­ბი­ნა გი­ორ­გი თა­ვი­დან, მაგ­რამ ვერ მო­ა­ხერ­ხა. ზა­ფხულ­ში სო­ფელ­ში ვი­ყა­ვით. თბი­ლის­ში დედა და ჩემი პა­ტა­რა და იყ­ვნენ, მა­შინ დავა ბავ­შვის ნათ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჰქონ­დათ. თურ­მე, გი­ორ­გი მო­უ­ვარ­და. კარი რომ არ გა­უ­ღო, კარს ბენ­ზი­ნი მი­ას­ხა, ცე­ცხლი წა­უ­კი­და და წა­ვი­და. დე­დამ პატ­რუ­ლი გა­მო­ი­ძა­ხა, ამა­სო­ბა­ში დე­დას და­ქა­ლიც მო­ვი­და და მან ჩა­აქ­რო ცე­ცხლი. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს ის არც ამის გამო და­უს­ჯი­ათ სა­კად­რი­სად - საქ­მე აღ­ძრეს ნივ­თის და­ზი­ა­ნე­ბის გამო. იცი, კარს უკან შენი ცოლ-შვი­ლია და ცე­ცხლს უკი­დებ, ეს არის მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა. მა­შინ ჯა­ნაშ­ვი­ლის მა­მი­ნაც­ვალ­მა, ად­ვო­კატ­მა სოსო ჯოგ­ლი­ძემ გვი­თხრა, ჩვენ ზა­რალს ავა­ნა­ზღა­უ­რებ­თო, მაგ­რამ არა­ფე­რი აუ­ნა­ზღა­უ­რე­ბია. სოსო ჯოგ­ლი­ძე და გი­ორ­გის დედა, თა­მა­რი ხში­რად რე­კავ­დნენ, დე­დას ეხ­ვე­წე­ბოდ­ნენ, რომ მათ­თან, გლ­დან­ში მი­სუ­ლი­ყო: გი­ორ­გი ძა­ლი­ან ცუ­დად არის, უშ­ვე­ლეო.

- და ისიც მი­დი­ო­და, არა? რომ არ წა­სუ­ლი­ყო, რა მოხ­დე­ბო­და?

- მა­შინ აქ მო­ვი­დო­და და ერთ ამ­ბავს ატეხ­და. დე­დას მე­ზობ­ლე­ბის ერი­დე­ბო­და და ცდი­ლობ­და, აქამ­დე არ მო­ეშ­ვა... ერთხელ დე­დის სა­ცემ­რად რომ გა­მო­ი­წია, ნი­ნომ მო­ი­გე­რია, ისე­თი მთვრა­ლი იყო, რომ წა­იქ­ცა, თავი რა­ღა­ცას და­არ­ტყა, ცოტა ხანი კო­მა­ში ჩა­ვარ­და. მერე და­ე­მუქ­რა: იცო­დე, ახლა ვი­ტყვი, დე­და­შენ­მა რომ წა­მაქ­ცია და მის თავს და­ვა­ჭე­რი­ნე­ბო, მაგ­რამ მერე მა­ინც, ნი­ნოს უჩივ­ლა - ეს შარ­შან, სექ­ტემ­ბერ­ში მოხ­და... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

"იმ კაცმა მეც ორჯერ მცემა: მაშინ დედა 9 თვის ფეხმძიმე იყო..." - რას ჰყვება გოგონა, რომელსაც დედა მოუკლეს

"იმ კაცმა მეც ორჯერ მცემა: მაშინ დედა 9 თვის ფეხმძიმე იყო..." - რას ჰყვება გოგონა, რომელსაც დედა მოუკლეს

39 წლის მირანდა (თათია) ვაჩეიშვილი 41 წლის გიორგი ჯანაშვილმა ელექტროსადენის კაბელით გაგუდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მათ საერთო შვილი ჰყავთ, წლისა და 2 თვის გოგონა. პოლიციამ მკვლელობის ბრალდებით ჯანაშვილი მალევე დააკავა. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს და მოტივად ეჭვიანობას ასახელებს.

მირანდას პირველი მეუღლე წლების წინ ბერად აღიკვეცა, ამიტომ მარტო უწევდა შვილების გაზრდა. მამა დავითი მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტერში ცოტა ხნის წინ აღესრულა. 2013 წელს ინტერნეტით გაიცნო მირანდამ გიორგი ჯანაშვილი და მას დაუკავშირა ცხოვრება. თუმცა, მალე კონფლიქტები დაიწყო და ახლობლების თქმით, სულ შიშში უწევდა ყოფნა. არაერთხელ სცემა მას ქმარმა, არაერთხელ მიმართა სამართალდამცავებს, მაგრამ უშედეგოდ.

მირანდა ვაჩეიშვილის ბინაში მისულს, მისი შვილები და ბავშვების ნათლია დამხვდნენ. წლისა და 2 თვის პატარა ყველას უღიმოდა. მას დედა აღარ ემახსოვრება. გაიზრდება და გაიგებს, რომ ის მამამ მოუკლა. მირანდას უფროსი ქალიშვილი 18 წლისაა, სრულწლოვან ნინოს მოუწევს და-ძმაზე ზრუნვა. 16 წლის ნატო და მისი ძმა სკოლაში დადიან.

ნატო, მოკლულის ქალიშვილი:

- დედა იმ დილით 12 საათზე გავიდა სახლიდან, ახლობელ ქალბატონებს უნდა შეხვედროდა. 2 საათში უკვე გათიშული იყო მისი ტელეფონი. სახლში ადრე უნდა მოსულიყო, რადგან მეორე დღეს მამაჩემის ორმოცი იყო და მარტყოფში უნდა წავსულიყავით (ძალიან პატარა გახლდით, მამა ბერად რომ აღიკვეცა), მაგრამ ვერც იმ საღამოს და ვერც დილით ვერ დავუკავშირდით. მარტო წავედით მონასტერში. მერე ბაბუამ დაგვირეკა, გიორგის თათია მოუკლავსო. იმ დღეს თუ უნდა შეხვედროდა მას, არ ვიცოდით... 2 დღით ადრე, ბავშვის სანახავად მოვიდა გიორგი. დედამ მას ბავშვი გაუყვანა. მხოლოდ პატარის გამო ხვდებოდა, სხვა ურთიერთობა მასთან აღარ ჰქონდა. გიორგი სარგებლობდა ამით, ბავშვით მანიპულირებდა.

- როგორი ურთიერთობა იყო მათ შორის?

- როცა გაგვაცნო, კარგი ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა. 6-7 თვე კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, მერე ხან შორდებოდნენ, ხანაც - რიგდებოდნენ. არა მარტო დედა, არამედ ჩვენც საფრთხის ქვეშ ვიყავით. მე ორჯერ მცემა: მაშინ დედა 9 თვის ფეხმძიმე იყო. ნაჩხუბრები იყვნენ და უნდოდა, დედა თავის სახლში წაეყვანა, ქუჩაში სცემა. აივნიდან ვუყურებდით, როგორ მოსდევდა ეზოში. მე და ჩემმა დამ ჩავირბინეთ, ეს ცხადია, არ ესიამოვნა და ზურგში ხელი ისე ძლიერად ჩამარტყა, ვეღარ ამოვისუნთქე, ძლივს მომასულიერეს...  ერთი პერიოდი აქვე ახლოს, ცალკე ჰქონდათ ბინა ნაქირავები და დედას დაბადების დღეზე საშინელი ამბავი ატეხა იქ. იეჭვიანა და მაშინაც სასტიკად სცემა. პატრულს ყველა კონფლიქტის დროს ვიძახებდით, მაგრამ ცოტა ხანში იგივე მეორდებოდა. დედა ცდილობდა, როგორმე მოეცილებინა გიორგი თავიდან, მაგრამ ვერ მოახერხა. ზაფხულში სოფელში ვიყავით. თბილისში დედა და ჩემი პატარა და იყვნენ, მაშინ დავა ბავშვის ნათლობასთან დაკავშირებით ჰქონდათ. თურმე, გიორგი მოუვარდა. კარი რომ არ გაუღო, კარს ბენზინი მიასხა, ცეცხლი წაუკიდა და წავიდა. დედამ პატრული გამოიძახა, ამასობაში დედას დაქალიც მოვიდა და მან ჩააქრო ცეცხლი. სამართალდამცავებს ის არც ამის გამო დაუსჯიათ საკადრისად - საქმე აღძრეს ნივთის დაზიანების გამო. იცი, კარს უკან შენი ცოლ-შვილია და ცეცხლს უკიდებ, ეს არის მკვლელობის მცდელობა. მაშინ ჯანაშვილის მამინაცვალმა, ადვოკატმა სოსო ჯოგლიძემ გვითხრა, ჩვენ ზარალს ავანაზღაურებთო, მაგრამ არაფერი აუნაზღაურებია. სოსო ჯოგლიძე და გიორგის დედა, თამარი ხშირად რეკავდნენ, დედას ეხვეწებოდნენ, რომ მათთან, გლდანში მისულიყო: გიორგი ძალიან ცუდად არის, უშველეო.

- და ისიც მიდიოდა, არა? რომ არ წასულიყო, რა მოხდებოდა?

- მაშინ აქ მოვიდოდა და ერთ ამბავს ატეხდა. დედას მეზობლების ერიდებოდა და ცდილობდა, აქამდე არ მოეშვა... ერთხელ დედის საცემრად რომ გამოიწია, ნინომ მოიგერია, ისეთი მთვრალი იყო, რომ წაიქცა, თავი რაღაცას დაარტყა, ცოტა ხანი კომაში ჩავარდა. მერე დაემუქრა: იცოდე, ახლა ვიტყვი, დედაშენმა რომ წამაქცია და მის თავს დავაჭერინებო, მაგრამ მერე მაინც, ნინოს უჩივლა - ეს შარშან, სექტემბერში მოხდა... განაგრძეთ კითხვა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ