პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვა ქუთაისში - მოკლედ, პირველი დღის შესახებ
საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვა ქუთაისში - მოკლედ, პირველი დღის შესახებ

სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის სა­ხალ­ხო-სა­ყო­ველ­თაო გან­ხილ­ვა დღეს და­ი­წყო. გან­ხილ­ვის სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო კო­მი­სი­ამ, რო­მე­ლიც 3 მა­ი­სის პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე დამ­ტკიც­და, პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა ქუ­თა­ის­ში, ლადო მეს­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რში გა­მარ­თა.

გან­ხილ­ვას ქუ­თა­ი­სის და იმე­რე­თის რე­გი­ო­ნის მო­სახ­ლე­ო­ბა, ასე­ვე სა­პარ­ლა­მენ­ტო და არა­სა­პარ­ლა­მენ­ტო ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ.

პრე­ზი­დენ­ტის არ­ჩე­ვის წესი, პრე­ზი­დენ­ტის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის სა­კი­თხი, ასე­ვე სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შე­რე­უ­ლი სის­ტე­მი­დან პრო­პორ­ცი­ულ სის­ტე­მა­ზე გა­დას­ვლა და მან­და­ტე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბის სა­კი­თხი - ეს იყო მთა­ვა­რი გან­სა­ხილ­ვე­ლი სა­კი­თხე­ბი.

სა­ყო­ველ­თაო-სა­ხალ­ხო გან­ხილ­ვის სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო კო­მი­სი­ას წარ­მო­ად­გენ­დნენ: ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე, არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძე, მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე, ზუ­რაბ ჭი­ა­ბე­რაშ­ვი­ლი, სერ­გი კა­პა­ნა­ძე, თენ­გიზ შარ­მა­ნაშ­ვი­ლი.

პრე­ზი­დენ­ტი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი სა­ერ­თო სა­ხალ­ხო გან­ხილ­ვებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღებს, თუმ­ცა დღე­ვან­დელ შეხ­ვედ­რას არ დას­წრე­ბია. რო­გორც პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­როს­მა გი­ორ­გი აბა­შიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, პრე­ზი­დენტს დღეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შეხ­ვედ­რა აქვს და ქუ­თა­ის­ში სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ყო­ველ­თაო გან­ხილ­ვას ამის გამო ვერ და­ეს­წრო.

პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ იმე­რე­თის მო­სახ­ლე­ო­ბას კონ­სტი­ტუ­ცი­ის ახა­ლი რე­დაქ­ცი­ის პრო­ექ­ტი თა­ვე­ბის მი­ხედ­ვით, დე­ტა­ლუ­რად გა­აც­ნო და ყვე­ლა იმ ძი­რი­თად ცვლი­ლე­ბა­ზე უსა­უბ­რა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

"ჩვენ არა­დე­მოკ­რა­ტი­ულ კონ­სტი­ტუ­ცი­ას ვცვლით დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­ით, ეს არის ამ ცვლი­ლე­ბე­ბის მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა"- გა­ნა­ცხა­და სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რემ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ შეხ­ვედ­რის და­სა­წყის­ში და ის სამი ძი­რი­თა­დი ამო­ცა­ნა და­ა­სა­ხე­ლა, რა­საც ეფუძ­ნე­ბა სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბი.

"მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა არის ჩვენ ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბოთ დახ­ვე­წი­ლი მმარ­თვე­ლო­ბის სის­ტე­მა. მოქ­მე­დი კონ­სტი­ტუ­ცია უხე­შად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე, ფუნ­და­მენ­ტურ დე­მოკ­რა­ტი­ულ პრინ­ცი­პებს, რაც 2010 წელს პირ­და­პირ და­ფიქ­სირ­და ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის დას­კვნა­ში. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­ნა­წი­ლე­ბის პრინ­ცი­პი არ არის და­ცუ­ლი ჩვე­ნი მოქ­მე­დი კონ­სტი­ტუ­ცი­ით. ეს ხარ­ვე­ზი სა­ჭი­რო­ებს გა­მოს­წო­რებს. 2010 წელს მო­ცე­მუ­ლი შე­ნიშ­ვნა უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ.

მე­ო­რე ამო­ცა­ნა არის, რომ უნდა ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს დახ­ვე­წი­ლი მმარ­თვე­ლო­ბის სის­ტე­მა. 2010 წელს გა­და­ვე­დით სა­პარ­ლა­მენ­ტო მმარ­თვე­ლო­ბა­ზე, თუმ­ცა ეს გა­კეთ­და ძა­ლი­ან არას­წო­რი ფორ­მით. ჩვენ გვაქვს და­უხ­ვე­წა­ვი სა­პარ­ლა­მენ­ტო მმარ­თვე­ლო­ბა, რა­საც გა­ნა­პი­რო­ბებს უამ­რა­ვი ხარ­ვე­ზი, რო­მე­ლიც ჩა­დე­ბუ­ლია მოქ­მედ კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში. ჩვე­ნი ამო­ცა­ნაა ამ სის­ტე­მის დახ­ვე­წა და და­უხ­ვე­წა­ვი სა­პარ­ლა­მენ­ტო მმარ­თვე­ლო­ბის დახ­ვე­წილ სის­ტე­მად გარ­დაქ­მნა. ასე­ვე, მოქ­მე­დი კონ­სტი­ტუ­ცია არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად და­უხ­ვე­წა­ვი ტექ­ნი­კუ­რი და რე­დაქ­ცი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სი­თაც კი.

მე­სა­მე ამო­ცა­ნა არის, რომ ერთხელ და სა­მუ­და­მოდ, ჩვენ უნდა შევ­ქმნათ ისე­თი დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო იქ­ნე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი იუ­რის­ტის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში. ჩვე­ნი ახა­ლი რე­დაქ­ცი­ით, ეს სა­მი­ვე ამო­ცა­ნა ზედ­მი­წევ­ნით შეს­რუ­ლე­ბუ­ლია", - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ სხვა­დას­ხვა სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბებ­თან ერ­თად, ახალ სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მის შე­მო­ღე­ბა­სა და პრე­ზი­დენ­ტის არ­ჩე­ვის წე­სის შეც­ვლა­ზე ისა­უბ­რა.

ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ იმე­რე­თის რე­გი­ო­ნის მო­სახ­ლე­ო­ბას დე­ტა­ლუ­რად გა­ნუ­მარ­ტა პრო­პორ­ცი­ულ სის­ტე­მა­ზე გა­დას­ვლის მნიშ­ვნე­ლო­ბა და ე.წ. ბო­ნუ­სის და­ნერგვის ახა­ლი წესი. პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ ახა­ლი სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მა პლუ­რა­ლიზ­მის მა­ღალ სტან­დარ­ტად შე­ა­ფა­სა. მან პრო­პორ­ცი­უ­ლი სის­ტე­მის ნაკ­ლო­ვან მხა­რე­ებ­ზეც ისა­უბ­რა და ერთ-ერთ პრობ­ლე­მად სტა­ბი­ლუ­რო­ბის ნაკ­ლე­ბი გა­რან­ტი­ე­ბი და­ა­სა­ხე­ლა.

ეს იყოს ის ძი­რი­თა­დი სა­კი­თხი, რომ­ლის გარ­შე­მო დე­ბა­ტე­ბი გა­ი­მარ­თა. რო­გორც ცნო­ბი­ლია არც ერთი ოპო­ზი­ცუ­რი პარ­ტია მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის მიერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბულ წესს მხარს არ უჭერს და ეს დღე­ვან­დელ გან­ხილ­ვა­ზეც და­ფიქ­სირ­და.

"ეს კონ­სტი­ტუ­ცია თქვენ არ და­გი­წე­რი­ათ, ეს ვი­ღა­ცის სახ­ლში და­ი­წე­რა, თქვენ შე­მო­აგ­დეთ ხალ­ხში და ამის მი­ღე­ბას ცდი­ლობთ, - ასე მი­მარ­თა "დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გე­ნელ­მა მა­მუ­კა აჩ­ბამ ქუ­თა­ის­ში, სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექ­ტის სა­ყო­ველ­თაო-სა­ხალ­ხო გან­ხილ­ვა­ზე პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს.

რო­გორც მა­მუ­კა აჩ­ბამ აღ­ნიშ­ნა, ის დარ­ბაზ­ში ხე­დავს პე­და­გო­გებს, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის, საკ­რე­ბუ­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლებს და სწო­რედ აღ­ნიშ­ნულ რე­სურსს იყე­ნე­ბენ სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხილ­ვის დროს.

"მინ­და ერთ სა­კი­თხზე გა­ვა­მახ­ვი­ლო ყუ­რა­დღე­ბა - ეს არის პრე­ზი­დენ­ტის არ­ჩე­ვის წესი. იმ ცვლი­ლე­ბე­ბით, რომ­ლის შე­მო­ღე­ბა­საც თქვენ ცდი­ლობთ, 150-მა და 150-მა ხმო­სან­მა უნდა იარ­ჩი­ოს პრე­ზი­დენ­ტი. თუკი მი­ტა­ცე­ბუ­ლი მან­და­ტე­ბით, ერთი რო­მე­ლი­მე პარ­ტია ქმნის სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბას, პლუს ამას საკ­რე­ბუ­ლო­ებს დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა გა­ნა­გებს, მა­შინ მათ მიერ არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტი ვისი იქ­ნე­ბა - ამ ხალ­ხის თუ თქვე­ნი?! გაგ­ვა­გე­ბი­ნეთ და აგ­ვიხ­სე­ნით. ეს არის უზურ­პა­ცია ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, რომ­ლის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი თქვენ, ბა­ტო­ნო ირაკ­ლი, ვე­რას­დროს იქ­ნე­ბით, რად­გან ეს კონ­სტი­ტუ­ცია თქვენ არ და­გი­წე­რი­ათ, ეს კონ­სტი­ტუ­ცია ვი­ღა­ცის სახ­ლში და­ი­წე­რა, თქვენ შე­მო­ი­ტა­ნეთ, "შე­მო­აგ­დეთ" ხალ­ხში და ამის მი­ღე­ბას ცდი­ლობთ", - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა აჩ­ბამ.

რაც შე­ე­ხე­ბა პარ­ლა­მენ­ტის ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბის სა­კითხს, ქუ­თა­ი­სის მო­სახ­ლე­ო­ბა დღე­ვან­დელ შეხ­ვედ­რა­ზე ყვე­ლა­ზე მე­ტად სწო­რედ ამ სა­კი­თხით და­ინ­ტე­რეს­და. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ქა­ლა­ქის ეკო­ნო­მი­კუ­რი და ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის, ასე­ვე ქა­ლა­ქი­დან მო­სახ­ლე­ო­ბის გა­დი­ნე­ბის შე­სა­ჩე­რებ­ლად, პარ­ლა­მენ­ტი უნდა დარ­ჩეს ქუ­თა­ის­ში.

კო­ბა­ხი­ძე ქუ­თა­ი­სე­ლებს და­პირ­და, რომ კონ­სტი­ტუ­ცი­ი­დან პარ­ლა­მენ­ტის ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბის ამო­ღე­ბა არ ნიშ­ნავს იმას, რომ პარ­ლა­მენ­ტი ქუ­თა­ისს და­ტო­ვებს. მისი თქმით, სა­უ­ბა­რია ქუ­თა­ი­სის მიერ ახა­ლი ფუნ­ქცი­ის შე­ძე­ნა­ზე, რაც პირ­ველ რიგ­ში, და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ქა­ლა­ქის აკა­დე­მი­ურ ფუნ­ქცი­ას­თან.

სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო კო­მი­სია რე­გი­ო­ნე­ბის მას­შტა­ბით გას­ვლით სხდო­მებს ყო­ველ­დღი­უ­რად გა­მარ­თავს. 11 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში - 5 მა­ი­სი­დან 15 მა­ი­სის ჩათ­ვლით, და­გეგ­მი­ლია გან­ხილ­ვე­ბი შემ­დეგ ქა­ლა­ქებ­ში: ქუ­თა­ი­სი, ამ­ბრო­ლა­უ­რი, ოზურ­გე­თი, ბა­თუ­მი, ზუგ­დი­დი, ახალ­ცი­ხე, გორი, თე­ლა­ვი, მცხე­თა, რუს­თა­ვი და თბი­ლი­სი. გან­ხილ­ვე­ბი 15 მა­ისს დას­რულ­დე­ბა.

ამას­თან, არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რე­გი­ო­ნებ­ში გას­ვლა, სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო კო­მი­სი­ის მუ­შა­ო­ბის პირ­ველ ეტაპს წარ­მო­ად­გენს. სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექ­ტის გან­ხილ­ვა და­გეგ­მი­ლია სხვა­დას­ხვა ჯგუ­ფებ­თან.

სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ი­სა და პარ­ლა­მენ­ტის რეგ­ლა­მენ­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის სა­ყო­ველ­თაო გან­ხილ­ვის­თვის გან­სა­ზღვრუ­ლია ერ­თთვი­ა­ნი ვადა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვა ქუთაისში - მოკლედ, პირველი დღის შესახებ

საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვა ქუთაისში - მოკლედ, პირველი დღის შესახებ

საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო-საყოველთაო განხილვა დღეს დაიწყო. განხილვის საორგანიზაციო კომისიამ, რომელიც 3 მაისის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამტკიცდა, პირველი შეხვედრა ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში გამართა.

განხილვას ქუთაისის და იმერეთის რეგიონის მოსახლეობა, ასევე საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პრეზიდენტის არჩევის წესი, პრეზიდენტის უფლებამოსილების საკითხი, ასევე საპარლამენტო არჩევნების შერეული სისტემიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლა და მანდატების განაწილების საკითხი - ეს იყო მთავარი განსახილველი საკითხები.

საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიას წარმოადგენდნენ: ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ზურაბ ჭიაბერაშვილი, სერგი კაპანაძე, თენგიზ შარმანაშვილი.

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საერთო სახალხო განხილვებში მონაწილეობას მიიღებს, თუმცა დღევანდელ შეხვედრას არ დასწრებია. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, პრეზიდენტს დღეს მნიშვნელოვანი შეხვედრა აქვს და ქუთაისში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო განხილვას ამის გამო ვერ დაესწრო.

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ იმერეთის მოსახლეობას კონსტიტუციის ახალი რედაქციის პროექტი თავების მიხედვით, დეტალურად გააცნო და ყველა იმ ძირითად ცვლილებაზე უსაუბრა, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაში ხორციელდება.

"ჩვენ არადემოკრატიულ კონსტიტუციას ვცვლით დემოკრატიული კონსტიტუციით, ეს არის ამ ცვლილებების მთავარი ამოცანა"- განაცხადა საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ შეხვედრის დასაწყისში და ის სამი ძირითადი ამოცანა დაასახელა, რასაც ეფუძნება საკონსტიტუციო ცვლილებები.

"მთავარი ამოცანა არის ჩვენ ჩამოვაყალიბოთ დახვეწილი მმართველობის სისტემა. მოქმედი კონსტიტუცია უხეშად ეწინააღმდეგება თანამედროვე, ფუნდამენტურ დემოკრატიულ პრინციპებს, რაც 2010 წელს პირდაპირ დაფიქსირდა ვენეციის კომისიის დასკვნაში. ხელისუფლების დანაწილების პრინციპი არ არის დაცული ჩვენი მოქმედი კონსტიტუციით. ეს ხარვეზი საჭიროებს გამოსწორებს. 2010 წელს მოცემული შენიშვნა უნდა გავითვალისწინოთ.

მეორე ამოცანა არის, რომ უნდა ჩამოყალიბდეს დახვეწილი მმართველობის სისტემა. 2010 წელს გადავედით საპარლამენტო მმართველობაზე, თუმცა ეს გაკეთდა ძალიან არასწორი ფორმით. ჩვენ გვაქვს დაუხვეწავი საპარლამენტო მმართველობა, რასაც განაპირობებს უამრავი ხარვეზი, რომელიც ჩადებულია მოქმედ კონსტიტუციაში. ჩვენი ამოცანაა ამ სისტემის დახვეწა და დაუხვეწავი საპარლამენტო მმართველობის დახვეწილ სისტემად გარდაქმნა. ასევე, მოქმედი კონსტიტუცია არის აბსოლუტურად დაუხვეწავი ტექნიკური და რედაქციული თვალსაზრისითაც კი.

მესამე ამოცანა არის, რომ ერთხელ და სამუდამოდ, ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი დოკუმენტი, რომელიც სახელმძღვანელო იქნება ნებისმიერი იურისტისთვის საქართველოში. ჩვენი ახალი რედაქციით, ეს სამივე ამოცანა ზედმიწევნით შესრულებულია", - განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ სხვადასხვა საკონსტიტუციო ცვლილებებთან ერთად, ახალ საარჩევნო სისტემის შემოღებასა და პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლაზე ისაუბრა.

ირაკლი კობახიძემ იმერეთის რეგიონის მოსახლეობას დეტალურად განუმარტა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მნიშვნელობა და ე.წ. ბონუსის დანერგვის ახალი წესი. პარლამენტის თავმჯდომარემ ახალი საარჩევნო სისტემა პლურალიზმის მაღალ სტანდარტად შეაფასა. მან პროპორციული სისტემის ნაკლოვან მხარეებზეც ისაუბრა და ერთ-ერთ პრობლემად სტაბილურობის ნაკლები გარანტიები დაასახელა.

ეს იყოს ის ძირითადი საკითხი, რომლის გარშემო დებატები გაიმართა. როგორც ცნობილია არც ერთი ოპოზიცური პარტია მმართველი პარტიის მიერ შემოთავაზებულ წესს მხარს არ უჭერს და ეს დღევანდელ განხილვაზეც დაფიქსირდა.

"ეს კონსტიტუცია თქვენ არ დაგიწერიათ, ეს ვიღაცის სახლში დაიწერა, თქვენ შემოაგდეთ ხალხში და ამის მიღებას ცდილობთ, - ასე მიმართა "დემოკრატიული მოძრაობის" წარმომადგენელმა მამუკა აჩბამ ქუთაისში, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს.

როგორც მამუკა აჩბამ აღნიშნა, ის დარბაზში ხედავს პედაგოგებს, მუნიციპალიტეტის, საკრებულოს წარმომადგენლებს და სწორედ აღნიშნულ რესურსს იყენებენ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის დროს.

"მინდა ერთ საკითხზე გავამახვილო ყურადღება - ეს არის პრეზიდენტის არჩევის წესი. იმ ცვლილებებით, რომლის შემოღებასაც თქვენ ცდილობთ, 150-მა და 150-მა ხმოსანმა უნდა იარჩიოს პრეზიდენტი. თუკი მიტაცებული მანდატებით, ერთი რომელიმე პარტია ქმნის საპარლამენტო უმრავლესობას, პლუს ამას საკრებულოებს დღევანდელი მდგომარეობით ხელისუფლების წარმომადგენლობის უმრავლესობა განაგებს, მაშინ მათ მიერ არჩეული პრეზიდენტი ვისი იქნება - ამ ხალხის თუ თქვენი?! გაგვაგებინეთ და აგვიხსენით. ეს არის უზურპაცია ხელისუფლების, რომლის პასუხისმგებელი თქვენ, ბატონო ირაკლი, ვერასდროს იქნებით, რადგან ეს კონსტიტუცია თქვენ არ დაგიწერიათ, ეს კონსტიტუცია ვიღაცის სახლში დაიწერა, თქვენ შემოიტანეთ, "შემოაგდეთ" ხალხში და ამის მიღებას ცდილობთ", - განაცხადა მამუკა აჩბამ.

რაც შეეხება პარლამენტის ადგილმდებარეობის საკითხს, ქუთაისის მოსახლეობა დღევანდელ შეხვედრაზე ყველაზე მეტად სწორედ ამ საკითხით დაინტერესდა. ადგილობრივების განცხადებით, ქალაქის ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის, ასევე ქალაქიდან მოსახლეობის გადინების შესაჩერებლად, პარლამენტი უნდა დარჩეს ქუთაისში.

კობახიძე ქუთაისელებს დაპირდა, რომ კონსტიტუციიდან პარლამენტის ადგილმდებარეობის ამოღება არ ნიშნავს იმას, რომ პარლამენტი ქუთაისს დატოვებს. მისი თქმით, საუბარია ქუთაისის მიერ ახალი ფუნქციის შეძენაზე, რაც პირველ რიგში, დაკავშირებულია ქალაქის აკადემიურ ფუნქციასთან.

საორგანიზაციო კომისია რეგიონების მასშტაბით გასვლით სხდომებს ყოველდღიურად გამართავს. 11 დღის განმავლობაში - 5 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით, დაგეგმილია განხილვები შემდეგ ქალაქებში: ქუთაისი, ამბროლაური, ოზურგეთი, ბათუმი, ზუგდიდი, ახალციხე, გორი, თელავი, მცხეთა, რუსთავი და თბილისი. განხილვები 15 მაისს დასრულდება.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, რეგიონებში გასვლა, საორგანიზაციო კომისიის მუშაობის პირველ ეტაპს წარმოადგენს. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა დაგეგმილია სხვადასხვა ჯგუფებთან.

საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვისთვის განსაზღვრულია ერთთვიანი ვადა.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ ახალუბანთან მწყემსი დააკავეს

5 დეპუტატი, რომელმაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მხარი არ დაუჭირა

საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით დამტკიცდა - როგორ ჩატარდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები