პოლიტიკა
კონფლიქტები

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯავახიშვილის ქუჩაზე 26 წლის ბიჭი მისმა თანატოლებმა ჩაცხრილეს - შსს დაკავებულების კადრებს ავრცელებს
 ჯავახიშვილის ქუჩაზე 26 წლის ბიჭი მისმა თანატოლებმა ჩაცხრილეს - შსს დაკავებულების კადრებს ავრცელებს

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე სამი პირი და­ა­კა­ვეს. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. ორი პირი: 22 წლის ნ.მ და 26 წლის ო.თ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს, კი­დევ ერთი პირი 23 წლის ბ.ჩ და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

იხი­ლეთ ვი­დე­ო­მა­სა­ლა, რო­მე­ლიც შსს-მ ახ­ლა­ხანს გა­ავ­რცე­ლა

"შსს-ს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დე­ტექ­ტი­ვე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს და ძვე­ლი თბი­ლი­სის სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ერ­თობ­ლი­ვად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი სამი პირი: 1995 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნ.მ. და 1991 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ო.თ. - გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით, ხოლო 1994 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ბ.ჩ. - და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ ნ.მ.-მ და ო.თ.-მ თბი­ლის­ში, ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე, წარ­სულ­ში მომ­ხდა­რი კონ­ფლიქ­ტის გამო, ნაც­ნო­ბი - 1991 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.შ. ავ­ტო­მა­ტუ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან რამ­დე­ნი­მე გას­რო­ლით დაჭ­რეს და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მალ­ნენ. მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბის შე­დე­გად, გ.შ. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა.

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: "ორი კვი­რის წინ მო­იყ­ვა­ნა ცო­ლად 19 წლის გოგო..." - ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მოკ­ლუ­ლი ბი­ჭის მე­გო­ბა­რი მკვლე­ლო­ბის დე­ტა­ლებს ყვე­ბა

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა 2 ბრალ­დე­ბუ­ლი მომ­ხდა­რი­დან მე­ო­რე დღეს, თბი­ლის­ში, ხოლო მე­სა­მე ბრალ­დე­ბუ­ლი - სარ­ფის სა­სა­ზღვრო გამ­შვებ პუნ­ქტთან და­ა­კა­ვეს. პო­ლი­ცი­ამ შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან 13 მას­რა და 5 ცალი ტყვი­ის გუ­ლის ფრაგ­მენ­ტი ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო.

გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე, რო­მე­ლიც და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­შია ჩა­დე­ნი­ლი ჯგუ­ფუ­რად და ისე­თი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით, რო­მე­ლიც საფრ­თხეს უქ­მნის სხვა­თა სი­ცო­ცხლეს და ჯან­მრთე­ლო­ბას, ასე­ვე, და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბი­სა და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის ფაქ­ტებ­ზე (სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 109-ე, 376-ე და 236-ე მუხ­ლე­ბით)" - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

3 მა­ისს, 26 წლის გი­ორ­გი შა­რა­შე­ნი­ძე ჩუ­ღუ­რე­თის რა­ი­ონ­ში, ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის ქუ­ჩის 48 ნო­მერ­თან მოკ­ლეს - თავ­დამ­სხმელ­მა 26 წლის ბიჭი სა­კუ­თარ მან­ქა­ნა­ში ავ­ტო­მა­ტით ჩა­ცხრი­ლა. თვითმხილ­ვე­ლე­ბის თქმით, ახალ­გაზ­რდა მან­ქა­ნა­ში იჯდა, რა დრო­საც ცე­ცხლი გა­უხ­სნეს. დაჭ­რი­ლი ინ­გო­როყ­ვას კლი­ნი­კა­ში გამ­ვლელ­მა გა­და­იყ­ვა­ნა, თუმ­ცა ის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნის­თა­ნა­ვე გარ­და­იც­ვა­ლა.

ჯავახიშვილის ქუჩაზე 26 წლის ბიჭი მისმა თანატოლებმა ჩაცხრილეს - შსს დაკავებულების კადრებს ავრცელებს

 ჯავახიშვილის ქუჩაზე 26 წლის ბიჭი მისმა თანატოლებმა ჩაცხრილეს - შსს დაკავებულების კადრებს ავრცელებს

სამართალდამცველებმა ჯავახიშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სამი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ორი პირი: 22 წლის ნ.მ და 26 წლის ო.თ განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, კიდევ ერთი პირი 23 წლის ბ.ჩ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.

იხილეთ ვიდეომასალა, რომელიც შსს-მ ახლახანს გაავრცელა

"შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი სამი პირი: 1995 წელს დაბადებული ნ.მ. და 1991 წელს დაბადებული ო.თ. - განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 1994 წელს დაბადებული ბ.ჩ. - დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ნ.მ.-მ და ო.თ.-მ თბილისში, ივანე ჯავახიშვილის ქუჩაზე, წარსულში მომხდარი კონფლიქტის გამო, ნაცნობი - 1991 წელს დაბადებული გ.შ. ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაჭრეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მიყენებული ჭრილობების შედეგად, გ.შ. საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

ასევე წაიკითხეთ: "ორი კვირის წინ მოიყვანა ცოლად 19 წლის გოგო..." - ჯავახიშვილის ქუჩაზე მოკლული ბიჭის მეგობარი მკვლელობის დეტალებს ყვება

სამართალდამცველებმა 2 ბრალდებული მომხდარიდან მეორე დღეს, თბილისში, ხოლო მესამე ბრალდებული - სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან დააკავეს. პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან 13 მასრა და 5 ცალი ტყვიის გულის ფრაგმენტი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება მიმდინარეობს განზრახ მკვლელობის ფაქტზე, რომელიც დამამძიმებელ გარემოებაშია ჩადენილი ჯგუფურად და ისეთი საშუალებებით, რომელიც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ასევე, დანაშაულის შეუტყობინებლობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე (საქართველოს სსკ-ის 109-ე, 376-ე და 236-ე მუხლებით)" - ნათქვამია განცხადებაში.

3 მაისს, 26 წლის გიორგი შარაშენიძე ჩუღურეთის რაიონში, ჯავახიშვილის ქუჩის 48 ნომერთან მოკლეს - თავდამსხმელმა 26 წლის ბიჭი საკუთარ მანქანაში ავტომატით ჩაცხრილა. თვითმხილველების თქმით, ახალგაზრდა მანქანაში იჯდა, რა დროსაც ცეცხლი გაუხსნეს. დაჭრილი ინგოროყვას კლინიკაში გამვლელმა გადაიყვანა, თუმცა ის საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ