პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორი - ბრალდების ერთ-ერთ მოწმეზე რელიგიური მოტივით მუქარისშემცველი ზარი განხორციელდა
ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორი - ბრალდების ერთ-ერთ მოწმეზე რელიგიური მოტივით მუქარისშემცველი ზარი განხორციელდა

ე.წ. ცი­ა­ნი­დის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბის ერთ-ერთ მოწ­მე­ზე რე­ლი­გი­უ­რი მო­ტი­ვით მუ­ქა­რის­შემ­ცვე­ლი ზარი გან­ხორ­ცი­ელ­და, - ამის შე­სა­ხებ ე.წ. ცი­ა­ნი­დის საქ­მის ერთ-ერ­თმა პრო­კუ­რორ­მა გა­ნა­ცხა­და.

პრო­კუ­რორ­მა აღ­ნიშ­ნულ­ზე სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის და­ხურ­ვის თა­ო­ბა­ზე შუ­ამ­დგომ­ლო­ბის და­ყე­ნე­ბი­სას ისა­უბ­რა, თუმ­ცა მოწ­მის ვი­ნა­ო­ბა და მუ­ქა­რის­შემ­ცვე­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბის ავ­ტო­რი არ და­უ­სა­ხე­ლე­ბია. აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტი, პრო­კუ­რო­რის თქმით, ერთ-ერთი არ­გუ­მენ­ტია იმის, რომ წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მა და­ი­ხუ­როს.

"ბრალ­დე­ბის მხა­რის ერთ-ერთ მოწ­მე­ზე გან­ხორ­ცი­ელ­და, სა­ვა­რა­უ­დოდ, მუ­ქა­რის­შემ­ცვე­ლი ზარი. დად­გე­ნი­ლია, რომ სა­ვა­რა­უ­დო, მუ­ქა­რის­შემ­ცვე­ლი ზარი არის რე­ლი­გი­უ­რი მო­ტი­ვის. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ხე­ზეა რე­ლი­გი­უ­რი ნიშ­ნით და­პი­რის­პი­რე­ბის გაღ­ვი­ვე­ბის ნიშ­ნე­ბი", - გა­ნა­ცხა­და პრო­კუ­რორ­მა.

პრო­კუ­რორ­მა სა­სა­მარ­თლო სხდო­მის და­ხურ­ვის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის და­ყე­ნე­ბი­სას ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ საქ­მე­ში მო­ნა­წი­ლე არა­ერ­თი პი­რის, მათ შო­რის ბრალ­დე­ბუ­ლის ოჯა­ხის მი­მართ ხორ­ცი­ელ­დე­ბა დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რაც ასე­ვე ერთ-ერთი არ­გუ­მენ­ტია პრო­ცე­სის და­ხურ­ვი­სა, რად­გან შე­საძ­ლოა პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე პი­რე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბას საფრ­თხე და­ე­მუქ­როს.

პრო­კუ­რორ­მა საქ­მის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ში, კერ­ძოდ, ვი­დეო ჩა­ნა­წე­რებ­ში დე­კა­ნოზ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის, რო­გორც სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის ქცე­ვა­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ამით შე­საძ­ლოა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მო­რა­ლუ­რი წეს­რი­გი და­არ­ღვი­ოს, ვი­ნა­ი­დან ჩა­ნა­წე­რებ­ში ბრალ­დე­ბუ­ლის, რო­გორც სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის მო­რა­ლუ­რი თვი­სე­ბე­ბი და ზნე­ობ­რი­ვი წესი ნე­გა­ტი­უ­რად ჩანს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორი - ბრალდების ერთ-ერთ მოწმეზე რელიგიური მოტივით მუქარისშემცველი ზარი განხორციელდა

ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორი - ბრალდების ერთ-ერთ მოწმეზე რელიგიური მოტივით მუქარისშემცველი ზარი განხორციელდა

ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდების ერთ-ერთ მოწმეზე რელიგიური მოტივით მუქარისშემცველი ზარი განხორციელდა, - ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმის ერთ-ერთმა პროკურორმა განაცხადა.

პროკურორმა აღნიშნულზე სასამართლო პროცესის დახურვის თაობაზე შუამდგომლობის დაყენებისას ისაუბრა, თუმცა მოწმის ვინაობა და მუქარისშემცველი შეტყობინების ავტორი არ დაუსახელებია. აღნიშნული ფაქტი, პროკურორის თქმით, ერთ-ერთი არგუმენტია იმის, რომ წინასასამართლო სხდომა დაიხუროს.

"ბრალდების მხარის ერთ-ერთ მოწმეზე განხორციელდა, სავარაუდოდ, მუქარისშემცველი ზარი. დადგენილია, რომ სავარაუდო, მუქარისშემცველი ზარი არის რელიგიური მოტივის. აქედან გამომდინარე, სახეზეა რელიგიური ნიშნით დაპირისპირების გაღვივების ნიშნები", - განაცხადა პროკურორმა.

პროკურორმა სასამართლო სხდომის დახურვის შუამდგომლობის დაყენებისას ასევე აღნიშნა, რომ საქმეში მონაწილე არაერთი პირის, მათ შორის ბრალდებულის ოჯახის მიმართ ხორციელდება დაცვის სპეციალური ღონისძიებები, რაც ასევე ერთ-ერთი არგუმენტია პროცესის დახურვისა, რადგან შესაძლოა პროცესში მონაწილე პირების უსაფრთხოებას საფრთხე დაემუქროს.

პროკურორმა საქმის მტკიცებულებებში, კერძოდ, ვიდეო ჩანაწერებში დეკანოზ გიორგი მამალაძის, როგორც სასულიერო პირის ქცევაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამით შესაძლოა საზოგადოებაში მორალური წესრიგი დაარღვიოს, ვინაიდან ჩანაწერებში ბრალდებულის, როგორც სასულიერო პირის მორალური თვისებები და ზნეობრივი წესი ნეგატიურად ჩანს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ