პოლიტიკა
მსოფლიო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ბედი ეწია წყნეთის სამთავრობო აგარაკებს, სადაც სააკაშვილის ხელისუფლების წევრები ცხოვრობდნენ
რა ბედი ეწია წყნეთის სამთავრობო აგარაკებს, სადაც სააკაშვილის ხელისუფლების წევრები ცხოვრობდნენ

წყნე­თის სამ­თავ­რო­ბო აგა­რა­კე­ბი, სა­დაც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წევ­რე­ბი ოჯა­ხებ­თან ერ­თად (მათ შო­რი­საა უგუ­ლა­ვას, სან­დრა რუ­ლოვ­სის, მე­რა­ბიშ­ვი­ლი­სა და ბო­კე­რი­ას აგა­რა­კე­ბი) წლე­ბის მან­ძილ­ზე ცხოვ­რობ­დნენ, დღეს ღია აუქ­ცი­ო­ნის წე­სით ქი­რავ­დე­ბა.

"ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მოს­ვლის შემ­დეგ, უკვე ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრებ­მა - ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სხვა წარ­მო­მად­გნე­ლებ­მა, არა­ერ­თხელ ისა­უბ­რეს ამ ქო­ნე­ბის უფრო გო­ნივ­რუ­ლად და ეფექ­ტუ­რად გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე, თუმ­ცა რე­ა­ლუ­რი ნა­ბი­ჯე­ბი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით არ გა­დად­გმუ­ლა. 17 აგა­რა­კი 2013 წლის შემ­დეგ ხელ­მი­საწ­ვდო­მია ნე­ბის­მი­ე­რის­თვის, ვი­საც მისი ქი­რა­ო­ბის სურ­ვი­ლი და ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სი აქვს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, 2014 წელს ქო­ნე­ბა საპ­რი­ვა­ტი­ზა­ციო ნუს­ხა­ში მოხ­ვდა, მას შემ­დეგ რაც მთავ­რო­ბამ სა­ვა­ლუ­ტო კრი­ზი­სი­დან გა­მო­სას­ვლე­ლი გეგ­მა წარ­მო­ად­გი­ნა. თუმ­ცა, ქო­ნე­ბა რე­ა­ლუ­რად არ გა­ყი­დუ­ლა და მათი იჯა­რით გა­ცე­მა გრძელ­დე­ბა. აგა­რა­კე­ბი­დან მხო­ლოდ ერ­თია გა­ყი­დუ­ლი.

"ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში წყნე­თის სამ­თავ­რო­ბო აგა­რა­კე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს სსიპ "სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტოს" გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში იყო. 2014 წელს აგა­რა­კე­ბი, რო­გორც უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა, სა­კუთ­რე­ბა­ში გა­და­ე­ცა (კა­პი­ტალ­ში შე­ტა­ნის გზით) სა­ხელ­მწი­ფო 100%-იანი წი­ლით და­ფუძ­ნე­ბულ სა­წარ­მოს შპს "სა­ხელ­მწი­ფო მომ­სა­ხუ­რე­ბის ბი­უ­როს". 2015 წლის მა­ის­ში კი "სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს" ვებ-გვერ­დზე გა­მოჩ­ნდა დე­ტა­ლე­ბი სამ­თავ­რო­ბო აგა­რა­კე­ბის გა­ყიდ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით. იმ პე­რი­ოდ­ში წყნე­თის სამ­თავ­რო­ბო აგა­რა­კებს სა­ხელ­მწი­ფო 21 560 000 დო­ლა­რად ყიდ­და.

"სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს" ვებ-გვერ­დზე გან­თავ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, მი­წის ფარ­თო­ბი 100 475 კვ. მეტრს შე­ად­გენს, შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბის ფარ­თო­ბი კი - 8041.8 კვ.მ. ქო­ნე­ბა სულ 21 შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბას მო­ი­ცავს.

ამ­ჟა­მად "შპს "აქ­ტი­ვე­ბის მარ­თვი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის კომ­პა­ნი­ა­ში" აცხა­დე­ბენ, რომ სა­კუთ­რე­ბად რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის იჯა­რის წე­სით გა­ცე­მა ხორ­ცი­ელ­დე­ბა ელექტრო­ნუ­ლი აუქ­ცი­ო­ნის სა­ფუძ­ველ­ზე, ლი­ცენ­ზი­რე­ბუ­ლი აუ­დი­ტო­რის მიერ გან­სა­ზღვრუ­ლი სა­წყი­სი სა­ი­ჯა­რო ფა­სით. ელექტრო­ნულ აუქ­ცი­ონ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა (ვებ-გვერ­დზე www.eauction.ge) ნე­ბის­მი­ერ მსურ­ვე­ლის შე­უძ­ლია.

"სულ 17 აგა­რა­კია. სა­წყი­სი ფასი 3 000 ლა­რია, ზოგ შემ­თხვე­ვა­ში კი თვი­უ­რი იჯა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 11 000 ლარს აღ­წევს. სხვა­დას­ხვა კო­ტეჯს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ფასი აქვს. ზა­ფხუ­ლის სე­ზო­ნი სულ დატ­ვირ­თუ­ლია. სტუმ­რე­ბის ნა­წი­ლი ქარ­თვე­ლე­ბი არი­ან, ნა­წი­ლი - უცხო­ე­ლე­ბი. ხში­რად გვყავს ამე­რი­კე­ლი დამ­სვე­ნებ­ლე­ბი," - აღ­ნიშ­ნა AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში წყნე­თის სამ­თავ­რო­ბო აგა­რა­კე­ბის ზე­დამ­ხედ­ველ­მა და­ვით და­რახვე­ლი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა ერთ გა­ყი­დულ აგა­რაკს - სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის 2016 წლის 27 ოქ­ტომ­ბრის გან­კარ­გუ­ლე­ბით, დაბა წყნეთ­ში მდე­ბა­რე 8 226 კვ.მ. არა­სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მი­წის ნაკ­ვე­თი და მას­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბა პირ­და­პი­რი მი­ყიდ­ვის ფორ­მით 4 288 320 ლა­რად სა­კუთ­რე­ბა­ში გა­და­ე­ცა ფი­ზი­კურ პირს თა­მაზ სომ­ხიშ­ვილს. უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის სა­ბაზ­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბა სსიპ "ლე­ვან სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნულ­მა ბი­უ­რომ" და­ად­გი­ნა.

1957 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი თა­მაზ სომ­ხიშ­ვი­ლი 50 ყვე­ლა­ზე მდი­დარ ქარ­თველს შო­რის სა­ხელ­დე­ბა. სხვა­დას­ხვა წყა­როს ცნო­ბით, მისი ქო­ნე­ბა ასე­უ­ლო­ბით მი­ლი­ონ დო­ლარს აღ­წევს. ქარ­თველ­მა მი­ლი­ო­ნერ­მა სა­ქარ­თვე­ლო გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 90-იან წლებ­ში და­ტო­ვა და რუ­სეთ­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად, სა­დაც სხვა­დას­ხვა ბიზ­ნე­სი წა­მო­ი­წყო. მისი ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბა ძი­რი­თა­დად სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბას, ინ­დუსტრი­ულ სფე­რო­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას მო­ი­ცავს. თა­მაზ სომ­ხიშ­ვი­ლი კომ­პა­ნი­ებს ფლობს რუ­სეთ­ში, ევ­რო­პა­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში. ასე­ვე არის სა­ქარ­თვე­ლოს ბიზ­ნეს ასო­ცი­ა­ცი­ის სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს წევ­რი და სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ფონ­დის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და პრე­ზი­დენ­ტი.

კი­დევ ერთი სამ­თავ­რო­ბო აგა­რა­კი, უფრო ადრე, 2014 წელს, სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის ქვრივს მა­ნა­ნა არჩვა­ძე-გამ­სა­ხურ­დი­ას გა­და­ე­ცა დაბა წყნეთ­ში, სტა­ლი­ნის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბი და მათ­ზე და­მაგ­რე­ბუ­ლი 4 580 კვ.მ. არა­სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მი­წის ნაკ­ვე­თი სიმ­ბო­ლურ ფა­სად 1 ლა­რად (წა­ი­კი­თხეთ ვრცლად 1 ლა­რად გა­და­ცე­მუ­ლი ქო­ნე­ბის შე­სა­ხებ)

ასე­თია წყნე­თის სამ­თავ­რო­ბო აგა­რა­კე­ბის უკა­ნას­კნე­ლი წლე­ბის ის­ტო­რია. პრე­მი­ერ ივა­ნიშ­ვი­ლის და­პი­რე­ბა ნა­წი­ლობ­რივ შეს­რულ­და და ამ ქო­ნე­ბით სამ­თავ­რო­ბო წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აღარ სარ­გებ­ლო­ბენ. თუმ­ცა, სა­ზო­გა­დო­ე­ბა კვლა­ვაც ელო­დე­ბა და­პი­რე­ბის მე­ო­რე ნა­წი­ლის შეს­რუ­ლე­ბას, რაც ამ ქო­ნე­ბის ეფექ­ტუ­რად გა­მო­ყე­ნე­ბას გუ­ლის­ხმობ­და. სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო პი­რე­ბის­ვე თქმით, კო­ტე­ჯე­ბის იჯა­რით გა­ცე­მა არ არის იმ­დე­ნად ეფექ­ტუ­რი, რო­გორც მათი გა­ყიდ­ვა და ამ გზით ინ­ვეს­ტი­ცი­ის მო­ზიდ­ვა იქ­ნე­ბა.

ნანა მღებ­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

რა ბედი ეწია წყნეთის სამთავრობო აგარაკებს, სადაც სააკაშვილის ხელისუფლების წევრები ცხოვრობდნენ

რა ბედი ეწია წყნეთის სამთავრობო აგარაკებს, სადაც სააკაშვილის ხელისუფლების წევრები ცხოვრობდნენ

წყნეთის სამთავრობო აგარაკები, სადაც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების წევრები ოჯახებთან ერთად (მათ შორისაა უგულავას, სანდრა რულოვსის, მერაბიშვილისა და ბოკერიას აგარაკები) წლების მანძილზე ცხოვრობდნენ, დღეს ღია აუქციონის წესით ქირავდება.

"ოცნების" ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, უკვე ყოფილმა პრემიერ-მინისტრებმა - ბიძინა ივანიშვილმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და ხელისუფლების სხვა წარმომადგნელებმა, არაერთხელ ისაუბრეს ამ ქონების უფრო გონივრულად და ეფექტურად გამოყენებაზე, თუმცა რეალური ნაბიჯები ამ მიმართულებით არ გადადგმულა. 17 აგარაკი 2013 წლის შემდეგ ხელმისაწვდომია ნებისმიერისთვის, ვისაც მისი ქირაობის სურვილი და ფინანსური რესურსი აქვს. მოგვიანებით, 2014 წელს ქონება საპრივატიზაციო ნუსხაში მოხვდა, მას შემდეგ რაც მთავრობამ სავალუტო კრიზისიდან გამოსასვლელი გეგმა წარმოადგინა. თუმცა, ქონება რეალურად არ გაყიდულა და მათი იჯარით გაცემა გრძელდება. აგარაკებიდან მხოლოდ ერთია გაყიდული.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში წყნეთის სამთავრობო აგარაკები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს" განკარგულებაში იყო. 2014 წელს აგარაკები, როგორც უძრავი ქონება, საკუთრებაში გადაეცა (კაპიტალში შეტანის გზით) სახელმწიფო 100%-იანი წილით დაფუძნებულ საწარმოს შპს "სახელმწიფო მომსახურების ბიუროს". 2015 წლის მაისში კი "სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" ვებ-გვერდზე გამოჩნდა დეტალები სამთავრობო აგარაკების გაყიდვასთან დაკავშირებით. იმ პერიოდში წყნეთის სამთავრობო აგარაკებს სახელმწიფო 21 560 000 დოლარად ყიდდა.

"სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, მიწის ფართობი 100 475 კვ. მეტრს შეადგენს, შენობა-ნაგებობების ფართობი კი - 8041.8 კვ.მ. ქონება სულ 21 შენობა-ნაგებობას მოიცავს.

ამჟამად "შპს "აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიაში" აცხადებენ, რომ საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონების იჯარის წესით გაცემა ხორციელდება ელექტრონული აუქციონის საფუძველზე, ლიცენზირებული აუდიტორის მიერ განსაზღვრული საწყისი საიჯარო ფასით. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობა (ვებ-გვერდზე www.eauction.ge) ნებისმიერ მსურველის შეუძლია.

"სულ 17 აგარაკია. საწყისი ფასი 3 000 ლარია, ზოგ შემთხვევაში კი თვიური იჯარის ღირებულება 11 000 ლარს აღწევს. სხვადასხვა კოტეჯს განსხვავებული ფასი აქვს. ზაფხულის სეზონი სულ დატვირთულია. სტუმრების ნაწილი ქართველები არიან, ნაწილი - უცხოელები. ხშირად გვყავს ამერიკელი დამსვენებლები," - აღნიშნა AMBEBI.GE-სთან საუბარში წყნეთის სამთავრობო აგარაკების ზედამხედველმა დავით დარახველიძემ.

რაც შეეხება ერთ გაყიდულ აგარაკს - საქართველოს მთავრობის 2016 წლის 27 ოქტომბრის განკარგულებით, დაბა წყნეთში მდებარე 8 226 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული რამდენიმე შენობა-ნაგებობა პირდაპირი მიყიდვის ფორმით 4 288 320 ლარად საკუთრებაში გადაეცა ფიზიკურ პირს თამაზ სომხიშვილს. უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება სსიპ "ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ" დაადგინა.

1957 წელს დაბადებული თამაზ სომხიშვილი 50 ყველაზე მდიდარ ქართველს შორის სახელდება. სხვადასხვა წყაროს ცნობით, მისი ქონება ასეულობით მილიონ დოლარს აღწევს. ქართველმა მილიონერმა საქართველო გასული საუკუნის 90-იან წლებში დატოვა და რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც სხვადასხვა ბიზნესი წამოიწყო. მისი ბიზნესსაქმიანობა ძირითადად სოფლის მეურნეობას, ინდუსტრიულ სფეროსა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას მოიცავს. თამაზ სომხიშვილი კომპანიებს ფლობს რუსეთში, ევროპასა და საქართველოში. ასევე არის საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სამეურვეო საბჭოს წევრი და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ფონდის დამფუძნებელი და პრეზიდენტი.

კიდევ ერთი სამთავრობო აგარაკი, უფრო ადრე, 2014 წელს, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ქვრივს მანანა არჩვაძე-გამსახურდიას გადაეცა დაბა წყნეთში, სტალინის ქუჩაზე მდებარე შენობა-ნაგებობები და მათზე დამაგრებული 4 580 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი სიმბოლურ ფასად 1 ლარად (წაიკითხეთ ვრცლად 1 ლარად გადაცემული ქონების შესახებ)

ასეთია წყნეთის სამთავრობო აგარაკების უკანასკნელი წლების ისტორია. პრემიერ ივანიშვილის დაპირება ნაწილობრივ შესრულდა და ამ ქონებით სამთავრობო წარმომადგენლები აღარ სარგებლობენ. თუმცა, საზოგადოება კვლავაც ელოდება დაპირების მეორე ნაწილის შესრულებას, რაც ამ ქონების ეფექტურად გამოყენებას გულისხმობდა. სახელისუფლებო პირებისვე თქმით, კოტეჯების იჯარით გაცემა არ არის იმდენად ეფექტური, როგორც მათი გაყიდვა და ამ გზით ინვესტიციის მოზიდვა იქნება.

ნანა მღებრიშვილი

AMBEBI.GE

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."