მაია ასათიანი შვილის გარდაცვალების შემდეგ ტელეეკრანზე პირველად გამოჩნდა და გადაცემა "პროფილის" ეთერში ტრაგედიის დღე გაიხსენა.
"მე და ნუცას ყოველწამიერი კონტაქტი გვქონდა. გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე ვესაუბრე სკაიპით, სულ ხუმრობა ჩემთან დაკავშირებულ ინტერნეტ ბულინგის თემაზე და ცდილობდა გავემხნევებინე. ეს ის პერიოდი იყო ჩემზე "გიფები" რომ გაკეთდა. მეუბნეოდა, დე იმედია ახლა არ ზიხარ და ამაზე არ ნერვიულობო, ცოტა "ლაითად" შეხედე ამ ყველაფერსო. ცოტა ხანს ვისაუბრეთ, ეს იყო ჩვენი ბოლო საუბარი. ძალიან ხანმოკლე საუბარი იყო, თითქოს რაღაც დამაკლდა. ბოლოს მითხრა, რომ "დედა, ძალიან მენატრებიო". მეორე დღეს, შუადღის 3 სააათზე მირეკავდა უნივერსისტეტის წარმომადგენელი... მითხრა, რომ ნუცა იყო ძალიან ცუდათ და მასთან უნდა ჩავსულიყავი. თავიდან, ვერ გავიაზრე ბოლომდე, რა მოხდა. მე და ნუცას მამა პარიზში იმავე ღამეს გადავფრინდით. დიაგნოზი იყო მენინგოკოქცემია, ეს ძალიან მძიმე დაავადებაა და ნუცას უმძიმესი ფორმა შეხვდა. მე რომ ჩავედი ის უკვე კომაში იყო, რეალურად 2-3 საათი გავატარეთ ერთად. შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა. მეც მქონდა შეკითხვები ჩემს თავთან, გამეგრძელებინა თუ არა ცხოვრება... მივხვდი, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი", - განაცხადა მაია ასათიანმა.
მაია ასათიანის და ირაკლი მახვილაძის 18 წლის ქალიშვილი ნუცა მახვილაძე პარიზის საავადმყოფოში 23 თებერვალს გარდაიცვალა. გოგონა მენინგოკოკური ინფექციის შედეგად, საავადმყოფოში კომატოზურ მდგომარეობაში მოათავსეს. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ნუცა მახვილაძე საფრანგეთში, ამერიკულ უნივერსიტეტში პიარისა და მარკეტინგის ფაკულტეტზე სწავლობდა.