პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვეღარ ვწერდი, ნევროზული სიტუაცია დამეწყო..." - რა დაეხმარა ნინა სუბლატს საკუთარი თავის ხელახლა აღმოჩენაში
"ვეღარ ვწერდი, ნევროზული სიტუაცია დამეწყო..." - რა დაეხმარა ნინა სუბლატს საკუთარი თავის ხელახლა აღმოჩენაში

მუ­სი­კო­სი ნინა სუბ­ლა­ტი ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ თავ­და­პირ­ვე­ლად მუ­სი­კა­ლურ პრო­ექტ "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლავ­ში" გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ გა­იც­ნო, 2015 წელს კი "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით გა­მოს­ვლამ მას მსოფ­ლიო პო­პუ­ლა­რო­ბა მო­უ­ტა­ნა. მომ­ღე­რა­ლი სტუმ­რად იმ­ყო­ფე­ბო­და რა­დიო NRJ Georgia-ს ეთერ­ში, რო­მე­ლიც სა­ერ­თა­შო­რი­სო მუ­სი­კა­ლუ­რი რა­დი­ო­სად­გუ­რია და სა­ქარ­თვე­ლო­ში 14 მარ­ტი­დან მა­უ­წყებ­ლობს. თეა დარ­ჩი­ას გა­და­ცე­მა­ში ნინა სუბ­ლატ­მა სა­კუ­თა­რი შე­მოქ­მე­დე­ბი­სა და პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა. რო­გორც გა­ირ­კვა, მუ­სი­კოსს ახა­ლი ალ­ბო­მი ჯერ­ჯე­რო­ბით გა­მოშ­ვე­ბუ­ლი არ აქვს:

- ჩემი მუ­სი­კის შე­ძე­ნა შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ ინ­ტერ­ნეტ­ში, სინ­გლე­ბის სა­ხით. ეს ნა­მუ­შევ­რე­ბი იყო ალ­ბო­მის­თვის, მაგ­რამ შე­მოქმდედ­ბი­თი კრი­ზი­სი მქონ­და, მუ­შა­ო­ბა ვერ და­ვას­რუ­ლე და მერე სიმ­ღე­რე­ბი ცალ-ცალ­კე სინ­გლე­ბად გა­მო­ვუშ­ვი. დრო რომ გა­ვი­და, უკვე ფორ­მა­ტის შეც­ვლა მო­მინ­და, მარ­თა­ლია, ჯერ ამას ვერ ვა­ხერ­ხებ, მაგ­რამ ეს შო­რე­უ­ლი გეგ­მე­ბი არ არის. მუ­შა­ო­ბას მალე და­ვი­წყებ.

ინ­ტერ­ვი­უ­თი ისიც გა­ვი­გეთ, რომ ბოლო დროს ის ას­ტრო­ლო­გი­ას გა­უ­ტა­ცია:

"ას­ტრო­ლო­გი­ას ვსწავ­ლობ. არა­და, 5 თვის წინ მხო­ლოდ ის ვი­ცო­დი, რომ მერ­წყუ­ლი ვი­ყა­ვი. არ ვიცი, რა­ტომ, მაგ­რამ მერე ამ სფე­რო­თი და­ვინ­ტე­რეს­დი, მარ­თლა სა­ინ­ტე­რე­სო დარ­გი აღ­მოჩ­ნდა. ბევ­რი რამ სი­ნამ­დვი­ლე­ში მარ­თლაც ისეა, რო­გორც იქ არის. რო­გორც ჩანს, ამის სწავ­ლა მინ­დო­და და ეს სურ­ვი­ლი რო­დე­საც ზე­და­პირ­ზე ამო­ტივ­ტივ­და, მეტი გა­ვი­გე და გა­ვი­გე. გა­ირ­კვა, რომ ამის­კენ ში­ნა­გა­ნად ვის­წრა­ფო­დი. მინ­და, ვთქვა, რომ ჩემი თავი ხე­ლახ­ლა აღ­მო­ვა­ჩი­ნე და ვი­პო­ვე. მოკ­ლედ, ბევრ რა­მე­ში და­მეხ­მა­რა. მაგ­რამ მთა­ვა­რია, რომ ეს ყვე­ლაფ­რი უნდა გა­ინ­ტე­რე­სებ­დეს. ზო­გა­დად, ას­ტრო­ლო­გია იმა­ში გეხ­მა­რე­ბა, რომ გახ­დე ბევ­რად უკე­თე­სი, ვიდ­რე ხარ, სა­კუ­თა­რი თავი ამა­ში გა­მოს­ცა­დო და შექ­მნა სა­კუ­თა­რი თა­ვის სა­უ­კე­თე­სო ვერ­სია. ალ­ბათ ეს იყო ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. ამ ამ­ბით გა­ო­ცე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი და ვარ".

ხოლო თე­მა­ზე, თუ რო­დის და რო­გორ წერს ის მუ­სი­კას, აი, რას ამ­ბობს:

"ერთი პე­რი­ო­დი გა­ნუ­წყვეტ­ლად ვწერ­დი, რი­თაც კმა­ყო­ფი­ლი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ მერე გავ­ჩერ­დი, სურ­ვი­ლი მქონ­და, თუმ­ცა ვე­ღარ ვწერ­დი, ნევ­რო­ზუ­ლი სი­ტუ­ა­ცია და­მე­წყო, მაგ­რამ დამ­შვი­დე­ბა შევ­ძე­ლი, დავ­ფიქ­რი და მივ­ხვდი, რომ საკ­მა­ოდ კარ­გად ვგრძნობ­დი თავს, ისე­თი გა­ხა­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ არ ვი­ცო­დი, რაზე და­მე­წე­რა. უძ­რა­ო­ბის შე­დე­გიც ეს იყო. რო­გორც ვა­ტყობ, რა­ღაც რა­დი­კა­ლუ­რი უნდა მოხ­დეს, რომ ის ჩა­ი­ლე­ქოს ჩემ­ში და მერე ახა­ლი რა­ღაც გა­მო­იწ­ვი­ოს, რომ ყვლა­ფე­რი გად­მოვ­ცე... თურ­მე ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს გა­რე­მოს, სად ხარ, რო­გორ ხარ, ვის­თან".

მო­უს­მი­ნეთ ინ­ტერ­ვი­უს სრულ ვერ­სი­ას

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

"ვეღარ ვწერდი, ნევროზული სიტუაცია დამეწყო..." - რა დაეხმარა ნინა სუბლატს საკუთარი თავის ხელახლა აღმოჩენაში

"ვეღარ ვწერდი, ნევროზული სიტუაცია დამეწყო..." - რა დაეხმარა ნინა სუბლატს საკუთარი თავის ხელახლა აღმოჩენაში

მუსიკოსი ნინა სუბლატი ფართო საზოგადოებამ თავდაპირველად მუსიკალურ პროექტ "საქართველოს ვარსკვლავში" გამარჯვების შემდეგ გაიცნო, 2015 წელს კი "ევროვიზიაზე" საქართველოს სახელით გამოსვლამ მას მსოფლიო პოპულარობა მოუტანა. მომღერალი სტუმრად იმყოფებოდა რადიო NRJ Georgia-ს ეთერში, რომელიც საერთაშორისო მუსიკალური რადიოსადგურია და საქართველოში 14 მარტიდან მაუწყებლობს. თეა დარჩიას გადაცემაში ნინა სუბლატმა საკუთარი შემოქმედებისა და პირადი ცხოვრების შესახებ ისაუბრა. როგორც გაირკვა, მუსიკოსს ახალი ალბომი ჯერჯერობით გამოშვებული არ აქვს:

- ჩემი მუსიკის შეძენა შეიძლება მხოლოდ ინტერნეტში, სინგლების სახით. ეს ნამუშევრები იყო ალბომისთვის, მაგრამ შემოქმდედბითი კრიზისი მქონდა, მუშაობა ვერ დავასრულე და მერე სიმღერები ცალ-ცალკე სინგლებად გამოვუშვი. დრო რომ გავიდა, უკვე ფორმატის შეცვლა მომინდა, მართალია, ჯერ ამას ვერ ვახერხებ, მაგრამ ეს შორეული გეგმები არ არის. მუშაობას მალე დავიწყებ.

ინტერვიუთი ისიც გავიგეთ, რომ ბოლო დროს ის ასტროლოგიას გაუტაცია:

"ასტროლოგიას ვსწავლობ. არადა, 5 თვის წინ მხოლოდ ის ვიცოდი, რომ მერწყული ვიყავი. არ ვიცი, რატომ, მაგრამ მერე ამ სფეროთი დავინტერესდი, მართლა საინტერესო დარგი აღმოჩნდა. ბევრი რამ სინამდვილეში მართლაც ისეა, როგორც იქ არის. როგორც ჩანს, ამის სწავლა მინდოდა და ეს სურვილი როდესაც ზედაპირზე ამოტივტივდა, მეტი გავიგე და გავიგე. გაირკვა, რომ ამისკენ შინაგანად ვისწრაფოდი. მინდა, ვთქვა, რომ ჩემი თავი ხელახლა აღმოვაჩინე და ვიპოვე. მოკლედ, ბევრ რამეში დამეხმარა. მაგრამ მთავარია, რომ ეს ყველაფრი უნდა გაინტერესებდეს. ზოგადად, ასტროლოგია იმაში გეხმარება, რომ გახდე ბევრად უკეთესი, ვიდრე ხარ, საკუთარი თავი ამაში გამოსცადო და შექმნა საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია. ალბათ ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი. ამ ამბით გაოცებული ვიყავი და ვარ".

ხოლო თემაზე, თუ როდის და როგორ წერს ის მუსიკას, აი, რას ამბობს:

"ერთი პერიოდი განუწყვეტლად ვწერდი, რითაც კმაყოფილი ვიყავი, მაგრამ მერე გავჩერდი, სურვილი მქონდა, თუმცა ვეღარ ვწერდი, ნევროზული სიტუაცია დამეწყო, მაგრამ დამშვიდება შევძელი, დავფიქრი და მივხვდი, რომ საკმაოდ კარგად ვგრძნობდი თავს, ისეთი გახარებული ვიყავი, რომ არ ვიცოდი, რაზე დამეწერა. უძრაობის შედეგიც ეს იყო. როგორც ვატყობ, რაღაც რადიკალური უნდა მოხდეს, რომ ის ჩაილექოს ჩემში და მერე ახალი რაღაც გამოიწვიოს, რომ ყვლაფერი გადმოვცე... თურმე ასევე მნიშვნელობა აქვს გარემოს, სად ხარ, როგორ ხარ, ვისთან".

მოუსმინეთ ინტერვიუს სრულ ვერსიას

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება