Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გავედი ეზოში და ურიკაზე შესმული ის ქალები დამხვდნენ" - შეურაცხყოფილი ბელადის და ქართველი ექიმის უცნაური ამბავი
"გავედი ეზოში და ურიკაზე შესმული ის ქალები დამხვდნენ" - შეურაცხყოფილი ბელადის და ქართველი ექიმის უცნაური ამბავი

ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა სა­მოც­და­ათს მიღ­წე­უ­ლი ექი­მია, რო­მელ­საც სა­ო­ცა­რი იუ­მო­რის გრძნო­ბა აქვს

და სხვა დრო­საც გა­მო­მი­ყე­ნე­ბია ჩემს მა­სა­ლებ­ში მის მიერ მო­თხრო­ბი­ლი კუ­რი­ო­ზე­ბი. ახლა ერთ-ერთ შო­რე­ულ წარ­სულს იხ­სე­ნებს:

- სა­მე­დი­ცი­ნო ინ­სტი­ტუ­ტი მოს­კოვ­ში და­ვამ­თავ­რე და ისე შე­ვეჩ­ვიე "კაი ცხოვ­რე­ბას", სიკ­ვდი­ლი­ვით არ მინ­დო­და ჩემს პა­ტა­რა სო­ფელ­ში დაბ­რუ­ნე­ბა. არა­და, არც მოს­კოვ­ში დამ­ტო­ვებ­და ვინ­მე, თუ ერთ მაც­დურ წი­ნა­და­დე­ბა­ზე არ დავ­თან­ხმდე­ბო­დი: ორი წლით აფ­რი­კის რო­მე­ლი­ღაც გა­ნუ­ვი­თა­რე­ბელ სა­ხელ­მწი­ფო­ში უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვი სა­მუ­შა­ოდ და იქა­ურ მო­სახ­ლე­ო­ბას გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ეპი­დე­მი­ე­ბის და­მარ­ცხე­ბა­ში დავ­ხმა­რე­ბო­დი. საბ­ჭო­თა კავ­ში­რის მთავ­რო­ბას ჰქონ­და აღე­ბუ­ლი ასე­თი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა მსოფ­ლიო სა­მე­დი­ცი­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე. ვინც ერთხელ გაბ­რიყ­ვდე­ბო­და და წა­ვი­დო­და, ისეთ პი­რო­ბებ­ში უხ­დე­ბო­და მუ­შა­ო­ბა, მე­ო­რედ საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი ანა­ზღა­უ­რე­ბის სა­ნაც­ვლო­დაც არ თან­ხმდე­ბო­და მივ­ლი­ნე­ბას. ძა­ლი­ა­ნაც არ მინ­დო­და, მაგ­რამ სხვა გზა მარ­თლა არ მქონ­და. ცოლი ახა­ლი შერ­თუ­ლი მყავ­და, უკვე ფეხ­მძი­მედ იყო და მის წაყ­ვა­ნას ვერ გავ­რის­კავ­დი. ჩემი მე­უღ­ლე რუ­სია. იმ იმე­დით გა­მიშ­ვა, რომ იქი­დან დაბ­რუ­ნე­ბულს, მოს­კოვ­ში სა­მუ­შა­ო­საც მომ­ცემ­დნენ და მუდ­მივ სა­ცხოვ­რებ­ლად თუნ­დაც, ერთ ოთახს, სა­ერ­თო სა­ცხოვ­რე­ბელ­ში...

მოკ­ლედ, დავ­ტო­ვე ექ­ვსი თვის ფეხ­მძი­მე ცოლი და გა­ვემ­გზავ­რე. იქ ად­გი­ლობ­რი­ვი ექი­მე­ბი დაგ­ვხვდნენ, მაგ­რამ მალე მივ­ხვდი, რომ ჩვენს სა­ნიტ­რებ­საც კი ბევ­რად მეტი ეს­მო­დათ მე­დი­ცი­ნის, ვიდ­რე იმათ. რო­გორც ღმერ­თებს, ისე გვიც­ქერ­დნენ. აღარ იცოდ­ნენ, რით ესი­ა­მოვ­ნე­ბი­ნათ ჩვენ­თვის, მაგ­რამ კა­ნის ისე­თი შე­ფე­რი­ლო­ბა ჰქონ­დათ - მო­ლურ­ჯო-მო­ი­ის­ფრო, თა­ნაც და­ხორკლი­ლი, ხე­ლის­გუ­ლე­ბი კი ყვი­თე­ლი, არა­ფე­რი მინ­დო­და მათ­გან, გან­სა­კუთ­რე­ბით, მათი მომ­ზა­დე­ბუ­ლი საკ­ვე­ბი. ყვე­ლა­ფე­რი დიდი ხის გო­ბე­ბით მოჰ­ქონ­დათ და თუ სა­ერ­თო გო­ბი­დან ჭა­მის უფ­ლე­ბას მოგ­ვცემ­დნენ, დიდ პა­ტი­ვად ით­ვლე­ბო­და. ხში­რად ვე­ლურ ტო­მებ­შიც გვიხ­დე­ბო­და გას­ვლა. ისი­ნი ღია ცის ქვეშ, ტყე­ებ­ში ცხოვ­რობ­დნენ. ერთხე­ლაც, ასეთ ად­გილ­ზე მოგ­ვიხ­და გას­ვლა: იმ ტო­მის ბე­ლა­დის უფ­რო­სი ვაჟი იყო ცუ­დად. რომ გავ­სინ­ჯე, მა­შინ­ვე მივ­ხვდი, აპენ­დი­ცინ­ტი ჰქონ­და გა­ხეთ­ქი­ლი. სი­ცხის­გან იწ­ვო­და და ბო­დავ­და. ისე ცუ­დად იყო, რომ ად­გილ­ზე­ვე გა­დავ­წყვი­ტე ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბა. თარ­ჯიმ­ნო­ბას იქა­უ­რი კო­ლე­გა მი­წევ­და და იმან გა­მაფრ­თხი­ლა: თუ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი არ ხარ, რომ მო­არ­ჩენ, არ მოჰ­კი­დო ხელი, თო­რემ შე­იძ­ლე­ბა, შენ და­გაბ­რა­ლონ მისი სიკ­ვდი­ლი და მოგ­კლა­ნო... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

"გავედი ეზოში და ურიკაზე შესმული ის ქალები დამხვდნენ" - შეურაცხყოფილი ბელადის და ქართველი ექიმის უცნაური ამბავი

"გავედი ეზოში და ურიკაზე შესმული ის ქალები დამხვდნენ" - შეურაცხყოფილი ბელადის და ქართველი ექიმის უცნაური ამბავი

ბატონი ბიძინა სამოცდაათს მიღწეული ექიმია, რომელსაც საოცარი იუმორის გრძნობა აქვს

და სხვა დროსაც გამომიყენებია ჩემს მასალებში მის მიერ მოთხრობილი კურიოზები. ახლა ერთ-ერთ შორეულ წარსულს იხსენებს:

- სამედიცინო ინსტიტუტი მოსკოვში დავამთავრე და ისე შევეჩვიე "კაი ცხოვრებას", სიკვდილივით არ მინდოდა ჩემს პატარა სოფელში დაბრუნება. არადა, არც მოსკოვში დამტოვებდა ვინმე, თუ ერთ მაცდურ წინადადებაზე არ დავთანხმდებოდი: ორი წლით აფრიკის რომელიღაც განუვითარებელ სახელმწიფოში უნდა წავსულიყავი სამუშაოდ და იქაურ მოსახლეობას გავრცელებული ეპიდემიების დამარცხებაში დავხმარებოდი. საბჭოთა კავშირის მთავრობას ჰქონდა აღებული ასეთი ვალდებულება მსოფლიო სამედიცინო საზოგადოების წინაშე. ვინც ერთხელ გაბრიყვდებოდა და წავიდოდა, ისეთ პირობებში უხდებოდა მუშაობა, მეორედ საკმაოდ მაღალი ანაზღაურების სანაცვლოდაც არ თანხმდებოდა მივლინებას. ძალიანაც არ მინდოდა, მაგრამ სხვა გზა მართლა არ მქონდა. ცოლი ახალი შერთული მყავდა, უკვე ფეხმძიმედ იყო და მის წაყვანას ვერ გავრისკავდი. ჩემი მეუღლე რუსია. იმ იმედით გამიშვა, რომ იქიდან დაბრუნებულს, მოსკოვში სამუშაოსაც მომცემდნენ და მუდმივ საცხოვრებლად თუნდაც, ერთ ოთახს, საერთო საცხოვრებელში...

მოკლედ, დავტოვე ექვსი თვის ფეხმძიმე ცოლი და გავემგზავრე. იქ ადგილობრივი ექიმები დაგვხვდნენ, მაგრამ მალე მივხვდი, რომ ჩვენს სანიტრებსაც კი ბევრად მეტი ესმოდათ მედიცინის, ვიდრე იმათ. როგორც ღმერთებს, ისე გვიცქერდნენ. აღარ იცოდნენ, რით ესიამოვნებინათ ჩვენთვის, მაგრამ კანის ისეთი შეფერილობა ჰქონდათ - მოლურჯო-მოიისფრო, თანაც დახორკლილი, ხელისგულები კი ყვითელი, არაფერი მინდოდა მათგან, განსაკუთრებით, მათი მომზადებული საკვები. ყველაფერი დიდი ხის გობებით მოჰქონდათ და თუ საერთო გობიდან ჭამის უფლებას მოგვცემდნენ, დიდ პატივად ითვლებოდა. ხშირად ველურ ტომებშიც გვიხდებოდა გასვლა. ისინი ღია ცის ქვეშ, ტყეებში ცხოვრობდნენ. ერთხელაც, ასეთ ადგილზე მოგვიხდა გასვლა: იმ ტომის ბელადის უფროსი ვაჟი იყო ცუდად. რომ გავსინჯე, მაშინვე მივხვდი, აპენდიცინტი ჰქონდა გახეთქილი. სიცხისგან იწვოდა და ბოდავდა. ისე ცუდად იყო, რომ ადგილზევე გადავწყვიტე ოპერაციის გაკეთება. თარჯიმნობას იქაური კოლეგა მიწევდა და იმან გამაფრთხილა: თუ დარწმუნებული არ ხარ, რომ მოარჩენ, არ მოჰკიდო ხელი, თორემ შეიძლება, შენ დაგაბრალონ მისი სიკვდილი და მოგკლანო... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი