მუსიკალურ მეგაშოუ "X ფაქტორში" მაყურებლის ინტერესს არამხოლოდ, პროექტის მონაწილეები, არამედ შოუს მენტორები და წამყვანებიც იწვევენ. პროექტს სამი მომხიბვლელი ქალბატონო ამშვენებს - ლელა წურწუმია, სოფო ნიჟარაძე და რუსკა მაყაშვილი. მენტორებს და წამყვანს გამორჩეული ხასიათი და სტილი აქვს, რაც მათ ჩაცმულობაშიც განსხვავებულად აისახება. გთავაზობთ, რამდენიმე "ლუქს", რომლითაც ლელა, სოფო და რუსკა მაყურებლის წინაშე ფილარმონიაში წარსდგნენ.
სოფო ნიჟარაძე
სოფო ნიჟარაძე საკუთარი ჩაცმულობით ყოველთვის უსვამს ხაზს ქალურობას. თუმცა, ხშირად სამოსში არაორდინალური დეტალებიც შეაქვს. სოფო უპირატესობას თეთრ, შავ, წითელ ასევე პასტელურ ფერებს ანიჭებს. ამ სეზონზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა მის ფრთებიან ბლუზას, რომელიც სპეციალურად პროექტისთვის, დათუნა სულიკაშვილმა შექმნა.
ლელა წურწუმია
ლელა წურწუმიას თავისი გამორჩეული სტილი აქვს და ყოველთვის ელეგანტურად აცვია. მომღერალი არც ზომიერად სექსუალურ სამოსზე ამბობს უარს. ის "იქს ფაქტორის" ჟიურიში წელს პირველად მოგვევლინა და მაყურებლის ინტერესსაც მისი პერსონის შესაბამისად იმსახურებს.
ლელა ძირითადად შავი ფერის სამოსით ჩნდება. განსაკუთრებული გამოხმაურება შავ კაბას მოჰყვა, რომელიც ლელას პირველ გადაცემაში იცვა.
მასში მომღერალი ძალიან სექსუალურად გამოიყურებოდა.
რუსკა მაყაშვილი
მენტორებისგან განსხვავებით, რუსკას ფერადი ტანსაცმელი იზიდავს. მისი სამოსი ხშირად არაორდინალურია და ყოველთვის გამორჩეული.
ამ სეზონზე რუსკამ მაყურებელს თავი თეთრი, ფრთებიანი პერანგით დაამახსოვრა, რომელიც კლასიკურ შავ შარვალს შეუხამა.
ასევე, შეუმჩნეველი არ დარჩა მაყურებელს მწვანე კაბა, რომელსაც მსახიობმა წითელი კოლგოტი და ფეხსაცმელები შეუხამა.