მსოფლიო
პოლიტიკა

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ორი კვირის წინ მოიყვანა ცოლად 19 წლის გოგო..." - ჯავახიშვილის ქუჩაზე მოკლული ბიჭის მეგობარი მკვლელობის დეტალებს ყვება
"ორი კვირის წინ მოიყვანა ცოლად 19 წლის გოგო..." - ჯავახიშვილის ქუჩაზე მოკლული ბიჭის მეგობარი მკვლელობის დეტალებს ყვება

გუ­შინ ღა­მით თბი­ლის­ში ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი მოკ­ლეს. შემ­თხვე­ვა ჩუ­ღუ­რე­თის რა­ი­ონ­ში, ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის ქუ­ჩის 48 ნო­მერ­თან მოხ­და - თავ­დამ­სხმელ­მა 26 წლის ბიჭი სა­კუ­თარ მან­ქა­ნა­ში ავ­ტო­მა­ტით ჩა­ცხრი­ლა. თვითმხილ­ვე­ლე­ბის თქმით, ახალ­გაზ­რდა მან­ქა­ნა­ში იჯდა, რა დრო­საც ცე­ცხლი გა­უხ­სნეს. დაჭ­რი­ლი ინ­გო­როყ­ვას კლი­ნი­კა­ში გამ­ვლელ­მა გა­და­იყ­ვა­ნა, თუმ­ცა ის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნის­თა­ნა­ვე გარ­და­იც­ვა­ლა.

დღეს დი­ლით გარ­დაც­ვლი­ლის ვი­ნა­ო­ბა ცნო­ბი­ლი გახ­და. ის 26 წლის გი­ორ­გი შა­რა­შე­ნი­ძეა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ­გაზ­რდას სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­თან რამ­დენ­ჯერ­მე ჰქონ­და პრობ­ლე­მე­ბი ე.წ. ბიოს მოხ­მა­რე­ბის გამო.

AMBEBI.GE გარ­დაც­ვლი­ლის ბავ­შვო­ბის მე­გო­ბარს ესა­უბ­რა, რო­მელ­მაც ვი­ნა­ო­ბის გა­სა­ჯა­რო­ვე­ბა არ ისურ­ვა. მისი თქმით, საქ­მე­ში რამ­დე­ნი­მე თავ­დამ­სხმე­ლი ფი­გუ­რი­რებს, თუმ­ცა ერ­თმა გა­ის­რო­ლა:

"მე და გიო ერ­თად გა­ვი­ზარ­დეთ. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ბიჭი იყო. სა­მე­გობ­როს მთე­ლი ღამე არ გვე­ძი­ნა, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ამ­ბა­ვი მოხ­და და ვერც ვხვდე­ბით რა­ტომ, ან ვინ გა­ა­კე­თა ეს. გიომ ორი კვი­რის წინ ცოლი მო­იყ­ვა­ნა, 19 წლის გო­გო­ნა და ნა­ქი­რა­ვებ­ში გა­და­ვიდ­ნენ სა­ცხოვ­რებ­ლად ტურ­გე­ნე­ვის ქუ­ჩა­ზე.

- ამ­ბო­ბენ, რომ ძვე­ლი და­პი­რის­პი­რე­ბის გამო ეს­რო­ლეს. მე­გობ­რე­ბი რა­მეს უკავ­ში­რებთ მკვლე­ლო­ბას?

- ძვე­ლი და­პი­რის­პი­რე­ბე­ბი რაც ჰქო­ნია, დას­რულ­და შე­რი­გე­ბით. ეს ამ­ბა­ვი ჩვენ­თვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. გიო სახ­ლში ბრუნ­დე­ბო­და, თავ­დამ­სხმე­ლი წინ გა­და­უდ­გა. როცა ცე­ცხლი გა­უხ­სნა, გიომ ეტყო­ბა იფიქ­რა უკან და­ვი­ხევ და გა­ვიქ­ცე­ვიო, მაგ­რამ მან­ქა­ნის უკან "მარ­შუტ­კა" ჩა­უ­ყე­ნეს, იმას და­ე­ჯა­ხა და ვე­ღარ გა­იქ­ცა. თავ­დამ­სხმელ­მა ავ­ტო­მა­ტი­დან ეს­რო­ლა 17 ტყვია და 13 ჰქონ­და მოხ­ვედ­რი­ლი.

- გა­მო­ძი­ე­ბა რა ვერ­სი­ებ­ზე მუ­შა­ობს?

- ჯერ­ჯე­რო­ბით არ არის დად­გე­ნი­ლი არა­ფე­რი, ჩვენც წარ­მოდ­გე­ნა არ გვაქვს, ვინ შე­იძ­ლე­ბა იყოს თავ­დამ­სხმე­ლი. გიო იყო არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი, ყვე­ლა მა­გას იტყვის თბი­ლის­ში...

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

იხი­ლეთ ვი­დეო

იხი­ლეთ ვი­დეო: რას ამ­ბო­ბენ თვითმხილ­ვე­ლე­ბი ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბა­ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

"ორი კვირის წინ მოიყვანა ცოლად 19 წლის გოგო..." - ჯავახიშვილის ქუჩაზე მოკლული ბიჭის მეგობარი მკვლელობის დეტალებს ყვება

"ორი კვირის წინ მოიყვანა ცოლად 19 წლის გოგო..." - ჯავახიშვილის ქუჩაზე მოკლული ბიჭის მეგობარი მკვლელობის დეტალებს ყვება

გუშინ ღამით თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა ჩუღურეთის რაიონში, ჯავახიშვილის ქუჩის 48 ნომერთან მოხდა - თავდამსხმელმა 26 წლის ბიჭი საკუთარ მანქანაში ავტომატით ჩაცხრილა. თვითმხილველების თქმით, ახალგაზრდა მანქანაში იჯდა, რა დროსაც ცეცხლი გაუხსნეს. დაჭრილი ინგოროყვას კლინიკაში გამვლელმა გადაიყვანა, თუმცა ის საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

დღეს დილით გარდაცვლილის ვინაობა ცნობილი გახდა. ის 26 წლის გიორგი შარაშენიძეა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდას სამართალდამცველებთან რამდენჯერმე ჰქონდა პრობლემები ე.წ. ბიოს მოხმარების გამო.

AMBEBI.GE გარდაცვლილის ბავშვობის მეგობარს ესაუბრა, რომელმაც ვინაობის გასაჯაროვება არ ისურვა. მისი თქმით, საქმეში რამდენიმე თავდამსხმელი ფიგურირებს, თუმცა ერთმა გაისროლა:

"მე და გიო ერთად გავიზარდეთ. არაჩვეულებრივი ბიჭი იყო. სამეგობროს მთელი ღამე არ გვეძინა, წარმოუდგენელი ამბავი მოხდა და ვერც ვხვდებით რატომ, ან ვინ გააკეთა ეს. გიომ ორი კვირის წინ ცოლი მოიყვანა, 19 წლის გოგონა და ნაქირავებში გადავიდნენ საცხოვრებლად ტურგენევის ქუჩაზე.

- ამბობენ, რომ ძველი დაპირისპირების გამო ესროლეს. მეგობრები რამეს უკავშირებთ მკვლელობას?

- ძველი დაპირისპირებები რაც ჰქონია, დასრულდა შერიგებით. ეს ამბავი ჩვენთვის წარმოუდგენელია. გიო სახლში ბრუნდებოდა, თავდამსხმელი წინ გადაუდგა. როცა ცეცხლი გაუხსნა, გიომ ეტყობა იფიქრა უკან დავიხევ და გავიქცევიო, მაგრამ მანქანის უკან "მარშუტკა" ჩაუყენეს, იმას დაეჯახა და ვეღარ გაიქცა. თავდამსხმელმა ავტომატიდან ესროლა 17 ტყვია და 13 ჰქონდა მოხვედრილი.

- გამოძიება რა ვერსიებზე მუშაობს?

- ჯერჯერობით არ არის დადგენილი არაფერი, ჩვენც წარმოდგენა არ გვაქვს, ვინ შეიძლება იყოს თავდამსხმელი. გიო იყო არაჩვეულებრივი ადამიანი, ყველა მაგას იტყვის თბილისში...

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ვიდეო: რას ამბობენ თვითმხილველები ჯავახიშვილის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ