პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გია აბდალაძე - მერაბიშვილი, სააკაშვილი, ადეიშვილი, ბოკერია, უტიაშვილი არიან ჩვენი დასჯის შემკვეთები
გია აბდალაძე - მერაბიშვილი, სააკაშვილი, ადეიშვილი, ბოკერია, უტიაშვილი არიან ჩვენი დასჯის შემკვეთები

და­ვით დევ­ნო­ზაშ­ვი­ლი და­მე­მუქ­რა, ვი­ცით შენი შვი­ლი კო­მა­რო­ვის სკო­ლა­ში სწავ­ლობს და შე­იძ­ლე­ბა ერთ დღეს სკო­ლი­დან გა­მო­სულს ქუ­ჩა­ში მან­ქა­ნა და­ე­ჯა­ხო­სო, - ამის შე­სა­ხებ ფო­ტოგ­რაფ­მა გია აბ­და­ლა­ძემ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­ნა­ცხა­და, რო­მე­ლიც კონ­ტრდაზ­ვერ­ვის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლის და­ვით დევ­ნო­ზაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის სტა­ტუ­სით და­ი­კი­თხა. პრო­ცესს თა­ვად დევ­ნო­ზაშ­ვი­ლიც ეს­წრე­ბო­და.

გია აბ­და­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, სწო­რედ და­ვით დევ­ნო­ზაშ­ვილ­თან შე­თან­ხმე­ბით და მისი უშუ­ა­ლო კარ­ნა­ხით შედ­გე­ნი­ლი ტექ­სტით მის­ცა აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბა.

რო­გორც გია აბ­და­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, დევ­ნო­ზაშ­ვილ­თან ერ­თად მას­ზე ზე­წო­ლას ახ­დენ­და ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის კი­დევ ერთი თა­ნამ­შრო­მე­ლი, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად "დი­ნა­მოს" ბა­ზის დაც­ვის სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ობს.

"სა­ხე­ლი და გვა­რი არ ვიცი, მაგ­რამ ამ­ჟა­მად მუ­შა­ობს "დი­ნა­მოს" დაც­ვის ბა­ზა­ში. იქ შემ­ხვდა და ამო­ვი­ცა­ნი. 24 სა­ა­თი დევ­ნო­ზაშ­ვილ­თან ერ­თად იყო და ჩვენ­ზე "მუ­შა­ობ­და", - გა­ნა­ცხა­და გია აბ­და­ლა­ძემ.

მან ჩვე­ნე­ბის დროს კი­დევ ერთ დე­ტალ­ზე გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა.

"მომ­თხო­ვეს ეკა ბე­სე­ლი­ას აცი­ლე­ბა. მე ეს გა­ვა­კე­თე, მაგ­რამ ეკა ბე­სე­ლი­ამ ჩემს ჩვე­ნე­ბას წარ­წე­რა გა­უ­კე­თა, რომ არ ეთან­ხმე­ბო­და ჩემს მიერ წარ­მოთ­ქმულ ცრუ ჩვე­ნე­ბას და სწო­რედ ეს დე­ტა­ლი გა­მო­ძი­ე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ეკა ბე­სე­ლია მოწ­მის სა­ხით წარ­სდგე­ბა სა­სა­მარ­თლო­ზე", - გა­ნა­ცხა­და გია აბ­და­ლა­ძემ.

რო­გორც აბ­და­ლა­ძე აცხა­დებს, მისი ვერ­სი­აა, რომ 26 მა­ისს გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბის გამო და­სა­ჯეს და სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­მო­ძი­ე­ბაც ამ დას­კვნამ­დე მივა.

"მე­რა­ბიშ­ვი­ლი, სა­ა­კაშ­ვი­ლი, ადე­იშ­ვი­ლი, ბო­კე­რია, უტი­აშ­ვი­ლი არი­ან ჩვე­ნი დას­ჯის შემ­კვე­თე­ბი", - გა­ნა­ცხა­და ფო­ტოგ­რაფ­მა.

გია აბდალაძე - მერაბიშვილი, სააკაშვილი, ადეიშვილი, ბოკერია, უტიაშვილი არიან ჩვენი დასჯის შემკვეთები

გია აბდალაძე - მერაბიშვილი, სააკაშვილი, ადეიშვილი, ბოკერია, უტიაშვილი არიან ჩვენი დასჯის შემკვეთები

დავით დევნოზაშვილი დამემუქრა, ვიცით შენი შვილი კომაროვის სკოლაში სწავლობს და შეიძლება ერთ დღეს სკოლიდან გამოსულს ქუჩაში მანქანა დაეჯახოსო, - ამის შესახებ ფოტოგრაფმა გია აბდალაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომელიც კონტრდაზვერვის ყოფილი თანამშრომლის დავით დევნოზაშვილის საქმეზე დაზარალებულის სტატუსით დაიკითხა. პროცესს თავად დევნოზაშვილიც ესწრებოდა.

გია აბდალაძის განცხადებით, სწორედ დავით დევნოზაშვილთან შეთანხმებით და მისი უშუალო კარნახით შედგენილი ტექსტით მისცა აღიარებითი ჩვენება.

როგორც გია აბდალაძემ აღნიშნა, დევნოზაშვილთან ერთად მასზე ზეწოლას ახდენდა ციხის ადმინისტრაციის კიდევ ერთი თანამშრომელი, რომელიც ამჟამად "დინამოს" ბაზის დაცვის სამსახურში მუშაობს.

"სახელი და გვარი არ ვიცი, მაგრამ ამჟამად მუშაობს "დინამოს" დაცვის ბაზაში. იქ შემხვდა და ამოვიცანი. 24 საათი დევნოზაშვილთან ერთად იყო და ჩვენზე „მუშაობდა", - განაცხადა გია აბდალაძემ.

მან ჩვენების დროს კიდევ ერთ დეტალზე გაამახვილა ყურადღება.

"მომთხოვეს ეკა ბესელიას აცილება. მე ეს გავაკეთე, მაგრამ ეკა ბესელიამ ჩემს ჩვენებას წარწერა გაუკეთა, რომ არ ეთანხმებოდა ჩემს მიერ წარმოთქმულ ცრუ ჩვენებას და სწორედ ეს დეტალი გამოძიებისთვის მნიშვნელოვანია. ეკა ბესელია მოწმის სახით წარსდგება სასამართლოზე", - განაცხადა გია აბდალაძემ.

როგორც აბდალაძე აცხადებს, მისი ვერსიაა, რომ 26 მაისს გადაღებული ფოტოების გამო დასაჯეს და სავარაუდოდ, გამოძიებაც ამ დასკვნამდე მივა.

"მერაბიშვილი, სააკაშვილი, ადეიშვილი, ბოკერია, უტიაშვილი არიან ჩვენი დასჯის შემკვეთები", - განაცხადა ფოტოგრაფმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ