როგორ უნდა ხდებოდეს საქართველოს პრეზიდენტის არჩევა? - აღნიშნულ საკითხზე 4 მაისს AMBEBI.GE-ს საიტზე გამოკითხვა ჩატარდა, რომელშიც 33 468 მკითხველმა მიიღო მონაწილეობა.
კითხვაზე, "თქვენი აზრით, როგორ უნდა ხდებოდეს საქართველოს პრეზიდენტის არჩევა?" ჩვენი პორტალის მომხმარებელთა პასუხები ასე გადანაწილდა:
- საიტის მკითხველთა 72% მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი პირდაპირი წესით, ანუ მოსახლეობამ უნდა აირჩიოს
- არაპირდაპირი წესით პრეზიდენტის არჩევას მკითხველის 13% უჭერს მხარს. შესაბამისად, 13% მიიჩნევს, რომ ქვეყნის პირველი პირი პარლამენტმა ან 300-კაციანმა კოლეგიამ უნდა აირჩიოს
- გამოკითხულთა 15%-ს კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირს
შეგახსენებთ, კონსტიტუციის ახალი ვერსიით, უკვე 2018 წელს, პრეზიდენტი შესაძლოა 300 ხმოსანისგან შემდგარმა კოლეგიამ შეარჩიოს. მმართველი გუნდის ინიციატივას კატეგორიულად ეწინააღმდეგება როგორც პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ისე საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი.
პრეზიდენტ მარგველაშვილის ადმინისტრაცია აღნიშნულთან დაკავშირებით კამპანიას "კონსტიტუცია ყველასია" აწარმოებს, რომლის ფარგლებში თბილისსა და რეგიონებში მოსახლეობას ხვდება.