21 აპრილს "Golden Brand"-ის რიგით მე-12 დაჯილდოების ცერემონიალი ჩატარდა. 100-ზე მეტ წამყვან კომპანიას შორის 2016 წლის ყველაზე ჯანსაღი პროდუქტის მწარმოებლის ჯილდო "ლიტვურ საცხობს" გადაეცა. 2016 წლის ოქროს ბრენდების შერჩევაში მონაწილეობდნენ 200-მდე უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ მასწავლებლები და ხელმძღვანელი პირები, ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტები, კონსალტინგური ჯგუფები, სახელმწიფო და არასამთავრობო ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები და ექსპერტები ეკონომიკურ საკითხებში.
ყოველწლიური ღონისძიება ქართული და საქართველოში მოღვაწე უცხოური ბიზნეს კომპანიების მხარდაჭერას ისახავს მიზნად. წლების მანძილზე ექსპერტების სიაში იყვნენ: საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და ქალაქ თბილისის მერი დავით ნარმანია.
"ლიტვური საცხობი" ყველაზე მსხვილი ჭვავის პურის მწარმოებელი კომპანიაა საქართველოში, რომლის პროდუქციის შეძენა და დაგემოვნება საქართველოს ნებისმიერ ქალაქსა თუ კუთხეშია შესაძლებელი. კომპანიის პრიორიტეტია ჯანსაღი პროდუქტის წარმოება და რეალიზაცია. ჩვენ ვაწარმოებთ 40-მდე სხვადასხვა სახეობის პურ-პროდუქტს, მათი ინგრედიენტები კი ევროპის ქყვეყნებიდან არის იმპორტირებული. მთავარი ტექნოლოგი კი - 30 წლიანი გამოცდილების მქონე, ლიტვაში საკმაოდ ცნობილი თავის სფეროში - კასტიტის ბიძინაუსკასია.
კომპანია შეგნებულად ამბობს უარს დანადგარების შესყიდვაზე, და ცდილობს მეტი და მეტი მუშა ხელი დაიქირაოს და ხელი შეუწყოს დასაქმების კუთხით ქვეყანას.
"ლიტვური საცხობის" თითოეული პროდუქტი გამოკვლეულია ლაბორატორიების მიერ და აღიარებულია, როგორც ყველაზე ჯანსაღი პურ-პროდუქტი - რასაც მოწმობს GOLDEN BRAND-ის ჯილდოც.
"ჭვავის პური გამოირჩევა თავისი განსაკუთრებული სასარგებლო თვისებებით, გასულ წელს კი ჩვენ მომხმარებლებს შევთავაზეთ და გავუმრავალფეროვნეთ ჭვავის პურის ასორტიმენტი და წარვუდგინეთ ორი ახალი უგემრიელესი პროდუქტი - ჭვავის პური მეგრული აჯიკითა და სვანური მარილით -"მონადირული" და ჭვავის პური დაჭყლეტილი ნივრის შიგთავსით - "გურმანებისთვის" - აცხადებს "ლიტვური საცხობის" მარკეტინგის მენეჯერი სალომე ბიბილაშვილი
R