პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნაძალადევში მე-10 სკოლის დანგრევა იგეგმება - სად გადანაწილდებიან ბავშვები და რა კომენტარს აკეთებს მინისტრი
ნაძალადევში მე-10 სკოლის დანგრევა იგეგმება - სად გადანაწილდებიან ბავშვები და რა კომენტარს აკეთებს მინისტრი

რამ­დე­ნი­მე დღის წინ AMBEBI.GE-ს ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დზე მკი­თხველ­მა მოგ­ვწე­რა და თბი­ლის­ში, ცოტ­ნე და­დი­ა­ნის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე მე­ა­თე სა­ჯა­რო სკო­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცია მოგ­ვა­წო­და. მკი­თხვე­ლის თქმით, სკო­ლა ავა­რი­უ­ლია და სა­ვა­რა­უ­დოდ, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში მოს­წავ­ლე­ებს სკო­ლი­დან გა­იყ­ვა­ნენ. მი­სი­ვე თქმით, ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა ში­შობს, რომ აღ­ნიშ­ნულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ერთ-ერთი კომ­პა­ნია სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის მშე­ნებ­ლო­ბას აპი­რებს.

AMBEBI.GE ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­სა­მოწ­მებ­ლად აღ­ნიშ­ნულ სკო­ლას ეს­ტუმ­რა. სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე მა­რი­ამ ჩიკ­ვა­ი­ძემ ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში უარ­ყო ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ სკო­ლი­დან ბავ­შვე­ბის გაყ­ვა­ნა იგე­გე­მე­ბა, მისი თქმით, სას­წავ­ლო პრო­ცე­სი ჩვე­უ­ლებ­რი­ვად მიმ­დი­ნა­რე­ობს.

"ავა­რი­უ­ლი ზო­გა­დად მთელს ქა­ლაქ­ში ბევ­რი შე­ნო­ბაა, მაგ­რამ ამ შემ­თხვე­ვა­ში ჩვენ ვფიქ­რობთ, რომ ამ ხა­რის­ხის ავა­რი­უ­ლო­ბა არ არის სა­ში­ში და არ არის იმის სა­ჭი­რო­ე­ბა, რომ ევა­კუ­ა­ცია გა­მო­ცხად­დეს", - ამ­ბობს მა­რი­ამ ჩიკ­ვა­ი­ძე.

რო­გორც მა­რი­ამ ჩიკ­ვა­ი­ძემ გვი­თხრა, სკო­ლა­ში ნამ­დვი­ლად არის გა­და­კე­თი­ლი ფლი­გე­ლე­ბი და სკო­ლის ნა­წილ­ში მარ­თლაც გაჩ­ნდა ბზა­რე­ბი. 

"ოთხი­ვე სარ­თულ­ზე არის გა­და­კე­ტი­ლი ფლი­გე­ლი, ვფიქ­რობ სწო­რედ ამან გა­ა­ჩი­ნა ეჭვი, რომ სკო­ლა ავა­რი­უ­ლია. გა­და­კე­ტი­ლი გვაქვს, რომ ამ ფლი­გელ­ში ბავ­შვებ­მა არ იმოძ­რა­ონ. იყ­ვნენ სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო­დან, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­დან. ვე­ლო­დე­ბით პრო­ექტს, სა­დაც გა­მო­იკ­ვე­თე­ბა დას­კვნაც, ვნა­ხავთ რა ჭირ­დე­ბა სა­მო­მავ­ლოდ სკო­ლას: ავა­რი­უ­ლი ად­გი­ლე­ბის რეს­ტავ­რა­ცია თუ სკო­ლის სა­ერ­თოდ დან­გრე­ვა და ახა­ლი შე­ნო­ბის აშე­ნე­ბა", - გვი­თხრა მა­რი­ამ ჩიკ­ვა­ი­ძემ.

AMBEBI.GE რამ­დე­ნი­მე მოს­წავ­ლის მშო­ბელ­საც გა­ე­სა­უბ­რა. ერთ-ერ­თმა მათ­გან­მა გვი­თხრა, რომ სწავ­ლა ჩვე­უ­ლებ­რი­ვად გრძელ­დე­ბა და სკო­ლა ავა­რი­უ­ლი არ არის. თუმ­ცა, ამა­ვე სკო­ლის მოს­წავ­ლის სხვა მშობ­ლის გან­ცხა­დე­ბით, ჩა­ტარ­და კრე­ბა, სა­დაც და­ბა­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ მშობ­ლე­ბი, რო­მელ­თაც უთხრეს, რომ სკო­ლა ავა­რი­უ­ლია და დან­გრე­ვას უპი­რე­ბენ.

"კრე­ბა მო­იწ­ვია დი­რექ­ტორ­მა და გვი­თხრა, რომ სკო­ლა ავა­რი­უ­ლია და უნდა და­ან­გრი­ონ. რო­გორც გვი­თხრეს, "გე­პე­ის" (ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი) მე­ო­რე კორ­პუს­ში გა­დავ­ყა­ვართ, ვი­საც უნდა გა­და­დის და ვი­საც უნდა, სხვა სკო­ლა­ში გა­და­ყავს ბავ­შვი. თუმ­ცა, მომ­დევ­ნო სე­მესტრამ­დე სწავ­ლა ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში გრძელ­დე­ბა. მშობ­ლებ­მა ისიც მო­ვი­ლა­პა­რა­კეთ, რომ ტრან­სპორ­ტი ვი­ქი­რა­ოთ, რომ სა­ბურ­თა­ლო­ზე სი­ა­რუ­ლი არ გაგ­ვი­ჭირ­დეს. გვი­თხრეს, რომ სკო­ლა რეს­ტავ­რა­ცი­ას არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა და უნდა და­ან­გრი­ონ. აშე­ნე­ბას კი ორი წელი მა­ინც და­ჭირ­დე­ბა", - გვი­თხრა ერთ-ერ­თმა მშო­ბელ­მა, რო­მელ­მაც ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლა არ ისურ­ვა.

აღ­ნიშ­ნულ სა­კითხს ეხ­მა­უ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრი. AMBEBI.GE-ს კი­თხვა­ზე, იგეგ­მე­ბა თუ არა ცოტ­ნე და­დი­ა­ნის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე მე-10 სკო­ლის დე­მონ­ტა­ჟი და ამა­ვე ად­გილ­ზე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კოპ­რუ­სის მშე­ნებ­ლო­ბა, ალექ­სან­დრე ჯე­ჯე­ლა­ვამ გა­ნა­ცხა­და, რომ სკო­ლის ად­გი­ლას ისევ სკო­ლა აშენ­დე­ბა.

"რო­გორც ვიცი, სკო­ლა არის ავა­რი­უ­ლი, თუმ­ცა სა­ბო­ლოო დას­კვნა ახლა მუ­შავ­დე­ბა და უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში გვე­ცო­დი­ნე­ბა. რად­გან შე­ნო­ბა ავა­რი­უ­ლია და მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის სა­ხი­ფა­თო იქ­ნე­ბა, მისი დე­მონ­ტა­ჟი და ახა­ლი სკო­ლის აშე­ნე­ბა მოგ­ვი­წევს. ახა­ლი სკო­ლა იმა­ვე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აშენ­დე­ბა. ამა­სო­ბა­ში მოს­წავ­ლე­ე­ბი, რო­გორც ასეთ შემ­თხვე­ვებ­ში ხდე­ბა ხოლ­მე, ახლო მდე­ბა­რე სკო­ლებ­ში გა­და­ნა­წილ­დე­ბი­ან, ან ერთ სკო­ლა­ში, თუ ერთი სკო­ლა და­ი­ტევს მათ. სას­წავ­ლო პრო­ცე­სი შე­უ­ფერ­ხებ­ლად გაგ­რძელ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ალექ­სან­დრე ჯე­ჯე­ლა­ვამ.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ჭი­რო პრო­ცე­დუ­რებს, გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჯერ უნდა გა­კეთ­დეს დას­კვნა, ასე­ვე მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი და შე­სა­თან­ხმე­ბე­ლია სკო­ლის პრო­ექ­ტე­ბი.

მა­რი­ამ ლორ­თქი­ფა­ნი­ძე, ანა მარ­შა­ნია

AMBEBI.GE

ნაძალადევში მე-10 სკოლის დანგრევა იგეგმება - სად გადანაწილდებიან ბავშვები და რა კომენტარს აკეთებს მინისტრი

ნაძალადევში მე-10 სკოლის დანგრევა იგეგმება - სად გადანაწილდებიან ბავშვები და რა კომენტარს აკეთებს მინისტრი

რამდენიმე დღის წინ AMBEBI.GE-ს ფეისბუქის გვერდზე მკითხველმა მოგვწერა და თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე მდებარე მეათე საჯარო სკოლასთან დაკავშირებით ინფორმაცია მოგვაწოდა. მკითხველის თქმით, სკოლა ავარიულია და სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში მოსწავლეებს სკოლიდან გაიყვანენ. მისივე თქმით, ადგილობრივი მოსახლეობა შიშობს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ერთ-ერთი კომპანია საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას აპირებს.

AMBEBI.GE ინფორმაციის გადასამოწმებლად აღნიშნულ სკოლას ესტუმრა. საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე მარიამ ჩიკვაიძემ ჩვენთან საუბარში უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სკოლიდან ბავშვების გაყვანა იგეგემება, მისი თქმით, სასწავლო პროცესი ჩვეულებრივად მიმდინარეობს.

"ავარიული ზოგადად მთელს ქალაქში ბევრი შენობაა, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ხარისხის ავარიულობა არ არის საშიში და არ არის იმის საჭიროება, რომ ევაკუაცია გამოცხადდეს", - ამბობს მარიამ ჩიკვაიძე.

როგორც მარიამ ჩიკვაიძემ გვითხრა, სკოლაში ნამდვილად არის გადაკეთილი ფლიგელები და სკოლის ნაწილში მართლაც გაჩნდა ბზარები. 

"ოთხივე სართულზე არის გადაკეტილი ფლიგელი, ვფიქრობ სწორედ ამან გააჩინა ეჭვი, რომ სკოლა ავარიულია. გადაკეტილი გვაქვს, რომ ამ ფლიგელში ბავშვებმა არ იმოძრაონ. იყვნენ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან, განათლების სამინისტროდან. ველოდებით პროექტს, სადაც გამოიკვეთება დასკვნაც, ვნახავთ რა ჭირდება სამომავლოდ სკოლას: ავარიული ადგილების რესტავრაცია თუ სკოლის საერთოდ დანგრევა და ახალი შენობის აშენება", - გვითხრა მარიამ ჩიკვაიძემ.

AMBEBI.GE რამდენიმე მოსწავლის მშობელსაც გაესაუბრა. ერთ-ერთმა მათგანმა გვითხრა, რომ სწავლა ჩვეულებრივად გრძელდება და სკოლა ავარიული არ არის. თუმცა, ამავე სკოლის მოსწავლის სხვა მშობლის განცხადებით, ჩატარდა კრება, სადაც დაბარებულები იყვნენ მშობლები, რომელთაც უთხრეს, რომ სკოლა ავარიულია და დანგრევას უპირებენ.

"კრება მოიწვია დირექტორმა და გვითხრა, რომ სკოლა ავარიულია და უნდა დაანგრიონ. როგორც გვითხრეს, "გეპეის" (ტექნიკური უნივერსიტეტი) მეორე კორპუსში გადავყავართ, ვისაც უნდა გადადის და ვისაც უნდა, სხვა სკოლაში გადაყავს ბავშვი. თუმცა, მომდევნო სემესტრამდე სწავლა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. მშობლებმა ისიც მოვილაპარაკეთ, რომ ტრანსპორტი ვიქირაოთ, რომ საბურთალოზე სიარული არ გაგვიჭირდეს. გვითხრეს, რომ სკოლა რესტავრაციას არ ექვემდებარება და უნდა დაანგრიონ. აშენებას კი ორი წელი მაინც დაჭირდება", - გვითხრა ერთ-ერთმა მშობელმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

აღნიშნულ საკითხს ეხმაურება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. AMBEBI.GE-ს კითხვაზე, იგეგმება თუ არა ცოტნე დადიანის ქუჩაზე მდებარე მე-10 სკოლის დემონტაჟი და ამავე ადგილზე საცხოვრებელი კოპრუსის მშენებლობა, ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, რომ სკოლის ადგილას ისევ სკოლა აშენდება.

"როგორც ვიცი, სკოლა არის ავარიული, თუმცა საბოლოო დასკვნა ახლა მუშავდება და უახლოეს დღეებში გვეცოდინება. რადგან შენობა ავარიულია და მოსწავლეებისთვის სახიფათო იქნება, მისი დემონტაჟი და ახალი სკოლის აშენება მოგვიწევს. ახალი სკოლა იმავე ტერიტორიაზე აშენდება. ამასობაში მოსწავლეები, როგორც ასეთ შემთხვევებში ხდება ხოლმე, ახლო მდებარე სკოლებში გადანაწილდებიან, ან ერთ სკოლაში, თუ ერთი სკოლა დაიტევს მათ. სასწავლო პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

რაც შეეხება საჭირო პროცედურებს, განათლების მინისტრის ინფორმაციით, ჯერ უნდა გაკეთდეს დასკვნა, ასევე მოსამზადებელი და შესათანხმებელია სკოლის პროექტები.

მარიამ ლორთქიფანიძე, ანა მარშანია

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი