პოლიტიკა

28

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:58-ზე, მთვარე ლომშია – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების ზრდა. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. არ არის რეკომენდებული ახალი საქმეების დაწყება. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. საკვები არ უნდა იყოს ცხიმიანი. კარგია ბოსტნეული, სალათები; დამამშვიდებელი ბალახებისგან დამზადებული მცენარეული ჩაი.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ევროპოლის ხელმძღვანელი - "ისლამური სახელმწიფო" საკუთარ სოციალურ ქსელს ქმნის
ევროპოლის ხელმძღვანელი - "ისლამური სახელმწიფო" საკუთარ სოციალურ ქსელს ქმნის

რა­დი­კა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბა "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფო" სა­კუ­თარ სო­ცი­ა­ლურ ქსელს ქმნის. "რო­ი­ტე­რის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის შე­სა­ხებ ევ­რო­პო­ლის დი­რექ­ტორ­მა რობ უე­ინ­რა­ით­მა გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ახა­ლი მე­დია-პლატ­ფორ­მა გა­მოვ­ლინ­და გა­სულ კვი­რას, ინ­ტერ­ნეტ­ში ექ­სტრე­მი­ზის წი­ნა­აღ­მდეგ ევ­რო­პი­ლის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შე­დე­გად. "აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, რომ "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფო" ქმნის სა­კუ­თარ სო­ცი­ა­ლურ ქსელს, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც რა­დი­კა­ლი ის­ლა­მის­ტე­ბი გეგ­მა­ვენ სა­კუ­თა­რი იდე­ე­ბის წინ წა­მო­წე­ვას. ეს მოწ­მობს, რომ დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რე­ბი გა­ნაგ­რძო­ბენ ინო­ვა­ცი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას ვირ­ტუ­ა­ლურ ქსელ­ში", - გა­ნა­ცხა­და უე­ინ­რა­ით­მა ლონ­დონ­ში უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ზე გა­მარ­თულ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე.

25-26 აპ­რილს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­ის შე­დე­გად, ევ­რო­პო­ლის სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა კო­ლე­გებ­თან ერ­თად ბელ­გი­ი­დან, სა­ბერ­ძნე­თი­დან, პო­ლო­ნე­თი­დან, პორ­ტუ­გა­ლი­ი­დან და აშშ-დან ექვს ენა­ზე 52 ონ­ლა­ინ-პლატ­ფორ­მა­ზე ორი ათას­ზე მეტი ექ­სტრე­მის­ტუ­ლი ში­ნა­არ­სის მა­სა­ლე­ბი გა­მო­ავ­ლი­ნეს და გა­ა­ნად­გუ­რეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

ევროპოლის ხელმძღვანელი - "ისლამური სახელმწიფო" საკუთარ სოციალურ ქსელს ქმნის

ევროპოლის ხელმძღვანელი - "ისლამური სახელმწიფო" საკუთარ სოციალურ ქსელს ქმნის

რადიკალური დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო" საკუთარ სოციალურ ქსელს ქმნის. "როიტერის" ინფორმაციით, ამის შესახებ ევროპოლის დირექტორმა რობ უეინრაითმა განაცხადა.

მისი თქმით, ახალი მედია-პლატფორმა გამოვლინდა გასულ კვირას, ინტერნეტში ექსტრემიზის წინააღმდეგ ევროპილის სპეცოპერაციის შედეგად. "აღმოვაჩინეთ, რომ "ისლამური სახელმწიფო" ქმნის საკუთარ სოციალურ ქსელს, რომლის მეშვეობითაც რადიკალი ისლამისტები გეგმავენ საკუთარი იდეების წინ წამოწევას. ეს მოწმობს, რომ დაჯგუფების წევრები განაგრძობენ ინოვაციების გამოყენებას ვირტუალურ ქსელში", - განაცხადა უეინრაითმა ლონდონში უსაფრთხოების საკითხებზე გამართულ კონფერენციაზე.

25-26 აპრილს ჩატარებული ოპერაციის შედეგად, ევროპოლის სპეციალისტებმა კოლეგებთან ერთად ბელგიიდან, საბერძნეთიდან, პოლონეთიდან, პორტუგალიიდან და აშშ-დან ექვს ენაზე 52 ონლაინ-პლატფორმაზე ორი ათასზე მეტი ექსტრემისტული შინაარსის მასალები გამოავლინეს და გაანადგურეს.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"