საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს: "ღამის მგლების" ერთი წევრი აპრილში, "ამოსაცნობი ატრიბუტიკის გარეშე" ჩამოვიდა
შსს: "ღამის მგლების" ერთი წევრი აპრილში, "ამოსაცნობი ატრიბუტიკის გარეშე" ჩამოვიდა

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში ადას­ტუ­რე­ბენ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას იმის შე­სა­ხებ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში რუსი ბა­ი­კე­რის - ე.წ. ღა­მის მგლე­ბის" წევ­რი იმ­ყო­ფე­ბა.

რო­გორც უწყე­ბა­ში გან­მარ­ტა­ვენ, აპ­რი­ლის თვე­ში, და­ა­ნონ­სე­ბულ ვი­ზი­ტამ­დე და პერ­ფორ­მან­სამ­დე, "ღა­მის მგლე­ბის" ჯგუ­ფის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვა­რი, ტუ­რის­ტუ­ლი მიზ­ნით, სხვა ქვეყ­ნე­ბის ბა­ი­კე­რებ­თან ერ­თად, ამო­საც­ნო­ბი ატ­რი­ბუ­ტი­კის გა­რე­შე და სა­თა­ნა­დო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ით, გად­მოკ­ვე­თა ერ­თმა პირ­მა, რო­მე­ლიც, რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გახ­და ცნო­ბი­ლი, "ღა­მის მგლე­ბის" წევ­რია.

"სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ე.წ. "ღა­მის მგლებ­თან" და­კავ­ში­რე­ბით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის შე­სა­ხებ, გაც­ნო­ბებთ, რომ გუ­შინ ღა­მით ბა­ი­კე­რე­ბის - ე.წ. "ღა­მის მგლე­ბის" 50-იან კა­ცი­ან ჯგუფს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის გად­მოკ­ვე­თა­ზე უარი ეთ­ქვათ. შსს კვლავ ინარ­ჩუ­ნებს ამ პო­ზი­ცი­ას.

ამას­თან, გა­და­მოწ­მე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე, გან­ვმარ­ტავთ, რომ აპ­რი­ლის თვე­ში, და­ა­ნონ­სე­ბულ ვი­ზი­ტამ­დე და პერ­ფორ­მან­სამ­დე, "ღა­მის მგლე­ბის" ჯგუ­ფის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვა­რი, ტუ­რის­ტუ­ლი მიზ­ნით, სხვა ქვეყ­ნე­ბის ბა­ი­კე­რებ­თან ერ­თად, ამო­საც­ნო­ბი ატ­რი­ბუ­ტი­კის გა­რე­შე და სა­თა­ნა­დო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ით, გად­მოკ­ვე­თა ერ­თმა პირ­მა, რო­მე­ლიც, რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გახ­და ცნო­ბი­ლი, "ღა­მის მგლე­ბის" ჯგუ­ფის წევ­რია. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ყო­ველ­დღი­უ­რად, მშვი­დო­ბი­ა­ნი, ტუ­რის­ტუ­ლი ან ტრან­ზი­ტუ­ლი მიზ­ნე­ბით, ათო­ბით ბა­ი­კე­რი კვეთს ქვეყ­ნის სა­ზღვარს. შე­სა­ბა­მი­სად, კონ­კრე­ტუ­ლი მო­მენ­ტის­თვის შსს-ს არ გა­აჩ­ნდა სა­ფუძ­ვე­ლი აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რის სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­შე­მოშ­ვე­ბის­თვის.

შსს იღებს ყვე­ლა ზო­მას, რომ ამ პი­რის სა­ქარ­თვე­ლო­ში ყოფ­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ად­გი­ლი არ ჰქონ­დეს ნე­ბის­მი­ე­რი ხა­სი­ა­თის ინ­ცი­დენტს", - ნათ­ქვა­მია ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.

ცოტა ხნის წინ, ფე­ის­ბუქ­ზე გავ­რცელ­და ფო­ტო­ე­ბი, რო­მელ­ზეც ასა­ხუ­ლია თბი­ლის­ში მყო­ფი "ღა­მის მგლე­ბის" ბა­ი­კე­რი. ფო­ტო­ე­ბი ვა­კე­ში, არა­ყიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წი­ნაა გა­და­ღე­ბუ­ლი.

წა­ი­კი­თხეთ: ვინ არი­ან "პუ­ტი­ნის მგლე­ბი" და რო­გორ ექ­ცე­ვი­ან მათ სა­ქარ­თვე­ლო­სა და სხვა ქვეყ­ნებ­ში

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

შსს: "ღამის მგლების" ერთი წევრი აპრილში, "ამოსაცნობი ატრიბუტიკის გარეშე" ჩამოვიდა

შსს: "ღამის მგლების" ერთი წევრი აპრილში, "ამოსაცნობი ატრიბუტიკის გარეშე" ჩამოვიდა

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოში რუსი ბაიკერის - ე.წ. ღამის მგლების" წევრი იმყოფება.

როგორც უწყებაში განმარტავენ, აპრილის თვეში, დაანონსებულ ვიზიტამდე და პერფორმანსამდე, "ღამის მგლების" ჯგუფისგან დამოუკიდებლად, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, ტურისტული მიზნით, სხვა ქვეყნების ბაიკერებთან ერთად, ამოსაცნობი ატრიბუტიკის გარეშე და სათანადო დოკუმენტაციით, გადმოკვეთა ერთმა პირმა, რომელიც, როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, "ღამის მგლების" წევრია.

"სოციალურ ქსელში ე.წ. "ღამის მგლებთან" დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, გაცნობებთ, რომ გუშინ ღამით ბაიკერების - ე.წ. "ღამის მგლების" 50-იან კაციან ჯგუფს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთაზე უარი ეთქვათ. შსს კვლავ ინარჩუნებს ამ პოზიციას.

ამასთან, გადამოწმებული ინფორმაციის საფუძველზე, განვმარტავთ, რომ აპრილის თვეში, დაანონსებულ ვიზიტამდე და პერფორმანსამდე, "ღამის მგლების" ჯგუფისგან დამოუკიდებლად, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, ტურისტული მიზნით, სხვა ქვეყნების ბაიკერებთან ერთად, ამოსაცნობი ატრიბუტიკის გარეშე და სათანადო დოკუმენტაციით, გადმოკვეთა ერთმა პირმა, რომელიც, როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, "ღამის მგლების" ჯგუფის წევრია. აღსანიშნავია, რომ ყოველდღიურად, მშვიდობიანი, ტურისტული ან ტრანზიტული მიზნებით, ათობით ბაიკერი კვეთს ქვეყნის საზღვარს. შესაბამისად, კონკრეტული მომენტისთვის შსს-ს არ გააჩნდა საფუძველი აღნიშნული პირის საქართველოში არშემოშვებისთვის.

შსს იღებს ყველა ზომას, რომ ამ პირის საქართველოში ყოფნასთან დაკავშირებით, ადგილი არ ჰქონდეს ნებისმიერი ხასიათის ინციდენტს", - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ცოტა ხნის წინ, ფეისბუქზე გავრცელდა ფოტოები, რომელზეც ასახულია თბილისში მყოფი "ღამის მგლების" ბაიკერი. ფოტოები ვაკეში, არაყიშვილის ქუჩაზე რამდენიმე საათის წინაა გადაღებული.

წაიკითხეთ:  ვინ არიან "პუტინის მგლები" და როგორ ექცევიან მათ საქართველოსა და სხვა ქვეყნებში

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ